თედორაძე დავით
გაზიარება

ზაფხული ერგეში ექსკლიუზივი

ახლა აქ ყოფნა შვებაა,
რწმენა ამოდის მიწიდან,
მთები ხომ მიყვარს, _ ეს წყალი,
ეს სიმყუდროვე მიზიდავს.

აქ რო ვარ, ასე მგონია,
კეთილმა სძლია ბოროტი,
აქ ყველა ჩემი ტოლია,
მიერთგულებენ ბოლომდი!

გამაღვიძებენ ჩიტები,
დარდს ამომკენკვენ გულიდან,
გამალაღებენ, დამღლიან
სამშობლოს სამსახურითა.

??????