აბაშიძე გრიგოლ
გაზიარება

ამ სოფლის წესი... 

ამ სოფლის წესი ეს იყო, ალბათ
ვინც ამაშენა, მანვე დამშალა
მიტომ მასმევდა წვეთ-წვეთად შარბათს 
რომ ბოლოს მესვა მხოლოდ სამსალა

და ეს მავიწყებს ყველა სატკივარს
გულს ჩამრჩა დარდის ერთი ნესტარი
მეც სამარეში ისე ჩავდივარ
სამშობლოს საშველს ვერ მოვესწარი!..

??????