ქებურია ბელა
გაზიარება

ვინ ვარ ექსკლიუზივი

ვინ ვარ? – მზის ერთი სხივი ვარ,
ცისკართან ერთად ავდგები,
წვიმას ღვთის მადლად ვღებულობ,
ქარებს მეგობრად დავყვები.
ზოგჯერ ზღვის მეცხრე ტალღა ვარ,
თეთრად აშლილი აფრებით,
ბაბუაწვერას სუნთქვა ვარ,
მომიქროლებ და... გავქრები!
სამშობლოს ცრემლის წვეთი ვარ,
მისთვის სიცოცხლის გამღები.
რაცა ვარ აი, ესა ვარ,
არც მეტი და არც ნაკლები.

??????