ტბაური ლაშა
გაზიარება

* * * ლექსი რა არის, გულს მოგცემ ექსკლიუზივი

ლექსი რა არის, გულს მოგცემ,
სულ ნაპერწკლები ეკიდოს,
შენთვის ნატყვიარ ჯიხვივით
კლდეებზე გადმოვეკიდო.

სულმოუთქმელად ვეფხვივით
ცხრა მთანი გადავირბინო,
ვარდი გსურს? _ ვარდი რა არის,
მინდორი აგიბიბინო.

წყარო გსურს? _ წყარო რა არის,
ცხრა წყარო შენსკენ ვადინო,
ცინცხალო ცისკრის ვარსკვლავო,
ჩემს თვალში ჩამოვარდნილო.

ლექსი რა არის, გულს მოგცემ,
სულ ნაპერწკლები ეკიდოს,
შენთვის ნატყვიარ ჯიხვივით
კლდეებზე გადმოვეკიდო.

??????