მელია იაკობ
გაზიარება

ჭოროხი  ექსკლიუზივი

გადმოჰყოლია მთებიდან ქუხილს,
ვინ შეზღუდავდა ტალღებს დელგმიანს, _
გაუკაფია გზა დევის მუხლით,
გზადაგზა კლდენი დაუნგრევია.
წყალს დაუფარავს ხმელეთი ლამის,
წამოუღია მიწა ერთიან,
მოუძებნია შავი ზღვა მაინც
და კახაბერთან კიდეც შერთვია.
აღსდექ! მომძახის ჭოროხი ღელვით,
ყრმაო, შენ შენი ძალა გასცადე!
თუკი საკუთარ გზას არ მიჰყევი,
როგორ მიაღწევ გულის საწადელს?!
აი, ეს არის მართლაც მთავარი _
სიყვარული და ნაღდი ხარება,
სამშობლოსადმი ლტოლვა ამგვარი
და ჭოროხივით გამქუხარება.

??????