თედორაძე დავით
გაზიარება

იმერხევი ექსკლიუზივი

წყალზე
თამარის ხიდია და
ხიდზე ყვავილი,
ჰგავს ეს ხეობა აჭარისას
ტყუპისცალივით.

ვნახე ძმები და
სიხარულის ცრემლით ვიტირე,
მთას აკვდებიან _
იქაც ზაფრავთ მიწის სიმწირე.
სულ ჩვენებური ხასიათი...
აზავთებული...
სიტყვაც,
პასუხიც,
სათნოებაც,
მზერაც მეფური,
ისე ამშვენებთ,
როგორც მიწას,
ან ხეს _ ყვავილი...

ჰგავს ეს ხეობა აჭარისას
ტყუპისცალივით.

??????