რურუა პარმენ
გაზიარება

შენ სდუმხარ, ზღვაო! ექსკლიუზივი

შენ სდუმხარ, ზღვაო!.. მე მსურს ღელავდე,
მსურს კვლავ ტალღათა ჩოჩქოლი ვნახო,
ცრემლების ნაცვლად მინდა სიმღერა,
რომ შენთან ერთად მეც შემოვძახო!

მაგრამ შენ გძინავს... ვეღარ გაფხიზლებს
მრისხანე ჩანგის მქუხარე ხმები,
აღელდი, ზღვაო, ჩემო სულისდგმავ,
და მეც ტარიგად შემოგევლები.

??????