ყურშუბაძე-გვარიშვილი ნანული
გაზიარება

დრო მიდის ექსკლიუზივი

ღამდება თენდება.
ღამდება თენდება
დრო მიდის, შორს მიდის,
დრო აღარ ჩერდება.
ხან მზე ანათებს,
ხან მთვარე ენთება,
ხან ზეცას კაშკაშას,
ღრუბლები ედება.
წვიმა ჩამოწვიმს
მიწა სველდება,
ვარდები იშლება,
მინდვრები მშვენდება.
ზოგს გული უტირის,
ცრემლი არ ჩერდება.
ზოგი იზრდება,
ზოგი ბერდება,
დრო მიდის, შორს მიდის,
დრო აღარ ჩერდება.
მივყვებით დინებას,
ცხოვრება ძნელდება,
ხალხი წვალობს და
არაფერს ჯერდება,
დრო მიდის, შორს მიდის,
დრო აღარ ჩერდება.

??????