ჯიხაძე მერაბ
გაზიარება

ოთხშაბათი 


უჩვეულო მოთმინებით კვლავაც ითვლით,
ფერმკრთალ დღეებს შენ და კედლის კალენდარი,
შენ არაფრის მოლოდინით გადაღლილი,
თითქოს სახით დღეზე უფროც გაფერმკრთალდი.
ზიხარ მარტო, იშვიათი, ცივი მზერით,
სუნთქავ ჰაერს სხვებზე უფრო გამოზოგვით,
მიღიმიხარ მაშინ როცა გეტირები,
მეც გიღიმი მაშინ როცა არ გამომდის...
თავდახრილი გააგრძელებ ისევ დუმილს,
შიგადაშიგ მზერას ცისკენ შეაჩერებ,
და არაფრის მოლოდინით დანაღმული,
კალენდარზე თვლას დაუწყებ ფერმკრთალ დღეებს...
დღეები კი უმოწყალოდ შენ სახეზე,
კვლავ ხლართავენ ნაოჭების ლაბირინთებს,
სანამ მოვრჩი, სანამ მოვკვდი შეგავედრებ,
დედა ერთხელ ძველებურად გამიღიმე.

კალენდარზე გაზაფხულის შემოტევა,
ამინდებში საზაფხულო ბერავს ქარი,
შენს თვალებში შეხიზნული შემოდგომა,
ნაწნავში კი ჩახლართული თებერვალი...

??????