ანთაძე ცისანა
გაზიარება

სალონებში მიიცვალა ემოცია... ექსკლიუზივი

წვიმის წყალი უცნაური გემოსია,
ცას ღაწვიდან ცრემლებივით სდის....
სალონებში მიიცვალა ემოცია,
სამნი ვგლოვობთ მე, შენა და ის...

სიყვარულის მბრძანებელი ეროსია,
გული მისი ტყვეობის ქვეშ თრთის....
სალონებში მიიცვალა ემოცია,
სამნი ვგლოვობთ: მე, შენა და ის.

ტკივილიან გულს ჭირდება გარდამოხსნა,
აღზევება, ანუ გახსნა ცის...
სალონებში მიიცვალა ემოცია,
სამნი ვგლოვობთ: მე, შენა და ის.

??????