მჟავია ქსენია
გაზიარება

გზა ექსკლიუზივი

არ მიძებნია გზები ფერადი,
გზა მიხვეული, გზები ირიბი,

ბარიდან მთაში, მთიდან ველამდი,
მაქვს მიჩნეული ჩემი ბილიკი.

მე ამ გზით ვხვდები ბინდს და ალიონს,
ჩემს მზეს და ნისლებს, დარდს და მოლოდინს.

თუნდაც დამქანცოს, თუნდაც გამლიოს,
მისი ერთგული ვრჩები ბოლომდის.

ის არის ჩემი ხატიც და ღმერთიც,
იმედი, ღელვა რამ უჩვეულო,

ვიცოცხლებ შენთვის, მოვკვდები შენთვის,
გზაო, სხვა გზებში გამორჩეულო.

??????