კვასტიანი კუკური
გაზიარება

ქართული ჰანგის მადლი ექსკლიუზივი

ქართველს ქართული სიმღერა მიყვარს.
ქართულ ხმას ვარჩევ სხვა ათას ხმებში.
მაგრამ სვანური სიმღერა მაინც,
ძალზე ძძლიერ ჟღერს სვანეთის მთებში.

იქაურობის მესმის გუგუნი,
ვხედავ ცხენისწყლის ტალღის აშვებას,
ვიგონებ მინდვრად გაფენილ წარსულს,
წკნელის ცხენებით გაპარპაშებას.

აპრილის თვეში იის სურნელი,
გამიხალისებს სევდის გუნებას.
მხიბლავს ფერები ატმის და ვაშლის,
ტოტებზე ყვავილთ აფათქუნება.

მე კახურ მრავალჟამიერს ვუსმენ,
მთელ საქართველოს მიაქვს ველები.
ყველა სტრიქონი, ფრაზა და ნოტი,
ქართული გენის არის მცველები.

იქ სევდიანი გაისმის ხმები,
ყური დაუგდეთ სადმე ჩეროში.
მოუსმინეთ და ჩახედეთ გულში
რაზე მღერიან სამეგრელოში.

ამწვანებული გურიის მთებში,
ოდეს სიმღერით ღმერთებს უვლიათ.
ვარდის ფურცლებად რომ ჩახვეულა,
ეს გურულების კრიმანჭულია.

სტუმართმოყვარე იმერლები კი
მიმსვლელს და მომსვლელს მუდამ ელიან.
სადაც პატარძალს ნეფე მიიყვანს,
იქ იმერლები მაყრულს მღერიან.

აჭარაში კი ხალხმრავლობაა.
გულს უხსნის ბიჭი ტრფბით ანასა.
ზოგი მღერის და ზოგიც ტაშს უკრავს,
წყვილი კი ცეკვავს განდაგანასა.

აქეთ კი ვიღაც რეგვენი, ბრიყვი
ამ ჩემს ქვეყანას მისას ადარებს.
მადლობა ღმერთს, რომ ვიცი და ვიტყვი
რომ ქართველ კაცის სახელს ვატარებ.

??????