ჯიხაძე მერაბ
გაზიარება

ფურცლის ჯალათის ღამე 

საღამო, ოთახში
ბინძური ჭიქები
ყავის,
ჯიუტი თითები,
მიზეზი
კვლავ \\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\"ლექსი\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\"ს წერის,
კამათი თითებს და
სუფლიორ
გონებას შორის,
შეშლილი კედლები
ოთახში
მთვარის შუქს ელის.

ბინდდება, სარკმლებზე
ფარდებად
ეშვება ღამე,
ქაღალდის საფერფლე
და ფერფლად
ფიქრები ჩემი,
აურა ტერენტის,
და მაინც
უმზეო ნაწერს,
ვფიქრობ, რომ აშკარად
აკლია
პოეტის ხელი...

ოთახი, სიჩუმე,
მაგიდა
სავსეა მტვერით,
მზის სხივი, ნათება,
დილა და
ფიასკო ღამის,
ფერმიხდილ სტრიქონებს,
ან სულაც სტრიქონთა
ესკიზს,
ჯიუტად ვაწამებ,
ჯალათი,
უმელნო კალმით.

??????