თედორაძე დავით
გაზიარება

ღმერთო, დამასიზმრე ქალი ექსკლიუზივი

ღმერთო, დამასიზმრე ქალი,
მწყურვალს მომიტანოს წყალი,
ჩემი მთების მადლფენილი
მზით ნაკურთხი წყაროს წყალი.
ღმერთო, დამასიზმრე ქალი,
ღმერთო, დამასიზმრე ქალი.

ჩაუგორდა სურვილს ნატვრა,
შენ რას ფიქრობ ნეტა ახლა...
ნეტა ახლა შენს ბაგეებს დამაკონა,
ნეტა ახლა,
ნეტა ახლა შენგან თქმული _
მინდიხარო, _ გამაგონა,
მინდიხარო, _ გამაგონა,
შენს ბაგეებს დამაკონა,
შენს ბაგეებს დამაკონა.

ფიქრებს ვაწყობ ხარისხებად,
უშენობა არ იქნება,
უშენობამ,
უშენობამ დამაღონა,
გნახავ, სული აივსება,
გათბება და გაიშლება,
ნეტა ახლა შენგან თქმული _
მინდიხარო, _ გამაგონა,
მინდიხარო, _ გამაგონა,
შენს ბაგეებს დამაკონა,
შენს ბაგეებს დამაკონა.

??????