ქებურია ბელა
გაზიარება

და იწყება... ექსკლიუზივი

და იწყება მიქცევა... ყველა ხე წაიქცევა,
ველოდები სამყაროს მიმო-მიმო-მი-ქცევას...
რა მძაფრად ვგრძნობ ჩემს სულში, რომ მტკივანი ნერვი ძევს...
და იწყება მიქცევა... და იწყება მიქცევა...
დაიწყება მიქცევა ნელ-ნელა და ზენიტზე
ისე ადის , გადადის ბგერა-ბგერა,ნოტი-ნოტ,
ასო-ასო, ტოტი-ტოტ...
თითქოს სურდეს, სამყაროს ჩემი ცრემლი მოჰფინოს.
...და იწყება მიქცევა, ღამღამობით იქცევა...
ცამეტივე სვეტი და ცამეტივე საყდარი,
ვიცი, ბეწვის ხიდზე ვარ! ვიცი, ნერვის წკიპზე ვარ...
რადგან ვხედავ – რაც იყო და...(სამწუხაროდ), რაც-არი!
სული... სული ფრთამალი... ხან ფხიზელი, ხან მთვრალი,
სისხლად მიმომავალი... ვხედავ, ისე დამძიმდა,
თითქოს შიგნით გაწვიმდა და მეწყება კოლაფსი,
რადგან ვერ ამოვფრინდი ხორცის სარკოფაგიდან...
ვდგავარ ოკეანესთან, ცოდვის ოკეანესთან...
მიიქცევა... იქცევა... ქცევა... ევა... და ვაი,
უზარმაზარ ფესვებით, რკინის მძიმე რელსებით
მი-რახ-რახ-რახ-რახ-რახებს და... მაფხიზლებს ტრამვაი.

??????