ისე მხიბლავს ეს ქედები, მთებზე ღრუბლის ფარა, მე ვბერდები, შენ ბერდები, სიყვარული _ არა! ისევ ავსებს მერცხლის ხმები ეზო-კარს და მარანს, მე გავქრები, შენ გაქრები, სიყვარული _ არა! ნაბიჯ-ნაბიჯ გადის წლები, ძალს და ღონეს გვპარავს, თოვლი დნება, ია ჭკნება, სიყვარული _ არა!