ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

დილის ს ო ნატა  

   ხეებში სხივთა ქნარზე ისმის სიმღერა მზის,

   განაბულია ღმერთი მიღმა იისფერ ცის.

  

   ლურჯი ჩრდილების გამას ერევა ცვარის ხმა

   და სუსხი თრთოლვით გალობს, როგორც ტაძარში ყრმა.

  

   ნელა კიაფობს შაშვი _ სიმს ნაზად უსვამს ხემს,

   სადღაც ფინია ძაღლი გამწყდარ სიმივით ყეფს.

  

   შორით გაისმა კრინი ტოროლისა და ტარბის,

   ობობის ქსელზე სხივი ჭინჭველასავით დარბის.

 

   ჩვილის კროჭინი ისმის _ ჩემი ბადიშის ალტი,

   გამოიღვიძა ოდამ, აუჭიკჭიკდა ბარტყი.

 

   დღეს რაღაც მეტისმეტად ცისფერი არის ზეცა,

   ერთად დამბრუნავს   თავზე მქრალი მთვარე და მზეცა.

 

  Mმამლის სოპრანოს ერთვის ნახირის ეჟვნის ხმა,

   კლდეზე ღიღინით წყარომ ჩამოივარცხნა თმა.

 

   კვლავ მღერის ძველი ტრიო: წარსული _ აწმყო _ ხვალ

   და სალამურად მესმის ძარღვებში სისხლის ხმა.

 

   სხივთა წკრიალი მესმის და სულის მზვარეს ვმზერ...

   მადლობა, ღმერთო, მთელ დღეს ჩემი რომაა მზე!

 

                                          13 აგვისტო, 2009,

                                          აცანა

??????