ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

უფალო, შეგვიწყალე 

შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.
უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის _
ვულკანზე შემდგარი საქართველო.
უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,
შვილები გამიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!
უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც...
არც ისე პატარაა ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.

??????