ჯაფარიძე ნუგზარ
გაზიარება

დღეს ანა მოკვდა  ექსკლიუზივი

დღეს ანა მოკვდა, საქართველოვ, ჩაიცვი შავი,
არაგვი დაშრა და ჭოროხშიც დამშრალა წყალი,
არხოტისაკენ მიმავალი მრუდე გზასავლით,
იმ შენს ხვიარას ემდუღრება ლოყა და ღაწვი.

მშვიდობით, ანა, ჩვენი ნატვრის თეთრო ოცნებავ,
შენი ლექსებით ნარნარებდა კოლხეთიც, ქართლიც,
გეფერებოდნენ ჩემი ქვეყნის დიდი მგოსნები,
როცა იმათი საფიცარი პოეტი გახდი.

ჩვენს მთებში, ანა, კვლავ ბუდობენ შენი ირმები
და შენი თუთაც აყვავილდა ამ გაზაფხულზე,
ქართული ლექსის დედოფალი მუდამ იქნები,
ჩვენს გადასარჩენად შენი ლოცვა რომ აგვისრულდეს.

??????