არ ვიცი, რა მიხარია ექსკლიუზივი
ბათუმი თოვლით აივსო,
სულში მზე წევს და დარია,
ვსვამ,
გადღეგრძელებ,
ვხალისობ, _
არ ვიცი, რა მიხარია.
ნუგზარის ბოლო მოეღო,
რამინიც კარგა მთვრალია,
ხაბაძე ფხიზლობს, ღვინოში
ქედმოუდრეკი ხარია.
კაფეში თბილა,
ქუჩაში თოვს,
თანაც ცივი ქარია,
ვსვამ,
გადღეგრძელებ,
ვხალისობ, _
არ ვიცი, რა მიხარია.
სულში მზე წევს და დარია,
ვსვამ,
გადღეგრძელებ,
ვხალისობ, _
არ ვიცი, რა მიხარია.
ნუგზარის ბოლო მოეღო,
რამინიც კარგა მთვრალია,
ხაბაძე ფხიზლობს, ღვინოში
ქედმოუდრეკი ხარია.
კაფეში თბილა,
ქუჩაში თოვს,
თანაც ცივი ქარია,
ვსვამ,
გადღეგრძელებ,
ვხალისობ, _
არ ვიცი, რა მიხარია.