პეტეფი შანდორ
გაზიარება

მე ერთი ფიქრი მაწუხებს... 

მე ერთი ფიქრი მაწუხებს მარად,
ვაითუ მოვკვდე ლოგინში წყნარად!
ვაითუ მოვკვდე ნელ-ნელა,ნაზად,
მჭკნარი,უსულო ყვავილის მსგავსად.
და როგორც ქრება სანთელი მკრთალი
მეც ისე გავქრე დავხუჭო თვალი.
არა ასეთი არ მსურს სიკვდილი,
მე მინდა მოვკვდე ბრძოლით,ჭიდილით.
მსურს მუხა ვიყო შეურიგალი
მაპობდეს მეხი,მგლეჯდეს გრიგალი.
მთიდან კლდედ მოვწყდე უზარმაზარი,
რომ ცა და მიწა შევძრა ზანზარით,
როცა დაღლილი მძიმე უღელით
ხალხი აღსდგება მკლავმოუღლელი,
დროშებს დააწერს თავისუფლებას,
და ცა დროშებით დაიღრუბლება;
როცა მტრის რისხვად,ხალხთ გასახარად
ყოველი მხრიდან დაჰკრავს ნაღარა
იქ ჩემი სისხლიც დაიცეს წმინდა
მე იმ ბრძოლაში სიკვდილი მინდა.
და რომ მომხვდება ბასრი მახვილი,
უკანასკნელი ჩემი ძახილი
დე,დაიკარგოს ქვემეხთა ხმაში
დე,გაქაფული ცხენებით მაშინ
ჩემს მკვდარ სხეულზე გადითქარუნონ
ოღონდ ჩამძახონ სასიხარულო
მტრის დამარცხების ხმა დარხეული...
დე,გადიქელოს ჩემი სხეული!
შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვაც,
მაშინ შეკრებენ ჩემს ძვალთა გროვას,
ზარის გუგუნში დროშებს გაშლიან
დროშებს ევლება შავი არშია
და დაგვმარხავენ საფლავში ერთად
მათ,ვინც გასტეხეს სიმაგრე მტერთა
ვინც საოცნებო დროშა გაშალა
თავისუფლებას ვინც ენაცვალა. 

??????