ვარშანიძე მამია
გაზიარება

მინდა მიმღეროს ქალმა ლამაზმა ექსკლიუზივი

რომ ჩემს სულს კვამლად წაიღებს ქარი,
სიცოცხლის ყველა ცხრა კარს ჩარაზავს..
არ მინდა ყველას მოთქმა და ზარი,
მინდა მიმღეროს ქალმა ლამაზმა.
ლაჟვარდებს ვხვეტავ მწყურვალე პეშვით,
მაგიურ ძალას ეს ცა მანიჭებს,
დე, ვარსკვლავები ცვიოდნენ ბნელში,
მე იმ ვარსკვლავებს ხელით დავიჭერ.
მე ნაღვერდალი გულში მიყრია,
ლექსი უქრობი ნაღვერდალია.
ვისთვისაც გული მე გამიყვია,
ჩემი სიცოცხლეც მანვე დალია.
თავს ბევრჯერ ვეფხი წამომდგომია,
განა ავთრთოლდი, განა დავშინდი?
ახლა რა თვეა? შემოდგომაა?
როგორღა ვუთხრა _ გულო, დამშვიდდი!
ვინ დაეძებდა, ვის უპოვნია?
ზოგი ხე კვირტებს _ მიმქრალს _ ზანტად შლის,
და თუ აქამდე ვერ მიპოვნია,
აღარც მოვძებნი სულის ზამთარში.
შენ წყარო ხარო... და რისხვას მგვრიან,
წყურვილს ვინ იკლავს მხოლოდ მდინარით!
ალბათ იტყვიან ადრე თუ გვიან
ვინ დაიჟინა ფერი მდიდარი.
შეგერგოთ ჩემიც ნამქერი მარგი
და ღარში წვეთიც არ ჩამიტიოთ.
როს გადავქრები.. ჩემივე ჩანგით
მინდა ლამაზმა ქალმა მიტიროს.

??????