ბარათაშვილი ნიკოლოზ
გაზიარება

პირადი წერილები 

გრიგოლ ორბელიანისადმი*

Дражайший дядя!

Я получил ваше пис[ь]мо, с которым я очень обрадовался, и желаю вам всякаго благополучия, что, вас видет[ь] здоровым. Но что о своих успехах писать, когда вы самы знаете; а [и]нструменты ежели пришлете, очень благодарен буду. Чтоже дальше писать, дрожайший дядя! только что желать вас благополучным счастливым и проч.



Имею честь, прибыть любщий вас племянник Н. Баратов.

Его Сиятельству Милостивому государю Григорию Орбелянову.**

[1831], 3 სექტემბერი

____________________ 

* ეს წერილი 1968 წლის გამოცემაში არ არის დაბეჭდილი (იგი ნ. ბარათაშვილის თხზულებათაგან ამოიღო პ. ინგოროყვამ).

** ძვირფასო ძია!

მე მივიღე თქვენი წერილი, რომელმაც ძალზე გამახარა, გისურვებთ თქვენ ყოველივე ბედნიერებას და ჯანმრთელობას. ჩემს წარმატებებზე რაღა მოგწეროთ, როდესაც თქვენ თვითონ იცით; თუ ხელსაწყოებს გამომიგზავნით, დიდად მადლობელი დაგრჩებით. მეტი რაღა მოგწეროთ, ძვირფასო ძია! ვისურვებ თქვენს კარგად ყოფნას და ბედნიერებას და სხვ. 

დავშთები პატივისცემით თქვენი დისწული ნ. ბარათოვი. 

[მისამართი]: მის ბრწყინვალებას, მოწყალე ხელმწიფეს გრიგოლ ორბელიანოვს. 



ღამე ყაბახზედ



მიყვარს, ყაბახო, მყუდროება ღამისა შენის.... 

ძიავ! ეს ლექსები დიდი ხანია დაწერილი მქონდა, მაგრამ ფოჩტას ვერ ვანდე კიდევ, რა ვიცი, როგორ მომხდარიყო? იქნება დაკარგულიყო და მერმე პ.... 



„არ ვინ იცის, რა გამოვა რისაგან“ *.



სხვებრ, გთხოვთ, თქვენის წიგნით მასიამოვნოთ რაიმე, იგი ჩემთვის ძვირფასია. მშვიდობით! ღმერთმა ინებოს, რომ კვალად მამულში გიხილოთ.



თქვენი უმორჩილესი ნ. ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი .







მიხეილ თუმანიშვილისადმი



6-го августа 1838

г. Тифлис



Милый друг Не пеняй меня за молчание. Право, в нашем скучном от жаров, душном от пыли городе нет ничего любопытного. Я оживляюсь только по вечерам лунным, так прекрасным в Тифлисе! Вчера в один из этих вечеров пошел я бродить в Московской заставе; Вдруг я очуился на кладбище. Признаюсь, немного смутился, когда я взглянул на это онемение: 11-ть часов ночи. Ни души! кругом пустота вечная; луна тускло освещает могилы, как догоряющая лампада усопшего. Тихо и медленно протекает Кура, как будто боясь нарушить покой в этом унылом мире... Ты теперь в раздолье, и я не хочу смущать тебя мрачными думами, которые навело мне на душу это зрелище небесно-земное! Но скажу, что прекрасное изобретение кладбище, а это неоходимо, чтоб смертный порой читивал бы по нему свою жизнь: утешение несчастного_конец счастию! Ну, обратимся к тебе. Спасибо, брат, за письма, за удоволствие. Последнее из них читали мы с Захарием Орбелиановым. Это была критика или лучше послание к сочинителю 

ასტრა“ Прекрасно! Только, кажется, оно не достигнет цели, но есть , ты не узнаешь, кто это неведомое ასტრა. Это тайна сочинителя. Он писал ни для тебя, ни для света; писал для нее одной; О н а его понимает и он этим доволен. Чтоже ему больше? Нужды нет, понял ли ты его или нет? Мы все энаем только значение слова ასტრა“, то это очень просто: оно взято с французского astre, которое по нашему, ძმაო თავყანა, значит. „მთიები“._ასე, ჩემო ბატონო!

Скажу тебе новость, თუ არ გაჯავრდები. Я еду сегодня вечером в. д. Мцкетели_зачем, что о н а там. Мать ее просила меня провесть с ними несколько дней. Каковы должны быть эти дни? Ах? მაშ, მოკვდი, ბზ!





გ. ორბელიანისადმი



საყვარელო ძმაო გრიგოლ, შენი წიგნი მომიტანა დიმიტრი ჯორჯაძემ.1 დიდად მაამა ამ წიგნმა, მეტადრე ქართველების ქებამ.- მაინთ თქვენ და იქით ანდრონიკოვი!2 მილიციამ, როგორც იტყვიან, ასახელა თავისი სახელი და ზღაპრული გმირობის ხმა დაიგდო მრთელს მხედრობაში; თვარემ შენ თვითონ შეიტყობ დაწვლილებით.- მითამ როდის და რაში არა ვყოფილვართ კარგნი, მაგრამ ჩ ი მ ი ქ უ ნ ი მ!

მჯერა ს ა რ დ ლ ო ბ ა არღუთინსკისა,3 საგინოვისა4 და გურამოვისა,5 რადგანაც შენ აქებ, მაგრამ მინდა ერთი ჩაგიხველოთ. შენი დიპლომატობა ხომ ადრევე ვიცოდით. ხუმრობა არ არის, რომ ქართველმა კაცმა გურულებს შეაგონოს ყოველივე უ ბ ე დ უ რ ე ბ ა, რომელიც შეუდგების აღშფოთებას, შაბაშ, მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა!

ძმაო გრიგოლ, ტფილისის ამბავი მაგთენი არაფერია. ცოტას ხანს დაჰყვეს აქ ადლერბერღის6 შვილებმა და, რაღა განგიმარტო, შენ მიჰხვდები, რაც ადლერბერღის შვილები აქ იქნებოდნენ. პოლკის კამანდერი გამოგიცვალეს*, მაგრამ ეს განკარგულება მოხდა უწინარეს, ვიდრე გამოიძიებდნენ ჩილაევის7 სიმართლეს, რომელიც ვჰგონებ არ დადუმდეს.- ყაფლანს8 ვაჟი ჰყავს, დიდს ნათლობას აპირებს ხანურად, თუმცა ხანებმა ნათლობა არ იციან.- ჩვენს დ ი დ ს პლატონს9 ძილში კატა დასწოლოდა ბაკენბარდზედ და ასე გაეთელა, რომ ვეღარას გზით ვერ გაუსწორებია. ეს ერთი ბაკენბარდი ასე გათელილი დარჩა. ვურჩევთ, რომ მოიპარსოს, მაგრამ არ გვიჯერებს. ეს აკლდა ამის ფილოსოფოსურს სახეს! სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია, უსარგებლო გონების და გულისათვის. ერთი ნუგეში ეს არის, რომ მშვენიერი დარებია. 

ლიტერატურა ჩვენი ღვთით დღე და დღე შოულობს ახალთა მოყვარეთა.10 მრავალნი ყმაწვილნი კაცნი, მოცლილნი სამსახურითგან, მყუდროებაში და მარტოობაში შეეწევიან მამეულს ენას, რაოდენიცა ძალ-უძთ. ესე საზოგადო სული ბუნებითის ენის ტრფიალებისა ყმაწვილთ კაცთ შორის აღმოაჩენს, რომ ქართველთ არა სძინავთ გონებით!

ამ მცირეს ხანში ერთი ლექსი დავწერე, რომელსაც ამასთანავე გიგზავნი. შენი ჰაზრი ჩემთვის მარადის სასიამოვნოა. 



[ მოყვანილია მთლიანად ლექსი ,,ვპოვე ტაძარი“] 



გიორგი11 მომიკითხე, ვასილ12და სხვანი ჩვენნი ნაცნობნი.- მამა ეგნატიმ13 შემოგითვალა: ,,ქრისტემ გა-კურ-თხოს“! ჩვენიანებმა ყველამ მოგიკითხეს. მშვიდობით. ძალიან მინდა შენი ნახვა. 

შენი ნ. ბარათაშვილი 



წელსა1841

ოქტომბრის 18-სა

ქ. ტფილისით. 









გრიგოლ ორბელიანისადმი.





საყვარელო ძმაო გრიგოლ! ილია1 მართლა ტყვედ არის შამილთან!2ეს ამბავი ადრევე მინდა მომეწერა შენთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ყველას იმედი გვქონდა, რომ ან ეს ხმა ტყუილი იქნებოდა, ან ყაზიყუმიხელები3 შეინახავდენ დამშვიდებამდე.По официальному донесению фезе4 известно только то, что адьютанти его, князь Орбелиани, 20-го марта был послан в Андалал5 с поручением и его взяли там в плен. ხოლო ლუკამ, რომელმანც ეს ამბავი მოიტანა და რომელიც დამსწრე ყოფილა ილიას დაჭერაში, აი რა ილაპარაკა: ილიკო რომ დაუჭერიათ, სინაქსაროვი6 და ყაზიყუმიხის ხანი7 დაჭერილები ყოფილან. მეორე დღეს შემოსულა ანდალალში თვითონ შამილ. ტყვეები წარუდგენიათ. ილიკოს თანა ჰყოლია ოცი, სულ დაწკეპილი ყმაწვილი ბიჭები, ავარელები8, ახმეტ ხანისგან9 გამოტანებულები; შამილს ოცისავესთვის ილიას თვალთ წინ თავები დაუყრევინებია; ახტელელები10 კი, რომელნიც სინაქსაროვს მოჰყოლიან, დაუშიშვლებია და ისე გამოუყრია. შამილ ახმეტ ხანზედ ძალიან გაბრაზებული თურმეა და ასე უწყალოდ იმიტომ მოჰქცევია ავარელებს. აი, ილიკოს რა უთქვამს შამილისთვის:“შამილ! როგორ ეკადრება შენს სახელს მაგისთანა უწყალოება! თუ გინდა მაგით შეაშინო ვინმე, ვინ უნდა შეაშინო? ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ჭეშმარიტად ახლა მეც სიკვდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნას!“ვითომც შამილს სდომნებია ილიას გამოშვება, მაგრამ, ესე ყოჩაღად რომ უნახავს და ამის გვარისშვილობაც შეუტყვია, უფიქრია, რომ ეს კარგი ოფიცერი უნდა იყოსო და იქნება რუსებმა ჩემს შვილში11 გამიცვალონო. მაშინ შამილს უთქვამს ტყვეებისათვის_ილიას და სინაქსაროვისათვის, რომ თქვენ ნუ რა გეფიქრებათო, მაგრამ თქვენს მამულს ვერა ნახავთ,ვიდრე ხელმწიფე ჩემს შვილს არ მომცემსო. ახლა ილიკო დარღოშია12, სადაც შამილის ცოლ-შვილია და სიმაგრე, და კარგადაც თურმე ინახავს. ასე გასინჯე, გოლოვინის ცოლმაც13 კი თქვა, რომ: მე ყოველთვის იმედი მქონდა, რომ ქართველი მაგისთანა პასუხს მისცემდაო, ვითომც ილიას რომ უთქვამს სიკვდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნასო.მახლას, ილიკო14 ყოჩაღად ყოფილა он теперь предметом разных анекдотов.* ზოგჯერ ამისთანა შემთხვევაც კარგია კაცის სიცოცხლეში. ეს არის, რომ იქნება ჩვენ დაგვიგვიანდეს ილიას ნახვა, თვარემ იმას ამ ტყვეობით არა უშავს რა.....

ამისი მთლიანად წაკითხვა ვერ ხერხდება, მაგრამ ტექსტის შინაარსის გათვალისწინება შეიძლება.

პოეტს ილიას დაბრუნების იმედი აქვს, მაგრამ თან შიშობს_ვაი თუ ტყვეობა და გაუგრძელდეს და დაიღუპოს, ან თვით შამილმა საერთოდ არ მოისურვოს მისი განთავისუფლება. მას უნდა, თავისი შიში და ეჭვები გრიგოლ ორბელიანს გააგებინოს, მაგრამ მერმე, ჩანს, მორიდებია ბიძამისის ზედმეტად გაღიზიანებას და 21 სიტყვისგან შემდგარი ტექსტი საგულდაგულოდ წაუშლია ( ვრცლად იხ. ი. ლოლაშვილი, დამატებანი და გასწორებანი..., მნათობი, 1969, N7,გვ. 156-157)

вот, что поэт думает за Илико:

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი!

(მოყვანილია მთელი ლექსი)



არ ვიცი, ეს ლექსები როგორ მოგეწონება. აქ კი ბევრი ცრემლი, ტყუილი და მართალი, დაინთხა ამის წაკითხვაზე, რასაკვირველია იმიტომ, რომ ამას ამბობს ილია ტყვეობაში და არა მე. ილიას დაჭერა რომ შევიტყე, სწორე გითხრა, ძალიან შევწუხდი, ასე, რომ სამი დღე გაბრუებული ვიყავ ათასის სხვა და სხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და,რომ ეკითხათ კი ჩემთვის, მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა**. ბოლოს მესამეს დღეს ეს ლექსები დავწერე და თითქოს ამან რაღაც შვება მომცაო. ვცდილობ, რომ ილიკოს როგორმე მივაწოდო. ვიცი, გულში ჩაიცინებს და არ იქნება, მით არა ენუგეშოს რა.

ზაქარია15 ახტას არის, სინაქსაროვის ადგილს; იასეც16 იქ არის ელისოს17 მილიციით და იმედებს იწერებიან ილიას გამოყვანისას, მაგრამ მე ჯერ ასე ჩქარა ვერა მგონია, მეტადრე ახლა, როდესაც შამილ ჯერ არსად ომობს და ილიაც თავის სახლში ჰყავს. ძმაო გრიგოლ, ყოველივე სოფელში ღვთის ნებაა დამწუხარებით, თვითონ იცი, ვერას ვუშველით ილიკოს. ჩვენი საფიქრებელი ეს არის, რომ ვიღონოთ რამ იმის გამოხსნისათვის.

ძლივს საქართველოს მოუვიდა რუსი, რომელსაც ეყურება აქაურობისა. იმედია, რომ,პოზინი18 კეთილად წარმართავს ჩვენ გარემოებას. მინისტრს19 შვიდს მაისს მოველით ერევანზედ. სხვებრ ჩვენიანები ყველანი კარგად არიან, მხოლოდ ფეფოს20 მწუხარება გვაწუხებს ყველას. ხომ იცი, ტყვეობა და სიკვდილი ჩვენს დედაკაცებს ერთი ჰგონიათ, მეტადრე ლეკის ტყვეობა.

მარად შენი ერთგული ნ. ბარათოვი.

მაისის 2-სა დღესა

1842 წელსა.

ელიზბარს21 ვმადლობ მოკითხვისათვის, მაგრამ ვწუხვარ, რომ მაგის საქმეს ყოველთვის ნავსი სდევს, ჯერ კიდევ არ უქნია მაგისკენ პირი ბედსა.ოცენკა დააბრუნეს для исправления некоторых недостатков против формы***

ვიცი, როგორც გაჯავრდები! მაგრამ მაგ გაჯავრებულს გულზე, გთხოვ, მიიღო მოკითხვა შენი მტერ-მოყვარე ქალებისაგან. 





*აი,რას ფიქრობს პოეტი ილიკოს მაგივრად.

**აქედან წერილის ტექსტი გრძელდება ოთხივე გვერდის აშიებზე.

***ფორმალური ხასიათის ზოგიერთი ნაკლის გამოსასწორებლად.





მაიკო ორბელიანისადმი



საყვარელო დაო მაიკო1,მადლობელი ვარ, რომ რახაელს2 წიგნი დაჰსტყუე, გუშინ იასემ3 მომიტანა. ამიტომ უფრო მიამა, რომ წინა დღეს ამ წიგნზედ ლაპარაკი იყო და მეორეს დღეს უნდა მიმეტანა მანანასათვის.4 ასე ეგონა , რომ მე მაქვს. მაშ, რადგანაც ეს პირობა აღასრულე, იმედი მაქვს ახლა,რომ მეორეც არ დაგავიწყდება.

გოლოვინის ცოლი5 წავიდა და დარჩჩნენ ჩვენი ქალები მოწყენილნი. ხანდისხან ოხვრით მოიგონებენ იმის სახლში განტარებულს დროებს, თუმცა ოხვრის მიზეზი ყველასი ერთი არ არის. მხოლოდ გუშინსწინ იყო ვეჩერი შინაური, მაგრამ ძალიან მხიარული. ტასოს6 დღეობა იყო და ელენეს7 სახლში გარდაიხადეს. მე, სწორე გითხრა,მეტად გავმხიარულდი, სრულიად უმიზეზოდ, უანგარიშოდ, ისე, მეც არ მოველოდი. ბევრჯერ მოგიგონე, დიდად მინდოდი, რომ იმ დროს აქ ყოფილიყავ

მაგრამ სულ ამაოა ჩემთვის. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმმარი. კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდიხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმეყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტასხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი. 



,,ძნელი არის მარტოობა სულისა:

მას ელტვიან სიამენი სოფლისა, 

მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

ოხვრა არის შვება უბედურისა!“



შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთსრას მიიღებ, რო არ დაკარგო? მიცჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის სოფლისა. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებეთა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან! თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს. გემდუდურები, რომ წიგნს არა მწერ; ხომ იცი, მეამება, თუ მეტადრე ბევრ ამბებსაც მამწერ. თუ ნინუცას* ანუ (რადგანაც ჯავრობენ ზოგიერთი ქალები) ანნა ივანოვნას8 წიგნი მისწერო ან შენ თითონ ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: დიდად ვწუხვარ,რომ აღარ გაციებს-თქო. ილიას მალე ვნახავთ. 

შენი მარად ერთგული ძმა ნ ი კ ო ლ ო ზ ბ ა რ ა თ შ ვ ი ლ ი 



P.S.შენ გაზრდას, მაიკო, თუ გლუხარიჩი9 ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: რა ღმერთი გაგიწყრა, რომ აგრე ფეხი აიკვეთე ქალაქისაკენ_თქო? როგორ აღარა აგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსა-თქო? 





გრიგოლ ორბელიანისადმი.



საყვარელო ძმაო გრიგოლ, არა, უკაცრავად, მთავარო ავარისაო, ემირ-ავარო,* 

ატტილას* ტახტზედ მჯდომარეო!

ჭეშმარიტად, არ ვიცი, მე ვარ დამნაშავე შენთან მოუწერლობისა თუ არა? ვისთანაც შენგან მოწერილი წიგნი წავიკითხე, ყველასთან ხუმრობისა და ლანძღვის

მეტი არა იყო რა; ჩემთან რომ ფარატინა გამოგეგზავნა, ისიც დაპირების მეტი არა 

იყო რა, მე ბინიანად მინდა შენთან ლაპარაკი და ხომ იცი, რომ საწყინოა ამისთანა

ლაპარაკის გაცრუება. საკვირველია, რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული

და ძლიერი უნდა შეიქმნას, არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ, როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მისცეს გზა სოფელში,გამოიყვანოს კაცად და, როდესაც თვითონ დაეცეს ( საბოლოო არა არის რა ამ საწუთოში), მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს შემძლებლობა და ხმა ერსა შორის თავის მემკვიდრის შუამავლობით! ახლა მე იმას ვამბობ,რომ მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარებისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს , მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ,რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა! ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის, ეცადე, რომა რენენკამფთან* დამანიშვნინო. ხომ ამ პირობით წახველ, რომ ეს მოგეხდინა ჩემთვის? ვიცი დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება... მე ახლავ მიტყობს გული, რომ ამ ჩემს მხურვალეს განსჯას გამიტრიზავებ: ემირობა მასხარად აიგდე და მომავალის დიდების ფიქრს რას უზავ? სხვებრ შენ იცი.

ახლა ქალაქის ამბავს მოგწერ. 

გუშინ შაჰის ელჩი შემოვიდა, თუ გახსოვს, მირზა-სალი* ,ევროპიის ენებზედ მოლაპარაკე, განვითარებული კაცი. მაზეგ რომ სამშაბათია, დიდს ბალს უკეთებს მთავარმმართებელი*,

.მაგრამ ვინც შენ გეგულება, არც ერთი ჩვენი ქართველი ქალი აქ არ არის და გაიხარე, რომ ბალში არ იქნებიან. Но и тут оне выогривают; будь вместо Мирза-Салиграф ЧиЧероне6, оне тотчас бы приечали на бал. ბალის ამბავს შეგატყობინებ.

ჩ ვ ე ნ ი ლევან* ქუთაისში გააგდეს პორუჩენიით. მე და შენში დარჩეს (ისე კი არა, ბაკლანას* რომ ხომალდი დაეღუპა)... გრიგოლ წერეთელი* ინაზებოდა, არ უნდოდა მილიციის მიღება და მთავარმმართებელმა ლევან გაუგზავნა, ასი ოქრო გზის ხარჯად და დაიბარა. იმასაც ეს უნდოდა. რა საკვირველია, რომ უარი აღარა სთქვა. დახე, ქვეყნის ოხრობას! შენი უკანასკნელი წიგნი ლევანთან მე გავხსენ და წავიკითხე. ბევრი ვიცინე.

ილია* კარგად არის, პარუჩიკობა გაიკრა, ას თუმნამდინ თავისი ჯამაგირი გამოვიდა და წარდგენილი არმიაში. ამისი საქმე თავში ბოსტანია , *

არ ვიცი, ბუმაჟნიკი და ქუდი მოგივიდა თუ არა. ეს კი ვიცი, რომ გიმზადებენ.

კნიაზი ჭავჭავაძე* თავისის კნეინათი* მარტყოფს იყვნენ ჯვარობას. ამათ დასტაში იყვნენ სავარსამიძის* ცოლი*, სივრიჩის* ცოლი* და ბეზაკის ცოლი*; ეს კი მუხროვანიდგან გადმოვიდა, ამ ზაფხულს იქ იდგა უქრმოდ. არ გინდა, რომ ერთს საათს მაგ მთებში გამომძვრალიყავ და მუხროვანში, იმისი ოთახში შუაღამისას დაბადებულიყავ? იქიდან კალასკაში კნიაზი და სივრიჩის ცოლი ერთად ისხდნენ წინ და კნეინა და სავარსამიძის ცოლი- ერთად უკან. Довольно подробно.**

მამა ეგნატიმ* თავი დაგიკრა იმიერი-სოფლითგან. ერთი თთვეა, რაც გარდაიცვალა. საწყალი! Вот человек, который, по своему положению в свете, более всех страдал. Минувшее проходило перед ним и вольновалось, как море-океан.***

სხვა რაღა მოგწერო, მეც სამსახურში მივეშურები и вообще здесь «И грустно и скучно и неому руку подать в минуту душевной невзгоды.**

ჩემი ახალი ლექსი ეს არის: 



[მოყვანილია ლექსი “სულო ბოროტო“]

ამით გავათაოთ ეს წიგნი, დრო აღარა მაქვს და შემდეგ ბევრს მოვიწერები. ერთს ცუდა დროს ჩავიგდებ და, რაც ვიცი და არ ვიცი, სულ გავაჭრელებ. ახლა ფაცაფუცით არა მაგონდება რა. ახლა ვნახოთ, რასაც შენ მოიწერები. 

სირცხვილია, რომ მაგ საშინელებაებში პოეზიამ არ გაიღვიძოს, და, თუ ემირს ლექსის წერა აღარ ეკადრება, ავარიის ისტორია და სტატისტიკა მაინც უბრძანე, რომ დაწერონ. 

შენი მარადის ნ. ბარათოვი.

21 августа1843

Тифлис. ** 



P.S. მამამ, ფეფომ**, კატომ**, ბაბალემ**, ნინუცამ** და აპლიპუტილამ** მოგიკითხეს.

არ გებრალება, რომ მაია** ქვეშაგებად ჩავარდა? გიორგი** ზაქათალას გაგზავნეს ბატალიონის კამანდერზე გამოსაძიებლად და ბატალიონსაც პირველს ამას აძლევენ.







ზაქარია ორბელიანისადმი



Любезный брат Захарий! Отчего мы не переписываемся Признаюсь, вопрос этот заставил задуматься. Что я тебя люблю, это аксиома, что и не лень писать, это доказывают занятия мои по службе. Какая же причина? А вот наконец напал: беспечность, врожденная слабость вообще грузин.სხვა, ძმაო, მიზეზი მე არ ვიცი და შენ განმიმარტე ესეც კი არის, რომ რა მოგწერო?

Письмо твое, исполненное грусти и томления от бурного потока жизни, глубоко отозвалось в душе моей, хотя причины у нас к тому разные. Я был болен сильно, чуть не переселился в Елисейские поля1.Не зная до того времени никакой болезни, я почувствовал странное влияние ее, быть может, на всю мою жизнь. Непостижимость цели нашего назначения, безграничность желаний человеческих и суета всего подлунного наполнили мне душу ужасною пустотою.Дай мне маленькое независимое состояние, я бы сейчас оставил и свет и людей с их ненсытностью и мирно и покойно провел бы патриархальную жизнь в лоне простой природы,столь величественной и прекрасной в нашем отечестве. При этих грустных думах застало твое письмо меня, только что выздоровливающегося. Вот почему я сочувствовал к тебе.

Дух человеческий, достигнув полного своего развития, совершив дела, ему свыше определенные, склоняется наконец, утомленный к покою в тихой семейной жизни. Я бы отнес причину твоей скуки к этой гипотезе, если бы знал,что поприще твое совешилось.Но для тебя не наступало еще этого периода жизни. Управление Самурским округом2 сделалось для тебя уже вещью обыкновенною, однажды заведенным механизмом. Душа твоя ищет пищи новой, дух твой стремится к большей деятельности; сценам более сильным, более патетическим. И пока он достигнет своего назначения, ему скучно, грустно! Согласись, Захарий, что еще один случай, подобный Ричинскому3 , и ты снова в волнении приятном, снова забудешь мир и покой семьянина.Углубись в себя и тогда, уверившись, что гром славы и звук оружия не имеют уже для твоего слуха магического значения, оставь службу, займись имением. И это другая слава-сделать счастливыми своих крестьян,оставленных до сих пор без господина-попечителя. Иначе, Захарий, помни, что и в жизни счастливого земледельца нет для тебя покою. Затрубят в военную трубу и снова ты не земледелец. Может быть, я ошибаюсь в причине твоей грусти, но я все таки ожидаю от тебя деяний громких!

კატო4 დავნიშნეთ წარსულს კვირას რევაზ ერისთავზედ5 და ქორწილსაც საამაღლებოდ ვაპირებთ. დიდად მიხარიან. ბიჭიც კარგია და ოჯახიც კარგი აქვს. ათასი რომ ვიჩანჩალოთ, ისევ საქართველოში უნდა დავაბოლოოთ ჩვენი ცხოვრება და ამისთვის ჩემი აზრი ეს არის, რომ: რაც უნდა ვიფრანცუცოთ, მაინც ძველი ოჯახი და კარგი დამოკიდებულება რაც უნდა წახდეს, ახალთან კიდევ მოვა! დავით ერისთავმა6 სამაჭანკლოშიქორი გთხოვა და იმედი მაქვს,რომ ახალს მოყვრობას პატივს სცემ. Прошу передать это известие Георгию7.Я хотел писать к нему, но побоялся, что может быть письмо не дойдёт до него по теперешнему движению войск. А это очень неприятно.

Жаль, что я не знаю статистики Самурского округа, а то бы я попросил тебя какой нибудь знак памяти. Предоставляю твоему выбору.

სხვა ამ ხელად არა ვიცი რა და საქმეებიც ბევრი მაქვს, სასამართლოში ვწერ ამ წიგნს.

შენი მარად და მარად ნ. ბარათოვი.

წელსა 1844-სა

აპრილსა 15-სა ქ.ტბილისით.

[წერილის პირველი გვერდის არშიაზე სწერია]:

Я получил от Григория8 письмо вслед за твоим. რას მოიწერებოდა? Дай ему престол Августа он бы всю римскую империю обратил в комическую шутку.*- ხუმრობა და ხუმრობა! უთუოდ ჯერ თავისი პოდპოლკოვნიკობა არ იცის.9



*საყვარელო ძმაო ზაქარია! რატომ ერთმანეთს წერილებს არ ვწერთ? უნდა გამოგიტყდე, ამ საკითხმა დამაფიქრა. აქსიომაა, რომ შენ მიყვარხარ; წერა რომ არ მეზარება, ამას ამტკიცებს ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა. მაშ, რა მიზეზია? ჰო, ბოლოს მივხვდი: დაუდევრობა, საერთოდ ქართველთა თანდაყოლილი სისუსტე. სხვა, ძმაო, მიზეზი მე არ ვიცი და შენ განმიმარტე... ესეც კი არის რა მოგწერო?

შენმა წერილმა, რომელიც აღსავსეა სევდითა და დაღლილობის გრძნობით ცხოვრების აზვირთებული ნაკადისაგან, ღრმა გამოხმაურება პოვა ჩემს სულში, თუმცა ჩვენ ამისთვის სხვადასხა მიზეზი გვაქვს მე ძალიან ავად ვიყავი; ცოტა დააკლდა ილვისიოსის მინდვრებში არ გადავსახლდი. აქამდის არავითარი ავადმყოფობა არ ვიცოდი, ამიტომ მან რაღაც უცნაური გავლენა მოახდინა, შეიძლება, მთელს ჩემს სიცოცხლეზე. ჩვენი არსებობის მიზნის მიუწვდომლობამ,ადამიანის სურვილთა უსაზღვროებამ და ყოველივე ამქვეყნიურის ამაოებამ საშინელი სიცარიელით აღავსეს ჩემი სული. მე რომ პატარა დამოუკიდებელი შეძლება მქონდეს, ახლავე მივატოვებდი ქვეყანასაც და ადამიანებსაც მათი გაუმაძღრობით და მშვიდად და მოსვენებით გავატარებდი პატრიარქარულ ცხოვრებას სადა ბუნების წიაღში, რომელიც ეგზომ დიადი და წარმტაცია ჩვენს სამშობლოში. გამომთელებისას ასეთი მწარე ფიქრებით ვიყავი შეპყრობილი, როდესაც შენი წერილი მივიღე. აი, რატომ თანაგიგრძნობდი შენ!

ადამიანის სული, რომელმაც მიაღწია სრულ განვითარებას და აღასრულა ზეცით მისთვის მიჩენილი საქმენი, დაქანცული ეძიებს განსვენებას მყუდრო ოჯახურ ცხოვრებაში. რომ ვიცოდე, შენი ასპარეზი განვლილია, შენი მოწყენილობის მიზეზს ამ ჰიპოტეზით ავხსნიდი. მაგრამ შენთვის ჯერ არ დამდგარა ცხოვრების ასეთი პერიოდი. სამურის ოლქის გამგებლობა შენთვის ჩვეულებრივ საქმედ და ერთხელ მომართულ მექანიზმად იქცა.სული შენი ეძებს ახალ საზრდოს, აზრი შენი ეტრფის უფრო დიდ საქმიანობას, უფრო ძლიერსა და პათეტიკურ სცენებს.და სანამ ის თავის დანიშნულებას მიაღწევდეს ,მოწყენილი და ნაღვლიანია. დამეთანხმე, ზაქარია, რომ კიდევ ერთი, რიჭისებური შემთხვევა და შენ, კვლავ საიამოვნოდ აღელვებული, კიდევ დაივიწყებ მეოჯახე კაცის სიმშვიდესა და მყუდროებას. ღრმად ჩაიხედე შენ გულში და მაშინ , როდესაც დარწმუნდები, რომ დიდების ქუხილსა და იარაღის ჟღარუნს შენი ყურისათვის მაგიური მნიშვნელობა აღრ აქვს, თავი დაანებე სამსახურს, ხელი მოჰკიდე მეურნეობას. ეს იქნება მეორე დიდება-გააბედნიერო შენი გლეხები, რომელმიც ამდენი ხანია მიტოვებულები არიან უბატონოდ-უმზრუნველოდ. სხვაფრივ იცოდე, ზაქარია, რომ ბედნიერი მიწისმუშაკის ცხოვრებაშიც ვერ იპოვნი მოსვენებას. დასცემენ სამხედრო ნაღარას და შენ უკვე აღარ ხარ მიწისმუშაკი. იქნებ ვერ ვსწვდები შენი სევდის მიზეზს, მაგრამ მაინც მოველი შენგან სახელოვან საქმეებს.....

გთხოვ გადასცე ას ამბავი გიორგის. მინდოდა იმისთვის მიმეწერა,მაგრამ შემეშინდა, რომ წერილი ვერ მიაღწევდა დანიშნულებისამებრ ჯარების ახლანდელი მოძრაობის გამო. ეს კი ძალიან არასასიამოვნოა.

ვწუხვარ, რომ არ ვიცი სამურის ოლქის სტატისტიკა, თორემ გთხოვდი რაიმეს სამახსოვროდ. ვენდობი შენს არჩევანს.



შენი წერილის შემდეგ მივიღე გრიგოლის წერილიც. რას მოიწერებოდა? მიეცი მას თუგინდ ავგუსტუსის ტახტი, ის მთელს რომის იმპერიას კომიკური ხუმრობის საგნად აქცევდა.



მ ა ს ვ ე



Любезный брат Захарий. С восторгом поздравляю тебя с победою, совершением дела блистательного.Меня радует в особенности то,что мои ожидания начинают уже оправдываться. Я часто сказывал тебе, что я вижу на челе твоем печать величия и славы. 

Благодарю за ружье. Оно стоит называться подарком Начальника Самурского округа. Но для меня оно значит более, как подорок от уважаемого и любимого брата.

Письма твоего, отправленного по почте, я еще не получал. Ожидаю с нетерпением. ჩვენი ყმაწვილი კაცები ილია,* ლევან,* დავით,* ბაკლანა* (მითომ ესეც ყმაწვილებშია),ზაქარია* და ალექსანდრე ერისთავი* სულ წამოვიდნენ შამილის დასაწერად. ესენი სულ სარდლები არიან ქართველთ ჯარისა. ყაფლან ხომ ასე ამბობს,რომ ესენი სულ ჩამომავლობით გიJები არიანო.ეს შენი ლეკი სადილად დავპანიJე კარგად და ერთი ოქროც ვაჩუქე დუშალიკში.

კატოს* ქორწილი საპეტრეპავლოდ გვექნება. არღუთინსიკის ღენერალ-ადუტანტობას ამბობენ,* თუმცა გამოცხადებით არ არის, მაგრამ წიგნი მოსულა პეტერბურღიდგან. საკვირველიც არ არის. ვინც რამ უნდა ილაპარაკოს და აცა, თუ ეგ მართლა მონტეკუკული* არ გახდეს ამ ცოტას ხანში.

გიორგი*თუ მანდ იყოს, კარგის სიყვარულით მომიკითხე. სხვებრ ღმერთსა ვთხოვ შენს მარად და მარად მშვიდობას და გამარჯვებას ყოველს საქმეში.



შენი ერთგული ნ. ბარათოვი. 



წელსა 1844-სა

მაისის 10-სა

ქ.ტფილისით.



[დამატებულია ბოლოში]:





მამამ, ფეფომ პირს გაკოცეს. კატომ მოგიკითხა:ისევ შენ,თორემ სხვანი ჩუსუმები არიანო.

დავით ერისთავმა,სიძის ძმამ,სამაWანკლოში ქორი გთხოვა. ზაქარიავ, ხომ იცი, ამათ მაგისთანები დიდად მიაჩნიათ. 

შენი გამარჯვება ქეთევანს* აქ გადავახდევინეთ. ხომ არ დაიჯერებ და შამპანსკებს თვლა აღარა ჰქონდა. ამისთანა წუწკმა ხანდისხან ასეც იცის.









გ. ორბელიანისადმი



საყვარელო ძმაო, გრიგოლ! სიზარმაცეში ანუ უნდომობაში ნუ ჩამომართმევ ამდენს ხანს წიგნის მოუწერლობას.- დრო არა მქონდა. შენ გაიცინებ, რასაკვირველია, იტყვი: “შენ, ჭიანჭველავ, რა საქმე გაქვსო?“_ კიდეც ამისთვის არა მცალიან, რომ ჭიანჭველა ვარ: ყოველთვის ჩემზედ მეტი და დიდი უნდა ავიკიდო.- ესეც კი არის მიზეზი, რომ რა მოგწერო? დედაკაცები ისევ ისინი; ჩვენი ყმაწვილები და ხახვების ფრანტები სულ სულ შამილის დასაჭერად წამოვიდნენ, ქალაქი მე დამრჩა. მოუსვი ბიჭო! ამისთანა ფართე ოკეანე არც ერთს ხომალდს არ შეჰხვედრია.

ვიცი, გეწყინება, ქ[ეთევან] ყ[აზბეგ]ის1 ცოლი* ჭკუაზე შესცდა, საწყალი! ტირილი მოგივიდოდა ამის ნახვაზედ. მგონია ვერ იცოცხლოს.

ვიცი, გიამება, კ[ატო]2 დავნიშნეთ რ[ევაზ] ე[რისთავ]ზედ3. როსულად არის ნათქვამი (იქნება ქართულად იყოს და მე კი არ ვიცი):суженного конем не овъедешью].*ქორწილი საპეტრეპავლოდ გვექნება. იქნება არც კი იცოდე, როდის არის ეს დღე?-ექვს კვირას უკან, то-есть:29 июняю**

ზ[აქარ]იას4 და გ[იორგ]ის5 კარგი საქორწილო გამოეგზავნათ. ზ[აქარ]ია იწერება, რომ გ[რიგო]ლმა6 სულ ბღუჯეულად იცისო.- კ[ატო]მ7 შემოგითვალა: ახლა შენ იციო, ეგეც დიდკაცობა, ესეც შემთხვევა გამოდგომისაო, თუმცა კი სულერთია: თუნდ შენსა ჯიბეში დათუნდ ჩემს ჯიბეშიო. მე კი ეს ვიცი, რომ ე[რისთავი]ანთ რძალთან8 არა დაგვეკარგება რა: კარგს ქიზგას გვაჩუქებენ.- მაინც საჭიროა.- ორმოც წელიწადს იქით ცოლი აღარ ვარგა. 

ეს წიგნები სულთანს9 გამოეგზავნა შენთან. რასაკვირველია, რიცხვზედ შეატყობ, რომ დიდი ხნისაა. ამაში კი ჩემი უზრუნველობაა მიზეზი, მაგრამ უფრო გულმავიწყობა:ვერა დროს ვერ დავეჩვიე, რომ სამშაბათობით მოდიოდა შენთან ფოჩტა. 

ეგ ბატონი ქართველთ სარდლები რომ წამობრძანდნენ, ყაფლან მაგათზედ იცინის, ასე ამბობს: სულ ჩამომავლობით ჭირვეულნი არიანო. 

ახალი ამბავი ანუ ჭორი ხომ გიყვარს: ამხელად ეს არის, რომ ნ[ინო] ალ[ექსანდროვ]ნა10 ოდესაში მიდის ივნისს. შენ მანდ გაჯავრდი! 

სხვებრ ვეცდები, რომ საკვლაოდ კარგი გატენილი წიგნი გამოგიგზავნო. 

შენი მარად ნ. ბ ა რ თ ა შ ვ ი ლ ი 

წელსა 1844.

მაისის23-სა.

ქ. ტფილისით.



ფ[ეფო]მ11 და მ[აშო]მ12 მოგიკითხეს. ამათ შენი ხანობა არად ეპიტნავებათ. - გამდიდრდი თუ არაო?- ესენი ამას მკითხავენ.- შენ მაგივრად მე ვეტყვი: ვაი შენს მტერსა--მეთქი!





ზაქარია ორბელიანისადმი 



უსაყვარლესო ძმაო ზაქარიავ! მომილოცავს პოლკოვნიკობა! შენი წიგნი რომ მომივიდა, იმის მეორეს დღეს ,,ინვალიდებში“1 ეწერა. მე ახლა ჩქარად ღენარლობის იმედიცა მაქვს. მაგრამ ამისათვის უთუოდ უნდა დაღესტანში იმსახურო, თუნდ მაგ ადგილშიაც არა... და მერმე იცი, რა ვიფიქრე შენთვის? _კასპიის ობლასტის ნაჩალნიკობა! ვინ იცის,მე კი კარგადა მაქვს დაცდილი წინასწარ-თქმა!“ Это будет гораздо существеннее. 

კატოს2 ერთი თვეც არის ჯვარი დავწერეთ.- კარგი ქორწილი გარდვიხადეთ. მეორეს დღესვე წაიყვანეს კატო. ერთი ღამე და მეორე დღეს სადილად ქაიხოსრო მუხრანსკისას3 ვიყავათ. კარგად დაგვიხვდა. იქიდან ახალგორს4 წავედით. ოძისს5 რომ მივახლოვდით, სადაც ბიძინა ერისთავი6 დგას, ლევან ერისთავი თავადებით, აზნაურებით , და იმერეთის მგალობლებით მოგვეგება. ჩვენთან იყვნენ მანანა თავის ქალით7 , მაიკო8, ყაფლან, მიხაკო9,ალექსანდრე სუმბათოვი10_მეჯვარე. რა დაბინდდა, შევედით ახალგორს. სასხლე ჭრაკებით იყო გაჩახჩახებული, მეიდანი _მაშხალებით. ამ დროს ახალი არქიერი წულუკიძე,11 კატოს დედამთილის ძმა, აქ იყო და მგალობლები იმისნი იყვნენ . დეკანოზი შემოსული და ჯვარით მოგვეგება გალავნის კარებში. დაჰკრეს ზურნას, სათარას12 სიმღერა (თანა გვყვანდა), თოფის სროლა და ხალხის ჭდევა და ყვირილი საუცხოვო სანახავს წარმოადგენდა. ამასტან მტვარიანი ღამე და მშვენიერი მდებარეობა!_სასახლეში რომ შევედით, და ყოპლანმა ქუდი მოიხადა და შეხედა ზალას, ერთი გულით წამოიძახა: фу..._это дворец? ბევრი გვიცნია.

რასაკვირველია,მეორეს დღეს, პატარძლის ჩვეულებისამებრ, კატო ქვეშაგებში იწვა, მესამე დღეს ადგა. მზითევი გაშინჯეს, მაგრამ, ზაქარიავ, მრთელს ქართლში გაითქვა, თვარემ მანანა გეტყვის როცა ნახავ. მეოთხე დღეს ნიშნები მოართვეს დედამთილმა, მაზლებმა,მულებმა და რძალმა,კარგი ნიშნებიც იყო. არქიერი ეზოში იდგა, კარავში ჭანდრების ქვეშ. იმ დღეს ამობრძანდა კატოს სანახავად, დალოცა და ერთი ოქროთ მოჭედილი ღვთის-მშობლის ხატი აჩუქა. ხუთი დღე და ღამე სულ შექცცევაში ვიყავით. მამუკაც13 აქ იყო და ძალიანაც გამხიარულდა. მერმე მე და მამუკა გორს გადავედით, იქ დაგვხვდნენ ელენე14, მანანა15 ,რომელიც ორის დღის წინათ ჩვენზედ წავიდა, მელანია16 და ბევრნი სხვანი. ნათლობა ჰქონდათ ელიზბარის17 სახლებში, ესტატე ერისთავის18 შვილისა. იქიდგან ატენში19 გადავედით. კნიაზი20 ძალიან კარგად დაგვხვდა; სულ შუშურები გვასვა. ერთი ლექსით, კარგად გავატარეთ დროება, მრთელი ორი კვირა.

მე და მამა ალევობას21, რომ ამ თთვის თხუთმეტს იყო, ვეწვივნენით კატოს. მანანა და ელენეც გარდმოვიდენ სალოცავად. საუცხოო ჯვარობა იყო. ახალგორიდგან თორმეტი ვერსტია, მაღალს მთაზედ. ქალები ცხენებით, საწვიმრებით, ქოლგებით, დიდის ამალით, ოსურის სიმღერით ავედით სალოცავად. ის ღამე და მეორე დღეც იყო მშვენიერი. ძალიან მხიარულება იყო. ცოტა წამოსვლის დროს მანანა ავად გახდა დაიმან ცოტად დაგვიშალა მხიარულება. ზაქარიავ, სწორევს გულით გეტყვი, რომ კატი თავის მოსაწონს, ეხლანდელს დროში სანატრელს ოჯახშია. ძმების უმაგალითო თანხმობა, სიმდიდრე სახლისა და უვალობა! ამასთან რევაზ22 ზედ აკვდება; ლევანისა23 ხომ სულია კატო24 და დავითი25 ხომ იმის ნებივრობაშია! მე ეს მიამა, რომ მტერი ვერ გაიხარებს. თუ ღმერთი გვაღირსებს ერთად შეყრას, შენ, გრიგოლ, ილია , გიორგი, მამუკა, უნდა ვეწვივნეთ ამ შემოდგომაზედ, რომ ლაზათი გავწიოთ. მართალია, სანადირო არ არის ყოვლის გვარისა.

ბევრი ვიცინეთ გრიგოლის წიგნზედ. მანანას წავუკითხე. ილიას წიგნი მოვიდა. ჩერვლონში26 არიან სულ ყველანი და ამ თთვის გასვლამდინ, მგონია, მოვიდნენ. მთავარ-მმართებელსაც27 ამ სამ დღეზედ მოელიან! ლუა[რ]საბი ცოლი ანნა28 ძალიან ავად არის, საწყალი! სხვა ამბავი აქ ახალი და საშენო არა არის რა.

მშვიდობი. ღმერთსა ვთხოვ შენს კვალად და კვალად ბედნიერებას.

შენი მარადის ერთგული თ. ნ . ბარათაშვილი

P.S. ზაქარიავ! ამ შენ გამოგზავნილს თოფსა თავის შესაფერი ერთი წყვილი დამბაჩაც უნდა, თვარემ ობოლსავით დარჩენილია და ამისთვის კაბინეტში ვერ გამიმართავს.

დამავიწყდა: ივან კარლიჩი29 გარდაიცვალა. სალომე30 კარგი ქვრივი დარჩა. სულ ყოველი თავის საცხოვრებელი ამას უანდერძა законным актом. თუ გიორგი31 ნახო, ჩემ მაგივრად დიდი მოკითხვა.

[მესამე გვერდზე ჩამატებულია]:

იაკინტემ32 ამ წიგნის წერაში, ასე მითხრა: ჩემ მაგიერ მოკითხვა მისწერეო და ასე შეუთვალე, რომ ცალკე წიგნისათვის არა მცალიან, ბევრი საქმეები მაქვსო. აქ არის სასამართლოში სოვეტნიკის თანამდებობაში დროებით დანიშნული.

(პირველ გვერდზე ჩამატებულია):

მეც მომილოცავს პოლკოვნიკობა. შენი ელის [შემდეგ გაურკვეველია].



მაიკო ორბელიანისადმი

9-სა თებერვალს 1845.

ქ.ნახჩევანით.



საყვარელო დაო, მაიკო! შენი წიგნი მომივიდა. დიდად მადლობელი ვარ. ვიცი, რომ გიყვარ-ვარ, მაგრამ,შენმა გაზრდამ, არც შენ ჩემსავით უყვარხარ ვისმე (ერთის მეტს). ნეტა, ვის ნათესავებს ემდური? თითქოს არავის იცნობდე! განა ქართველებში არის მეგობრული და ნათესავებრი გრძნობა?- არა, რომ მეპატიჟები მანდ , რას მეპატიჟები? ახლა ყველანი კარგად გიცანით; აი სამი თთვეა აქა ვარ და ძაღლად არავინ მახსენა! ეჰ, მაგის დარდსაც გავუძლებ! აღარც მე მცალიან ვისთვისმე. ახლა მე ჩემი თავი ხელმწიფობას და საზოგადოობას შევსძღვენ;სულ ხომ ყმაწვილობა არ იქნება? დრო არის რიგიანის სამსახურისა. თქვენც გეყოფათ ბუზების ხოცვა. დიახ, ნურავის მოვაგონდები! იმისი არ იყოს, როგორც ერთს ქალს უბრძანებია, რომ აქ მოგვწყინდნენ და გავყარეთო, ეგეც აგრე იყოს. მაგრამ მე ეს ვიცი, რომ ჩვენ წელს ოც და ექვსისა შევსრულდით და წინაც ჯერ ბევრი ნუგეში და სიამოვნება გვიძევს! ვაი, იმის ბრალი, ვინც ოცდა რვა წლისაა და აღარც არას ამ სოფლის კმაყოფილებას მოელის!..

კრიანოსნები გეთხოვნათ; მე დიდიხანია თავრიზიდგან ხუთი კრიანოსანი დავიბარე; აქამდისინ კიდეც უნდა იყოს მოსული კარანტინში(ოც და ათი ვერსია აქეთგან). მაგრამ ჯერ კი არ გამოგიგზავნით, სანამ ტასოს* ნება არ გექნებათ, ამიტომ, რომ მაგისთანა კრიანოსანი ერთი უნდა ოყოს და, რაკი გამრავლდება, ლაზათი წაერთმევა, ხომ გაგიგონიათ:

“რაკი ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს აღარც ჩირად!“*

და რადგანაც პირველად ტასოს გამოვუგზავნე, ამისათვის, რომ არ ეწყინოს, მაგის თანხმობით უნდა იქონიოთ მაგისთანა კრიანოსანი.- თუმცა გაჯავრდებით ამაზედ, მაგრამ მაინც მე კიდევ ასე მოგახსენებთ.

ილაჯი წაიღეს მაგ ჯაფარას* ქებით. ვისიც წიგნი მოგვივიდა, მაგის ქება ეწერა. ნეტა ყველასათვის აგრე მალე როგორ გაგიჟდებით? მაგის ამბავი ჩვენა გვკითხოთ: ეგ სულეიმან ხანმა* გარდმოიყვანა სპარსეთიდგან, ორი დღე და ღამე აქ ჩვენთან იდგნენ, რაც ჰუნარები ჰქონდა, სულ აქ დაასრულა.

ეგ რომელი ამბობს, რომ სათარასა სჯობსო? ეტყობა, კარგი სმენა ჰქონია! მე გეტყვით: ეგ უფრო ნაკითხია სათარაზედ, მაგრამ სათარასათვის ღმერთს ხმა მიუცია და თანაც დაუტანებია, რომ მაგისთანა ხმა აღარავის ექნებაო. ერთი, ორივეს სახე ნახეთ, ერთი კაცია, მეორე-ჯოჯოხეთის მაშხალა.-

ახლა ნახეჩევანში* ერთი ახალი ლექსია, თვრამეტისწლის ქალის ნათქვამი,რომელსაც სახელად გონჩა-ბეგუმ ჰქვიან; ხანის ქალია, ძალიან ლამაზი და მარილიანია; ბევრში წარმოგიდგენთ ორლოვის* ცოლს.საცოდავი დამწვარია თავისი ქმრისაგან და ახლა იმასთან აღარ არის და ცდილობს,რომ გაუშოს. საწყალი თორმეტის წლისა ყოფილა, რომ ძალად გაუთხოვებიათ. ამათი ამბავი რომ იცოდეთ,ერთი კარგი რომანია! ამ ლექსში თავის თავს სტირის; ერთს ადგილას ამბობს: “ჩემო მშვენიერო ბაღჩაო, მინდა მოვიდე, ვიმუსაიბო შენს შადრევანთან, შენს ყვავილებთან, მაგრამ მეშინიან, რომ ჩემი ქმარი იქ არ იყოსო“. ამ ლექსს დავაწერინებ და თავის თარგმანით გამოგიგზავნით. მგონია, სათარამ ეს ხმა უნდა იცოდეს, კარგი ხმა არის! ერთი ხმა არის კიდევ ძალიან სასიამოვნო, ჯაფარამაც იცის და სათარამაც, როცა შეგხვდეთ, ასე უთხარით, რომ “ე ი, მ უ ს ე ლ მ ა ნ ნ ა მ ა რ ი ხ ა ნ ჯ ა ლ ზ ა ნ ი“იმღეროს.*

ერთი შემატყობინე, რატომ ეგ შენი ქაჩალი ძმა* წიგნს არა მწერს? ივანეს* კიდევ არ დავემდურები, ამიტომ, შენის ძმის წყალობით, რაც ტვინი ჰქონდა, ისიც ყაბახზედ დააბნია!მაგრამ ეს მაკვირვებს: არ ვიცი, რა მიზეზია, რომ მანანა მოკითხვითაც არა მკითხულობს? მაგრამ ერთის მხრით, არც კი უნდა დავემდურო. ახლა ჩვენ ვიღას მოვაგონდებით, ვიღაც ორი ტლუ ბიჭი გდია ნახეჩევანში! ახლა ცა ახალია, ქვეყანა ახალია და მოდაში ოთხმოცის წლის კაცები არიან!

ტასო მოიკითხე და მადლობა უთხარ მოგონებისთვის. კატო მომიკითხე, მეტად ბევრს თურმე ლაპარაკობს! ეგ ხომ წიგნს ვერ მამწერს და? ქართული იცოდა, ისიც დავიწყებია; რუსულიც ვერ უსწავლია, და არ ვიცი, რომელს ენაზედ დასწერს? 

მაიკო, ეს რისგან არის, რაკი შენ მაგ ქალაქში ჩამოხვალ ქართლითგან, მაშინვე ჭორაობა უნდა გაჩნდეს?

სხვებრ ღმერთსა ვთხოვ შენს ბედნიერებას. ნუ დამივიწყებ. შენი მარადის ერთგული:

თ.ნ. ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი

(პირველი გვერდის არშიაზე მიწერილია ნ.ბარათაშვილის ხელით):

აი, ამ ქართულს ლექსს გიგზავნი, მდაბიურად დაწერილს, როგორღაც ფიქრში მამივიდა“ მ ე ვ ა რ დ ა ჩ ე მ ი ნ ა ბ ა დ ი“- იმის ხმაზედ*. 

(მეოთხე გვერდის არშიაზე პოეტის ხელით მიწერილია):

არა, ის რა ფერი ლაქით დაგებეჭდა შენი წიგნი? იქნება ახლა მაგ ფერიც მოდა იყოს და მოსწონდეს ვისმე?

(მეორე და მესამე გვერდის არშიებზე ლევან მელიქიშვილის ხელით მიწერილია):

უფალმა ნაჩალნიკმა* მოკითხვა შემოგითვალათ.

ტატო დღე და ღამე იხვეწება: თუ ღმერთი გწამს გააშვებინე ქმარიო, მე,როგორც დამჯდარი კაცი, არა ვშვრები.



მ. ორბელიანისადმი



საყვარელო დაო, მაიკო! დიდად ვწუხარ, რომ ვერ გამოიცან ჩვენი მოქმედება.- მე კიდეც შევარიგე ცოლ-ქმარნი1 და! კრიანოსნები ჯერ არ მამსვლია, და როცა მამივა, უთუოდ გამოგიგზავნი, თქმა აღარ მინდა.- ჩვენი აქ ცხოვრება, სწორე გითხრა, ტანჯვისა და უსიამოვნობის მეტი არ არის რა! ლევანიც2 ავად გამიხდა და თავად ბლუ იყო, უფრო დაბლუვდა სიცხისაგან. რასაც ეს ნეიდგარდს სწყევლის აქ გამოგზავნისათვის, არ ვიცი, თუ რა მოუვიდეს.- ეს ერთი კაცი გვყვანდა პოლკოვნიკი ფორსტენი,3 ეს წამოვიდა და შენი მტერი, რომ ჩვენ მარტო დავრჩით!

მაიკო, რაცა გაქვს სათქმელი, რატომ არა მწერ? სულ ერთია, თუ პირად გითქვამს და თუნდ წიგნში მოგიწერია: თუ შენი ამბავია, ხომ იცი, შევინახავ საიდუმლოდ და, თუ ჩემი კარგი ამბავია და, რატომ არ მანუგეშებ ამ დაობლებულს გულზედ?

ვისაც ვახსოვდე, მომიკითხე, და ვისაც არა... რაც მოუვიდეთ, მოუვიდეთ!

შენი მარადის უცვალებელი ძმა ტატო.

[მეოთხე გვერდზე პოეტის ხელით აღნიშნულია ადრესატის ვინაობა]:

მაიკო ორბელიანს.



მაიკო ორბელიანისადმი 



10_სა აგვისტოს, 1845, მურუტს1



საყვარელო დაო, მაიკო! მართლა, თუ შენ თვითონ ავი ენა არა გაქვს, აბა, რა მოგაგონებდა ჩემგან ასეთი წყენა, რომ დასანახავად აღარ გინდივარ? ზედ გეტყობა, რომ სტყუი, თვარემ, თუ მართალი იყოს, შორიდგანაც არ გენდომები.- აი, ახლაც მინდა ერთი მართალი სიტყვა ვსთქვა- და შენ კი მაშინვე გაჯავრდები. ჩემი რა ბრალია? აი, ახლა ვსთქვათ: ჩვენს ყმაწვილებს რომ ჯვრები მოუვიდათ, რამ დამავიწყა იმათი სახელი? მაგრამ შენ მოიგონე, რად მოუვიდათ?.. აი, აკი გითხარ, გაჯავრდებიმეთქი. არა, შენ რა გაჯავრებს? ეგ სწორეთ იმასა ჰგავს, რომ კაცს ღვთისწყალობა უთხრან და გაჯავრდეს. შენ რა? აგრე გაწითლებაც იქნება? მანანას ეგონება, სიანჩხლით გაწითლდი, ივანე2 კი ჩაიცინებს. აბა, ნახე შენვე აძლევ მიზეზს და მე კი მაბრალებ, მე რა ვსთქვი? ჯვრები ტყუილად მიიღეს-მეთქი იმათ... რამ დამავიწყა?... ოჰ, მამაგონდა: ილიამ, ალექსანდრე ერისთავმა და ლევანმა. ყველას მსარჩვლელი შენა ხარ! აბა, ჩემზედ თქვას ვინმემ რამ ცუდი, თუ წამომესარჩლო? 

კარგი, შევრიგდეთ! ხელთ-საქმეს თურმე მიკეთებთ, მაგრამ ვაი შენს მტერს, რაც თქვენ ვერა შეასრულოთ რა! (პატივისცემა კი არ გეგონოს, მრავლობითად რომ გეუბნები). რადგანაც

ორნი მოსაქმენი ბრძანდებით, იმისთვის მოგახსენებთ. მე კი არა გთხოვთ და, თუ გამომიგზავნით, ის მე ვიცი და ხელმწიფე იმპერატორმა და, თუ არა და, ის თქვენ იცით და პაპუა ორჯონიკიძემ.3

აბა რა გამოგიგზავნო?- ბროწეული, ყურძენი, ატამი, ხოხობი, დურეჯი, ჯეირანი, აბრეშუმი, თუ სულ ყველა ერთად? აქაურ ფაბრიკებში და მაღაზიებში ამის მეტი არა არის რა.-

ახალ-დანიშნულს თუ პატარძალს სოფიოს4 მოახსენე, თუ შეგვხვდეს: ჩემი ზონარი რა უყო? ქმარი არას დაუშლის. მეორე სოფიოსაც5 უთხარ: ჩქარა გამიკეთოს, ვინც მე ზონარს მამიქსოვს, აგრე ჩქარა გათხოვდება! -

ნიკოლაი აღაპიჩი6 და კატო7 ქალაქშივე არიან თუ წავიდნენ?- ამ თთვის გასულს მეც ვაპირებ ყაზახში წასვლას და თამართან8 შევალ დილიჯანში9 რამდენიმე დღე.- კარგად არ ვიცი, რომ დასევდიანებული იქნება.

კარგი, დავიღალე ამდენი ლაპარაკით! არა მცალიან.-

შენი მარადის ერთგული თუნდ ტ ა ტ ო და დუნდ ნ ი კ ო ლ ო ოზ.



ბაბალე საგინაშვილისადმი



23აგვისტოს, მურუტი



საყვარელო დაო ბაბალე!* შენ თვითონ მწერ, რომ ახლა ჩამოხველ ბორჯომიდან. და არ ვიცი, ვისთან მომეწერა აქამდისინ წიგნი. ნუ ხარ ავყია, სულ მაგას გიშლი და არ იქნა, ვერ მოგაშლევინე. აბა, ვისთვის მომიწერია წიგნი, რაც წამოვსულვარ? თქვენმა მზემ, თქვენ რომ ნათესავები მყევხართ! განა არა, მოგაგონდებით! მე მაგისთანა მოკლე წიგნებისა არა ვიცი რა: თუ მწერ, რაც იცი და არ იცი, სულ მომწერე. ხომ იცი აქ ძნელად შევიტყობ მანდაურს ჭორებს. თუმცა შენ ჭორი არ გიყვარს, მაგრამ ჩემი გულისთვის, ვიცი, რომ გაიგონებ განგებ და მასიამოვნებ ამ უდაბურს ადგილს.

მე აქაური რა მოგწერო? აქაური პირველი ფრანტისა ჯორაკის ქალი ბარბარე* ბრძანდება. ამით წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა: თუ ღმერთი არ შემეწია, გავსულელდები ამდენს თარაქამებში.

ახლა შენ იცი, როგორც წიგნებს და ამბებს არ დამაკლებ. მერმე მე ვიცი და მისს იმპერატორების დიდებულებამ. ამ ოთხი დღის წინათ თამართან* ვიყავ დილიჯანში; პრინცს* მოველოდი გატეხილს ხიდზედ, აღარ მოვიდა და იქ შევბრუნდი. გასულელებულა, სულ იცინის! მართლად, ორი დღე ვიყავ, ძალიან მხიარულად გავატარეთ დრო-ძალუა ნინო* მომიკითხე და უთხარ, სენკოვსკი* უკეთ არის.

ბატონს ძალუას ელისაბედს* მოკითხვას მოვახსენებ. შენმა მზემ, ბევრი რამ მაქვს მოსაწერი, მაგრამ ერთ სიტყვასაც არ მოვწერ, მინამ საკუთრად წიგნი არ მომივა ჭორა-ჭურაებით სავსე.

შენს გაზრდას, ბაბალე, ნინა ალექსანდროვნა* ჩემ მაგიერ მოიკითხე და ასე უთხარ: მატუხოვის ცოლმა* მოგიკითხა-თქო. ჩვენი დროს გამტარებელი ეს არის, მაგრამ ძნელი ეს არის, რომ ამისი ენა ჯერ არ მესმის.

მაგ სულელ მაიკოს*უთხარ: რა ხანია თავის წიგნის პასუხი გამოვუგზავნე.



შენი მარადის თ ნ. [ბარათაშვილი]





ა. საგინალიშვილისადმი



ძმაო ალექსანდრე!* რომ მემდური, არ ვიციკი; აქრა არის, რა მოგწერო? შენ უნდა მომწერო წიგნი, რომ ტფილისი გატენილია ამბებით. მამუკა აქ არ იყო და ჩქარა ნახავ შენ თითონ ქალაქში. რასაკვირველია, რომ შენ მაიორობა არ მოგივა: ყოველ წელიწადს ბორჯომში შეექცევი, ცივს ნიავს არ მიიდენ! მე რომ ბაბალესი ვიყო, ძალად გაგაგდებ დაღესტანში! საწყალს მაიორშობა არ ეღირსა, არიქნა. ქალაქიდან განჯა ორასი ვერსია, თუნდ გაჯავრდეთ, რას შეგეპუებით. 

მაგრამ ტყუილად ვხუმრობ: скучно, грустно.*

შენი მარადის თ ნ. ბარათ[აშვილი] 



გრიგოლ ორბელიანისადმი



აი, ჩემი უკანასკნელი ლექსი, რომელიც კნიაზ ბარათაევს* ალბომში ჩავუწერე მისის თხოვნით. ისიც ამ ორ დღეს უკან მიდის პეტერბურღში с боьшим запасом сведений об исторической Грузии*.

საფლავი ივერიისა

გრიგოლ,რა იქნება, რომ ერთი კიდევ დააწკარუნო ამდენი ხნის დადუმებული შენი სანთური?**

(1842წ.)



სქოლიო:

1*.ისტორიული საქართველოს ცნობათა დიდი მარაგით.

2*.ეს წერილი თარიღდება 1842წლით და ამიტომ შეიძლებოდა იგი ამ წლის წერილთა რიგში მოგვექცია(შდრ. ნ.ბარათაშვილი, თხზ., 1968, გვ. 181), მაგრამ რაკი იგი ფრაგმენტია, წერილთა კანონიკური რიგი არ დავარღვით და ისევ ბოლოში დავტოვეთ. 

3*.ჩაუწერე.

??????