თედორაძე დავით
გაზიარება

* * * უნეტარესო ექსკლიუზივი

უნეტარესო,
თუ დამიჯერებ, მე მეშინია შენი არსებობის,
რადგან კეთილშობილი თვალებით
ვნების კოცონზე
წვავ ჩემი კაცობის უძვირფასეს გვირგვინს _
თავშეკავებას.
ვგრძნობ, როგორ მიახლოვდები.
იწყები შენ და ვმთავრდები მე.
ახლა უკვე აღარ მახსოვს, თუ რა გზებით
მოვედი შენთან, რა ამშვენებდა ჩემს სავალს -
ნარ-ეკალი თუ გვირილები.
მე არაფერი მახსოვს, ვარ არაფერი,
წყვდიადში ჩაკარგული არაფერი!!!
გიკვირს ალბათ -
არაფერს როგორ ეშIნია შენი არსებობის...
შენს იქით მზეა,
თვაუწვდომელი ველია შენს იქით,
ათასნაირი ყვავილებით შემკული.
ყველაფერში შენი შუქი და სხივია.
ყველაფერი შენა ხარ.
ნეტავი მქონდეს ძალა - გავანადგურო
შიშის საზღვარი,
შენს ბაღში გადმოვიდე,
შენი ყვავილებით დავტკბე,
შევეთვისო შენს სინაზეს,
შენი სიცოცხლით ვიცოცხლო...
მე ხომ შენს გარდა არაფერი მახსოვს,
უნეტარესო!

??????