კვასტიანი კუკური
გაზიარება

საქართველო ლაპარაკობს ექსკლიუზივი

ხავსიანი ციხე კოშკი,
მდუმარებით სივრცეს აპობს.
გაცვეთილი ქონგურები
შენს წარსულზე ლაპარაკობს.

მთის მწვერვალზე ნაშენები
დანათალი სდუმან ქვები.
ათასობით წლებს დაითვლის
კაცის ხელით ნაშენები.

რომ დახედავ მინდორივით
მწვანეა და არას ამბობს.
უტყვი არის, მაგრამ მაინც
უთქმელადაც ლაპარაკობს.

ეკლესიის კირქვის კედლებს,
ხუროთმოძღვრის ხელი ამკობს
მუნჯი არის თან მეტყველი
უსიტყვოდაც ლაპარაკობს.

გაუხუნარი სიმართლე,
თან ზღაპრობს და თან არაკობს.
რომ სვანეთში ყველა დროის,
საქართველო ლაპარაკობს.

??????