გეთიაშვილი რეზო
გაზიარება

არქივიდან ექსკლიუზივი

გაკეთებული შამპანური. ვალსი. კაბარე.
შინდაბრუნება გაღონებდა. სამაგიეროდ.
კოშკს აშენებდა მეგობარი ვინმე პიერო
როცა გნახე და სიზმრებიდან გამოგაპარე.

ბოლოს რჩებოდა არაფერი. რაღაც. თავშალი
და არაფრისგან დაფარული ჩვენი სიშორე.
თუმცა კოცნისთვის ორიოდე ღამეც ვიშოვეთ.
არ გაგვიხდია სიყვარული მაინც საშაროდ.

იყო გაგება. უცნაური. ხოლო შორიდან
მოგონებებიც რბილდებოდნენ რაღაც განგებით.
ურთიერთობა პირადი და ეპისტოლური.
ნალარნაკალი გვირილები და წახნაგები.

დამამახსოვრდა. გიკითხავდი ბოლოს ტიციანს.
იყო საღამო. განშორების რეპეტიცია.

??????