ყვარლის ტბასთან
შორს, მხოლოდ ერთგან ენთო ნათურა.
ხმაურობდნენ ყვარლის გაუჩეხავი ტყეები.
მოშორებით, მკვდარი ქალაქის შუაგულში, მთვარე ესვენა,
ესვენა მოსვენება წართმეული, ვალდებული,
ღამის მარადიული ცხედარი.
ყვარლის ტბასთან ვიდექი თევზის დარაჯად,
რომ მეთქვა : \\\"თევზო, ამ ტბასავით მწყურია არსებობა და
შენი სხეულივით მშია ცხოვრება.\\\"
არ ჩანდა...
აბგიდან ბოლო ღერი ასანთი ამოვიღე,
წავუკიდე ტბაში ჩასაგდებად.
მინდოდა აალებულიყო , როგორც ნავთი
და ცამდე ამავალი ყველა შრე გადაეწვა.
გაწვიმდა...
რამდენჯერაც ავანთებდი ასანთს, იმდენჯერ გაწვიმდებოდა ხოლმე...
მეღიმებოდა, მაგრამ ეს არ იყო ბავშვური ღიმილი...
მენავეებმა სველი ბოტებით ჩამიარეს და გააგრძელეს გზა სასტუმროსკენ.
ისინი გაშრებიან, როგორც ყოველ დღე.
მე ვგრძნობ როგორ წვიმს ჩემს სახეზე, ტრაფარეტზე,
სადაც ორი წითელი ნათურა ანთია,
როგორც ფოტოგრაფის მიერ არაზუსტად გადაღებულ ფოტოზე ხდება ხოლმე.
როცა პარიზიდან ვბრუნდებოდი,
ერთმა ნაცნობმა ირანელმა შემომაბრუნა და მკითხა:
\\\"რომელ ქვეყანაში წვიმს უფრო სუფთად თუ იცი?\\\"
ყველა კუთხეში, სადაც ცა სუფთაა მეთქი ვუპასუხე.
ეშმაკურად ჩაეღიმა...უფრო ეტკინა და მეც მეტკინა...
ხის საქანელაზე მკვდარი ქალაქი ყვავივით იჯდა.
შორს, სადღაც ჩემი თვალებივით ბჟუტავდა ნათურა.
თევზი ისევ არ ჩანდა!