ჩიტი ექსკლიუზივი
რა პაწია გული მაქვს და
რამდენს ვიტევ დარდს,
ცივ ზამთარში სარჩოს ვეძებ,
უცებ ვიღაც მკლავს.
რას გიშავებ, რომ არ ვიცი?
ღმერთო რას მდებ ბრალს?
არვის არას ვუშავებ და
მაინც ვიღაც მკლავს.
დავფრთხიალებ აქეთ-იქით,
გულს ნაღველი ხრავს:
ვხედავ _ ვიღაც ჩამისაფრდა
და გულგრილად მკლავს.
პაწაწინა ჩიტუნა ვარ,
რას გიშავებთ რას?
ამიხსენით, ხოლო მერე
თვით მოვიკლავ თავს.
რამდენს ვიტევ დარდს,
ცივ ზამთარში სარჩოს ვეძებ,
უცებ ვიღაც მკლავს.
რას გიშავებ, რომ არ ვიცი?
ღმერთო რას მდებ ბრალს?
არვის არას ვუშავებ და
მაინც ვიღაც მკლავს.
დავფრთხიალებ აქეთ-იქით,
გულს ნაღველი ხრავს:
ვხედავ _ ვიღაც ჩამისაფრდა
და გულგრილად მკლავს.
პაწაწინა ჩიტუნა ვარ,
რას გიშავებთ რას?
ამიხსენით, ხოლო მერე
თვით მოვიკლავ თავს.