თედორაძე დავით
გაზიარება

რას მეტყვი მზის მახარობელს ექსკლიუზივი

სიყვარული არა მწამს
თუ ვერ გაალამაზებს,
თუ სულს ვერ აგიყვავებს
ბულბულების გალობა.
მთელი ჩემი სიცოცხლე
ცხოველ სხივებს ვპარავ მზეს,
სხვა მინდოდა დამეწვა,
დამწვა შენმა ქალობამ.
ყელს მოიღერებს ხვარამზე,
თმა გათეთრდება ნატვრითა,
სიყვარულმა და სურვილმა
გული დაწვა და დაფლითა.
ქარმა წამიღოს უიღბლოდ,
ელვამ დამიწვას თვალები,
ჩემს სატირალში მოვიდნენ
სულ შენნაირი ქალები.
წყალწაღებულის ფიქრია,
მე რომ მჭირს,
მე რომ დაგეძებ,
რა ვქნა,
ვარდები ჰყვავიან,
რა ვქნა,
ვარდები მაქეზებს.
ვარდის ფურცლობის დროც არის,
სულში მზეა და დარია,
თვალი სულ შენკენ მიჭირავს,
სულ შენკენ მომიხარია.
აქ ფონი არსად არა ჩანს,
აქ მორევია მზაკვარი,
ის სიყვარული რა არის,
არ აგირიოს გზა-კვალი.
მზე,
მზე ანათებს,
ქალაქში
მზის საგალობელს გალობენ,
აყვავდა სული,
მიყვარხარ,
რას მეტყვი მზის მახარობელს?!

??????