ბაძაღუა თამაზ
გაზიარება

*ბიოგრაფია (ბ.თ) 

ქართველი დრამატურგი, პოეტი თამაზ ბაძაღუა დაიბადა 1959 წელს, მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში, პედაგოგების პოლიკარპე და თალიკო ბაძაღუების ოჯახში. 1975 წელს დაამთავრა ნახუნაოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პირველი სამეცნიერო ნაშრომი I კურსის სტუდენტმა წარმოადგინა სტუდენტთა 38 სამეცნიერო კონფერენციაზე “პერსონოლოგიური ანალოგია”. II კურსის სტუდენტმა 1977 წელს ისევ სტუდენტთა 39-ე სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა ნაშრომი: “მისტიკური სილამაზის გამოსახვა იოანე მტბევარის საგალობლებში”, ხელმძღვანელი გახლდათ გ. ფარულავა. 1980 წელს თამაზმა დაამთავრა უნივერსიტეტი, დაწერა სადიპლომო ნაშრომი ოთარ ჭილაძის რომანზე “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”, ამავე წელს დაიწყო მუშაობა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. 23 წლისამ 1982 წელს გამოსცა პირველი წიგნი “მესამე ზარი” ოჯახიც დროულად, ახალგაზრდამ შექმნა.
1985 წელს გამომცემლობა “განათლებამ” დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუენაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები. თამაზი მუშაობდა დრამატურგიაშიც. ის იყო ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭინთვის სემინარის უცვლელი წევრი. მისი პიესები იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში. მისი პირველი პიესა გახლდათ “იფიგენია” ხოლო ბოლო “ღამე და თუთიყუში” 2001 წელს ერთი მსახიობის თეატრში დაიდგა მისი პიესა “ღამე და თუთიყუში”, მსახიობ დუტა სხირტლაძის შესრულებით. თამაზის პიესები “რექვიემი ვერცხლის ქორწილისათვის”, “ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო”, “ძველი როიალი” წარმატებით იდგმებოდა თეატრების სცენაზე. პროზაშიც სცადა ბედი 1982 წელს “ცისკრის ბიბლიოთეკის” 3-4 ნომერში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა “დღე”
1987 წელს 5 ნოემბერს პოეტი და დრამატურგი თამაზ ბაძაღუა ოჯახთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა.

??????