დილემა კაცობრიობის წინაშე, ანუ რატომ მოკლეს ზვიად გამსახურდია ექსკლიუზივი
ზვიად გამსახურდია თავის წინასწარმეტყველურ ეპისტოლეში _ დილემა კაცობრიობის წინაშე-ამბობს: “ვინც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდა გაბატონებულ გრძნობას მორალისას, სულიერი ღირებულებებისა თუ აზროვნებისმიერი ჩვენებისას, როგორც წესი ფიასკოს განიცდიდა ან საუბარს იწყებდა საუკუნისათვის გაუგებარ ენაზე. რითაც კარგავდა კაცობრიობის ბედ-იღბალზე ზემოქმედების რეალურ საშუალებას”.
რა დილემაა ეს დილემა, რომელიც ესოდენ აღაშფოთებდა ადამიანურ სინდისს, ხოლო დღეს ჩვენი ყოფნა არ ყოფნის ძირითად ფაქტორად ქცეულა?,- სვამს კითხვას ავტორი და აქვე პასუხობს: “დღეს ეს დილემა ამგვარად გამოიკვეთა აზროვნების, ეთიკის, თუ მორალის სფეროში ან ვაღიაროთ, რომ დიდი სამყარო, უნივერსუმი და ჩვენი კაცობრიობა, შექმნილი ვართ აბსოლურუტად კეთილ-გონიერი უნივერსალური ძალის მიერ, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი დანიშნულება, დიადი მიზნები, რომ ჩვენი ისტორია და კულტურა არ არის მარტოოდენ რაღაც მექანიკური და თუ ობიექტურად აუცილებელი კანონზომიერების შედეგი, რომ ის არ აღმოცენებულა შემთხვევით თუ უაზროდ და არ არის მატერიის ქაოტურ ძალთა მოძრაობის პროდუქტი, რომელსაც ასეთივე შემთხვევითი განადგურება უწერია... ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იდეისათვის და არა მარტო ამქვეყნიური კეთილდღეობისათვის, ჩვენ უნდა გავიღოთ მსხვერპლი, არ უნდა ვუღალატოთ ჩვენ მაღალ მრწამსს, თუნდაც რომ სიკვდილის წინაშე მოგვიხდეს წარდგომა”. - აი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანის კრედო, ზვიადის გზა, რომლითაც მან იცხოვრა და მოკვდა. იმ ადამიანებისთვის კი, ვინც საპირისპირო გზა აირჩია, რომელთათვისაც “სამყარო და ადამიანი შემთხვევითო¬ბის, ან მკვდარი, უმიზეზო აუცილებლობის პროდუქტია, რომ არავითარი რეალური გონიერება არ არსებობს სამყაროს ევოლუციასა და ადამიანთა ისტორიაში”,- ეს გზა და საერთოდ, ზვიადისტური აზროვნება უდიდესი საშიშროებაა, როგორც მათი ფსევდომესიანისტური სახისა და დანიშნულების უტყუარი მხილება და მათივე არარაობის უტყუარი განივთება-წარმოჩენა. ამიტომაც ვერ მორიგდნენ ერთმანეთში ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე, რომლის სულიერი შიგთავსის მეტყველი დადასტურებაა ზვიადის მიერ მისნაირთა სრული გაშიშვლება ჯერ კიდევ 1977 წელს დაწერილ ამ წინასწარმეტყველების ტოლფას ეპისტოლეში, სადაც იგი ამბობს, რომ “ამგვარმა თეორიულმა შეხედულებებმა პრაქტიკაში უნდა მიგვიყვანოს შემდეგ დასკვნამდე: რადგან ყველაფერი შემთხვევითობაა, რადგან ჩვენს ცხოვრებას არავითარი უზენა¬ესი აზრი არ აქვს, ზურგი უნდა ვაქციოთ ყოველგვარ იდეალებს, უზენაესზე ფიქრს, ვიცხოვროთ მხოლოდ დღევანდელი დღით, ჩვენი ყოველდღიური მოთხოვნილებების, სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილებისათვის, ამ სოფლიურ კეთილდღეობისა და კომფორტისათვის, თავი არ შევიწუხოთ მოქალა¬ქეობრივ ვალზე, ღმერთზე და მოყვასზე ფიქრით, მივყვეთ ცხოვრების დინებას, ვეძებოთ “მშვიდი ცხოვრება”, ამქვეყნიური ბედნიერება, ვინაიდან ჩვენს არსებობას არავითარი სხვა დანიშნულება არ გააჩნია” - აი, ედუარდ შევარდნაძის ცხოვრების ძირითადი არსი და ე.წ. ედუარდიზმის მამოძრავებელი ანა-ბანა. აი, ცნობიერების მესამე მდგომარეობის “მატერია¬ლიზებული სახე...” და ეს ორი ურთიერთგამომ¬რიც¬ხავი მსოფლმხედ¬ველობა ვერაფრით წავა ურთიერთგაგებისა და კონსენსუსის გზით, რადგან მათი წინააღმდეგობა ღვთიურისა და სატანურის ბრძოლის გასაგნებული, თვალხი¬ლული წარმოჩენაა.
ზვიად გამსახურდია ამიტომაც ამბობს: `ან ვაღიაროთ, რომ უზენაესი რელურად არსებობს, არსებობს მორალის გაგება. სრულყოფილი ეთიკა, რომლის განხორციელებასაც უნდა მიელტვოდეს ადამიანი, რომელსაც სურს აღსრულება თავისი მსოფლიური მაღალი დანიშნულებისა, ან ვაღიაროთ საპირისპირო: მორალი და ეთიკა მხოლოდ ცარიელი, უაზრო ცნებებია, ისეთ ადამიანთა მიერ გამოგონილი, რომელთაც სურთ ამ გზით დამონება და დათრგუნვა დანარჩენი კაცობრიობისა და რომელნიც თავიანთი ქვენა მიზნების განხორციელებისათვის იყენებს ამ ცნებებს ... ბუნებისმიერი და მატერიალური მოთხოვნილებების, პირუტყვული ინსტიქტებისა და ვნებების დაკმაყოფილება.
Aაქედან გამომდინარე, დგას დილემა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთი მხრივ, მოქალაქეობრივი თავგანწირვა, ნიადაგ სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი იდეალის პირველ პლანზე დაყენება, ხოლო მეორეს მხრივ ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, სინდისის ხმის სისტემა¬ტური ჩახშობა საკუთარ სულში, თვალის დახუჭვა ყოველგვარ უმსგავსობაზე, რომელსაც სჩადის ესა თუ ის სახელმწიფოებრივი წყობა თუ ცალკეული ადამიანი. ეს გახლავთ ის მწვავე დილემა, რომელიც დგას დღეს ყოველი ჩვენგანის წინაშე. აი, ის კითხვები, რომლებზედაც პასუხის გაუცემლობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. აი მთავარი ფესვი ყველა დღევანდელი სოციალური და ადამიანური ბოროტებისა!” - როგორ ფიქრობთ, მარტო ამ კითხვების დასმით და აღნიშნული დილემის არსის დანახვით, ვინ იგრძნო სასტიკი ალიყურის შხუილი, ვის აეწვა ის ადგილი, რომელსაც თითქოსდა არავინ შეხებია? რა თქმა უნდა ედუარდიზმს, ამ სატანის პირგაუტეხელ მსახურთა ლეგიონს, - რადგანაც “ქურდს ყოველთვის ქუდი ეწვის”. Eეს არ არის მარტო ჩვენი, ქართული სატკივარი, იგი ზოგადსაკაცობრიოა და ედუარდიზმმა მოიპოვა მსოფლიო მოქალაქეობა თავისი ფსევდოზნეობითა და Fფსევდოკეთილმსახურებით, კეთილჟღერადი ცნებების უმაგალითო გაყალბებით და სინამდვილის გამირაჟების დიდოსტატური უნარით. რამაც ამ ჩვენს უძღებ შვილს მსოფლიო ცნობადობა მოუტანა, ნამდვილად არის ედუარდიზმის მსოფლიო რანგში აყვანა და სხვა არაფერი. Mმან მართლა შესძინა მსოფლიოს ამ მხრივ შეუწონელი სიახლენი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ თავისი თავგანწირული ბრძოლის დროს, რისი გადახარშვა და მით უმეტეს, მონელება, მისგან ნაგვემ ჩვენს ქვეყანას, არაერთი თაობის სიცოცხლე შეიძლება დაუჯდეს.
აქვე ნათქვამია, რომ “მე-20 საუკუნის მნათობნი... ტიტანური ურყეობით და იდეალის სამსახურში თანმიმდევრობით გვაოცებენ. მათი მარტვილობა არა მათი პირადი ქენჯნაა, არამედ ურვა კაცობრიობისათვის... მათი მოქალაქეობრივი მრწამსი ურყევია ისევე, როგორც მათი გადაწყვეტილება საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებისა კაცობრიობის საკურთხეველზე. Aაი, დღევანდელი დიდი ადამიანების მიმართება კაცობრიობის წინაშე მდგარი დღევანდელი დილემი¬სადმი”; აქვე, აღნიშნულია, რომ “ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სამართლია¬ნობისთვის მებრძოლნი, თუნდაც დიდი ცდომილებებით და გზააბნეულობით რომ გამოირჩევიან, მაინც მიედრებიან იმ რჩეულებს, (ჯონ ბრაუნს, მარტინ ლუთერ კინგს, ალბერტ შვაიცერს, ამბროსი ხელაიას და სხვათ გულისხმობს - უ.ო.) უკეთუ მათი ბრძოლა და მარტვილობა გულწრფელია და ქვენა მიზნების კიდეგან მდგარი”...
Dდიახ, დიახ, მეგობრებო ბნელეთის მოციქულთა მრავალრიცხოვანო ლეგიო-ნებო, ისტორიაში მუდამ მცირედნი იყვნენ უმაღლესი სიკეთისა და ჭეშმა¬რიტე-ბისათვის თავდადებულნი, მაგრამ მათი სულიერი ძალა და შემართება მარად სძლევდა მრავალრიცხოვნების წყვდიადს”! - აცხადებს ავტორი და აქვე იგრძ¬ნობა ანგვარი აზროვნების უდიდესი პასუხისმგებლობა მსოფლიოს ბედისადმი.
ზვიად გამსახურდია საუბრობს რა მარქსიზმის ფილოსოფიასა და მის მიერ შექმნილ პრობლემებზე, ასკვნის, რომ “ყოველივე ეს შედეგია იმისა, რომ კაცობრიობის მასა უძლური აღმოჩნდა ამ ადამიანური დილემის წინაშე. მასას დილემის მეორე მხარე აარჩევინეს, ზურგი აქცევინეს ყოველგვარი სულიერი იდეალებისათვის და ამის შედეგად მან ღმერთკაცობის წილ აირჩია გზა მხეცკაცობისა, ბესტიალიზმისა, - თუმცა ამ დამღუპველ გზისთვის გამოგონილი იქნა ათასგავარი სახელი: `სოციალური პროგრესი”, `ეკონომიკური კეთილდღე-ობა”.K`კაცობრიობის რასული დახვეწა”, და სხვა... კაცობრიობის მასამ, ან ვერ აღიქვა, ან შეგნებულად აქცია ზურგი ზემოთ ხსენებულ მწვავე დილემას, მაგრამ განა ამით გათავისუფლდა ამ დილემისგან? სწორედ ამის შემდეგ იქცა ეს დილემა დამღუპველ ძალად, მისი პიროვნების გადამგვარებელ ფაქტორად, სწორედ ამან გააბატონა მის ცხოვრებაში სრული ქაოსი და ანარქია. _ აღნიშნავს ავტორი და ამის მაგალითად მოჰყავს ჰიპების, ბიტნიკების მოძრაობა, ნარკომანიის, თვით¬მკვლე¬ლობისა და დანაშაულობების ზრდა, არნახული პათოლოგიური გარყვნი¬ლების აღზევება `დასავლეთ”-ში და სხვა. შემდეგ კი მიუთითებს, რომ `სახის ამგვარი დაკარგვა ადამიანის მიერ გახლავთ შედეგი სწორედ იმისა, რომ Dღევანდელმა ადამიანმა ვერ ჰპოვა გამოსავალი ამ რთული დილემის წინაშე, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებში იგი ავლენს ქვეცნობიერ პროტესტს საკუთარი თავის წინააღმდეგ. იგი სასოწარკვეთილია იმით, რომ ვერ ჰპოვა გზა ჭეშმარიტი, რომელიც წილად ხვდა მას დაბადებით, რამეთუ კაცი ყოველი არს ხატი ღვთისა.
დიახ, ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისკენ, რომ აირჩიოს პირველი გზა, გზა ღმერთკაცობისა. მაღალი სულიერი იდეალის სამსახურისა, გზა საღვთო ქალაქის მოქალაქეობისა, სადაც უნდა გამეფდეს სიყვარული, ჭეშმარიტება და სამართლიანობა.
Mმაგრამ კაცობრიობა გზას ააცდინეს მტურლმა ძალებმა, მცდარმა მსოფლმხედველობამ, დემაგოგიურმა სოციალ_პოლიტიკურმა მიმდინარეობებმა... სოციალიზმის დემაგოგიამ, უწინარეს ყოვლისა, ყოველი ადამიანის სულის კუნჭულში დაშვებულ პატივმოყვარეოპბაზე იმოქმედა. თანასწორუფლებიანობის ძველი იდეა მასას მიაწოდეს იმგვარად... რომ ამან დაბადა საოცარი თვითკმაყოფილება და რეალობის გრძნობის დაკარგვა, ადმიანმა თავისი თავი დაინახა მოჩვენებით მწვერვალზე და ამით დაკარგა აღმასვლის ყოველგვარი სურვილი და მოთხოვნილება... აპათია უფრო გაძლიერდა და ველურმა ინსტიქტებმა უფრო აიშვეს. სოციალიზმმა ადამიანს მისცა მიჩვენებითი და მზამზარეული კაცღმერთობა, რითაც დააკმაყოფილა მისი პატივმოყვარეობა, ხოლო ღმერთკაცობის ნამდვილი გზისკენ სამუდამოდ დაუხშო გზა”. _ აი, ეს არის ის, რატომაც ვერ მოისვენეს `შევარდნაძეებმა”, სანამ არ მოკლეს ზვიად გამსახურდია, რადგან მისი ფიზიკური განადგურება, მათ, როგორც სატანის მსახურთ, უქმნიდა მასზე გამარჯვების ილუზიას. Aამავე მიზანს ემსახურება მათ მიერვე შექმნილი ე.წ. მემუარული ლიტერატურა, რადგან შინაგანად გრძნობენ, რომ მისი ფიზიკური მოკვდინებით, კიდევ უფრო მეტი ძალმოსილება შეიძინა ზვიადისმიერმა მამხილებელმა პოზიციამ, და თავის მიმდევართათვის მემუარული მასალის დატოვებით ცდილობენ გაუზარდონ მათ თავის მართლების შანსი `აპოკალიფსის” დროს. ეს იმის ნიშანია, რომ მათი ეშმაკეულთან კავშირი იმდენად ძლიერია, რომ ფარისევლობაა მათი მონათვლა და თითქოს რწმენისაკენ მობრუნება, რადგან იგი არ არის გაბრწყინებული ჭეშმარიტი მონანიებით და ღვთის გმობის ბოლშევიკური გზის თავისებური გაგრძელებაა. რადგან სახეზეა ღმრთისადმი არამზადული პირმოთნეობის ხალხის დასანახად გამოხატვა, მისი შეცდომაში შეყვანის და ამით პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით.
ზვიად გამსახურდია აქვე ეხება რა პიროვნულ და სამოქალაქო თავისუფლების საკითხებს, აღნიშნავს, რომ შეიქმნა უკიდურესობები პიროვნულ და სამოქალაქო თავისუფლების გაგების სფეროში.
`ერთი მხრივ ტოტალიტარიზმის მიერ ვნებადახშული, უხეში ძალადობით გაოგნებული და აპათიაში ჩავარდნილი მასა, რომელსაც თავისუფლების არათუ შეგნება, არამედ იოტისოდენა მოთხოვნილებაც არ გააჩნია.
Mმეორე მხრივ, დასავლეთში შეიქმნა უკიდურესობანი დემოკრატიული თავისუფლების სფეროში, მწარმოებლობის სფეროში, რამაც გზა მისცა არა მხოლოდ პიროვნების აღვირახსნილობას, არამედ სოციალურ ქაოსს, იდეოლოგიურ კრიზისს დასავლეთისა... საყოველთაო უსაზრვრო დემოკრატიზმი გამართლებული იქნებოდა მაშინ, კაცობრიობის ნახევარი რომ არ იყოს გამომწყვდეული ტოტალიტარიზმის მარწუხებში, იმ ტოტალიტარიზმისა, რომელიც წალეკვას უქადის ცივილიზაციის და კულტურის ყველა მონაპოვარს. დემოკრატიული სისტემები თავისთავად ხელს უწყობენ ტოტალიტარიზმის ძლევამოსილ თვითნე¬ბობას მთელს მსოფლიოში,რითაც საკუთარი იდეებისა და პრინციპების საწინააღ¬მდეგო საქმეს ემსახურებიან უნებლიედ. უახლოესმა ისტორიულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ისინი უძლურნი არიან იხსნან კაცობრიობა ამ უმთავრესი სოციალური ბოროტებისგან... თუმცა ეს უკანასკნელი დღეს ევროპიდან ნასესხები ფილოსოფიური სუროგატით და სოციალური ყალიბით ინიღბება. (რუსეთის დღევანდელობა _ უ.ო.) ტოტალიტარიზმსა და დიქტატურას უნდა დაუპირის¬პირდეს სამართლიანი, ახალი ტიპის დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული წყობილება, ვინაიდან დასავლური ტიპის წყობილებანი მხოლოდ აძლიერებენ ტოტალიტარიზმს და ძირს უთხრიან საკუთარ თავს” _ რაც ფაქტიურად დღეს ხდება ზოგ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში. ეს გამოწვეულია დასავლეთის დემოკრა¬ტიზმის სურვილით, რაც შეიძლება მალე მოხდეს ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყნების დემოკრატიულ თარგზე მორგება, რის გამოც ანგარიში არ ეწევა ამ ქვეყ-ნებში ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაყალ¬ბების შედეგად შექმნილ ატმოსფეროს, იმ ფსიქო_სოციალურ ფონს, რომელიც აქ ტოტალიტარულმა მმართველობამ ხალხის გამასების საშუალებად აქცია და რომელიც დღემდე არის მათში შემორჩენილი. ეს კი ხელს უწყობს არა დემოკრატიული სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, არამედ ხდება ტოტალიტარიზმის ფსიქოზით გაჯერებული მმართველი ნომენკლატურის ტრანსფორ¬მაცია და ახალ პირობებთან შეგუებით მათი უფრო საშიშ, შენიღბულ ტოტალიტა¬რულ მმართველ კასტად რეანიმაცია, რაც ჭეშმარიტი დემოკრატიისათ¬ვის უფრო საშიში და დამღუპველია, ვიდრე შიშველი ტოტალიტარიზმი და ტირანია, რადგან ახერხებს და საბოლოოდ სახელს უტეხავს, გამასებიდან ჯერ კიდევ არ გამოსულ საზოგადოების თვალში, დასავლურ ღირებულებებს. ასეთ პირობებში სრულიად მართებულია ზვიად გამსახურდიას იმ დროის მომენტიდან გამომდინარე შეფასებანი, რომ, რაოდენ კეთილშობილური და პრინციპული არ უნდა იყოს ისეთი პიროვნების მცდელობა, როგორიცაა პრეზიდენტი კარტერი (ჩვენ შეიძლება ბუში ვიგულისხმოთ_უ.ო) მისთვის შეუძლებელი იქნება მოქმედება იმ სისტემის პირობებში, რომელსაც იგი ემსახურება დღეს. კარტერის კეთილშობილური იდეები თუ ისეთივე ქველი და თანმიმდევრული საქმეებით არ განმტკიცდებიან, ამაოდ დარჩება მისი ღაღადისი ნებამოშლილი დასავლეთის წინაშე... კარტერი, (ბუში_უ.ო.) უწინარეს ყოვლისა, უნდა ებრძოდეს დასავლეთის სოციალურ ეგოიზმს და თვითკმაყოფილებას, თუ სურს იმ მიზნების მიღწევა, რომელთა თეორიულ დეკლარირებას ეწევა იგი... დღევანდელი ადამიანისთვის მთავარია, რომ შეიგნოს დილემის არსი, დილემისა, რომელიც თვით განგებამ წამოუყენა დღეს ერებსა და პიროვნებებს: ან თვითდათმობა იდეალისათვის, საწუთრო კეთილლდღეობისა და კომფორტის არად ჩაგდება, მსხვერპლი და თავგანწირვა ჭეშმარიტებისათვის, მოქალაქეობრივი თავდადება, ან მიყოლა ცხოვრების დინებისა, განდგომა ყოველგვარი სულიერი იდეალებისაგან და აპათიისა და დეგრადაციის გზაზე დადგომა. პირველი გამოიწვევს კაცობრიოის სპირიტუალურ და სოციალურ აღორძინებას, მეორე კი ტოტალიტარულ დეჰუმანიზაციასა და ქაოსს, რისი აშკარა ნიშნების წინაშე უკვე ვდგევართ დღეს. ტოტალიტარიზმის სცილასა და აღვირახსნილი `დემოკრატიზმის~ ქარიბდას შორის მშვიდობით გავლა იქცა კაცობრიობის მთავარ მიზნად დღეს” _ მითითებულია წერილში. და ეს არის მეორე მიზეზი, თუ რატომ აღმოჩნდა ზვიადის ფენომენი დასავლეთისთვისაც მიუღებელი, რის გამოც ამ ე.წ. `აღვირახსნილი დემოკრატიის~ მამებმა იგი შესაჭმელად პირში მიუგდეს ტოტალიტარული საბჭოთა კავშირის ნაბუშარს_ ასევე ტოტალიტარულ რუსეთს. მის დაღუპვაში ორივეს წილი თანაბარია და ორივემ უნდა აღიაროს, რომ მათი სისტემები და ცხოვრების წესი ასევე თანაბრად უსამართლო და ნაკლოვანია, რადგან არცერთს არ აღმოაჩნდა ამ დიდი სიმართლის უდრტვინველად მოსმენისა და მისი გაგების უნარი, ხოლო ტოტალიტარული დეზინფორმაციისა და პიარკამპანიების ნიაღვარში ვინ მოირგებს `მართლის~ გვირვინს, ამას სამართლიანობისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან იგი, ყველა შემთხვევაში უგულებელყოფილია.
აგრძელებს რა ტოტალიტარიზმზე საუბარს, ზვიად გამსახურდია აღნიშნავს, რომ `სოციალისტურმა ტოტალიტარიზმმა კირკესეული ჯადოქრობით ღორებად აქცია მასა, მაგრამ მან ვერ შეძლო ერთგულ, გამორჩეულ პიროვნებათა ტრანსფორმაცია. ამ პიროვნებებმა შეინარჩუნეს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი, შეინარჩუნეს ნათელი თვალთახედვა გარემო მოვლენებზე. მათი დეზორიენტაცია ვერ შეძლო თვით დახვეწილმა დემაგოგიამაც კი. Aქედან გამომდინარე ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში ჯერ კიდევ არსებობს ინტელიგენცია, თუმცა არც თუ შორეულ წარსულში ადგილი ჰქონდა მისი საყოველთაო განადგურების ცდებს~ - ასკვნის ავტორი; მაგრამ აქ გაკეთებული მითითება, ერთგულ გამორჩეულ პიროვნებათა ტრანსფორმაციის შეუძლებლობის შესახებ, უკვე წარმოადგენს წყალგამყოფს, აქ ნაგულისხმევ პიროვნებებსა და წითელ ინტელიგენციას შორის რაც გახდა მასზე საბჭოთა ~იტელიგენციის~ აქტიური დაპირისპირების მიზეზი, რადგან მათ კარგად იგრძნეს, რომ ამ ჭეშმარიტ ინტელიგენციაში ისინი თავს ვერასდროს იგულისხმებდნენ, იმიტომ, რომ თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ საკუთარი სულიერი რაობა და, რა თქმა უნდა, თავიანთი ადგილიც საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში.
`ამრიგად, _ განაგრძობს ზვიად გამსახურდია, - თანამედროვე დემოკრატიის უძლურობისა და კრიზისის მთავარი მომენტი იმაში გამოიხატება, რომ იგი თავადვე კვებავს იმ ურჩხულს, რომელმაც საბოლოოდ უნდა შთანთქოს იგი (არსებობს ლენინისეული: - “კაპიტალიზმი თავადვე მოგვყიდის თავისსავე ჩამოსახრჩობ თოკს)” – სარკაზმით შენიშნავს ავტორი. ჩვენ შეიძლება სრულიად აუღელვებლად დავამატოთ, რომ ე.წ. კაპიტალისტურმა სამყარომ ეს რამდენიმეჯერ უკვე გააკეთა და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მეორე მსოფლიო ომი, რომლის შედეგად დასავლეთის ყელზე ჩამოცმული ყულფიდან ძლივს დააღწია მან თავი. ეს თვალსაჩინო მაგალითი ყოველთვის თვალწინ უნდა ედგას თავისუფალ სამყაროს იმის გასააზრებლად, თუ რა საშიშროებას შეიცავს ტოტალიტარიზმისა და დიქტატისადმი წაყრუება და ხალხთა ბედით უსინდისო თამაში.
აქვე ავტორი საუბრობს საბჭოთა ინტელიგენციის მიერ საკუთარი პოზიციის “კეთილგონიერებით”, “შორსმჭვრეტელობით” თუ სხვაგვარად გამართლებისა და ოპორტონისტულად განწყობილთა “გონივრული ოპოზიციის” ნიღბით შენიღბვის შესახებ და მიუთითებს, რომ “ამიტომ გამრავლდა ჩვენში “მინიშნებითი აწმყოფითი ლიტერატურა”, ყველასათვის უჩინარი და შეუმჩნეველი დაპირისპირება რეჟიმის უსამართლობასთან” და ა.შ. – აღნიშნავს, რომ ამგვარ პოლიტიკას, ე.წ. ორთქლის გამოშვების მიზნით, სახელმწიფოც უწყობდა ხელს, “რათა ხალხში აღძრას სურვილი ოპოზიციური ჟინის მოკვლისა იმგვარად ნათქვამი და უმისამართო გამოხტომებით, რომელიც ვიღაც-ვიღაცების მიხედვით რეჟიმის წინააღმდეგ არიან მიმართულნი. ეს უფრო ეფექტური საშუალებაა დისიდენტური გამოსვლებთან ბრძოლისა, ვიდრე უხეში ადმინისტრირება, ან პირდაპირ რეპრესირება ნამდვილი ოპოზიციონერისა, დისიდენტების დისკრედი¬ტაცია, როგორც “უტაქტო”, “დიპლომატიას მოკლებული ადამიანისა”, ან ფრთხი¬ლი შეფასება, როგორც `ოდნავ ჭკუაზე გადამცდარი ხალხისა”, ზემოხსენებულ “ბრძენ ოპოზიციონერთაგან” განსხვავებით, იგი რეჟიმის მიზნებს საუკეთესოდ ემსახურება, ვიანიდან რეჟიმი კვლავ განაგრძობს გამგებლობას, ხოლო ოპოზიციური ვნებები, რომელიც უფრო და უფრო იზრდება ხალხში, ამგვარი სათამაშო თოფის სროლით კმაყოფილდებიან. ბოლოს იქმნება ილუზია დემოკრატიული საზოგადოებისა, სადაც დისიდენტები რეალობის გრძობას მოწყვეტილი ხორცმეტნი, ან `დემაგოგი, ავის მჩხრეკელი, ნაძირალები” არიან, ხოლო სუკის აგენტები _ `ჭეშმარიტ ინტელიგენციას” წარმოადგენენ”.
ზვიად გამსახურდიას ეს თვასაზრისი ისე თვალნათლივ არის ილუსტრირებული მთელი საბჭოური ცხოვრების წესით, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე დგას და სრულიადაც არ არის საკვირველი, რომ სწორედ ამ წერილის დაწერისა და მისი დაპატიმრების შემდეგ გააქტიურდა დღესაც პრეტენზიების მქონე ზოგიერთი პოლიტ-მოღვაწე, რომელთა შემდგომმა ქმედებებმაც სრულიად დაამტკიცა ბატონ ზვიადის მიერ ზემოთ მოყვანილი დებულებათა სრული საფუძვლიანობა; და ალბათ ზვიადისეულ ამ სიტყვაშიც ბევრი თავის თავს შეიცნობს: `შენ დაბრძანდები დიდი ქალაქის ქუჩებში, სარგებლობ კომფორტით, მსახურობ, საზღვარგარეთ დაბრძანდები, მეგობართა ვიწრო წრეში ოპოზიციურად ყბედობ. სიტყვით გმირი ხარ, საქმით კი, ყოველნაირად თავს არიდებ სიმართლისათვის ომს, რომელსაც აწარმოებენ შენი მოყვასნი, ნიადაგ ციხისა და საფრთხის ქვეშ მდგომნი. შენ არად გენაღვლება ციხეებსა და ბანაკებში ჩაყრილი ადამიანების ბედი, რომელთაც წამებით კლავენ, აავადებენ, შენ მათზე ფიქრსაც კი თავს არიდებ, შენ განდევნე ისინი შენი ცნობიერების ველიდან. შენთვის ისინი `არაპიროვნებანი” არიან, როგორც ეს ორუელის ცნობილ რომანში ხდება, ამით კი თავად შენ ხდები არაპიროვნება, ამით შენ ხდები ფიტული კაცისა, სნობი სნობთა შორის ყბედობის სენით დაავადებული, თანდათან შენი ცხოვრების წესი უთუოდ მიგიყვანს დეგრადაციამდე, ამორალიზმამდე, ბოლოს შენ შესაძლოა შეიძულო შენი მოყვასი, რომელიც თავს სწირავს სიმართლისა და სიკეთისათვის ბრძოლაში, შენ მისთვის იწყებ ათასგვარი ატრიბუტის გამოგონებასაც: `უცნაური”, `დონკიხოტი”, `პოზიორი”. მისი წვრილმანი ნაკლის ქექვას, მის კრიტიკას, მოკლედ გსურს დაასაბუთო შენი გზის სისწორე, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავხარ”
აი, ასეთია ზვიადის ყოვლის შემმუსვრელი, გამანადგურებელი სიმართლე და ეს ნაწარმოები, რომ ბევრს ადრევე ენახა და წაეკითხა, ვფიქრობ, არასოდეს დაადგებოდა თვითგანადგურებისაკენ მიმავალ ამ დამღუპველ გზას, რადგან სიმართლეს აქვს ერთი საოცარი თვისება _ შენდაუნებურად შინაგანად გაგაცისკროვნოს. აი, გზა ზვიადისა, რომლითაც მან იცხოვრა და მარადისობას შეუერთდა.