ქუთათელაძე გენრიეტა
გაზიარება

გამოცდა ექსკლიუზივი

ფეხი შემოვდგი ამ პლანეტაზე ჟამსა უჟამოს
და დედამიწის ერთ პატარა, ზღაპრულ მხარეში
მე განვაცხადე ჩემი ღვთიური წარმომავლობა....
უცებ დაეჭვდნენ და უმალ მკითხეს:
რას გავაკეთებ,
რა მსურს,
რას ველი,
შევცვლი რაიმეს იმათ ყოფაში,
მე უასაკო, თითქმის უცნობი....
შემოქმედმა სამყაროისა კი მოისურვა
გამოცდა ჩემი _
სასწორზე დადო ორი განძი,
სიბრძნე,
სიმდიდრე....
გადასწონა სიმდიდრემ ძლიერ.....
_ ერთ_ერთს გაჩუქებ, რომელს აირჩევ?
_ რომელს ავირჩევ? ეჰ, ამორჩევა ძნელი არის,
თითქმის სარისკოც.....
ჩუმად ჩამესმა:
_ ხედავ სიმდიდრეს, რაოდენია, დასტაცე ხელი....
_ ო, არა, არა, განვედ სატანავ,
რა თავში ვიხლი სიმდიდრეს, როცა სიბრძნეა აქვე....
ზურგი ვაქციე სიმდიდრეს და
ვარჩიე სიბრძნე.....
სიბრძნის არჩევით დავისაკუთრე სიმდიდრეც თურმე!

??????