ჯანაშია ნათია
გაზიარება

საძმო საფლავი 

ხდება,როდესაც საღამოს აქვს მთვარის სინდრომი, 
შენ კი დგახარ და მოზომილად ცრემლებს იმეტებ, 
ხდება,როდესაც უმოწყალოდ გაირინდება, 
მძიმე სიჩუმით ჩაზნექილი მზერის დუეტი. 

მოხდა საღამო,ისეც მოხდა,როგორც ხანდახან 
ხდება ხოლმე და მივაშტერდით თავის კანტურით 
ჭადარს,რომელიც გადმოცემით წელში გადახმა 
დარდისაგან და ძლივს ვარჩევდით ჯვრების კონტურებს... 

ზის დედა სადღაც,საკუთარი დარდის ამარა 
(ხშირი ბალახი მოსდებია ოდის ლაფაროს), 
აპრილის თვეს რომ გადაიძრობს შვილის სამარე, 
ის შეეცდება მაისის თვე გადააფაროს... 

წვანან ისინი...დაცულია მათთან საზღვარი... 
სხვადასხვა ზომის ჩარჩენილი მკერდში ტყვიები 
ალბათ არავინ არც დათვალა (ან რა აზრი აქვს) 
ჩატანებული კუბოებში რელიქვიებად. 

ხო,ჩვენ ვტიროდით დახავსებულ და ძველ საყდართან, 
ეზოში გმირთა საფლავები ეწყო ბელტებად, 
მათი სიცოცხლე ორი წლის წინ ომში დამთავრდა, 
მათი სიკვდილი სამწუხაროდ დღემდე გრძელდება 

??????