აჭარული პეიზაჟი ექსკლიუზივი
წუხელ თითქმის აღარ წვიმდა,
თუმც ჭალებზე ნისლი წევს,
მხრები თეთრად შეუბრწყინდათ
პერანგას და თაგოს მთებს.
როგორ ღელავს ციხისძირთან,
რა მრისხანე ზღვაა დღეს!
ზოგჯერ ღმუის კლდის ნაპირთან,
ზოგჯერ იავნანაობს,
ხან ფოთლებში დგება ჩრდილად,
ხან ტოტებში ქანაობს,
რა ლამაზად დათოვლილა
პალმის ნაზი მარაო!
ტოტთან ქარი შესარხევად
სიმღერებით მივიდა,
მთის და კლდეთა მოსალხენად
ხევში გაიჯირითა!
თითქოს უკრავს ქოჩახელა
ჭიბონს ხიხაძირიდან.
თოვს, ფიფქები ფრთაფარფატა
მკერდს გაცვივა ვარდებად,
პალმა ტოტებს ათამაშებს
თოვლის ფარშევანგებად,
კართან დგება თებერვალი _
“ხეში წყალი ჩადგება”..
ფორთოხალი ტოტებს გაშლის,
დასკდებიან კვირტები
და ისევე, როგორც ბავშვი,
იით დაიტვირთები.
სიყვარულის საბუდარში
ჩაფრინდება გვრიტები.
პერანგაზე იერიშით
მზე იშიშვლებს ოქროს ხმალს,
გადამარცვლავს ვინმე ძილში
სალამურის სავსე ხმას,
მალე ისევ პალმის ძირში
გესვრის მწიფე ფორთოხალს.
აღარა თოვს, ველზე ბინდად
გამჭირვალე ნისლი წევს,
ცხრათვალა მზე დააბრწყინდა
პერანგას და თაგოს მთებს,
არც ზღვა ღმუის ციხისძირთან,
არც მრისხანე ზღვაა დღეს.
თუმც ჭალებზე ნისლი წევს,
მხრები თეთრად შეუბრწყინდათ
პერანგას და თაგოს მთებს.
როგორ ღელავს ციხისძირთან,
რა მრისხანე ზღვაა დღეს!
ზოგჯერ ღმუის კლდის ნაპირთან,
ზოგჯერ იავნანაობს,
ხან ფოთლებში დგება ჩრდილად,
ხან ტოტებში ქანაობს,
რა ლამაზად დათოვლილა
პალმის ნაზი მარაო!
ტოტთან ქარი შესარხევად
სიმღერებით მივიდა,
მთის და კლდეთა მოსალხენად
ხევში გაიჯირითა!
თითქოს უკრავს ქოჩახელა
ჭიბონს ხიხაძირიდან.
თოვს, ფიფქები ფრთაფარფატა
მკერდს გაცვივა ვარდებად,
პალმა ტოტებს ათამაშებს
თოვლის ფარშევანგებად,
კართან დგება თებერვალი _
“ხეში წყალი ჩადგება”..
ფორთოხალი ტოტებს გაშლის,
დასკდებიან კვირტები
და ისევე, როგორც ბავშვი,
იით დაიტვირთები.
სიყვარულის საბუდარში
ჩაფრინდება გვრიტები.
პერანგაზე იერიშით
მზე იშიშვლებს ოქროს ხმალს,
გადამარცვლავს ვინმე ძილში
სალამურის სავსე ხმას,
მალე ისევ პალმის ძირში
გესვრის მწიფე ფორთოხალს.
აღარა თოვს, ველზე ბინდად
გამჭირვალე ნისლი წევს,
ცხრათვალა მზე დააბრწყინდა
პერანგას და თაგოს მთებს,
არც ზღვა ღმუის ციხისძირთან,
არც მრისხანე ზღვაა დღეს.