ქორწილი აჭარაში ექსკლიუზივი
იღიმება იის კვირტი, გულზე იყრის ფერებს ლურჯ ცის,
სიო ყვავილს უალერსებს,
ფურცელ-ფურცელ კოკორს უხსნის.
დასალოცი დაილოცოს, შემოდგომას ვინ დაუცდის:
სიყვარულმა აყვავება გაზაფხულზრ უფრო იცის!
ლურჯმა დილამ ჩაიხედა ლურჯფარდიან ფანჯარაში,
ზურნის ხმები გამოვარდა, ირიჟრაჟა, ტაში, ტაში!
ბიძაჩემი ქალს ათხოვებს, ქორწილია აჭრაში.
მოცეკვავევ, კვლავ გაუსვი,
რად არ უმხელ ქალებს გუმანს?
მიუცეკვე, მოუცეკვე, აირჩიე გოგო უმალ..
ტურფამ ყელი მოიღერა, თან გამოგყვა მოსალხენად,
ეს რა ცეცხლი მოგიკიდა ამ შავთვალამ ასე ხელად!
მექორწილევ, ხელი მომეც, თქვენებური არ ვარ განა?
ჰე, მედოლევ, დაჰკარ, დაჰკარ, დაუკარი განდაგანა!
ასე რაღამ გაახელა
ჩვენი ლხენა ქოჩახელა,
გააწვინა სტვირი გუდა
და ხორუმიც ასე უნდა..
ჰოპ და ნანა, თარნანანი, სამი ბიჭი ვისი არი?
ცეკვავს სამი შავქოჩორა, ეკიდება ლოყებს ალი.
პატარძალთან ჩაუხვიეს, წამწამს დახრის დედოფალი,
მიუცეკვავს, მოუცეკვავს, გაიწვიეს სიძე ძალით.
ეშხი-მეშხი, დოლ-გარმონი, თარნანინა, ბიჭო, ტაში!
და მაყარმა დედოფალი გააფრინა ზურნის ხმაში..
ჩემო სიყრმის მეგობარო, მეოცნებევ გულგაშლილო,
გულამაყო ბიძაჩემო, ტანწერწეტა ბიძაშვილო!
ჩემს ქორწილში ვერ გალხინეთ,
ვერ დამლოცეთ გულით მაშინ,
რა ვუყოთ
თუ ჩემი მტრედი გამიფრინდა ფანჯარაში!
კვლავ დავლოცოთ
თეთრი ფატით გაფრენილი თეთრი ქალი,
ლოყას ვარდი გაეკიდა და ტრფიალის ნაპერწკალი?!
ეშხი-მეშხი, დოლ-გარმონი, თარნანინა, ბიჭო, ტაში,
მოვიგონოთ, ვინც გვიყვარდა,
ამ ცეცხლიან ზურნის ზმაში.