სვანური იავნანა
დაიძინე, მარე, გათბობს დედის მადლი,
ძილი მოგიხდება, ჩემო კარგო მარე.
თათით დათვი ინგურის პირს დადის.
ნანილა, ნანილა, დაიძინე მალე.
დედე ლადეღ,
დილას ადექ,
მზე გააბნევს ნისლის ბადეს,
რომ მწვერვალი შეგიყვარდეს.
გაგაღვიძებ, ჩემო მარე, დილით,
მშობელ კერის ოცნებაო ტკბილო,
დაასვენე შენი ტანი ჩვილი,
თივაში და ნისლში შეხვეულო შვილო,
გაიზარდე, მარე,
დამიძახე ,,დედი”,
ოჯახს მოეხმარე,
კომკავშირში შედი,
განვლე ბონდის ხიდი,
არ შეშინდე, არ დაღვარო ოფლიც.
ლეჩხუმიდან წამოიღე ტვირთი
და გაიგე ჭირ-ვარამი სოფლის.
მონადირე გახდები, გაიკეთებ წრიაპებს,
აღმართს ახვალ, წელმაგარი ყმაწვილი.
შემდეგ მოდი, kერიასთან მიამბე,
როგორ მოჰკალ დათვი და გაფრინდა არწივი.
დედე ლადეღ
დიფრაბელ,
დიდი მთები დარდად გვაწევს,
ზედ ორბები მიფრენენ.
თუ არ ინადირებ,
წიგნში ნახე ნახატი.
იქ გაარკვევ, შვილო,
რაც გვაკლია ჩვენ.
გაიგონე ნაპრალის ჩახლეჩილი ღაღადი,
მალე სმენას, მარე,
ქარიშხალსაც მიაჩვევ.
მაღალია შხარა, მოჭედილი ყინვით.
ქვებზე ვზივართ,
სახლი არ სძლებს ხის.
ჩვენ ზაფხულშიაც მგელი გვივლის,
დედაშენი გეუბნება: იდამ მედელხი.
ნანილა, ნანილა და ნანილა,
მოგიხდება ძილი, ჩემო კარგო მარე.
დაიძინე ხე გრიალით დახრილა,
დაიძინე,თორემ დათვი მოვა მალე.
1929