ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

სოსელოს 

   ლოთი მამა, ბუშის დარდი სვემ გარგუნა,

   შენც აიგდე დედამიწა აბუჩივით,

   ისტორიას საფეთქელში უბაგუნე

   მამაშენის სახარაზო ჩაქუჩივით.

 

   ღვთის, მამულის მოღალატე ისე გახდი,

   არ უწყოდი და რაც გწამდა, მართლა გწამდა,

   სალოსივით ასკეტობდი მეფის ტახტთან,

   სამართებელ-სამართალი გსურდა ძმათა.

 

   სწირე ტყვიით,სისხლით, ცრემლით, დაშინებით

   ( რა ისმინე ნეტავ სემინარიაში?),

   თავზარდამცემ გენიით და დაჟინებით

   სწირე ცეცხლი თვით ქრისტეში, მარიამში.

 

   სულ გეწვოდა ვაჟას სილა-ალიყური

   და ილიას შემოწყრომა ერისათვის,

   როცა მოკლეს საქართველოს მოლაღური,

   კარმა იყო შენი ბედისწერისათვის.

 

   ამას მიხვდი გვიან, როცა მოწამლული

   ის მელექსე მეფის ტახტზე სულსა ლევდა,

   არც მშობელი, და-ძმა, ან ძე, ან ასული,

   არც არავინ, მომაკვდავს რომ გიწამლებდა.

 

   ეჰ, სოსელო, ავად სწირე ეგ გენია,

   მოგინელა შენც რუსეთის იმპერიამ,

   აკი გორიც დაგიბომბეს და კერიაც

   და გამართეს სისხლიანი მისტერია,

   პეტრე დიდშიც, შაჰ-აბასშიც ეგ გენია, _

   ვაი თუკი გზას ასცდება, იმფერია.

 

   ქართლის ბედი ხედავ რა სავალალოა?

   ისტორიის განაჩენი არის მკაცრი :

   სხვისი ომის სიმუსიც კი საბრალოა,

   ბევრად სჯობნის მას მამულის ჯარისკაცი.

 

   ჟორდანიამ სულ ორ წელში დაგვაწია

   ისტორიის დენას, სისხლის ღვარად გაბმულს,

   ლამის თამარ მეფის სამანს მიაღწია:

   ტაო, ლაზთა, ჯიქთა წყალი ასვა მამულს.

 

??????