ტრაპირზონის იმპერია
თუ ერეკლეს ვერ ვეახელ ბრძოლად კრწანისს,
არხეინად სახლში არც მე მიმღერია,
დავიწყება ვერას ავნებს თუნდაც წამის
ჩემს უძლეველ ტრაპიზონის იმპერიას.
მაგრამ, ახლა დრო გასული იმდენია
ჭოროხს ერთვის, რაც რომ ცრემლი მიდენია.
დღეს მეფენი ლაშქარს სხვაგნით მიდენიან.
მე კი, მათთვის არასოდეს მიდევნია.
დგას ნაკურთხი ციხე აფსარს, მზით ნაჟური
და მომბღავის სივრცე გლოვა-სიმღერიან
ვით გავლილი წლები ყრმობის, გიჟმაჟური
დევს წარსულში ტრაპიზონის იმპერია.
რაც განგებას ჩემთვის მიმოუჩენია
სხვის ტრამალებს ჩემი ადლი მირჩევნია.
აქ მღეროდნენ, მღერიან და იმღერებენ,
დუღს ვულკანი ტრაპიზონის იმპერია.
ჟამი ჟამობს, ქარნი ღრუბლებს მირეკავენ,
მოწმენდილი ცა ნიადაგ ცისფერია.
ისტორიის ქვა-ღორღსა და ნარ-ეკალში,
თვლემს ვულკანი _ ტრაპიზონის იმპერია.
და ძარღვებში ცეცხლოვანი სისხლი კოლხის
კლდეს მოხეთქავს მოწოდებით იმფერია
მე ვარ სუნთქვა, ლაღი სულთქმა ჩემი ხალხის,
ხელთ მაქვს დიდი ტრაპიზონის იმპერია.
ეჰეი, თამარ! მაპატიე შეძახილი
დახავსებულ წელთა კლიტე მიმტვრევია,
ერთხელ კიდევ გამაგონე ის ხმა ტკბილი
ჩვენიაო ტრაპიზონის იმპერია.
თუ ერეკლეს აღარ ვახლდი ლაშქრით კრწანისს,
არხეინად შინ არასდროს მიმღერია.
დავიწყება ვერას ავნებს თუნდაც წამის
ჩემს უძლეველ ტრაპიზონის იმპერიას.
არხეინად სახლში არც მე მიმღერია,
დავიწყება ვერას ავნებს თუნდაც წამის
ჩემს უძლეველ ტრაპიზონის იმპერიას.
მაგრამ, ახლა დრო გასული იმდენია
ჭოროხს ერთვის, რაც რომ ცრემლი მიდენია.
დღეს მეფენი ლაშქარს სხვაგნით მიდენიან.
მე კი, მათთვის არასოდეს მიდევნია.
დგას ნაკურთხი ციხე აფსარს, მზით ნაჟური
და მომბღავის სივრცე გლოვა-სიმღერიან
ვით გავლილი წლები ყრმობის, გიჟმაჟური
დევს წარსულში ტრაპიზონის იმპერია.
რაც განგებას ჩემთვის მიმოუჩენია
სხვის ტრამალებს ჩემი ადლი მირჩევნია.
აქ მღეროდნენ, მღერიან და იმღერებენ,
დუღს ვულკანი ტრაპიზონის იმპერია.
ჟამი ჟამობს, ქარნი ღრუბლებს მირეკავენ,
მოწმენდილი ცა ნიადაგ ცისფერია.
ისტორიის ქვა-ღორღსა და ნარ-ეკალში,
თვლემს ვულკანი _ ტრაპიზონის იმპერია.
და ძარღვებში ცეცხლოვანი სისხლი კოლხის
კლდეს მოხეთქავს მოწოდებით იმფერია
მე ვარ სუნთქვა, ლაღი სულთქმა ჩემი ხალხის,
ხელთ მაქვს დიდი ტრაპიზონის იმპერია.
ეჰეი, თამარ! მაპატიე შეძახილი
დახავსებულ წელთა კლიტე მიმტვრევია,
ერთხელ კიდევ გამაგონე ის ხმა ტკბილი
ჩვენიაო ტრაპიზონის იმპერია.
თუ ერეკლეს აღარ ვახლდი ლაშქრით კრწანისს,
არხეინად შინ არასდროს მიმღერია.
დავიწყება ვერას ავნებს თუნდაც წამის
ჩემს უძლეველ ტრაპიზონის იმპერიას.