მოდიან, შვილო, ჯარისკაცები ექსკლიუზივი
მოდიან, შვილო, ჯარისკაცები,
დროშები მოაქვთ, ხალისი მოაქვთ,
ზეიმით ვხვდებით და აღტაცებით...
შენ კი რას უცდი? სადა ხარ? დროა!
წლებია უკვე, წერილი არ ჩანს,
დანაღვლიანდა ეზო და ბინა
და ჩვეულებად როგორღაც დამრჩა
ძალუნებური ოხვრა და გმინვა:
ამდენი ხანი და უშენობა
წუთითაც კი ვერ წარმომედგინა!
რვა და ცხრა მაისს არ იყო ღამე,
ლხენით ვისმენდი სანატრელ ამბავს,
რომ ბარემ შენიც გამეგო რამე,
ქუჩაში ასჯერ გავედი ალბათ,
ჩვენ ვზეიმობდით დიდ გამარჯვებას,
ლაჟვარდს სალუტი სერავდა ხშირი,
ზღვარი არ ჰქონდა ზეიმს და შვებას,
მაგრამ სიხარულს თან ახლდა ჩრდილი:
უფრო ვიგრძენი მე უშენობა
და მაშინ უფრო მომინდა შვილი!
ვეღარ გავძელი ქუჩაში, სახლში,
ვეღარ გავძელი, მართალი გითხრა,
და როცა გარეთ მღეროდნენ, მაშინ
შენს ძველ ბარათებს დავუწყე კითხვა,
გადავიკითხე, ასე განსაჯე,
მთრთოლვარე ხელით შეკრული დასტა,
და წავიკითხე _ როგორც ათასჯერ _
დედაშენთან და ორივე დასთან:
მათაც ჩემსავით წვავთ უშენობა
არ ვიცი, ასე სანამდი გასტანს.
ვსხედვართ, ვიგონებთ შენს გაცილებას,
გაჭედილ სადგურს, ორთქმავლის ქშენას.
მორჩნენ გაწვეულთ განაწილებას,
ერთ ოცეულში ჩამდგარხარ შენაც,
ტოლ-მეგობრები, ხვევნა და კოცნა.
გეხვევით ყველა, გეხვევა დედა.
სვეტთან დგას ერთი გოგონა მორცხვად,
უჩუმარ ცრემლებს დაუხშავს ხედვა...
ალბათ, შენ სთხოვე, არ მოსულიყო,
გამოთხოვების არ ეგრძნო სევდა.
მეორე ზარი! შენაც წახვედი,
გულში კი მძიმე ჭიდილი გაჩნდა,
აქაც მინდოდი, იქაც მინდოდი,
ბოლოს შეერთდა ეს ორი განცდა,
და როცა სახლის კარი შევაღე
გაჰქრა, რაც დარდი მქონია წინათ,
გულში ჩამოდგა სხვა სიამაყე:
მტკიცედ მეჩვენა ეზო და ბინა.
და შვილი სახლში, ჯარის გარეშე
წუთითაც ვეღარ წარმომედგინა.
დედა გელოდა გულის კანკალით,
შენი აკვანი დაიდგა ახლოს,
სულ გიგონებდა ხელში აყვანილს,
ნატრობდა _ ჯარში ფარაჯით გნახოს.
და ყველაფერი გახდა ძვირფასი,
რასაც კი შენი უგრძვნია თითი _
შენი სურათი, წიგნი თუ თასი,
შენი მაგიდის ყოველი ნივთი...
დღედაღამ პირზე გვეკერა ყველას
შენი სახელი და მაგალითი.
... და მერე ომი გვქონდა ფიცხელი,
მტერი სოფლებს და ქალაქებს ლეწდა,
მოსკოვს კინაღამ მისწვდა მტრის ხელი,
შენც იბრძოდი და... წერილიც შეწყდა!
შეწყდა წერილი! და ეს ნიშნავს,
ვერვინ მიხვდება, მშობელის გარდა!
გულზე უძრავი ლოდი დაეშვა,
თითქოს სიციცხლეს დაეშვა ფარად.
მწუხრი დაეშვა და უშენობა
რაღაც სულიერ უდაბნოს გავდა!
სამშობლო მიყვარს და თავდადება
სასახელოა სამშობლოს ხსნისთვის!
მაგრამ სიკვდილი ხომ დაგნანდება,
შვილიც ნაწილი არის ხომ მისი!
და ნაღვლად გვექცა ჩვენ უშენობა,
შენი უმანკოდ დაღვრილი სისხლი!
ახლა ეს დამრჩა საფიქრ-სადარდო,
როგორ უჩვენე მტერს ვაჟკაცობა?
ხელთ თუ ჩაგიგდეს, მაშინ სანამდე
ზიდე მხეცური შეურაცხყოფა?
ბრძოლის წინ დედა ხომ არ ინატრე,
ან ცელქი დაი დაუდეგარი,
ან ჩვენი უბნის სხვა მობინადრე _
გოგო, სადგურში ქურდულად მდგარი?
ხომ არ შეშინდი ცეცხლის წვიმაში,
სისხლის ზღვაში და ლითონის ღვარში?
ჩვენი ქვეყნის და სარდლის წინაშე
ხომ პირნათელი იყავ და დარჩი?
რით ავიტანო მე უშენობა,
და რატომ შენთან არ ვიყავ მაშინ?
...ჩვენ გამარჯვებას ვზეიმობთ ახლა
და სიხარულის გაისმოს ხმები,
მე კვლავ მომინდა ქუჩების ნახვა,
ხალხის ზეიმი თავბრუდამხვევი.
მზე ოქროს ხელით აღებდა ცისკარს,
ხომლი ხუჭავდა მიბნედილ თვალებს
უსაზღვრო ცაზე ქრებოდა ციცქნა,
ირმის კვალივით გაკრული მთვარე.
ფიქრები ვძლიე და როგოც იქნა,
ისევ გულისხმას გავყევი გარეთ.
ვემთხვიე მიწას და ჩავეკარი,
თითქოს წინ მეწვა ერთაი ვაჟი,
ჩავძახე, როგორც ირემი ხარი
მიწას სისხლიანს ჩაბღავლებს მთაში:
_ დედაო მიწავ! სამშობლო დედავ!
ჩაუქრობელო სინათლევ თვალთა!
მარადის გენთოს კაშკაშა მზე და
ჰყვაოდეს შენი ნათელი კალთა!
დედა იყავ და ახლა შვილიც ხარ _
მიწამფარველი საყვარელ ძვალთა,
და თუ გაბედოს მტერმა შერისხვა,
მკერდით დაგიცავ, მიხმე და მზად ვარ!
თან ვიამაყებ, რომ ხმალით ხელში
მეც მყავს დამცველი მშობელი მიწის,
რომ ჩემი ქვეყნის საკურთხეველში
ჩემი პატარა პატრუქიც იწვის,
რომ ჩემი შვილის უნიშნო საფლავს
მტერი ვერ მოთხრის, ვერც დაამცირებს,
რომ სარდლის სიტყვა ნუგეშად მახლავს:
_ სამარადისო დიდება გმირებს!!!
დროშები მოაქვთ, ხალისი მოაქვთ,
ზეიმით ვხვდებით და აღტაცებით...
შენ კი რას უცდი? სადა ხარ? დროა!
წლებია უკვე, წერილი არ ჩანს,
დანაღვლიანდა ეზო და ბინა
და ჩვეულებად როგორღაც დამრჩა
ძალუნებური ოხვრა და გმინვა:
ამდენი ხანი და უშენობა
წუთითაც კი ვერ წარმომედგინა!
რვა და ცხრა მაისს არ იყო ღამე,
ლხენით ვისმენდი სანატრელ ამბავს,
რომ ბარემ შენიც გამეგო რამე,
ქუჩაში ასჯერ გავედი ალბათ,
ჩვენ ვზეიმობდით დიდ გამარჯვებას,
ლაჟვარდს სალუტი სერავდა ხშირი,
ზღვარი არ ჰქონდა ზეიმს და შვებას,
მაგრამ სიხარულს თან ახლდა ჩრდილი:
უფრო ვიგრძენი მე უშენობა
და მაშინ უფრო მომინდა შვილი!
ვეღარ გავძელი ქუჩაში, სახლში,
ვეღარ გავძელი, მართალი გითხრა,
და როცა გარეთ მღეროდნენ, მაშინ
შენს ძველ ბარათებს დავუწყე კითხვა,
გადავიკითხე, ასე განსაჯე,
მთრთოლვარე ხელით შეკრული დასტა,
და წავიკითხე _ როგორც ათასჯერ _
დედაშენთან და ორივე დასთან:
მათაც ჩემსავით წვავთ უშენობა
არ ვიცი, ასე სანამდი გასტანს.
ვსხედვართ, ვიგონებთ შენს გაცილებას,
გაჭედილ სადგურს, ორთქმავლის ქშენას.
მორჩნენ გაწვეულთ განაწილებას,
ერთ ოცეულში ჩამდგარხარ შენაც,
ტოლ-მეგობრები, ხვევნა და კოცნა.
გეხვევით ყველა, გეხვევა დედა.
სვეტთან დგას ერთი გოგონა მორცხვად,
უჩუმარ ცრემლებს დაუხშავს ხედვა...
ალბათ, შენ სთხოვე, არ მოსულიყო,
გამოთხოვების არ ეგრძნო სევდა.
მეორე ზარი! შენაც წახვედი,
გულში კი მძიმე ჭიდილი გაჩნდა,
აქაც მინდოდი, იქაც მინდოდი,
ბოლოს შეერთდა ეს ორი განცდა,
და როცა სახლის კარი შევაღე
გაჰქრა, რაც დარდი მქონია წინათ,
გულში ჩამოდგა სხვა სიამაყე:
მტკიცედ მეჩვენა ეზო და ბინა.
და შვილი სახლში, ჯარის გარეშე
წუთითაც ვეღარ წარმომედგინა.
დედა გელოდა გულის კანკალით,
შენი აკვანი დაიდგა ახლოს,
სულ გიგონებდა ხელში აყვანილს,
ნატრობდა _ ჯარში ფარაჯით გნახოს.
და ყველაფერი გახდა ძვირფასი,
რასაც კი შენი უგრძვნია თითი _
შენი სურათი, წიგნი თუ თასი,
შენი მაგიდის ყოველი ნივთი...
დღედაღამ პირზე გვეკერა ყველას
შენი სახელი და მაგალითი.
... და მერე ომი გვქონდა ფიცხელი,
მტერი სოფლებს და ქალაქებს ლეწდა,
მოსკოვს კინაღამ მისწვდა მტრის ხელი,
შენც იბრძოდი და... წერილიც შეწყდა!
შეწყდა წერილი! და ეს ნიშნავს,
ვერვინ მიხვდება, მშობელის გარდა!
გულზე უძრავი ლოდი დაეშვა,
თითქოს სიციცხლეს დაეშვა ფარად.
მწუხრი დაეშვა და უშენობა
რაღაც სულიერ უდაბნოს გავდა!
სამშობლო მიყვარს და თავდადება
სასახელოა სამშობლოს ხსნისთვის!
მაგრამ სიკვდილი ხომ დაგნანდება,
შვილიც ნაწილი არის ხომ მისი!
და ნაღვლად გვექცა ჩვენ უშენობა,
შენი უმანკოდ დაღვრილი სისხლი!
ახლა ეს დამრჩა საფიქრ-სადარდო,
როგორ უჩვენე მტერს ვაჟკაცობა?
ხელთ თუ ჩაგიგდეს, მაშინ სანამდე
ზიდე მხეცური შეურაცხყოფა?
ბრძოლის წინ დედა ხომ არ ინატრე,
ან ცელქი დაი დაუდეგარი,
ან ჩვენი უბნის სხვა მობინადრე _
გოგო, სადგურში ქურდულად მდგარი?
ხომ არ შეშინდი ცეცხლის წვიმაში,
სისხლის ზღვაში და ლითონის ღვარში?
ჩვენი ქვეყნის და სარდლის წინაშე
ხომ პირნათელი იყავ და დარჩი?
რით ავიტანო მე უშენობა,
და რატომ შენთან არ ვიყავ მაშინ?
...ჩვენ გამარჯვებას ვზეიმობთ ახლა
და სიხარულის გაისმოს ხმები,
მე კვლავ მომინდა ქუჩების ნახვა,
ხალხის ზეიმი თავბრუდამხვევი.
მზე ოქროს ხელით აღებდა ცისკარს,
ხომლი ხუჭავდა მიბნედილ თვალებს
უსაზღვრო ცაზე ქრებოდა ციცქნა,
ირმის კვალივით გაკრული მთვარე.
ფიქრები ვძლიე და როგოც იქნა,
ისევ გულისხმას გავყევი გარეთ.
ვემთხვიე მიწას და ჩავეკარი,
თითქოს წინ მეწვა ერთაი ვაჟი,
ჩავძახე, როგორც ირემი ხარი
მიწას სისხლიანს ჩაბღავლებს მთაში:
_ დედაო მიწავ! სამშობლო დედავ!
ჩაუქრობელო სინათლევ თვალთა!
მარადის გენთოს კაშკაშა მზე და
ჰყვაოდეს შენი ნათელი კალთა!
დედა იყავ და ახლა შვილიც ხარ _
მიწამფარველი საყვარელ ძვალთა,
და თუ გაბედოს მტერმა შერისხვა,
მკერდით დაგიცავ, მიხმე და მზად ვარ!
თან ვიამაყებ, რომ ხმალით ხელში
მეც მყავს დამცველი მშობელი მიწის,
რომ ჩემი ქვეყნის საკურთხეველში
ჩემი პატარა პატრუქიც იწვის,
რომ ჩემი შვილის უნიშნო საფლავს
მტერი ვერ მოთხრის, ვერც დაამცირებს,
რომ სარდლის სიტყვა ნუგეშად მახლავს:
_ სამარადისო დიდება გმირებს!!!