გეთიაშვილი რეზო
გაზიარება

ჩემს ძმებს... №2 ექსკლიუზივი

ღამე–რეფრენი და უბრალო,
როგორც აბორტი,
თქვენზე ოცნებას გავაბოლებ, როგორც მოჰიკანს,
მარად ძვირფასნო, გაოცდებით, ისე დავბერდი,
ისე შესქელდა ხორცის სუნი, გემო, ლოგიკა

და სიცხიანზე არაფერიც აღარ მაბოდებს,
აღარ მივტირი სასიმინდეს და ბრილიანტებს,
უუხამსესი სიცრუეა, რასაც ვამბობდით,
რა მოხდა მერე, თბილისივით გაჭუჭყიანდე.

მარად ძვირფასნო, გაიღიმეთ ჩემი გულისთვის,
თოვლი მოვიდა პატარა და უსიამოვნო
და გამომტყვრალი სტუდენტივით ღმერთთან ვხულიგნობ
და ლამისაა, ქალიშვილებს მკლავი გამოვდო.

პირველი თოვლის კვალობაზე ძლიერ მჭირდებით,
ბობ, უილიამ, ისეა, რომ სულიც ხორცდება,
მაგრამ რადგანაც კიდევ დარჩნენ ჩვენზე დიდები,
მოჰიკანივით გავაბოლებ თქვენზე ოცნებას.

??????