თედორაძე დავით
გაზიარება

ან-ზე სით მოვალ, მკითხე ექსკლიუზივი

ახლა რომ მკითხო _
მკვდარი ვარ
ყოველდღიური საქმით,
ვერც რამე ციურს ვხედავ და
ვერც მთის სიყვითლეს _
გაღმით.

ცოლი საყვედურს არ მალავს,
ვუძლებ, რაკი ვარ ქმარი,
ოჯახს არ ყოფნის ლექსი და
ვერ ატკბობს ჩემი ქნარი.

გაფატრულია გულ-ღვიძლი
ხორცის საკეპი დანით,
ცოტაც და ჩამოიქცევა
სულის ერდო და ბანი.

ო, ღვთისნიერო, მიშველე,
ან-ზე სით მოვალ, მკითხე,
რომ თენდებოდეს ყოველთვის
მე რომ მიყვარდა _ ის დღე.

??????