როყვა შოთა
გაზიარება

დანდალოდან დოლოგნამდე ექსკლიუზივი

დანდალოდან დოლოგნამდე
სულ კაკლები,
კაკლები..
აჭარისწყალს გადავძახე:
_ შენ სად მიიკლაკნები?!

დანდალოდან დოლოგნამდე
ზეცა ვნახე კრიალა,
დილა ვნახე _ თამარ ქალის
სახე ვნახე ბრდღვიალა.

ადესას რომ თვალი ვკიდე,
კაკლის ხეზე გაბარდნილს,
მე მეგონა, იწყებოდა
ძიმითი და მამათი..

სხე სახეს მივამგვანე,
როგორც ისხარს _ ისხარი,
დოლოგანი _ ნაგომარი,
სუფსა _ აჭარისწყალი.

თუ დახატეს ეგ სოფლები,
ხე როგორ დგას შრიალა?
წინ გზა მიდის აღმაფრენის,
დამღლელი გზა კი არა!

დანდალოდან დოლოგნამდე
სულ კაკლები,
კაკლები..
ჩემო ხალხო,
კაკლის ხისგან
გაგიმრავლდეს აკვნები!

??????