ისტამბულ ჰანიმ ექსკლიუზივი
ჰოი, ქმრის მკვლელზე გათხოვილო
ისტამბულ ჰანიმ,
ევროპის ძუძუვ, მოგიმწყვდია
მუჭში აზიამ,
ახალ რჯულს იცავ, ჩადრს იფარებ ნისლისას, მაგრამ
ისე იფარებ,უფრო ვხედავ, რაც ლამაზია.
ჩემი ხომალდი რეიდზე დგას,
ვეღარ მიცანი
ხამლგაცვეთილი, ჭაღარა და გაუპარსავი.
დგახარ ამაყად და მრავალთა ხალხთა მიწანი
ფერხთით გიგია აღმოსავლურ ხალიჩასავით.
ეს ადრე იყო,
წკრიალებდა თითქოს მინაში
სიცილი შენი, ჯერ ტკივილით დაუკოდველი.
დედოფლად გხმობდნენ და შენს მაცდურ თვალთა წინაშე
მე წარმადგინეს, ყრმა უბირი და უცოდველი.
ბუდუარებში ჯერ არ იდგა სურნელი ყავის,
გაწვდიდა ნუგბარს შენ ეგვიპტე,
ელადა, რომი,
არ მახსოვს, დუკას
თუ კომნენეს ცოლი იყავი,
და გეტრფიალე უფლისწული ქართველთა ტომის.
მანდატურები მოგვიგზავნეს ლაციცობისას,
გავასწარ ნავით და ბოსფორი დღესაც ხმაურობს,
კონსტანტინოპოლ,
დედოფალო ჩემი ყრმობისა ,
მაცდურო ჩემო,
მტერო ჩემო და სიყვარულო!
და სიყვარული დარჩა ჩვენი ,როგორც სიზმარი,
თუმცა სიზმარი-მშვენიერი,იგი უებრო,
მოვარდა მერე გრიგალივით იანიჩარი,
მოგიკლა ქმარი ,დაგეუფლა
და გაგაბრუა.
მაგონდება ძველისძველი
ანდერძთქმული ცამცუმისი,
ვერ იტყოდა ის ბერძენი:
‘’ჩემი ცოლი ალალ მისი“
ჰოი, ქმრის მკვლელზე გათხოვილო
ისტამბულ ჰანიმ,
ევროპის ძუძუვ,
მოგიმწყვდია მუჭში აზიამ.
გათბა ველური , შეიყვარა სალუქი ტანი,
ზედ დაგაყარა , რაც ძვირფასი და ლამაზია.
ვეღარ მიცანი დაღლილი და დაბერებული.
მე ის ბიჭი ვარ, სიყვარულით
რომ არ ეძინა,
გამოტაცებულ ცირას გზა-კვალს ადევნებული
შენს სერალში რომ
სულთნის ლომებს დააგლეჯინე.
ვგონებ, მოგწყინდა საუბარი ჩემი უღირსი,
იმშვენებ ჯიღას მინარეთთა, მაღლა აწვეტილს,
ვდგავართ რეიდზე,
გემიც გიმზერს, ვით საჭურისი
ჰარემის ტურფას,
უღიმღამოდ და გულდაწყვეტით.
ჰა, თურქის ბიჭმა მოაცურა ჩვენს ახლოს ნავი,
როგორ თამამობს საკუთარი ამაყი ჭერით,
ამღერდა უცებ,
გადასწია ბურძგალა თავი.
არ მესმის ხმა და
მეჩვენება ქართულად მღერის:
„არ მომიპარავს ,
მიპოვნია,
ახლა ჩემია“.
ისტამბულ ჰანიმ,
ევროპის ძუძუვ, მოგიმწყვდია
მუჭში აზიამ,
ახალ რჯულს იცავ, ჩადრს იფარებ ნისლისას, მაგრამ
ისე იფარებ,უფრო ვხედავ, რაც ლამაზია.
ჩემი ხომალდი რეიდზე დგას,
ვეღარ მიცანი
ხამლგაცვეთილი, ჭაღარა და გაუპარსავი.
დგახარ ამაყად და მრავალთა ხალხთა მიწანი
ფერხთით გიგია აღმოსავლურ ხალიჩასავით.
ეს ადრე იყო,
წკრიალებდა თითქოს მინაში
სიცილი შენი, ჯერ ტკივილით დაუკოდველი.
დედოფლად გხმობდნენ და შენს მაცდურ თვალთა წინაშე
მე წარმადგინეს, ყრმა უბირი და უცოდველი.
ბუდუარებში ჯერ არ იდგა სურნელი ყავის,
გაწვდიდა ნუგბარს შენ ეგვიპტე,
ელადა, რომი,
არ მახსოვს, დუკას
თუ კომნენეს ცოლი იყავი,
და გეტრფიალე უფლისწული ქართველთა ტომის.
მანდატურები მოგვიგზავნეს ლაციცობისას,
გავასწარ ნავით და ბოსფორი დღესაც ხმაურობს,
კონსტანტინოპოლ,
დედოფალო ჩემი ყრმობისა ,
მაცდურო ჩემო,
მტერო ჩემო და სიყვარულო!
და სიყვარული დარჩა ჩვენი ,როგორც სიზმარი,
თუმცა სიზმარი-მშვენიერი,იგი უებრო,
მოვარდა მერე გრიგალივით იანიჩარი,
მოგიკლა ქმარი ,დაგეუფლა
და გაგაბრუა.
მაგონდება ძველისძველი
ანდერძთქმული ცამცუმისი,
ვერ იტყოდა ის ბერძენი:
‘’ჩემი ცოლი ალალ მისი“
ჰოი, ქმრის მკვლელზე გათხოვილო
ისტამბულ ჰანიმ,
ევროპის ძუძუვ,
მოგიმწყვდია მუჭში აზიამ.
გათბა ველური , შეიყვარა სალუქი ტანი,
ზედ დაგაყარა , რაც ძვირფასი და ლამაზია.
ვეღარ მიცანი დაღლილი და დაბერებული.
მე ის ბიჭი ვარ, სიყვარულით
რომ არ ეძინა,
გამოტაცებულ ცირას გზა-კვალს ადევნებული
შენს სერალში რომ
სულთნის ლომებს დააგლეჯინე.
ვგონებ, მოგწყინდა საუბარი ჩემი უღირსი,
იმშვენებ ჯიღას მინარეთთა, მაღლა აწვეტილს,
ვდგავართ რეიდზე,
გემიც გიმზერს, ვით საჭურისი
ჰარემის ტურფას,
უღიმღამოდ და გულდაწყვეტით.
ჰა, თურქის ბიჭმა მოაცურა ჩვენს ახლოს ნავი,
როგორ თამამობს საკუთარი ამაყი ჭერით,
ამღერდა უცებ,
გადასწია ბურძგალა თავი.
არ მესმის ხმა და
მეჩვენება ქართულად მღერის:
„არ მომიპარავს ,
მიპოვნია,
ახლა ჩემია“.