კონვერტი
მომწერე , როგორ შემეჩვიე, რომ არც ელოდი...
ღმერთთან საუბარს გაურბოდი, ლოცვა შეახე...
მომწერე, ერთხელ ძილში როგორ წამოგელანდა
წვერდათოვლილი აილამა, როგორც შეიხი.
ისიც მომწერე, რომ იკითხე წუხელ მერიმე,
მომწერე, ღამემ მჭრელი ლექსი როგორ შემართა-
დუმილს ფასი რომ დაეკარგა, ადგნენ ბგერები
და პაემანზე შეხვდნენ ფურცელს კაფე \"მელანთან\".
ის როგორ იყო? სიმთვრალეს რომ ვერ დაეწიე,
მერე გეძინა ცეცხლის პირას მოხუც გუშაგთან,
ლამპიონს ქუჩა მკლავზე ნაზად გადაეწვინა,
და ქვემო წელზე იისფერი შრამი უჩანდა.
მომწერე, რატომ გადაიდო წელსაც ზამთარი,
ზურგშექცეულმა იმედებმა ვისთან იმრუშეს...
როცა გგონია დასაკემსი გრძნობა მზად არის,
რატომ გიგზავნის მეორე მე ცოდვის ნიმუშებს?
მიდი, მომწერე, როგორ გიჭირს ახლა წერილის
ოთხად დაკეცვა, მერე ფოსტას უნდა მიასწრო.
გელი დაღლილი, სანამ დილა ღამეს მოწველის
და მომიტანენ ფერად კონვერტს: \"ჩემგან მიასო!\"