თედორაძე დავით
გაზიარება

ნეტა ამ დღეებს მკვდარი ვენახე ექსკლიუზივი

ჩემს წუხილს ალბათ გაიგებს სხვებიც,
ალბათ იმათმა სულმაც იწვალა,
როცა ოცნებას შეაჭრეს ფრთები,
როცა იმედი გარდაიცვალა.

მე ხშირად ვგავარ შვილმოკლულ მამას,
ცრემლს რო მალავს და სულში ეღვრება,
ყოველდღე ახალ ტკივილით მშხამავს _
ქვეყანა ხელთ რომ იგდეს რეგვნებმა.

ყურთა დახშობა სჯობს მის ძაგებას,
თვალთა დათხრა სჯობს ახალ ბაზალეთს,
მაინც რა მოხდა, ძმობის მაქებართ
ასე ერთურთი რით შევაზარეთ!

დარდმა გამხრა და სისხლიც გახევდა,
ნეტა ამ დღეებს მკვდარი ვენახე,
ოღონდ, მამულო, ყრმა რომ გხედავდი,
ისე მყოლოდი და შემენახე.

??????