თანდათან ექსკლიუზივი
თანდათან ჯანი მაკლდება,
მრუმე ფიქრები გამთანგავს,
ჩუმი ოხვრა და გოდება
შემომეჩვია თანდათან.
ძველი სალაღით ვერ ვხვდები
მეგობრებსა და ერთგულებს,
ვდგავარ გაძარცულ ხესავით
და ზამთარს შიშით შევყურებ.
სუნთქვა შემიკრეს ქარებმა,
ავდარმა ხელი დამრია,
არც საით მიმეჩქარება,
არც საით მიმიხარია,
ის აღმაფრენა სად გაქრა,
გულს რომ გიგზნებს და აგანთებს?
ვუახლოვდები თანდათან
იმ დიდი სოფლის დაღმართებს...
ეჰეი, წუთისოფელო,
რაისთვის მართობ-მათბობდი,
თუ მაინც უნდა დამეთმო
საწუთრო ვერდასათმობი?!
მე წავალ, სულ გაგეცლები,
შენ არა დაგაკლდება რა,
წავიღებ, დარდი რაც მჭირდა,
რაც სიხარული მებარა.
დაგტოვებ ასე მშვენიერს,
წარმტაცი მზით და მიწითა,
მადლობით მოგიხსენიებ,
რაც შხამი მასვი, მისთვისაც.
მრუმე ფიქრები გამთანგავს,
ჩუმი ოხვრა და გოდება
შემომეჩვია თანდათან.
ძველი სალაღით ვერ ვხვდები
მეგობრებსა და ერთგულებს,
ვდგავარ გაძარცულ ხესავით
და ზამთარს შიშით შევყურებ.
სუნთქვა შემიკრეს ქარებმა,
ავდარმა ხელი დამრია,
არც საით მიმეჩქარება,
არც საით მიმიხარია,
ის აღმაფრენა სად გაქრა,
გულს რომ გიგზნებს და აგანთებს?
ვუახლოვდები თანდათან
იმ დიდი სოფლის დაღმართებს...
ეჰეი, წუთისოფელო,
რაისთვის მართობ-მათბობდი,
თუ მაინც უნდა დამეთმო
საწუთრო ვერდასათმობი?!
მე წავალ, სულ გაგეცლები,
შენ არა დაგაკლდება რა,
წავიღებ, დარდი რაც მჭირდა,
რაც სიხარული მებარა.
დაგტოვებ ასე მშვენიერს,
წარმტაცი მზით და მიწითა,
მადლობით მოგიხსენიებ,
რაც შხამი მასვი, მისთვისაც.