კვასტიანი კუკური
გაზიარება

მშობლიურო ჩემო მთებო ექსკლიუზივი

თქვენი გულის ფეთქვა მესმის,
მშობლიურო ჩემო მთებო.
ჩემო ჭალავ, ჩემო მდელოვ,
ცად აწვდილო გუმბათებო.

მთას ღრუბელის ქუდი შვენის,
მწვანე მინდვრებს ცვრით ბალახი,
მდინარის პირს ნისლის ქობა,
მთებს კი თეთრი ყაბალახი.

როცა ზეცა დაიქუხებს,
ცას პირს უხსნის მეხთა ელვა.
შეგაკრთობს და შეგაჩვენებს,
კლდეთა ჯმუხი გამოხედვა.

შორი გზა გაქვს გამოვლილი,
და გფარავდეს უშბის ძალა.
დღემდე შენი სიყვარული,
ვერავინ ვერ გამომძალა

??????