ტვენი მარკ
გაზიარება

ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი 

რა მძიმე ასატანია მისთვის და მისი საწყალი ძმისთვის განსვენებულის დაკარგვა და ოთხი ათასი მილის ტყუილუბრალოდ გამოვლა, რადგანაც ცოცხალს ვერ მოუსწრეს, `მაგრამ ეს მძიმე განცდა გვიმსუბუქდება თქვენი ძვირფასი თანაგრძნობით და წმინდა ცრემლებით; მე და ჩემი ძმა მადლობას გულით გიძღვნით, ვინაიდან სიტყვით ამის გამოხატვა ჩვენს ძალებს აღემატება, სიტყვები უძლურია და ცივი~... იმდენი სისულელე თქვა, გული უღონდებოდა ადამიანს. მერე სლუკუნ-სლუკუნით `ამინ!~ წამოიძახა და ისეთ ქვითინს მოჰყვა, რომ კინაღამ თავისი დაემართა.                            
როცა მან სიტყვა დაასრულა, ხალხში ვიღაცამ საგალობელი წამოიწყო და სხვებიც ხმამაღლა აჰყვნენ. ამან თითქოს გამომაცოცხლა და ისეთი შვება მომგვარა, გეგონებოდათ, წირვა გამოვიდა და ეკლესიიდან უკვე გავდივართო. მუსიკა საერთოდ კარგი რამ არის, მაგრამ მთელი ამ პირმოთნეობისა და ტყუილების შემდეგ მან თითქოს განაახლა ყველაფერი, თანაც რა გულწრფელად და სასიამოვნოდ ჟღერდა.                   
მერე მეფემ კვლავ გუდას პირი მოხსნა და ყბედობა განაგრძო: "მე და ჩემი ძმისწულები მოხარული ვიქნებით, თუ ოჯახის რამდენიმე ახლო მეგობარი ჩვენთან ერთად ივახშმებს და ნეშტის მოვლა-პატრონობას გვიშველისო; ჩემს საწყალ ძმას, რომელიც აქ არის დასვენებული, ლაპარაკი რომ შეეძლოს, ვიცი ვისაც დაასახლებდა; ეს მისთვის ძვირფასი სახელებია და მათ ხშირად ახსენებდა თავის წერილებში, მაგალითად, პასტორი ჰობსონი, დიაკვანი ლოტ ჰოვი, მ-რ ებნ რეკერი, ებნერ შეკლფორდი, ლევი ბელი, ექიმი რობინზონი, მათი ცოლები და ქვრივი ბარტლეი".                     
ამ დროს ექიმი რობინზონი და პასტორი ჰობსონი ქალაქის მეორე ბოლოში ერთად საქმიანობდნენ: ე.ი. ექიმი ავადმყოფს ისტუმრებდა საიქიოს, პასტორი კი სათანადო მზრუნველობას არ აკლებდა. ვექილი ბელიც საქმეზე წასულიყო ლუიზვილში, მაგრამ, სამაგიეროდ, დანარჩენები იქ იყვნენ, მივიდნენ მეფესთან, მადლობა მოახსენეს და ებაასნენ; მერე ჰერცოგს ჩამოართვეს ხელი, იმისათვის კი არაფერი უთქვამთ; მხოლოდ უღიმოდნენ და ყეყეჩებივით თავს უქნევდნენ; ის მათ ხელებით რაღაცეებს ანიშნებდა და განუწყვეტლივ "ღუ-ღუ-ღუს" იმეორებდა პატარა ბავშვივით, რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ იცის.         
მეფე კი სულ ერთთავად ყბედობდა. იმდენი მოახერხა, რომ ყველას ამბავი გამოიკითხა, თვით უკანასკნელი ძაღლისაც კი ქალაქში. ამავე დროს ხან რა წვრილმანს გაიხსენებდა, ხან რას, რაც ქალაქში ჯორჯის ოჯახში ან კიდევ პიტერის ოჯახში მომხდარიყო; სულ ისე აჩვენებდა თავს, თითქოს ყველაფერი პიტერს მიეწერა მისთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს სრული სიცრუე იყო; ყოველი სიტყვა გაგონილი ჰქონდა იმ ჩერჩეტი ყმაწვილისაგან, რომელიც ჩვენი ნავით გემთან მივიყვანეთ.                                      
ამის შემდეგ მერი ჯეინმა მოუტანა წერილი, რომელიც ბიძამისს დაეტოვებინა. მეფემ ხმამაღლა წაიკითხა და ატირდა. ამ წერილი მიხედვით საცხოვრებელი სახლი და სამი ათასი დოლარი ოქროთი ქალიშვილებს რჩებოდათ; ტყავის ქარხანა (რომელიც კარგ შემოსავალს იძლეოდა) სხვა სახლებთან ერთად, მიწას (შვიდი ათასი დოლარის ღირებულების) და სამი ათასი დოლარი ოქროთი ჰარვეის და უილიამსის განკარგულებაში გადადიოდა. ამას გარდა, წერილში ისიც იყო ნათქვამი, რომ ექვსი ათასი ნაღდი ფული სარდაფში ინახებოდა. მაშინ ამ ორმა არამზადამ გამოაცხადა, ჩავალთ, ამივოტანთ და წესის მიხედვით პირიანად გავიყოთო. მე სანთლის წაღება დამავალეს. სარდაფის კარი ჩავკეტეთ, როდესაც პარკი იპოვეს და პირდაპირ იატაკზე დაცალეს, ამდენი ოქროს ფულის დანახვა ერთ რამედ ღირდა. ღმერთო, როგორ უბრწყინავდა მეფეს თვალები! ჰერცოგს, მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა:
_ აი, ეს მესმის! ამან ხომ `უბადლო სანახაობასაც~ აჯობა, არა, ბილჯი?
ჰერცოგი დაეთანხმა. ოქროს მუჭით აიღებდნენ, მერე მუჭს გაშლიდნენ და დაბლა წკრიალით ყრიდნენ.
მეფემ თქვა:
_ ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენთვის ყველაზე შესაფერისი საქმეა, მდიდარი მიცვალებულის ძმები და საზღვარგარეთ მყოფი მემკვიდრეების წარმომადგენლები ვიყოთ. აი, სად მიგვიყვანა განგების რწმენამ. თურმე ეს სჯობნებია ყველაფერს. რაც კი რამ იყო ყველაფერი ვცადე, მაგრამ განგებაზე უკეთესი არაფერი ყოფილა.
სხვა, მათ ადგილას ვინც არ უნდა ყოფილიყო, შეუმოწმებლად დაკმაყოფილდებოდა დახვავებულ ფულს, იმათ კი თვლა დაიწყეს. დათვალეს და ისე მოხდა, რომ ოთხას თხუთმეტი დოლარი აკლდა.
_ ეშმაკმა წაიღოს იმის თავი, ნეტა რა უყო ის ოთხას თხუთმეტი დოლარი?
ერთ ხანს იწუწუნეს, მერე იქაურობა გადააქოთეს, ბოლოს კი ჰერცოგმა თქვა:
_ ავადმყოფი კაცი იყო და შესაძლებელია, შეცდა; ალბათ სწორედ ასე იყო. ყველას სჯობია, დავანებოთ თავი და გავჩუმდეთ; უიმისოდაც არა გვიშავს.
_ სისულელეა, რა თქმა უნდა, არა გვიშავს. ეგ სულაც არ მენაღვლება. მხოლოდ ანგარიში მაინტერესებს. ხომ იცი, აქ ზედმიწევნით პირდაპირობა, სიზუსტე და გულახდილობაა საჭირო. მთელი ეს ფული ზევით უნდა ავათრიოთ და ყველას თვალწინ დავთვალოთ, მაშინ ეჭვი აღარავის ექნება, მაგრამ, თუ მიცვალებულს უთქვამს, რომ ექვსი ათასი დოლარია, ხომ იცი, ჩვენ ვერ...
_ მოითმინე, _ უთხრა ჰერცოგმა. _ დანაკლისი შევავსოთ; _ ამ სიტყვებით ჯიბიდან ფულის ამოყრა დაიწყო.
_ გასაოცარი აზრია! ჰერცოგო, რა თავი გაქვს! _ უთხრა მეფემ,  მიწამ ჩამიტანოს, თუ ისევ ძველი "უბადლო სანახაობა" არ გვეხმარებოდეს. _ მერე ისიც შეუდგა თავის ჯიბიდან ოქროს ფულის ამოყრას და დახროვებას.
თითქმის უკაპიკოდ დარჩნენ, მაგრამ ექვის ათასი დოლარი მაინც მთლიანად შეავსეს.
_ ყური მიგდე, _ უთხრა ჰერცოგმა, _ მე კიდევ სხვა მოვიფიქრე. ავიდეთ ზევით, გადავათვალიეროთ ეს ფული და ქალიშვილებს მივართვათ.
_ დიდებულია, ჰერცოგო, ნება მიბოძე გადაგეხვიო, ასეთი ბრწყინვალე აზრი არავის მოსვლია. პირველად ვხედავ ასეთი საოცარი გონების პატრონს. აი, ფანდიც ამას ჰქვია; თუ რამეზე ეჭვი მიიტანეს, უმალვე დამშვიდდებიან.
ზევით ავედით, ყველანი მაგიდას შემოეხვივნენ. მეფემ ფული გადათვალა და ცალ-ცალკე გროვად დაალაგა; თითოში სამასი დოლარი იყო. ოცი ლამაზი პატარა გროვა გამოვიდა. ყველანი დამშეულებივით უცქეროდნენ და ტუჩებს ილოკავდნენ. მერე ფულს ისევ პატარა პარკში ჩაუძახეს და, ვხედავ, მეფე ისევ ფაფხურობს, ხელახლა სიტყვის თქმას აპირებს.
- მეგობრებო, ჩემმა საცოდავმა ძმამ, რომელიც აი, აქ ასვენია, გულუხვობა გამოიჩინა იმათ მიმართ, ვინც ამ გლოვის ველზე დატოვა. მან გულუხვობა გამოიჩინა ამ საცოდავი პატარა კრავების მიმართ, რომლებიც უყვარდა და შეიფარა, რომლებიც ახლა უდედმამოდ არიან დარჩენილნი. დიახ, ვინც მას ვიცნობდით, კარგად ვიცით, კიდევ მეტ გულუხვობას გამოიჩენდა მათ მიმართ, მაგრამ ჩანს, შიშობდა. არ ეწყენინებინა ძვირფასი უილიამისათვის და ჩემთვის. განა ასე არ არის: მე ამაში ეჭვი არ მეპარება. რა ძმები ვიქნებოდით, რომ ასეთ საქმეში მისთვის ხელი შეგვეშალა? რა ბიძები ვიქნებოდით რომ ასეთ დროს გაგვეძარცვა, დიახ, გაგვეძარცვა ეს საწყალი, ნაზი კრავები, რომლებიც მას ესოდენ უყვარდა? თუ მე ვიცნობ უილიამს... და, მე მგონია, ვიცნობ ისე, ახლავე ვკითხავ. _ იგი მიბრუნდა და რაღაც ნიშნებით დაუწყო ლაპარაკი ჰერცოგს, რომელიც სულელურად უყურებდა. მერე უეცრად, თითქოს მიუხვდა რასაც ამბობსო, მეფეს მივარდა, თან მთელი ძალ-ღონით `ღუ-ღუს~ გაიძახოდა და, მგონი თხუთმეტჯერ გადაეხვია. მერე მეფემ თქვა: ვიცოდი, ასე იქნებოდაო. ვგონებ, ახლა კი ყველა დარწმუნდა რა აზრისაც არისო. _ აი, მერი ჯეინ, სიუზენ, ჯოანა, აიღეთ ფული, მთლად აიღეთ. ამას მოგიძღვნით იგი, ვინც აქ ასვენია, უგრძნობელი, მაგრამ სიხარულით აღსავსე.
მერი ჯეინი მეფეს მივარდა, სიუზენი და კურდღლისტუჩა ჰერცოგს მისცვივდნენ, ისეთი ხვევნა-კოოცნა გაიმართა, რომლის მსგავსი რამ ჩემს სიცოცხლეში არ მენახა. ყველას ცრემლები მოერია, იმ არამზადებს შემოეხვივნენ, ხელს ართმევდნენ და თან სულ იმეორებდნენ:
_ რა სულგრძელობაა! შესანიშნავია! მაინც, როგორ დათმეთ!
ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოჰყვნენ განსვენებულზე ლაპარაკს, რა კეთილი იყო, რა დანაკარგია ყველასათვისო, და სხვა ამგვარი. ამასობაში გარედან ხალხში ძლივს შემოაღწია ვიღაცა ზორბა ტანის, ფართონიკაპიანმა კაცმა. იგი გაჩერდა, მიაშტერდა მეფეს და, ხმაამოუღებლად უსმენდა. არც იმას სცემდა ხმას ვინმე, რადგანაც იქ მყოფნი მეფის ლაპარაკზე სმენად იყვნენ გადაქცეულნი. მეფე ამბობდა:
_...ისინი განსვენებულის უახლოესი მეგობრები იყვნენ და სწორედ ამიტომ არიან ამ საღამოს აქ მოწვეულნი. მაგრამ ჩვენი სურვილია, ხვალ ყველა უკლებლივ მოვიდეს. იგი ყველას პატივს სცემდა, ყველა უუვარდა, ამიტომაც შეჰფერის, რომ მთელი ქალაქი დაესწროს მის სამგლოვიარო ორგიას.
ასე ღობე-ყორეს ედებოდა, თავისივე ნათქვამით ტკბებოდა და კვლავ იმეორებდა თავის `სამგლოვიარო ორგიას~. ბოლოს ჰერცოგმა ვეღარ მოითმინა და პატარა ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერა: `დაკრძალვა, შე ბებერო სულელო~, დაკეცა, `ღუ-ღუს~ ძახილით ხალხის თავზე გადაატარა და მეფეს გადასცა. მეფემ წაიკითხა ბარათი, ჯიბეში ჩაიდო და თქვა:
_ საწყალი უილიამი, მიუხედავად ღრმა მწუხარებისა, თავისი მოვალეობა კარგად ესმის. მთხოვს, რომ ყველანი დაკრძალვაზე მოვიწვიო. ყველა გულთბილად მივიღო. მაგრამ ტყუილად შეწუხდა... მეც ხომ სწორედ ამას ვამბობდი.
სრული სიმშვიდით განაგრძობდა ჩმახვას და თან ლაპარაკში სულ "სამგლოვიარო ორგიას" ურთავდა. მესამედ რომ გაიმეორა, თქვა:
_ "სამგლოვიარო ორგიას" იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ეს ჩვეუბრივი გამოთქმაა, ჩვეულებრივ, "დაკრძალვას" ამბობენ, მაგრამ "ორგია" უფო სწორია. ინგლისში "დაკრძალვის" ნაცვლად ახლა "ორგიას" ხმარობენ, ეს სჯობია, რადგანაც უკეთ გამოხატავს იმას, რაც ამ სიტყვით იგულისხმება. იგი წარმოქმნილია ბერძნული სიტყვიდან `ორგო~ _ გარეგანი, ახდილი, და ებრაული სიტყვიდან "ჯესუმ" _ დაკარგვა, ჩაფვლა, აქედან "დაკრძალვა", როგორც ხედავთ, სამგლოვიარო ორგია არის ახდილი, ანუ საჯარო დაკრძალვა.
ამაზე უარესი არამზადა ვინ უნდა ყოფილიყო, არ ვიცი. ფართონიკაპიანმა კაცმა პირში დასცინა. ყველა შეკრთა, ყველამ იკითხა: "რა მოხდა, ექიმო?" ებნერ შეკლფორდმა კი უთხრა: 
_ როგორ, რობინზონ, განა არ იცით ახალი ამბავი? ეს ჰარვეი უილკსია.
მეფემ სიხარულით გაუღიმა, თათი მიაჩეჩა და უთხრა:
_ მაშ, თქვენა ხართ ჩემი საწყალი ძმის საყვარელი, კეთილი მეგობარი და მკურნალი? მე...
_ ხელები იქით, _ მიუგო ექიმმა, _ იქნებ გგონიათ, რომ ინგლისელივით ლაპარაკობთ? ამაზე უარესი მიბაძვა ჩემ დღეში არ გამიგონია. ვითომ თქვენა ხართ პიტერ უილკსის ძმა? თქვენ არამზადა ხართ და მეტი არაფერი.
როგორ შეწუხდა ყველა! ექიმს შემოეცვივნენ, აწყნარებდნენ, ეუბნებოდნენ, მან უკვე მრავალნაირად დაამტკიცა, რომ ნამდვილად ჰარვეი არისო; ყველას სახელები იცის, აქაური ძაღლებისაცაო; თან ეხვეწებოდნენ და ემუდარებოდნენ, ნუ აწყენინებ ჰარვეის და საწყალ ქალიშვილებსო. მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, ექიმი თავისას არ იშლიდა და ამბობდა, ვინც თავის თავს ინგლისელად ასაღებს და ასე უბადრუკი მიბაძვის მეტი არაფერიო. საცოდავი ქალიშვილები მეფეს არ სცილდებოდნენ და ტიროდნენ; უეცრად ექიმი იმათ მიუბრუნდა და უთხრა:
_ მე მამათქვენის მეგობარი ვიყავი და თქვენი მეგობარიც ვარ: გაფრთხილებთ, როგორც მეგობარი, როგორც პატიოსანი კაცი, რომელსაც სურს მფარველობა გაგიწიოთ და უსიამოვნება და ბოროტება აგაცდინოთ, ზურგი შეაქციეთ ამ არამზადას, ჩამოსცილდით ამ უვიც მაწანწალას, რომელსაც თავი მოაქვს თავისი სულელური ბერძნულით და ებრაულით. ამ წმინდა წყლის არამზადას სადღაც უამრავი, მნიშვნელობას მოკლებული სახელები და ფაქტები შეუგროვებია და თქვენ საბუთად მიგიჩნევიათ. თქვენი სულელი მეგობრები კი, რომლებსაც ამ საქმეში უკეთესად გარკვევა მოეთხოვება, მას ხელს უწყობენ თქვენს მოტყუებაში. მერი ჯეინ უილკს, თქვენ მე მიცნობთ, როგორც მეგობარს, უანგარო მეგობარს, ყური მიგდეთ: გააგდეთ ეს საბრალო ავაზაკი თქვენი სახლიდან, გთხოვთ. თანახმა ხართ?
მერი ჯეინი წელში გასწორდა. ღმერთო, რა მშვენიერი იყო! და თქვა:
_ აი, ჩემი პასუხი: _ აიღო ფულის პარკი, ხელში ჩაუდო მეფეს და უთხრა: _ აიღეთ ეს ექვსასი ათასი დოლარი და სადაც მოისურვებთ იქ შეიტანეთ ბანკში ჩემი დებისა და ჩემს სახელზე. ხელწერილი საჭირო არ არის.
მერე მეფეს გადაეხვია; სუიზენი და კურდღლისტუჩა მეფეს მიუახლოვდნენ და ისინიც გადაეხვივნენ. ყველამ ტაში შემოჰკრა და იატაკს ბაგაბუგი აუყენეს, ერთი გრიალი იდგა. მეფემ თავი მაღლა ასწია და ამაყად გაიღიმა. ექიმმა თქვა:
- კეთილი, მე ხელები დამიბანია; მაგრამ ყველას გაფრთხილებთ, მოვა დრო, როდესაც დღევანდელი დღის გახსენებაზე გული შეგიღOნდებათ.
_ კეთილი, ექიმო, _ თითქოს დამცინავად უთხრა მეფემ, _ და აი, ჩვენც მაშინ მოგიწვევთ. _ ამაზე ყველამ გაიცინა, ეს რა კარგად მოხვდა ექიმსო.
                                 

თავი ოცდამეექვსე

როცა ყველა წავიდ-წამოვიდა, მეფემ მერი ჯეინს ჰკითხა, თავისუფალი ოთახები თუ გაქვთო. იმან უპასუხა, ერთი გვაქვს და ის ბიძია უილიამს გამოადგება; თქვენ ჩემს ოთახს დაგითმობთ. ის უფრო მოზრდილია, მე კი ჩემი დების ოთახში დავიძინებ დასაკეც საწოლზეო. ზევით, სხვენში, კიდევ ერთი პატარა ოთახი გვაქვს და იქ საწოლიც დგას. მეფემ თქვა, ეგ ჩემს ლაქიას გამოადგებაო. როგორც ჩანს, მე მგულისხმობდა.
მერი ჯეინმა ზევით აგვიყვანა; მეფეს და ჰერცოგს უბრალო, მაგრამ კარგი ოტახები უჩვენა, თანაც დაატანა: ჩემს კაბებს და ამ ბარგი-ბარხანას სულ გავიტან აქედან, თუ ბიძია ჰარვეის უშლისო, მაგრამ იმან უთხრა, სრულებით არ მიშლისო. კაბები კედელზე ეკიდა და მათ წინ ფარდა იყო გაბმული. ფარდა იატაკს ეცემოდა. ერთ კუთხეში ძველი ჩემოდანი იდგა, მეორე კუთხეში გიტარის ყუთი. ირგვლივ ყველგან უამრავი, წვრილ-წვრილი, გამოუსადეგარი ნივთები ელაგა. ასეთი ნივთებით ქალიშDვილებს უყვართ ოთახის მორთვა. მეფემ თქვა, ყველაფერი ეს ოთახს მყუდროებას და მოხდენილობას აძლევს და ხელს ნუ ახლებთო. ჰერცოგის ოთახი საკმაოდ პატარა იყო, მაგრამ კარგი; ასეთივე იყო ჩემი პაწაწინა ოთახიც.
იმ ღამეს დიდი ვახშამი გამართეს. ყველანი ესწრებოდნენ: ქალებიც, კაცებიც. მე მეფისა და ჰერცოგის სკამების უკან ვიდექი და ვემსახურებოდი, სხვებს კი ზანგები ემსახურებოდნენ. მერი ჯეინი მაგიდის თავში იჯდა. სიუზენი _ მის გვერდით. მერი ჯეინი სულ იმის ლაპარაკში იყო, ნამცხვარი არ ვარგა, წნილეული უგემურია, შემწვარი წიწილები მაგარიაო; ასეთ წვრილმანებზე ლაპარაკი ხომ ქალებს სჩვევიათ, როდესაც ქათინაურების მიღება სურთ. სტუმრები მშვენივრად ხედავდნენ, რომ ყველაფერი საგანგებო იყო და ეუბნებოდნენ: `ეს რა შესანიშნავად დაგიბრაწიათ ნამცხვარი?~ `გვითხარით, ღვთის გულისათვის, სად იშოვეთ ეს გასაოცარი წნილი?~ და, ერთი სიტყვით, დაუსრულებლად ლაქლაქებდნენ, როგორც, საერთოდ, ვახშამზე იციან.
როდესაც წვეულება გათავდა, მე და კურდღლისტუჩამ სამზარეულოში ნარჩენებით ჩინებულად ვივახშმეთ, სხვები ზანგებს შველოდნენ ჭურჭლის რეცხვაში. კურდღლისტუჩამ თავი მომაბეზრა კითხვით ინგლისზე და, ღმერთმანი, რამდენჯერმე კინაღამ განსაცდელში ჩამაგდო.
_ მეფე ოდესმე გინახავს? _ მკითხა მან.
_ ვინა? უილიამ IV? როგორ არა. ისიც ჩვენს ეკლესიაში დადის. _ მე ვიცოდი, რომ ის დიდი ხნის მკვდარი იყო, მაგრამ არ ვუთხარი. ეს რომ ვთქვი, შემეკითხა:
_ როგორ? ყოვედღე?
_ დიახ, ყოვედღე, იმისი სკამი სწორედ ჩემი სკამის პირდაპირ დგას, კათედრის მეორე მხარეს.
_ მე მეგონა, მეფე ლონდონში ცხოვრობს.
_ იქ ცხოვრობს; მაშ სად უნდა იცხოვროს?
_ მე კი მეგონა, რომ შენ შეფილდში ცხოვრობდი.
ვხედავ, ხათაბალაში გავები. პასუხის გასაცემად დრო მჭირდებოდა, ამიტომაც თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს წიწილის ძვალი დამადგა ყელზე, და მერე ვუპასუხე:
_ იმის თქმა მინდოდა, რომ ყოველდღე ჩვენ ეკლესიაში დადის, როდესაც შეფილდში არის; ეს ხომ მხოლოდ ზაფხულობითაა, როდესაც ზღვის აბაზანების მისაღებად ჩამოდის.
_ რას მიჰქარავ? შეფილდში ხომ ზღვისპირი არ არის!
_ მერე, ვინ გითხრა, რომ არისო?
_ ვინა და შენ.
_ მე ეგ სულაც არ მითქვამს.
_ თქვი.
_ არა, არ მითქვამს.
_ თქვი.
_ არაფერიც არ მითქვამს მაგის მსგავსი.
_ მაშ, რა თქვი?
_ მე ისა ვთქვი, რომ ზღვაზე საბანაოდ მოდის ხოლმე. აი, რა ვთქვი.
_ მერე, როგორ ბანაობს ზღვაში, თუ იქ ზღვა არ არის?
_ მისმინე, _ ვუთხარი მე, _ გინახავს ოდესმე კანადის სამკურნალო წყალი?
_ მინახავს.
_ მერე, იმის საშოვნელად კანადაში წასულხარ?
_ არა, რას ამბობ.
_ ჰოდა, არც უილიამ IV-ს დასჭირებია ზღვაზე წასვლა ზღვის აბაზანის მისაღებად.
_ მაშ საიდან იღებს წყალს?
_ საიდანაც აქაური ხალხი იღებს კანადის წყალს _ კასრებიდან, შეფილდის სასახლეში უამრავი ღUმელია, მეფეს კი ცხელი წყალი უყვარს. ზღვაზე ხომ ვერ გაუთბობენ ამდენ წყალს, სადა აქვთ საამისო მოწყობილობა.
_ ჰო, ახლა გავიგე. თავიდანვე რო ეგრე გეთქვა, ამდენი ლაპარაკი აღარ დაგჭირდებოდა.
_ ეს რომ გავიგე, ვიფიქრე, გადავრჩი-მეთქი, გამიხარდა და შვებით ამოვისუნთქე.
_ ეკლესიაში შენც დადიხარ? _ მკითხა მან.
_ ყოვედღე დავდივარ.
_ სად ზიხარ?
_ სადა და ჩვენ მერხზე.
_ ვის მერხზე?
_ ჩვენსაზე. ბიძათქვენის მერხზე.
_ იმას მერხი რად უნდა?
_ იმისათვის, რომ ზედ დაჯდეს. აბა, სხვა რისთვის უნდა, როგორ ფიქრობ?
_ მე მეგონა, მისი ადგილი კათედრასთან იყო.
ვაი იმას და იმის თავს. სულ გადამავიწყდა, რომ მისი ბიძა მქადაგებელი იყო, ვხედავ, ისევ ჩავვარდი! ახლა წიწილის მეორე ძვალი გავიძხირე ყელში და ფიქრს შევუდექი.
_ რა, შენ გგონია, ეკლესიაში ერთის მეტი მოქადაგე არა ჰყავთ?
_ მეტი რად უნდათ?
_ რაო? მეფის წინაშე საქადაგებლად? შენისთანა გოგონა ჩემ დღეში არ შემხვედრია. ჩვიდმეტზე ნაკლები მოქადაგე მათ არა ჰყავთ.
_ ჩვიდმეტიო! ღმერთო ჩემო! ცის სასუფეველი თვალითაც რომ ვერ ვნახო, ამდენს ვერ გავუძლებ. ალბათ, ერთ კვირას უნდებიან.
_ სისულელეა, ყველა ხომ ერთ დღეს არ იქადაგებს, დღეში მხოლოდ ერთთი ქადაგებს.
_ მერე დანარჩენები რაღას აკეთებენ?
_ ბევრს არაფერს. თეფშებგაწვდილი დადიან და ფულს აგროვებენ; მეტწილად კი არაფერს არ აკეთებენ.
_ მაშ რიღასათვის არიან?
_ რიღასათვის და გამოსარჩენად. განა არ იცი?
_ არც მინდა ვიცოდე ასეთი სისულელე. როგორ ეპყრობიან ინგლისში შინამოსამსახურეებს? უფრო უკეთესად, ვიდრე ჩვენ ვეპყრობით ზანგებს?
_ არა, მოსამსახურეს იქ არაფრად არ აგდებენ. ძაღლზე უარესად ექცევიან.
_ უქმეებზე: შობას, ახალ წელს, 4 ივლისს განაარ ათავისუფლებენ, როგორც ჩვენტან იციან?
_ იტყვი ხოლმე, რაღა! იმავ წუთს მიხვდება ყველა, რომ ინგლისში არასოდეს არ ყოფილხარ. იცი კურდღლ... ჯოანა, წელიწადი ისე გაივლის, რომ არ იციან, დასვენება რა არის. არც ცირკში დადიან, არც თეატრში, არც ზანგების წარმოდგენებზე, ერთი სიტყვით, არსად.
_ არც ეკლესიაში?
_ არა.
_ აკი, ყოველთვის დავდივარ ეკლესიაშიო?
ისევ გავები, გადამავიწყდა, რომ ბერიკაცის მოსამსახურედ ვითვლებოდი, მაშინ ახსნა-განმარტებას შევუდექი, ლაქია სხვაა, ჩვეულებრივი მოსამსახურე კიდევ სხვა; ლაქია იძულებულია, უნდა თუ არ უნდა, ეკლესიაში იაროს და იქ იჯდეს ოჯახთან ერთად, კანონი ასეთია-მეთქი. მაგრამ ახსნა დალაგებული ვერ გამოვიდა, როცა გავათავე, დავრწმუნდი, ქალიშვილი პასუხით კმაყოფილი არ დარჩა.
_ ახლა კი გულახდილად სთქვი, ხომ ბევრი ტყუილი ილაპარაკე?
_ გულახდილად გეუბნები, რაა-მეთქი.
_ სულ არც ერთი?
_ არც ერთი. ერთი ტყუილი არ გამირევია.
_ დაადე ამ წიგნს ხელი და ისე თქვი.
შევამჩნიე, რომ ეს მხოლოდ ლექსიკონი იყო, ხელი დავადე და ისე ვთქვი. შეეტყო, რომ ცოტად თუ ბევრად დამიჯერა და თქვა:
_ კარგი, მაშ, ნაწილს დავიჯერებ, დანარჩენს კი თავის დღეში არ დავიჯერებ.
_ რისი დაჯერება არ გინდა, ჯო? _ შეეკითხა მერი ჯეინი, რომელიც ამ დროს სიუზენთან ერთად ოთახში შემოვიდა. _ უხერხულია, ასე რომ ელაპარაკები უცხო, თავისიანებისაგან შორს მყოფ ადამიანს; მოგეწონებოდა, შენც რომ ასე მოგქცეოდნენ?
_ ყოველთვის ასე გჩვევია, მერი, ექომაგები იმას, ვისაც გამოსაქომაგებელი არაფერი სჭირს. მე მისთვის არა დამიშავებია რა. ბევრი ტყუილი მითხრა და მეც ვუპასუხე, ყველაფერს არ დავიჯერებ-მეთქი. ეს იყო და ეს. ვფიქრობ, მცირეოდენ საყვედურს აიტანს, განა არა?
_ სულ არ დავეძებ, მცირეა თუ დიდი; ჩვენს სახლში სტუმრად არის, უცხოა, და შენის ხმრივ ასეთი ლაპარაკი კარგი არ არის. მაგის ადგილზე რომ ყოფილიყავი, შეგრცხვებოდა; ადამიანს ისეთი რამ არ უნდა გაუბედო, რომ შერცხვეს.
_ მაგრამ იცი, მერი, ამან თქვა...
_ ჩემთვის სულ ერთია, რაც თქვა, ეს არ არის საყურადღებო. საყურადღებო ის არის, რომ გულკეთილად მოეპყრო და სამშობლოს და თავისიანების სიშორე არ აგრძნობინო.
`ნუთუ, _ ვთქვი ჩემ გულში, _ იმ საზიზღარ ქვეწარმავალს უნდა გავაძარცვინო ასეთი მშვენიერი ქალიშვილი~.
მერე სიუზენიც ჩაერია და პირდაპირ შავი დღე დააყენა საწყალ კურდღლისტუჩას.
`აი, კიდევ მეორე, _ ვთქვი ჩემთვის, _ რომელსაც მე ვაძარცვინებ~.
ახლა მერი ჯეინმა სხვანაირად, თავისებურად, ტკბილად და ალერსიანად დაუწყო ლაპარაკი; მაგრამ, როდესაც გაათავა, საწყალი კურდღლისტუჩა მიწასთან იყო გასწორებული და ტირილი მორთო.
_ კარგი, _ უთხრეს ქალიშვილებმა, _ ახლა ბოდიში მოუხადე.
კურდღლისტუჩამ ისე ლამაზად მოიხადა ბოდიში, რომ მოსმენად ღირდა. სიამოვნებით ვიტყოდი კიდევ ათას ტყუილს, ოღონდ ეს ბოდიში გაემეორებინა.
ჩემ გულში ვთქვი, ამასაც რომ ვაძარცვინებ-მეთქი. კურდღლისტუჩას ბოდიშების Eმდეგ სამივენი ცდილობდნენ, თავი ისე მეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში, მეგობრებს შორის. იმდენად საზიზღარი და ზნედაცემული მეჩვენა ჩემი თავი, რომ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამიჯდეს, იმ ფულს მაინც ამათთვის მოვიპარავ-მეთქი.
ოთახიდან გავედი და ვუთხარი, დასაძინებლად მივდივარ-მეთქი, ადრე თუ გვიან ხომ მართლა უნდა დამეძინა. როდესაც მარტო დავრჩი, ჩავფიქრდი, იქნებ სჯობდეს ჩუმად ექიმთან წავიდე და ის არამზადები გავცე-მეთქი? არა, ეს არ ივარგებს. ექიმმა შეიძლება გაამხილოს, რომ ჩემი ნათქვამია. და მაშინ მეფე და ჰერცოგი შავ დღეს დამაყრიან. იქნებ წავიდე და ჩუმად ვუთხრა მერი ჯეინს? არა, არც ეს ღირს; მაშინვე სახეზე შეატყობენ. ფული ხომ იმათთან არის, უმალვე სტაცევენ ხელს და თავს უშველიან. ხოლო თუ მერი ჯეინი ვინმეს საშველად იხმობს, მეც შიგ ჩამრევენ საქმის გამორკვევამდე. არა, მხოლოდ ერთი გზაღა დამრჩებია. უნდა როგორმე ფული მოვიპარო; თანაც ისე, რომ ჩემზე ეჭვი არავინ მიიტანოს. ისინი აქ კარგად გრძნობენ თავს და, სანამ ამ ოჯახს და ქალაქსაც მთლიანად არ გაფცქვნიან, ფეხს არ მოიცვლიან; დრო ჯერ კიდეც ბევრია. მარჯვე შემთხვევას მოვუცდი, ფულს მოვიპარავ და გადავმალავ. როდესაც მდინარეზე ვიქნები, მერი ჯეინს მივწერ, სადაც დავმალე. მაგრამ სჯობია, ამაღამვე გავაკეთო ეს საქმე, თუ შევძელი. ვინ იცის, ექიმმა ყველაფერი არ თქვა, რაც გულში ედო, და ვაითუ აქედან დააფრთხო-მეთქი. 
გადავწყვიტე, წავსულიყავი და იმათი ოთახი გამეჩხრიკა. ზევით, დერეფანში, ბნელოდა. მაგრამ ჰერცოგის ოთახს მაინც მოვაგენი და ძებნას შევუდექი. მერე მომაგონდა, რომ მეფეს არ სჩვეოდა ფული ვინმესთვის ენდო, და ახლა იმის ოთახში დავიწყე ხელების ფათური. მალე დავრწმუნდი, რომ უსინათლოდ ვერას გავხდებოდი, სინათლის ანთება კი, რასაკვირველია, არ მინდოდა. გადავწყვიტე სხვანაირად მოვქცეულიყავი, დავლოდებოდი და ჩუმად ყური დამეგდო, რას ილაპარაკებდნენ. ამასობაში იმათი ფეხის ხმა მომესმა და საწოლქვეშ შეძვრომა დავაპირე, მაგრამ საწოლი იქ არ დამხვდა, სადაც მეგულებოდა, ხელში მომხვდა ფარდა, რომელიც მერი ჯეინის კაბებწინ ეკიდა, უკან ამოვეფარე, კარებში დავიმალე და გავინაბე.
ისინი ოთახში შემოვიდნენ და კარი დახურეს. შემოსვლისთანავე ჰერცოგმა საქოლქვეშ შეიხედა, მაშინ კი გამიხარდა, რომ საწოლს ვერ მივაგენი; ისე კი რაღაც ბუნებრივია საქოლქვეშ შეძვრომა, როდესაც რაიმე საიდუმლო საქმე გაქვთ.
ორივენი დასხვდნენ და მეფემ თქვა:
_ რაშია საქმე? მოკლედ მოჭერი, აქ ყოფნას ის გვირჩევნია, ქვევით ცავიდეთ და მოთქმით ვიტიროთ, თორემ ჩვენზე ლაპარაკის საბაბი მიეცემათ.
_ აი, რაშია საქმე, კაპეტ. რაღაც თავისუფლად ვერ ვგრძნობ თავს. ის ექიმი გულზე ლოდივით მაწევს, მინდოდა გამეგო, შენ რას ფიქრობ. ერთI აზრი მაქვს და ვფიქრობ, სწორი უნდა იყოს.
_ რა აზრი, ჰერცოგ?
_ რა და ამ დილით, სამ საათზე, ადრიანად გავიპაროთ და მდინარისკენ მოვუსვათ ჩვენი ნადავლით. მით უფრო, რომ ფული ასე ადვულად გვარგუნეს; ეიძლება ითქვას, ფული პირდაპირ თავში მოგვახალეს მაშინ, როდესაც ჩვენ მოპარვას ვაპირებდით. ჩემი აზრით, ყოველივე ეს უნდა შევწყვიტოთ და თავს ვუშველოთ.
ამის გაგონებაზე ძალზე დავნაღვლიანდი. ერთი ან ორი საათის წინ სხვა იქნებოდა, მაგრამ ახლა ცუდად გავხდი და იმედი გამიცრუვდა.
_ რაო? _ უთხრა მეფემ, _ არ გავყიდოთ ჩვენი წლი? სულელებივით წავიდეთ და რვა თუ ცხრა ათასი დოლარის საფასური ქონება ასე დავაგდოთ? მერე ასეთი საქონელი.
ჰერცოგი მოჰყვა ბუზღუნს, ოქროთი სავსე პარკი იმყოფინე, ამას დავჯერდეთ, ობლების მთლად გაძარცვა და ულუკმაპუროდ დატოვება არ მინდაო.
_ რას ამბობ? _ მიუგო მეფემ, _ ამ ფულის გარდა ჩვენ იმათ არაფერს დაკავლებთ. მოტყუებული ის დარჩება, ვინც ამ ქონებას იყიდის; როცა გამოირკვევა, რომ ეს ჩვენი საკუთრება იყო. ამას კი ჩვენი გაქცევის შემდეგ ძალიან მალე გამოარკვევენ, ნასყიდობას გააუქმებენ და ყოველივე პატრონს დაუბრუნდება. ობლებს სახლი ჩაბარდება და ეყოფათ კიდეც; ახალგაზრდებიც არიან და მკვირცხლებიც, თავს ადვილად გაიტანენ, არ დაიჩაგრებიან. აბა, იფიქრე, რამდენი ათასი ხალხი ცხოვრობს ქვეყანაზე, ვისაც ამაზე გაცილებით ნაკლები ქონება აქვს. ღმერთმანი, ამათ საჩივლელი არა აქვთ რა.
მეფე იმდენს ეჩიჩინა, რომ ბოლოს ჰერცოგმა დაუთმო თუმცა, კი უთხრა, საშინელი სისულელეა დარჩენა, როდესაც ექიმი აქ არის და თვალში ეკალივით გვესობაო, მაგრამ მეფემ უთხრა:
_ ეშმაკმა წაიღოს ექიმის თავი! რაში გვეკითხება? განა აქაური სულელები სყლ ჩვენ მხარეზე არ არიან?
ორივენი ქვევით ცასასვლელად მოემზადნენ. ჰერცოგმა უთხრა:
_ ჩემი აზრით, ფული კარგ ადგილას არ შევინახეთ.
ამან ცოტა გამამხნევა, თორემ, უკვე იმედი დავკარგე, რომ იმათგან რამე ისეთს გავიგოებდი, რაც ფულის მიგნებაში მიშველიდა.
_ რატომ გგონიათ?
_ იმიტომ, რომ მერი ჯეინი ახლა შავებს ჩაიცვამს, ხოლო ზანგი დედაკაცი, რომელიც ოთახებს ულაგებს, მალე განკარგულებას მიიღებს, ჩაალაგოს სკივრში ეს ძონძი-კონკები და აქედან გაიტანოს, მერე თქვენ როგორ ფიქრობთ, ზანგი ფულს დაინახავს და ხელს არ ახლებს?
_ შენი თავი კვლავ კარგად ამუშავდა, ჰერცოგო, _ უთხრა მეფემ და ფარდის ქვეშ დაიწყო ქექვა. მე იქვე, ორ ნაბიჯზე ვიდექი. კედელს ავეკარი და გავინაბე, თან გულგახეთქილი ვიყავი, ნეტა რას მიზამენ, რომ დამიჭირონ-მეთქი; თანაც ვცდილობდი მომესაზრებინა, როგორ მოვქცეულიყავი, თუ დამიჭერდნენ, მაგრამ სანამ მე რამეს მოვისაზრებდი, მეფემ პარკი იპოვა. ჩემი იქ ყოფნა აზრადაც არ მოსვლია. პარკი აიღეს და ბუმბულის დოშაქის ქვეშ, გახეული თივის ლეიბში ერთიორი ფუტის სიღრმეზე შეტენეს, იფიქრეს, რომ ზანგი მარტო დოშაქს გაასწორებს; თივის ლეიბს წელიწადში ორჯერ თუ გადააბრუნეს და მოპარვის შიში არ არისო.
მაგრამ მე სულ სხვა ვიფიქრე. კიბის ნახევრამდე არც კი იქნებოდნენ ჩასული, რომ პარკი უკვე ჩემს განკარგულებაში იყო. ხელების ფათურით ზევით ჩემს პატარა ოთახში ავედი და მარჯვე შემთხვევამდე იქ შევინახე. ვფიქრობდი, პარკის დამალვა სადმე გარეთ სჯობია, თორემ, როცა გაიგებენ, მთელ სახლს გადაატრიალებენ-მეთქი. ამაში დარწმუნებული ვიყავი. მერე ჩაცმული ჩავწექი ლოგინში, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე, ისე მეჩქარებოდა ამ საქმის დამთავრება. მალე მომესმა, რომ მეფე და ჰერცოგი ზევით ამოვიდნენ, წამოვხტი ლოგინიდან და სხვენში ამოსასვლელი კიბის თავზე გავწექი; სულგანაბული ველოდებოდი, რა მოხდებოდა, მაგრამ არაფერი არ მომხდარა.
იმ დრომდე მოვიცადე, სანამ ყოველგვარი ხმაური არ მიწყდა და კიბეზე ჩავსრიალდი.
                                                                         

თავი ოცდამეშვიდე

იმათ კარებთან მივიპარე და ყური მივუგდე, ხვრინავდნენ. მერე ფეხაკრებით გავიარე და ქვემო სართულში მშვიდობით ჩავედი. ჩამიჩუმი არ ისმოდა. სასადილო ოთახის კარებში შევიჭვრიტე და დავინახე, რომ მიცვალებულთან დარჩენულ ხალხს მაგრად ჩასძინებოდა სკამებზე. სასტუმრო ოთახში გასასვლელი კარი ღია იყო, ორივე ოთახში თითო სანთელი ენთო. სასტუმრო ოთახის კარიც ღია იყო, მაგრამ პიტერის ნეშტის გარდა იქ ვერავინ დავინახე; განვაგრძე გზა. სადარბაზო კარი დაკეტილი დამხვდა, გასაღები შიგ არ იყო. სწორედ მაშინ გავიგონე, რომ ჩემს უკან ვიღაცა ჩამოდიოდა კიბეზე. სასტუმრო ოთახში შევვარდი და სწრაფად მივიხედ-მოვიხედე; ერთადერთი ადგილი, სადაც პარკის დამალვა შეიძლებოდა, კუბო იყო. სახურავი ოდნავ იყო გადაწეული, შიგ ჩანდა მიცვალებული სახე, ზედ წაფარებული ჰქონდა სველი ტილო და სუდარა. ფულით სავსე ჩანთა სახურავის ქვეშ ჩავჩხირე, სწორედ იქ, სადაც ხელები ჰქონდა დაკრეფილი; ხელები ისეთი ცივი ჰქონდა, რომ ჟრუანტელმა დამიარა; მერე გავიქეცი და კარებს ამოვეფარე, შემოვიდა მერი ჯეინი, ჩუმად მიუახლოვდა კუბოს, დაიჩოქა და შიგ ჩაიხედა; მერე ცხვირსახოცი ამოიღო და მივხვდი, რომ ატირდა, თუმცა ხმა არ მესმოდა, რადგან ზურგი ჩემკენ ჰქონდა მოქცეული, ფეხაკრებით გავედი სასადილო ოთახში, შევიჭყიტე, რომ არავის დავუნახივარ-მეთქი, ყველაფერი რიგზე იყო, არც კი განძრეულიყვნენ.
დასაძინებლად ზევით ავედი; ჯავრი მომივიდა, რომ ამდენი შრომისა და ასეთი განსაცდელის შემდეგ საქმე ისე არ დატრიალდა, როგორ მინდოდა. ჩემ გულში ვთქვი, თუ ფული იქ დარჩა, სადაც არის, მაშინ არაფერია, მდინარეზე ორასიოდე მილს რომ გავივლი, მოვწერ მერი ჯეინს, მიცვალებულს ამოთხრიან და ფულიც იმის ხელში ჩავარდება; მაგრამ, ალბათ, ასე არ მოხდება, უთუოდ ფულს სახურავს მიხრახნის დროს იპოვნიან. ისევ მეფე ჩაიგდებს ხელში და ასე უბრალოდ აღარავის მოაპარვინებს-მეთქი. მინდოდა ჩავსულიყავი და ფული ამომეღო კუბოდან, მაგრამ ვერ გავბედე, გათენება მოტანებული იყო, შეიძლებოდა, გაეღვიძათ და დავეჭირე ექვსი ათასი დოლარით ხელში, რომელიც ჩემთვის არავის მოუბარებია. ჩემს გულში ვთქვი, არა, ასეთ საქმეებში არ გავებმევი-მეთქი.
როდესაც დილით ქვევით ჩავედი, სასტუმრო ოთახი დაკეტილი დამხვდა; ყველანი წასულიყვნენ, გარდა შინაურებისა, ქვრივი ბარტლეისა და ჩვენი ხალხისა. ყველას სახეზე ვაკვირდებოდი, რომ გამეგო, ხომ არაფერი მომხდარა-მეთქი, მაგრამ ვერა გავიგე რა.
შუადღისას მეკუბოვე მოვიდა თავისი თანაშემწით და კუბო შუა ოთახში ორ სკამზე დადგეს, მერე ყველა სკამი დაამწკრივეს, კიდევ მეზობლებსაც მოართვეს, ისე რომ, წინა ოთახში, სასტუმრო და სასადილო სულ სკამებით გაავსეს. შევამჩნიე, რომ კუბოს სახურავი ისევე იდო, როგორც წინა დღეს, მაგრამ რაკი ხალხი ტრიალებდა, შიგ არ ჩამიხედავს. 
მერე ხალხმა დაიწყო ოგროვება, ის არამზადები და ქალიშვილები წინა რიგში დასხდნენ, კუბოს თავთან. ნახევარი საათის განმავლობაში ხალხი თითო-თითოდ შემოდიოდა. ერთი წუთით გაჩერდებოდნენ, დახედავდნენ მიცვალებულის სახეს, ზოგი მათგანი ცრემლსაც ჩამოაგდებდა. სიწყნარე და ზარზეიმური განწყობილება სუფევდა; მხოლოდ არამზადებს და ქლიშვილებს ცხვირსახოცი თვალებთან მიეტანათ, თავი ჩაექინდრათ და ცოტ-ცოტას ქვითინებდნენ. ფეხის ხმისა და ცხვირის მოხოცვის მეტი არა ისმოდა რა. ხალხს ხომ დაკრძალვაზე უფრო სჩვევია ცხვირის მოხოცვა, ვიდრე სხვაგან. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ეკლესიას.
როდესაც იქაურობა ხალხით გაიჭედა, შავხელთათმანებიანმა მესაფლავემ ჩამოიარა, წესრიგი დაამყარა, ხალხი და ავეჯი რიგზე დააწყო; კატასავით უხმაუროდ მოძრაობდა, ხმას არ იღებდა, თავით და ხელებით ანიშნებდა ყველას; ზოგს ადგულს უცვლიდა, დაგვიანებულებს ადგილს უჩენდა, გასავალ გზას ათავისუფლებდა, მერე კედელთან დადგა. ასეთი ფრთხილი და ჩუმი ადამიანი ჩემ დღეში არ მენახა. ღიმილი ისეთივე უცხო იყო მისთვის, როგორც დამარილებული ღორის ბარკლისთვის.
ერთი დანჯღრეული ფისგარმონია ითხოვეს. როცა ყველაფერი მზად იყო, ვიღაც ახალგაზრდა ქალი მიუჯდა და დაიწყო დაკვრა. ფისგარმონიას აღმოხდა ჭრიჭინი და ხრიალი, რომელსაც ყველამ თავისი ხმა შეუერთა, ისე რომ, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესად, პიტერი გრძნობდა თავს. მერე წმინდა ჰობსონმა დაიწყო დინჯად, მედიდურად ლაპარაკი; სწორედ ამ დროს ქვევით სარდაფში რაღაც საზარელი, არგაგონილი ხმაური ატყდა, ერთი ძაღლი ჰყეფდა, მაგრამ ისე საშინლად და გაუთავებლად, რომ კუბოსთან მდგარი მღვდელი იძულებული გახდა, გაჩUმებულიყო; ამ ღრიანცელში ადამიანი ვერაფერს ვერ გაიგონებდა; ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, არავინ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გრძელფეხა მეკუბოვემ რაღაცა ანიშნა მოქადაგეს, თიტქოს უნდოდა ეთქვა: `ნუ სწუხარ, ამ საქმეს მე მოვუვლიო~, მერე მოიხარა ისე, რომ ხალხის ზემოთ მისი მხრები-ღა ჩანდა, და კედელ-კედელ გაჰყვა. სულ ასე პარვა-პარვით მიდიოდა, ღრიანცელი კი თანდათან მატულობდა; ბოლოს მეკუბოვემ ოთახი გაიარა და სარდაფში მიიმალა. ორი წუთის შემდეგ დარტყმა და ძაღლის გულშემზარავი ყმუილი გავიგონეთ, მერე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და პასტორმაც თავისი სიტყვა განაგრძო, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც სეჩერდა. ორიოდე წუთის შემდეგ ისევ გამოჩნდა მეკუბოვე, მოჰყვა კედელ-კედელ, ოთახის სამ მხარეს მოუარა, ტანში გასწორდა, ხელი მიიფარა პირზე, მოქადაგისკენ კისერი წაიგრძელა და ხრინწიანი ჩურჩულით უთხრა: `ვირთაგვა დაიჭირა~! ამის შემდეგ ისევ მოიხარა, კედელ-კედელ მიჰყვა და ისევ თავის ადგილას მივიდა. ხალხი, როგორც ჩანს ზალიან კმაყოფილი დარჩა: ცხადია, ყველას აინტერესებდა, რა მოხდა. ასეთი წვრილმანი არაფერია, მაგრამ სწორედ ასეთი წვრიმლანები იმსახურებენ ყურადღებას და მოწონებას. მთელ ქალაქში ისე არავინ უყვარდათ, როგორც ეს მეკუბოვე.
კუბოსთან წარმოთქმული სიტყვა ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეტად გრძელი და მოსაწყენი. მერე მეფე ჩაერია და თავის ჩვეულებრივ ჩმახვას მოჰყვა. ბოლოს ყველაფერი გაათავეს; მეკუბოვე ფეხაკრეფით გაემართა კუბოსკენ თავისი სახრახნისით ხელში. ოფლმა დამასხა და თვალი ვეღარ მოვაშორე. მაგრამ შიგ სულაც არ ჩაუხედია. უხმოდ მოარგო სახურავი და საკმაოდ მჭიდროდ მიახრახნა. მთლად დავიბენი! არ ვიცოდი, ფული ისევ შიგ იყო, თუ არა. ჩემს გულში ვთქვი, ვინ იცის, ის პარკი ვინმემ ჩუმად ამოაცოცა-მეთქი? აღარც ის ვიცოდი, წერილი მიმეწერა მერი ჯეინისთვის თუ არა? რომ ამოეთხარა და შიგ აღარაფერი დახვედროდა, რას იფიქრებდა ჩემზე! ეშმაკმა წაიღოს, შეიძლება კიდეც დამოდევნონ და ციხეში ჩამსვან. მირჩევნია, გავჩუმდე და არაფერი მივწერო-მეთქი. ყველაფერი აირ-დაირია, მე უკეთესს ვცდიობდი და ათასჯერ უარესი გამომივიდა, დალახვროს ეშმაკმა, ნეტავი სულაც არ ჩავრეულიყავი!
მიცვალებული დამარხეს, ყველანი სახლში დავბრუნდით. ჩემდა უბენურად, ყველას სახეზე ვაკვირდებოდი, მინდოდა რამე ამომეკითხა. ვერ ვისვენებდი.
საღამო ხანს მეფე ქალაქის მცხოვრებლებს ეწვია. ყველას ელაქუცებოდა, ყველას მეგობრობას ეფიცებოდა და სხვათა შორის ისიც გააგებინა, რომ მისი მრევლი ინგლისში მოუთმენლად ელოდებოდა, ამიტომ იძულებული იყო, ქონებრივი საქმეები დაუყოვნებლივ მოეგვარებინა და შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ ამბობდნენ, ვხედავთ, შეუძლებელიაო. მეფემ, ცხადია, თქვა, მე და უილიამი ქალიშვილებს თან წავიყვანთო; ესეც ყველამ მოუწონა. ქალიშვილები თავს კარგად გრძნობენ თავისიანებშიო. ქალიშვილებიც ნასიამოვნები დარჩნენ და ყველა დარდი გადაავიწყდათ. მეფეს უთხრეს, რაც შეიძლება ჩქარა გაყიდე ყველაფერი, ჩვენ მზად ვიქნებითო. საწყლები ისეთი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ, რომ გული მტკიოდა, როდესაც ვხედავდი, არ ვიცოდი, როგორ ჩავრეულიყავი და როგორ შემეცვალა საერთო განწყობილება.
წყეულიმც ვიყო თუ ორი დღის შემდეგ მეფეს განცხადება არ გაეკრას, სახლის, ზანგების და მთელი ქონების საჯარო გაყიდვა ინიშნებაო; მსურველებს შეეძლოთ ადრევე ეყიდათ, რაც უნდოდათ.
დაკრძალვის მეორე დღეს, შუადღისას ქალიშვილებს პირველად ჩაშხამდათ სიხარული. მოვიდა ზანგებით მოვაჭრე ორი კაცი და მეფემ მათ ზანგები ხელსაყრელ ფასში მიჰყიდა იმ პირობით, რომ სამი დღის ვადაში გადაეხადათ საფასური. ასეთი წესი იყო. ორი ვაჟი ზევით, მემფისისკენ გაგზავნეს, მათი დედა კი _ ქვევით, ორლეანისკენ. მე მეგოან, საწყალი ქალიშვილები და ზანგები დაიხოცებოდნენ მწუხარებისაგან, ისე ტიროდნენ და ისეთ ყოფაში იყვნენ, რომ მათ დანახვაზე ჩემი მემართებოდა. ქალიშვილები ამბობდნენ, სიზმარშიაც ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა ოჯახის წევრების დაშორება და სადღაც შორს გაყიდვაო. არასოდეს არ დამავიწყდება, როგორ ეხვეოდნენ ერთმანეთს და ტიროდნენ ეს უბედური ქალიშვილები და ზანგები; ვგონებ, ვერ მოვითმენდი ამას და გავცემდი ჩვენ ბრბოს, რომ არ მცოდნოდა, ეს გაყიდვა გაუქმდებოდა და ზანგები ერთ-ორ კვირაში შინ დაბრუნდებოდნენ.
ამ ამბავი დიდი აურზაური გამოიწვია ქალაქში, ბევრნი აშკარად მიდიოდნენ და ამბობდნენ, სამარცხვინოა დედისა და შვილების ასე ერთმანეთისაგან დაშორებაო. ამან ასე თუ ისე ავნო კიდეც არამზადებს, მაგრამ ბებერი სულელი მაინც თავისას არ იშლიდა, ჰერცოგს ყურს არ უგდებდა. უნდა გითხრათ, რომ ჰერცოგი ძალზე მოუსვენრად იყო.
მეორე დღეს საჯარო ვაჭრობა იყო დანიშნული. დილაადრიან მეფე და ჰერცოგი ჩემთან ამოვიდნენ სხვენში და გამაღვიძეს; გამომეტყველებაზე შევატყვე, რაღაცა ამბავი იყო.
_ გუშინწინ საღამოზე არ ყოფილხარ ჩემს ოთახში? _ მკითხა მეფემ.
_ არა, თქვენო დიდებულებავ. _ ასე მივმართავდი ყოველთვის, როდესაც მარტო ჩვენ ვიყავით.
_ არც წუხელის?
_ არა, თქვენო დიდებულებავ. _ ასე მივმართავდი ყოველთვის, როდესაც მარტი ჩვენ ვიყავით.
_ არც წუხელის?
_ არა, თქვენო დიდებულებავ.
_ პატიოსნად ილაპარაკე, ტყუილი არ გამაგონო.
_ პატიოსნად ვლაპარაკობ, თქვენო დიდებულებავ, მართალს გეუბნებით. ახლა არ დავკარებივარ თქვენს ოთახს იმის შემდეგ, რაც მერი ჯეინმა გაჩვენათ პირველად თქვენ და ჰერცოგს.
_ შიგ შესული არავინ დაგინახავს? _ მკითხა ჰერცოგმა.
_ არა, თქვენო მოწყალებავ, რამდენადაც მახსოვს, არა.
_ მოიცა... აბა, დაფიქრდი.
ცოტა ხანს დავფიქრდი და მარჯვე შემთხვევით ვისარგებლე.
_ ვნახე, შიგ რამდენჯერმე ზანგები შევიდნენ.
ორივენი შეხტნენ და ჯერ ისეთი გამომეტყველება მიიღეს, ტიტქოს ამას სრულებით არ მოელოდნენ, მერე კი ისეთი, თითქოს სწორედ ამის მოლოდინში იყვნენო. ჰერცოგმა მკითხა:
_ როგორ, ყველანი?
_ არა, ერთად არა, მხოლოდ ერთხელ ვნახე, რომ ყველანი ერთად გამოვიდნენ იქიდან.
_ როდის?
_ დაკრძალვის დღეს, დილით, მხოლოდ ადრე კი არა. იმ დღეს გვიან გავიღვიძე, სწორედ კიბეზე ჩამოსვლას ვაპირებდი და დავინახე კიდეც.
_ შემდეგ, შემდეგ... რას აკეთებდნენ?
_ არაფერსაც არ აკეთებდნენ; ჩვეულებრივ იყვნენ, ოღონდ ფეხაკრეფით მოდიოდნენ. ალბათ, ეგონათ, რომ ზეზე ბრძანდებოდით და თქვენი დიდებულების ოთახის დალაგება უნდოდათ. მაგრამ როცა ნახეს, ჯერ კიდევ გეძინათ, ჩუმად გაიპარნენ, რომ არ გაეღვიძებინეთ.
_ დასწყევლოს ეშმაკმა, აი, ოინი ეს არის!.. _ თქვა მეფემ. ორივენი ძალზე დაბნეულები და გასულელებული ცანდნენ. ერთ ხანს იდგნენ, ფიქრობდნენ და თავებს იქექავდნენ; მერე კი ჰერცოგმა უცნაური ხრინწიანი ხმით ჩაიხითხითა და თქვა: ზანგები ვითომ წასვლასაც წუხდნენ! მეც დავიჯერე იმათი მწუხარება, შენც და ყველამ. ამის შემდეგ ნურავინ მეტყვის, ზანგებს მსახიობობის ნიჭი არა აქვთო. ისე თვალთმაქცობდნენ, რომ ვისაც გინდა, გაასულელებდნენ. ჩემი აზრით, ზანგების ყოლა მთელი სიმდიდრეა! მე რომ ფული მქონოდა და საკუთარი თეატრი, უკეთესი მსახიობები არც მინდოდა: ჩვენ კი ასე მუქთად გავუბოძეთ სხვებს, ისიც ნისიად. თამასუქი სადღა არის, მითხარი?
_ ბანკშია, განაღდების მოლოდინში. აბა, სად უნდა იყოს?
_ მადლობა ღმერთს, ეს რიგზე ყოფილა.
მე ვითომდა კრძალვით შევეკითხე:
_ ხომ არაფერი მომხდარა?
_ შენი საქმე არ არის! ხმა გაკმინდე და შენს საქმეს მიხედე, თუკი გაქვს რამე საქმე. სანამ ამ ქალაქში ხარ, გახსოვდეს, რაც გითხარი, გესმის? _ მერე ჰერცოგს მიუბრუნდა: _ უნდა შევურიგდეთ ამ ამბავს და ჩუმად ვიყოთ, მეტი არაფერი.
კიბეზე რომ ჩადიოდნენ, ჰერცოგმა ისევ ჩაიხითხითა და თქვა:
_ მალე გაყიდი, ცოტას მოიგებ! ბარაქალა, ძალიან სახეირო საქმე კი გამოვიდა!
მეფე მიუბრუნდა და მკვახედ უთხრა:
_ მე სიკეთე მინდოდა, მალე რომ ვყიდდი, და თუ წაგებაში დავრჩით, ბრალი ორივეს ერთნაირად მიგვიძღვის.
_ ასე თუ ისე, ჩემთვის რომ დაგეჯერებინა, ახლა ზანგები აქ იქნებოდნენ, ჩვენ კი სხვაგან ვიქნებოდით.
მეფემ საკმაოდ კვახედ უპასუხა, მაგრამ ფრთხილობდა; მერე მე მომდგა, რატომ არ მოხვედი და არ მითხარი, როდესაც დაინახე ჩემი ოთახიდან გამოსული ზანგები, ყველა სულელი მიხვდებოდა, რომ აქ რაღაც ამბავი იყოო. მერე თავის თავს დაუწყო ლანძღვა; სულ ჩემი ბრალია, დილით რომ ჩვეულებისამებრ მენებივრა ლოგინში და ადრე არ ავმდგარიყავი, ეს არ მოხდებოდა; წყეულიმც ვიყო, თუ ადრე ოდესმე ავდგეო. სულ ბურტყუნ-ბურტყუნით წავიდნენ, მე კი უზომოდ გამიხარდა, რომ ყველაფერი ზანგებს გადავაბრალე და თანაც არაფერი ვავნე.
                                                                          

თავი ოცდამერვე

ამასობაში ადგომის დროც დადგა; კიბეზე ჩავირბინე და როდესაც ქალიშვილების ოთახს გავუსწორდი, კარი ღია დამხვდა. მერი ჯეინი თავის ძველ ჩემოდანს უჯდა და შიგ ბარგს ალაგებდა, _ ემზადებოდა ინგლისში გასამგზავრებლად, ახლა კალთაში დაკეცილი კაბა ედო, ხელები სახეზე აეფარებინა და ტიროდა. ამის დანახვაზე საშინლად შევწუხდი. აბა, ვინ არ შეწუხდებოდა! შევედი ოთახში და ვუთხარი:
_ მის მერი ჯეინ, თქვენ ვერ იტანთ ადამიანის მწუხარებას, მეტწილად ვერც მე ვიტან. მითხარით, რაშია საქმე.
მერი ჯეინმა მიპასუხა, ზანგების დარდი მაქვსო; მეც სწორედ ეს ვიფიქრე. იგი ჩიოდა, მომავალი მშვენიერი მოგზაურობა ინგლისში სულ ჩამშხამდა; რაკი ვიცი, რომ დედა და შვილები ერთმანეთს სამუდამოდ დააშორეს, ჩემს თავს ბედნიერად ვერასოდეს ვიგრძნობო. მერე წინანდელზე უფრო მეტად ატირდა და თქვა:
_ ო, Mერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! ისინი ხომ სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს, სამუდამოდ!
_ მე კი ვიცი, რომ ისინი ორი კვირის შემდეგ შეხვდებიან ერთმანეთს, _ ვუთხარი მე.
ეს რა მომივიდა, მოფიქრება ვერც კი მოვასწარი, ისე წამომცდა. მერი ჯეინმა უმალ შემომაჭდო ხელები კისერზე და მთხოვა, კიდევ გაიმეორე, კიდევ გაიმეორეო.
ვიგრძენი, დაუფიქრებლობის გამო ზედმეტი წამომცდა და როგორ დამეღწია თავი, აღარ ვიცოდი. ვთხოვე, ერთი წუთი მოეცა მოსაფიქრებლად. მერი ჯეინი ვერ ითმენდა, ღელავდა, მშვენიერი შესახედავი იყო. ისეთი ბედნიერი და კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, გეგონებოდათ, ეს არის, კბილი ამოუღესო. საგონებელში ჩავვარდი. ჩემს გულში ვთქვი, როდესაც კაცს გაჭირვება ადგია, სიმართლის თქმა შეიძლება ძალიან ძვურად დაუჯდეს-მეთქი. მართალია გამოუცდელი ვარ, და ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც ასე მგონია. ახლა კი ისეთი შემთხვევაა, რომ ჩემმა მზემ, სიმართლე უკეთესი და გაცილებით უხიფათო იქნება, ვიდრე ტყუილი. ეს უნდა დავიხსომო და კარგად მოვიფიქრო. რაღაც უცნაური და არაჩვეულებრივი საქმეა, მსგავსის მნახველი არა ვარ; ერთი სიტყვით, რაც იყოს, იყოს, ავიღებ და ვეტყვი სიმართლეს, თუმცა კი ეს იგივეა, რომ თოფის წამლით სავსე კასრზე დავჯდე და მხოლოდ იმ მიზეზით ავაფეთქო, რომ შევიტყო, ნეტავ საით წამიღებს-მეთქი.
_ მის მერი ჯეინ, ხომ არავინ გყავთ ქალაქგარეთ ნაცნობი, სამი-ოთხი დღით რომ ესტუმროთ?
_ როგორ არა, მისტერ ლოთროპთან შემიძლია წავიდე, მერე რისთვის?
_ ჯერ რა მნიშვნელობა აქვს, რისთვის. თუ გეტყვით, რომ ზანგები ერთმანეთს ორი კვირის შემდეგ შეხვდებიან აქ, ამ სახლში, და დაგიმტკიცებთ კიდეც, რომ ასე იქნება, მაშინ წახვალთ და ოთხ დღეს დარჩებით მისტერ ლოთროპთან? _ ვუთხარი მე.
_ ოთხ დღეს კი არა, ერთ წელიწადსაც დავრჩები.
_ კარგი, _ ვუთხარი მე, _ სრულიად საკმარისია თქვენი სიტყვა, იგი ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვის მიერ სახარებაზე დაფიცება.
მერი ჯეინმა გამიღიმა და ოდნავ წამოწითლდა.
_ თუ ნებას მომცემთ, კარს დავხურავ და ურდულს ჩავუგდებ, _ ვუთხარი მე.
მერე დავბრუნდი, ჩამოვჯექი და დავიწყე:
_ არ დაიყვიროთ. წყნარად იჯექით და ვაჟკაცურად უსმინეთ, რასაც გეტყვით: სიმართლის თქმას ვაპირებ და ძალ-ღონის მოკრება გმართებთ, მის მერი, ვინაიდან ცუდი ამბავია, მძიმე მოსასმენი. მაგრამ სხვა რა გზაა. ეს თქვენი ბიძები სინამდვილეში თქვენი ბიძები კი არა, თვალთმაქცი და გაქნილი არამზადები არიან. აი, ეს არის ყველაზე ყარესი, რისი თქმაც მე მონდოდა; დანარჩენის ატანა თქვენთვის უფრო ადვილი იქნება.
ცხადია, მერი ჯეინს თავისი დაემართა, მაგრამ მე ყველაზე სახიფათო ადგილს უკვე გავცდი და განვაგრძე; მერი ჯეინის თვალებს სულ ელვარება გაჰქონდა; ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. დაწყებული იქიდან, გზაზე როგორ შემოგვეყარა გემზე მიმავალი სულელი ყმაწვილი, გათავებული იმით, გულში როგორ აკოცა თექვსმეტჯერ თუ ჩვიდმეტჯერ; აქ კი მერი ჯეინი ფეხზე წამოიჭრა, სახე აენთო და წამოიძახა:
_ მხეცი! წავიდეთ, ერთ წუთს, ერთს წამსაც ნუ დავკარგავთ, მათ კუპრში ამოსვრიან, ბუმბულში ამოგანგლავენ და წყალში გადაყრიან.
მე ვთქვი:
_ ეს ასეა, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, ეს მისტერ ლოთროპთან წასვლამდე უნდა გაკეთდეს თუ...
_ უჰ! _ თქვა მან, _ როგორ არ ვიფიქრე! _ და კვლავ ჩამოჯდა; _ გთხოვ ნუ აქცევ ყურადღებას, რასაც ვამბობ, კარგი? _ თან აბრეშუმივით ნაზი ხელი იმნაირად დამადო ხელზე, რომ ვუთხარი, უწინ მე მოვკვდები-მეთქი. _ ისე ავღელდი, რომ ფიქრის თავი აღარ მქონდა, _ თქვა მან, _ განაგრძე. მეტს აღარ ვიზამ. მითხარი, როგორ მოვიქცე, და, რასაც იტყვი, შევასრულებ.
_ ცხადია, _ დავიწყე მე, _ ორივენი დიდი არამზადები არიან, მაგრამ, ჩემდა უნებურად, იძულებული ვარ, მათთან ვიმოგზაურო; მიზეზს ნუ მკითხავთ, თუ თქვენ მათ გაამხელთ, მთელი ქალაქი დამიხსნის მათი კლანჭებიდან და ჩემს ბედს მთელი ძაღლი არ დაჰყეფს, თუმცა თქვენთვის უცნობი ერთი კაცი დიდ განსაცდელში ჩავარდება, ჩვენ გვმართებს იმისი დახსნაც, ასე არ არის?
_ თავისთავად ცხადია.
_ ჰოდა, მაშ იმათ ნუ გავამხელთ.
ამ სიტყვებზე ერთმა აზრმა გამიელვა. მოვიფიქრე, თუ რა გზით უნდა მოგვეშორებინა თავიდან ეს თვალთმაცები მე და ჯიმს; აქ ციხეში დავამწყვდევინებდით, ჩვენ კი თავს ვუშველიდიძთ; მაგრამ არ ივარგებდა ტივით მოგზაურობა დღისით მარტო, როდესაც კითხვაზე პასუხის გამცემი, ჩემს გარდა, არავინ იქნებოდა და, გადავწყვიტე, ჩემს გეგმას სისრულეში მოვიყვანდი მოგვიანებით, საღამოზე.
_ მის მერი ჯეინ, მე გეტყვით, როგორ მოვიქცეთ; შესაძლებელია, მისტერ ლოთროპთან დიდხანს დარჩენა არ დაგჭირდეთ. აქედან შორს ცხოვრობს?
_ სრული ოთხი მილიც არ იქნება, როგორც კი ქალაქს გასცდებით.
_ კარგია. იქ გახლავთ, დარჩებით ცხრა საათამდე ან ათის ნახევრამდე. მერე სთხოვეთ, რომ სახლში წამოგიყვანონ, ვითომ რაღაც გაგახსენდათ. თუ თერთმეტზე ადრე მოხვალთ და მე იქამდე არსად გავჩნდი, სანთელი დადგით ამ ფანჯარაზე. მიცადეთ თერთმეტამდე და, თუ მაშინაც არ გავჩნდი, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ თავს ვუშველე და ხიფათს გადავრჩი. მაშინ ყველას უამბეთ ეს ამბავი და დააჭერინეთ ეს არამზადები.
_ კეთილი, _ მითხრა მან, _ სწორედ ასე მოვიქცევი.
_ ხოლო თუ ისე მოხდა, რომ ვერ გავასწარი და იმათთან ერთად დამიჭირეს, მაშინ ადექით და თქვით, რომ ყველაფერი წინასწარ გითხარით და ყოველნაირად მხარი დამიჭირეთ.
_ მხარი დაგიჭიროთ? ცხადია, მხარს დაგიჭერთ, აბა, გაბედონ და ხელი გახლონ, _ თქვა მან, თანაც ამ სიტყვებზე ნესტოები დაებერა და თვალები აენთო.
_ თუ აქ ვიქნები, _ ვუთხარი მე, _ ვერ დავამტკიცებ, რომ ეს ავაზაკები თქვენი ბიძები არ არიან, მაგრამ იქაც რომ ვიყო, მაინც ვერ დავამტკიცებ. შემიძლია დავიფიცო, რომ მატყუარები და მუქთახორები არიან, მეტი არაფერი; თუმცა კი ესეც რამედ ღირს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ჩემზე მეტი შეუძლიათ გააკეთონ; გარდა ამისდა, მათზე ნაკლებ ეჭვს მიიტანენ, ვიდრე ჩემზე. მე გეტყვით, როგორ მიაგნოთ მათ. მომეცით ფანქარი და ქაღალდი, _ აი, `მეფური უბადლო სანახაობა, ბრიკსვილი~, შეინახეთ ეს ქაღალდი, არ დაკარგოთ. თუ სასამართლოს დასჭირდა ცნობები ამ ორი ადამიანის შესახებ, აფრინეთ კაცი ბრისკვილში; აცნობეთ, რომ შეპყრობილი არიან ის კაცები, ვინც `უბადლო სანახაობა~ წარმოადგინა, და რამდენიმე მოწმე მოსთხოვეთ. თვალის დახამხამების უმალ მთელი ქალაქი აქ გაჩნდება, მის მერი, გაშმაგებულები მოვლენ.
მე გადავწყვიტე, რომ ამით ყოველივე მოვაგვარე და ვუთხარი:
_ დაე, გაგრძელდეს საჯარო ვაჭრობა, ნუ იწუხებთ; არავინ არის ვალდებული, რომ ფული იმავე დღეს გადაიხადოს; ისინი კი ფეხს არ მოიცვლიან აქედან, სანამ ფულს არ მიირებენ. ჩვენ ყველაფერი ისე მოვაწყვეთ, რომ ნასყიდობას ძალა არ ექნება და არავითარ ფულს არ მიიღებენ, სწორედ ისე, როგორც ზანგების შემთხვევაში; ის ხომ გაყიდვა არ იყო და ზანგები მალე დაბრუნდებიან. ჯერ ვერც ზანგების ფულს მიიღებენ; ნახეთ, როგორ დაეხლართათ გზები, მის მერი.
_ ახლა ჩავირბენ, ვისაუზმებ და მაშინვე მისტერ ლოთროპთან წავალ, _ თქვა მან.
_ არა, ეგ არ ივაგებს, მის მერი ჯეინ, _ ვუთხარი მე, _ ისე წადით, არავითარ შემთხვევაში არ ისაუხმოთ.
_ რატომ?
_ როგორ ფიქრობთ, რატომ მინდოდა, რომ წასულიყავით, მის მერი?
_ არ მიფიქრია ამაზე და, კიდეც რომ ვიფიქრო, ვერ მივხვდები, რატომ?
_ რატომ და იმიტომ, რომ თქვენს სახეზე ისე ამოიკითხავს ადამიანი ყველაფერს, თითქოს მსხვილი ასეობით დაწერილი წიგნიაო. როგორ ფიქრობთ, თქვენი ბიძები დილით კოცნით რომ მოგესალებიან, შეძლებთ...
_ არ გამაგონოთ! არ ვისაუზმებ, ისე წავალ... სიხარულით წავალ! მერე  ჩემი დები იმათთან დავტოვო?
_ ამის დარდი ნუ გაქვთ, ცოტა ხანს კიდევ მოითმონეთ. ყველანი ერთად რომ წახვიდეთ, შეიძლება დაეჭვდნენ. მე არ მინდა, რომ ვინმე ნახოთ, არც ისინი, არც თქვენი დები, და საერთოდ, არც არავინ სხვა ამ ქალაქში. ვინმე მეზობელმა რომ გკითხოთ ამ დილას, როგორ ბრძანდებიან თქვენი ბიძებიო, თქვენ სახეზე უსათუოდ რამე სამოიკითხავენ. არა, უმჯობესია, ახლავე წახვიდეთ, მის მერი ჯეინ, ყველასთან მე მოვაგვარებ საქმეს. სიუზენს ვეტყვი და ბიძებს ის გადასცემს სალამს. თანაც ეტყვის, რომ რამდენიმე საათით წახვედით დასასვენებლად ან მეგობრის სანახავად და რომ სახლში ან ამაღამ დაბრუნდებით, ან დილით ადრე.
_ მეგობრის სანახავად წასვლაზე თანახმა ვარ, მაგრამ სალამს არ შევუთვლი.
_ კარგი, მაშ, არ არის საჭირო. _ ასე ვუთხარი, რადგანაც ამით არაფერი დაშავდებოდა; ეს ხომ წვრილმანი იყო და ცხოვრებას ხომ სწორედ ასეთი წვრილმანები აადვილებს. მერი ჯეინი დამშვიდდებოდა, თან ადვილი საქმეც იყო. მერე ვუთხარი: კიდევ ერთი რამ დარჩა... ფულით სავსე პარკი-მეთქი.
_ პარკი ხომ იმათ ხელშია და, როცა მახსენდება, როგორ ჩაუვარდათ ხელში, ნამდვილი სულელი მგონია ჩემი თავი.
_ თქვენ ცდებით, პარკი იმათთან არ არის.
_ მაშ, ვისთან არის?
_ მეტა ვიცოდე, მაგრამ რომ არ ვიცი. პარკი მე მქონდა, იმათ მოვპარე, მოვპარე იმიტომ, რომ თქვენთვის გადმომეცა. ვიცი, სადაც დავმალე, მაგრამ ვშშობ, რომ იქ აღარ არის. საშინლად ვწუხვარ, მის მერი ჯეინ, ვერც კი გადმოგცემთ, როგორ ვწუხვარ, მაგრამ ისე მოვიქეცი, როგორც საუკეთესოდ მიმაჩნდა, პატიოსნად გეუბნებით; კინაღამ მიმასწრეს, ისე რომ, იძულებული გავხდი, სადაც მომიხერხდებოდა, პარკი იქ ჩამეჩხირა და გავქცეულიყავი... ადგილი კი მაინცდამაინც კარი ვერ იყო.
_ დაეხსენ შენი თავის მიმართ საყვედურებს, მეტისმეტია, ნებას არ გაძლევ, მეტი რა ძალა გქონდა, შენი ბრალი ხომ არ იყო. სად დამალე?
არ მინდოდა მისთვის დარდების განახლება; ენა არ მემორჩილებოდა: მას ხომ თვალწინ წარმოუდგებოდა კუბოში ჩასვენებული მიცვალებული, რომელსაც მუცელზე ის პარკი ედო; ერთ წუთს ხმა არ ამომიღია, მერე ვუთხარი:
_ თუ ნებას მომცემთ, არ გეტყვით, სად დავმალე, მერი ჯეინ, ქაღალდზე დაგიწერთ და თუ მოისურვებთ, გზაში წაიკითხეთ, თანახმა ხართ?
_ ოღონდაც.
მეც დავწერე: `ფულის პარკი კუბოში ჩავდე; როდესაც თქვენ დასტიროდით ღამე, უკვე იქ იყო. მე კარს უკან ვიდექი და ძალზე მეცოდებოდით, მის მერი ჯეინ~.
ცრემლები მომერია, როდესაც ის ღამე მომაგონდა, როგორ დატრიალებდა მიცვალებულს მარტოდმარტო! იმავაზაკებს კი მის ჭერქვეშ ეძინათ, მის შერცხვენასა და გაძარცვას აპირებდნენ. როდესაც დაკეცილი ქაღალდი გადავეცი, იმასაც თვალები ცრემლი აევსო, ჩამომართვა და მითხრა:
_ მშვიდობით, სწორედ ისე გავაკეთებ ყველაფერს, როგორც შენ მითხარი და, თუ ერთმანეთს ვეღარ შევხვდით, არასოდეს არ დაგივიწყებ, ხშირად მოგიგონებ, შენთვის კიდეც ვილოცებ... _ ამ სიტყვებით გამშორდა.
ჩემთვის ილოცებს! უკეთესად რომ მიცნობდეს, მგონია, სხვა მისთვის უფრო შესაფერის საქმეს მოჰკიდებდა ხელს; თუმცა ნიძლავს ვდებ, კიდევაც რომ ვცნობოდი, მაინც ილოცებდა, ისეთი ხასიათის ადამიანი იყო. იმდენი გაბედულება ჰქონდა, რომ მგონია, იუდასათვისაც კი ილოცებდა, უკან არ დაიხევდა. თქვენ რაც გენებოთ, ისა თქვით, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი მტკიცე ხასიათის ქალიშვილი იშვიათია. ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია. ეს პირმოთნეობა გეგონებათ, მაგრამ პირმოთნეობა არ არის. რაც შეეხება სილამაზეს და გულკეთილობას, ბადალი არ ეყოლებოდა. რაც ამ კარიდან გადავიდა, აღარ შემხვედრია. მაგრამ ხშირად კი მიფიქრია მის შესახებ. ძალიან ხშირად, მილიონჯერ გამხსენებია მისი სიტყვებიც, ლოცვას რომ მპირდებოდა. რომ მცოდნოდა, ლოცვით რასმე ვარგებდი, ჩემმა მზემ, მეც ვილოცებდი მისთვის.
როგორც ჩანს, მერი ჯეინი უკანა კარიდან გავიდა, რადგან მისი წასვლა არავის გაუგია. როდესაც სიუზენს და კურდღლისტუჩას შევხვდი, ვუთხარი:
_ რა გვარები არიან ის თქვენი ნაცნობები, მდინარის გაღმა რომ ცხოვრობენ, თქვენ მათ ხანდახან თურმე კიდევაც ეწვევით ხოლმე.
_ იქ რამდენიმე ოჯახი გვყავს ნაცნობი, უფრო ხშირად პროქტორებთან დავიარებით.
_ სწორედ ეგ გვარი, _ ვთქვი მე, _ კინაღამ დამავიწყდა. მერი ჯეინმა შემოგითვალათ, რომ საჩქაროდ მოუხდა იმათთან წასვლა. ერთ-ერთი მათგანი ავად გამხდარა.
_ რომელი?
_ არ ვიცი, დამავიწყდა. მგონი...
_ თვალები დამიდგეს, ნუთუ ჰანა?
_ ძალიან ვწუხვარ, _ მივუგე მე, _ მაგრამ, მგონი სწორედ ჰანა.
_ ღმერთო ჩემო, წინა კვირას ხომ სულ კარგად იყო. ძალიან ავად არის?
_ ისე ავად არის, რომ მეტი არ შეიძლება. მთელი ღამე არ უძინიათ, როგორც მერი ჯეინმა თქვა, და თურმე მისი საათები დათვლილია.
_ რას ამბობ! მაინც რა აქვს?
უცბად უკეთესი ვერაფერი მომაგონდა და ვთქვი:
_ ყბაყურა.
_ ყბაყურა დამართნია ბებიაშენს! როდის იყო, რომ ყბაყურით ავადმყოფს ღამეებს უთენებდნენ?
_ ღამეებს არ უთენებენო? კიდევაც რომ უთენებენ, ეს ყბაყურა სხვანაირია. მერი ჯეინმა თქვა, რომ ეს რაღაც ახალი სახეა ყბაყურასი.
_ როგორ თუ ახალი სახე?
_ ახალი, იმიტომ, რომ რაღაც გართულებები დაერთვის.
_ რა გართულებები?
_ წითელა, ყივანახველა, წითელი ქარი, ჭლექი, ყვითელი ციება, ტვინის ანთება და რა ვიცი, კიდევ რა.
_ ღემერთო ჩემო! მერე ყველა ამას ყბაყურას ეძახიან?
_ მერი ჯეინმა ასე თქვა.
_ მერედა, რად ეძახიან ყბაყურას?
_ იმიტომ, რომ ყბაყურაა. მაგით იწყება.
_ სრული უაზრობაა. ადამიანმა ფეხის თითი რომ იტკინოს, საწამლავი დალიოს, ჭაში ჩავარდეს, კისერი მოიტეხოს, თავი გაუსკდეს და მერე ვინმემ იკითხოს, რამ მოჰკლაო, რომელიმე შტერმა კი უაპუხოს: ფეხის თითის ტკივილმაო, განა აზრი ექმენა ამას? არავითარი. აქაც ისევეა. გადამდებია ეგ ავადმყოფობა?
_ გადამდებიო? როგორ ლაპარაკობ! ფარცხი სიბნელეში გამოგედება? თუ ერთ კბილს არ გამოედე, მეორეს უსათუოდ გამოედები. ხომ ასე? თავს ვერც დააღწევ ისე, რომ მთელი ფარცხი არ აითრიო, ხომ ასეა? ჰოდა, ეს ყბაყურა ფარცხივით არის, თუ შეიძლება, ასე ითქვას; მერე ძალიან მარჯვე ფარცხია, თუ გამოედე, მორჩა.
_ საშინელება ყოფილა, _ თქვა კურდღლისტუჩამ, _ წავალ, ბიძია ჰარვეის...
_ ცხადია, _ მივუგე მე, _ შენ ადგილას მეც წავიდოდი, წავიდოდი უსათუოდ, დროს არ დავკარგავდი.
_ რატომ არ უნდა წავიდე?
_ ერთ წუთს დაფიქრდი და, ალბათ, მიხვდები რატომაც. შენი ბიძები ხომ პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა დაბრუნდნენ ინგლისში? ნუთუ იმდენად სულმდაბლები გგონია, რომ თვითონ წავიდნენ და თქვენ კი ამოდენა გზა მარტო გამოგზაურონ? კარგად იცი, რომ მოგიცდიან. ძალიან კარგი. ბიძაშენი ჰარვეი ხომ მოქადაგეა, არა? კარგი. განა მოქადაგე შეცდომაში შეიყვანს გემის მოხელეს? როგორ გგონია, მოატყუებს და მის მერი ჯეინს გემზე აიყვანს? შენ იცი, რომ ის ამის გამკეთებელი არ არის. მაშ რას იზამს? აი, რას იტყვის: `დიდად ვწუხვარ, მაგრამ ჩემი მრევლი იოლად უნდა წავიდეს უცემოდ, რადგანაც ჩემი ძმისწული მოსალოდნელია ავად გახდეს ამ საშინელი მრავასახეობითი ყბაყურით. ჩემი წმინდა მოვალეობაა აქ დავრჩე და სამ თვეს ვიცადო, მოვალეობაა აქ დავრჩე და სამ თვეს ვიცადო, გამოაჩნდება მერი ჯეინს ეს ავადმყოფობა თუ არა. მაგრამ რა უშავს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სჯობია უთხრათ ბიძია ჰარვეის...
_ როგორ არა, აქ ვიყურყუტოთ ნაცვლად იმისა, რომ მხიარულად გავატაროთ დრო ინგლისში. ველოდოთ, გამოაჩნდება თუ არა ავადმყოფობა მერი ჯეინს? რა სულელივით მელაპარაკები?
_ იქნებ უკეთესია, რომელიმე მეზობელს უთხრათ?
_ ყური მიგდე, სისულელესაც საზღვარი აქვს. ნუთუ არ გესმის, რომ ამ ამბავს ისინი ყველას მოსდებენ? სხვა გზა არ არის, უნდა გავჩუმდეთ.
_ იქნებ მართალიც ხარ, ვგონებ, მართალი უნდა იყო.
_ მაგრამ, ვფიქრობ, ბიძია ჰარვეის უნდა ვუთხრათ, რომ ჯეინი ცოტა ხნით წავიდა, თორემ იღელვებს.
_ დიახ, მერი ჯეინს სწორედ ეს უნდოდა. ასე თქვა: `გადასცენ ბიძია ჰარვეის და უილიამს ჩემი კოცნა და სალამი და უთხრან, რომ გაღმა ვარ სტუმრად მ-რ... მ-რ...~ რა გვარისაა ის მდიდარი ოჯახი, თქვენს ბიძია პიტერს რომ ასე უყვარდა? აი, ისინი, რომლებიც...
_ ალბათ აპთორპებს ამბობთ?
_ სწორედ იმათ. გამიჭირეს საქმე ამ გვარებმა, ვერაფრით ვერ მოიგონებს კაცი! დიახ, ასე თქვა აპთორპებთან წავედი. უნდა ვთხოვო, უსათუოდ მოვიდნენ საჯარო ვაჭრობაზე და იმათ იყიდონ ეს სახლი, რადგან მისი აზრით, ბიძია პიტერი ამჯობინებდა, სახლი იმათ რგებოდა. სანამ არ დავითანხმებ, არ მოვეშვები, თუ ძალიან დაღლილი არ ვიქნები, სახლში დავბრუნდები, თუ არა და დილით მაინც მოვალო. ასე თქვა, არაფერი უთხრა პროქტორებზე, აპთოროებზე უთხარიო. და ეს მართალი იქნება, იმიტომ, რომ იქ მართლა აპირებდა წასვლას სახლის ყიდვის თაობაზე, მე ეს ვიცი, რადგანაც თვითონ მითხრა ასე.
_ კეთილი, _ თქვეს მათ და გაიქცნენ ბიძებთან. _ გადავცემთ სალამს, კოცნას და ყველა დავალებასო.
ახლა ყველაფერი რიგზე იყო, ქალიშვილები არაფერს არ იტყოდნენ, იმიტომ რომ ინგლისში უნდოდათ წასვლა. მეფეს და ჰერცოგს ერჩივნათ, მერი ჯეინი საჯარო ვაჭრობის საქმეზე ყოფილიყო წასული, ვიდრე ექიმ რობინზონის მახლობლად ეტრიალა. მეც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. ჩემი აზრით, კარგად მოვაგვარე საქმე, თვითონ ტომ სოიერიც ვერ მაჯობებდა, მაგრამ, ცხადია, ის მეტ ლაზათს დასდებდა; მე ამის შნო არ მაქვს. სათანადო აღზრდა არ მიმიღია.
საჯარო გაყიდვა ნაშუადღევს გაიმართა მოედანზე და ძალზე გაჭიანურდა. ბერიკაცი სულ თავს დასტრიალებდა საქონლის შემფასებელს, თან გზადაგზა ურთავდა ნაწყვეტებს საღვთო წერილიდან ან კიდევ სხვა რაღაცა საღვთო სიტყვებს. ჰერცოგიც გარს უვლიდა ხალხს თავისი `ღუ-ღუთი~, ყველას თანაუგრძნობდა, ცდილობდა, ყველას გული მოენადირებინა. როგორც იქნა, საქმე გაჩანჩალდა. ყველაფერი გაიყიდა, გარდა ერთი პატარა მიწის ნაკვეთისა სასაფლაოზე. ახლა იმის გასაღება დაიწყეს. ჩემ დღეში არ მინახავს ისეთი სვავი, როგორიც ის მეფე იყო. მზად იყო, ყველაფერი ერთად შთაენთქა. ამ საქმით რომ იყვნენ გართული, ნაპირთან გემი მოვიდა. ორიოდე წუთის შემდეგ სასაფლაოს უამრავი ხალხი მოაწყდა: ყვიროდნენ, ოხუნჯობდნენ, ერთი ყიჟინა და ღრიანცელი იდგა.
_ ესეც თქვენი მეტოქეები! ესეც ბებერი პიტერ უილკსის ორი წყვილი მემკვიდრე. ფული გადაიხადეთ და ამოირჩიეთ, რომლებიც გინდათ!
                                                                         

თავი ოცდამეცხრე

ხალხს ერთ ძალიან სასიამოვნო შესახედაობის მოხუცებული ჯენტლმენი მოჰყავდა და მეორეც ასევე სასიამოვნო გარეგნობის უფრო ახალგაზრდა ჯენტლმენი. ამ უკანასკნელს მარჯვენა ხელი შეხვეული ჰქონდა. ღმერთო, რა აურზაური და სიცილი იდგა! მაგრამ სასაცილოს ვერაფერს ვერ ვხედავდი. მგონი, არც ჰერცოგი და მეფე უნდა ყოფილიყვნენ სიცილის გუნებაზე. ვიფიქრე, ფერი ეცვლებათ-მეთქი, მაგრამ მსგავსიც კი არაფერი არ მომხდარა. ჰერცოგს ვერც კი შეატყობდით, ესმოდა თუ არა, რა ხდებოდა; მიდი-მოდიოდა ბედნიერი და კმაყოფილი. თან `ღუ-ღუს~ ამბობდა, გეგონებოდათ, სადღვებელიაო. რაც შეხება მეფეს, იგი ისეთი გულისწყრომით აკვირდებოდა ახლად მოსულებს, თითქოს გულ-მუცელი ემღვრეოდა, როდესაც ხედავდა, რომ ქვეყანაზე ასეთი თაღლითები და ავაზაკები არსებობდნენ. რა ჩინებულად განასახიერებდა ამას! მრავალი ღირსეული მოქალაქე გვერდით ამოუდგა მეფეს, რომ ეჩვენებინათ, შენთან ვართო. ახლადმოსული მოხუცებული ჯენტლმენი საშინლად დაიბნა. როგორც კი დაიწყო ლაპარაკი, მაშინვე მივხვდი, ნამდვილი ინგლისელის გამოთქმა ჰქონდა; ჩვენს მეფეს კი არა ჰგავდა, თუმცა მიბაძვით, ეს უკანასკნელიც საკმაოდ კარგად ბაძავდა. არ შემიძლია ზუსტად გადმოგცეთ ბერიკაცის სიტყვები, არ ძალმიძს მას მივბაძო, მაგრამ დაახლოებით შემდეგი სიტყვებით მიმართა ხალხს: 
_ ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელია, გულწრფელად და გულახდილად ვაღიარებ, რომ არ ვარ მომზადებული ჯეროვანი პასუხისათვის. მე და ჩემ ძმას ხიფათი შეგვემთხვა: მან ხელი მოიტეხა, ჩვენი ბარგი კი წუხელის შეცდომით სხვა ქალაქში გადაიტანეს, მე პიტერ უილსკის ძმა ვარ, ჰარვეი. ესეც მისი ძმა უილიამია, რომელსაც არც სმენა აქვს და არც მეტყველება! ამჟამად ვერც ხელებით გვაგებინებს, რაც სურს: რაკი ერთი ხელი დაშავებული აქვს. ჩვენ სწორედ ისინი ვართ, ვის შესახებაც ვლაპარაკობთ, ორიოდე დღეში მივიღებთ ბარგს და დაგიმტკიცებთ. მაგრამ იმ დრომდე აღარაფერს ვიტყვი, წავალ სასტუმროში და დაველოდები.
ამ სიტყვებით ის და ახალი მუნჯი გზას გაუდგნენ. მეფემ სიცილი დაიწყო და მოჰყვა როშვას.
_ ხელი მოიტეხაო? ხომ არ გგონიათ, რომ დაგიჯერებენ? ნამდვილი მისწრებაა მატყუარისათვის, რომელსაცხელებით მართებს ლაპარაკი და არ იცის, როგორ მოახერხოს. ბარგი დაკარგეს! ეს არის რაღა! რა მარჯვედ არის შეთხზული!
თან ისევ გაიცინა, მასთან ერთად ყველამ, გარდა სამი-ოთხი, შეიძლება ექვსი კაცისა. ერთი მათგანი ის ექიმი იყო, მეორე _ თვალმარჯვე ჯენტლმენი, ძველებური სამგზავრო ჩანთით ხელში. ის ახლად იყო გადმოსული გემიდან და ხმადაბლა ესაუბრებოდა ექიმს; ისინი დროდადრო გახედავდნენ მათ და ერთმანეთს თავს უქნევდნენ. ეს ჯენტლმენი იყო ლევი ბელი, ვექილი, რომელიც ლუიზვილიდან დაბრუნებულიყო. მესამე იყო ვიღაც ახმახი კაცი, რომელიც ჯერ მოხუცებულ ჯენტლმენთან ახლოს მივიდა და მოუსმინა, ახლა კი მეფეს უსმენდა. რდესაც მეფემ გაათავა, ახმახმა უთხრა:
_ გამაგებინეთ. თუ თქვენ ჰარვეი უილკსი ხართ, როდის მოხვედით ამ ქალაქში?
_ დაკრძალვის წინა დღეს, _ მიუგო მეფემ.
_ რა დრო იყო?
_ საღამო ხანი, მზის ჩასვლას ერთი-ორი საათი თუ აკლდა.
_ როგორ მოხვედით?
_ მე მოვედი ცინცინატიდან გემით `სიუზენ პაუელი~.
_ მერე როგორ გაჩნდით დილით ნავში კონცხის მახლობლად?
_ მე არ ვყოფილვარ დილით კონცხის მახობლად.
_ სიცრუეა.
ამ სიტყვებზე რამდენიმე კაცი მისცვივდა მას, ამნაირად ნუ ელაპარაკებით მოხუცებულ კაცს, ისიც მოქადაგესო.
_ მოქადაგე მაგას და ეშმაკები, ეგ ცრუ არამზადაა და მეტი არაფერი. კონცხზე იყო იმ დილით, იქ არა ვცხოვრობ?! ჰოდა, იქ ვიყავი და ეგეც იქ იყო, მე იქ ვნახე, ნავით მოვიდნენ ეგ, ტომ კოლინსი და ერთი ბიჭი.
ექიმი ადგა და უთხრა:
_ იცნობ იმ ბიჭს, რომ ნახო, ჰაინს?
_ მგონია, ვიცნობ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი. აგერ, სადა დგას. სულ ადვილად ვიცანი.
თითი ჩემკენ გამოიშვირა. მერე ექიმმა თქვა:
_ მეზობლებო, არ ვიცი, ახლადმოსულები არამზადები არიან თუ არა, მაგრამ ესენი თუ არამზადები არ არიან, მაშ მე კაცი არ ვყოფილვარ. ჩემი აზრით, ჩვენ მოვალენი ვართ, ყველანი დავაკავოთ, სანამ საქმეს გამოვიძიებთ. წამოდი, ჰაინს, წამოდით ყველანი. ეს ორი ვაჟკაციც სასტუმროში წავიყვანოთ, პირისპირ დავუყენოთ იმ წყვილს, ვგონებ ბევრი დრო არ დაგვჭირდება საქმის ნათელსაყოფად.
ბრბოსათვის ეს ნამდვილი მისწრება იყო, თუმცა, შეიძლება, მეფის მეგობრები სულ სხვას ფიქრობდნენ; მზე ჩასვლაზე იყო, ექიმს ხელჩაჭიდებული მივყავდი; იგი საკმაოდ თავაზიანად მეპყრობოდა, მაგრამ ხელს არც ერთი წუთით არ მიშვებდა.
ყველანი შევედით სასტუმროში, ერთ დიდ დარბაზში სანთლები ავანთეთ და ახალი წყვილიც იქ შევიყვანეთ. უპირველეს ყოვლისა, ექიმმა თქვა:
_ მე არ მსურს დიდი სიმკაცრე გამოვიჩინო ამ ორი კაცის მიმართ, მაგრამ, ჩემი აზრით, არამზადები არიან და ადვილი შესაძლებელია, თანამზრახველებიც ჰყავთ, რომელთა შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. თუ მართლა ასეა, განა, მათ ამხანაგებს არ შეუძლიათ პიტერ უილკსის მიერ დატოვებული ოქროთი სავსე პარკი გადამალონ? ეს ადვილი შესაძლებელია. თუ ეს კაცები მართალნი არიან, მოატანინონ ის ფულის და იქამდე, ვიდრე არ დაამტკიცებენ თავის სიმართლეს, ჩვენ მოგვაბარონ. სწორი არა ვარ?
ყველანი დაეთანხმნენ. მე გავიფიქრე, ჩვენი საქმე უკვე წასულია-მეთქი. მაგრამ მეფემ მხოლოდ ნაღვლიანად შეხედა მათ და თქვა:
_ ჯენტლმენებო, ნეტავი ფული იქ იყოს. მე სრულებითაც არ ვარ განწყობილი, რომ ამ უბედურის საქმის პატიოსან, აშკარა და საფუძვლიან გამძიებას ხელი შევუშალო; მაგრამ სამწუხაროდ, ფული აღარ არის. თუ გსურთ, შეგიძლიათ გაგზავნოთ ვინმე და დარწმუნდეთ.
_ მაშ, სად არის?!
_ როდესაც ჩემმა ძმისწულმა ფული მომაბარა, ჩემი საწოლის ლეიბში დავმალე, არ მსურდა რამდენიმე დღის გულისათვის ბანკში შემეტანა, ეს ადგილი კი საიმედოდ მიმაჩნდა. ზანგებს ჩვეული არა ვართ და ინგლისელი შინამოსამსახურეებივით პატიოსნები მეგონნენ. მეორე დილით, ქვევით რომ ჩამოვედით, აღმოჩნდა, ფული ზანგებს მოეპარათ. ისინი რომ გავყიდე, ჯერ არ ვიცოდი ფულის დაკარგვის ამბავი და, ეტყობა, თან გაიყოლეს. ჩემი მოსამსახურე გიამბობთ ამას, ჯენტლმენებო.
_ მიქარვაა, _ თქვეს ექიმმა და კიდევ რამდენიმე კაცმა. მე შევამჩნიე, რომ მაინცდამაინც არც სხვებმა დაუჯერეს. ერთი კაცი ემეკითხა, საკუთარი თვალით ნახე, ფული როგორ მოიპარეს ზანგებმა თუ არაო. მე ვუთხარი, არა-მეთქი. მე მხოლოდ ის დავინახე, რომ ფეხაკრეფით გავიდნენ ოთახიდან, ვიფიქრე, ალბათ, უცაბედად ჩემი ბატონი გააღვიძეს და მიეჩქარებიან, რომ არ გაუჯავრდეს-მეთქი. ამის მეტი არაფერი უკითხავთ; მერე ექიმმა უცბად მომმართა:
_ შენც ინგლისელი ხარ?
მე დადებითად ვუპასუხე, ექიმმა და კიდევ რამდენიმე კაცმა გაიცინეს: ზღაპარიაო, თქვეს.
მერე დაიწყეს გაუთავებელი გამოძიება, საათი საათს მისდევდა, ვახშამი აღარავის ახსოვდა; თავისას განაგრძობდნენ და საქმე ისე დაიხლართა, რომ ზაღლი პატრონს ვერ იცნობდა. ჯერ მეფეს აამბობინეს თავისი ზღაპარი, მერე მოხუცებული ჯენტლმები ალაპარაკეს. მთლად უგუნური უნდა ყოფილიყო კაცი, რომ არ დაენახა მოხუცებული ჯანტლმენის სიალალმართლე და ჩვენი მეფის მატყუარობა. მერე მეც მომმართეს, მვიანმე, რა იციო. მეფემ ცალი თვალით გადმომხედა და მაშინვე მივხვდი, რაც უნდა მეთქვა. დავიწყე ლაპარაკი შეფილდზე, როგორ ვცხოვრობდით იქ, ვუამბე ინგლისელ უილკსებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრის თქმა არ დამაცადეს; ექიმს სიცილი აუვარდა, ლევი ბელმა, ვექილმა კი მითხრა:
_ დაჯექი, ბიჭო, შენ ადგილზე რომ ვიყო, ასე არ შევიწუხებდი თავს, გეტყობა, ტყუილებს არა ხარ ჩვეული, არ გემარჯვება, შენ ჯერ პრაქტიკა გჭირდება, ძალიან უხეიროდ გამოდგის.
ვერაფერი ქათინაური იყო, მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ მომეშვნენ.
ექიმს რაღაცის თქმა უნდოდა, მიტრიალდა და დაიწყო:
_ თავიდან რომ ქალაქში ყოფილიყავით, ლევი ბელ...
მეფემ სიტყვა გაწყვიტა, ვექილს ხელი გაუწოდა და უთხრა:
_ როგორ, ეს ჩემი საწყალი ძმის ძველი მეგობარია, რომელზედაც ასე ხშირად იწერებოდა?
იმან და ვექილმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ვექილმა გაუღიმა, ნასიამოვნები გამოიყურებოდა; კარგა ხანს ილაპარაკეს, მერე გვერდზე გადგნენ და ხმადაბლა იბაასეს. ბოლოს ვექილმა ყველას გადაგონად თქვა:
_ საქმეს ეს გაარკვევს, გამოგართმევთ პატარა ბარათს და თქვენი ძმის ბარათთან ერთად გავგზავნი; მაშინ ყველაფერი მოგვარდება.
კალამი და ქაღალდი მოიტანეს. მეფე ჩამოჯდა, თავი ცალ მხარეს გადასწია, ტუჩები ააცმაცუნა და რაღაც დაჯღაბნა. მერე კალამი ჰერცოგს გადასცეს. პირველი შემტხვევა იყო, რომ ჰერცოგს სახეზე წყრომა გადმოეხატა, მაგრამ მაინც აიღო კალამი ხელში და დაწერა, მერე ვექილი მიუბრუნდა მოხუცებულ ჯენტლმენს და უთხრა:
_ თუ შეიძლება, თქვენ და თქვენმა ძმამ ერთი-ორი სტრიქონი დაწერეთ და გვარი მოაწერეთ.
მოხუცებულმა ჯენტლმენმა დაწერა, მაგრამ ვერავინ გაარჩია მისი ნაწერი. ვექილი ძალიან გაკვირვებული დარჩა და თქვა:
_ ვერა გამიგია რა, _ ამ სიტყვებით ჯიბიდან ამოიღო მრავალი ძველი წერილი და სინჯვა დაუწყო; მერე მოხუცის დაწერილი გასინჯა; კვლავ წერილებს დაუბრუნდა და ბოლოს თქვა: `ეს ძველი წერილები ჰარვეი უილკსის გამოგზავნილია; აი, ეს ორი ხელნაწერიც; ყველა დაინახავს, რომ ამათი დაწერილი არ არის (მეფე და ჰერცოგი დაბნეულები და გასულელებულები იდგნენ, რაკი, მიხვდნენ, რომ ვექილმა გააცურა). აი, ამ მოხუცი ჯენტლმენის ნაწერიც. ყველა ადვილად მიხვდება, რომ არც მას დაუწერია ეს წერილები. საქმე იმაშია, რომ ეს აჩხა-ბაჩხა ასოები ნაწერადაც არ ჩაითვლება, აი, რამდენიმე წერილი...
_ ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, რაშია საქმე. ჩემ ნაწერს, უილიამის გარდა, ვირავინ არჩევს. თქვენ რომ წერილები გაქვთ, მისი გადაწერილია, _ თქვა მოხუცებულმა კჯენტლმენმა.
_ ოჰო, _ თქვა ვექილმა. _ მაშ, ასეა საქმე! მე უილიამის წერილებიც მაქვს. თუ ერთ-ორ სტრიქონს დააწერინებთ ჩვენ შე...
_ მარცხენა ხელით წერა არ სეუძლია, _ უთხრა მოხუცებულმა ჯენტლმენმა, _ მარჯვენა ხელს რომ ხმარობდეს, დარწმუნდებოდით, რომ იმისი ხელით არის დაწერილი მისი წერილებიც და ჩემიც. დააკვირდით, აბა, ორივეს, ერთი ხელია თუ არა.
ვექილმა დახედა წერილებს.
_ ვგონებ, ასე უნდა იყოს, მაგრამ, ასედაც რომ არ იყოს, მსგავსება მაინც ძალიან დიდია, რისთვისაც წინათ ყურადღება არ მიმიქცევია. მაშ ასე! მე მეგონა, სწორ კვალს მივაგენით-მეთქი, მაგრამ შევმცდარვარ, თუმცა ერთი რამ დადასტურდა, ესენი უილკსები არ არიან; _ და თავის მოძრაობით მეფეზე და ჰერცოგზე ანიშნა.
მაგრამ როგორ გგონიათ? ეს აჯამი ბებერი მაშინაც არ დანებდა. მართლა არ დანებდა! ეს პატიოსანი გამოძიება არ არისო. ჩემი ძმა უილიამი საშინელი ხუმარაა და არც ცდილა ხეირიანად დაეწერა. ხელში აიღო თუ არა კალამი, მაშინვე იმდენი ტყუილი თქვა, რომ ბოლოს თვითონვე დაიჯერა, რასაც ამბობდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ახლად ჩამოსული ჯენტლმენი ჩაერია და თქვა:
_ ერთი რამ გამახსენდა. ხომ არავინ არის აქ, ვინც შველოდა ჩემ ძმ... განსვენებული პიტერ უილკსის ჩაცმას?
_ როგორ არა, _ მიუგო ერთმა, _ მე და ებ ტარნერმა ჩავაცვით; ორივენი აქა ვართ.
მაშინ მოხუცი ჯენტლმენი მიუბრუნდა მეფეს და უთხრა:
_ იქნებ ამ ჯენტლმენს შეუძლია გვითხრას, რა ნიშნები აქვს განსვენებულს მკერდზე?
დალახვროს ეშმაკმა, ეს ისე მოულოდნელი იყო, რომ მეფეს სწრაფად უნდა აემუსავებინა გონება, თორემ ყველაფერი ისე ჩაიშლებოდა, როგორც მდინარისგან ძირგამოთხრილი ფლატე; ეს ხრიკი თანაც ისე იყო გაანგარიშებული, რომ ადამიანს ყველა გზას მოუჭრიდა. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, რა ნიშანი ჰქონდა მკერდზე მიცვალებულს? ცოტა გაფითრდა, მაგრამ რას იზამდა. სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა წინ იწევდა და თვალს არ აშორებდა მას. `ახლა კი თავს დამარცხებულად იცნობს, _ ვთქვი ჩემთვის, _ მეტი რა გზა აქვს~. გგონიათ, ასე მოიქცა? ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ თავი დამარცხებულად არ უცვნია. ვგონებ იფიქრა, ხალხს დავღლი, არაქათს გამოვაცლი და, როდესაც დაიშლებიან, მე და ჰერცოგი თავს ვუშველითო. ასე იყო თუ ისე, თავისთვის იჯდა, მერე კი ღიმილით თქვა:
_ ჰო! ძალიან ძნელი კითხვაა; რასაკვირველია! დიახ, სერ, მე შემიძლია გითხრათ, რა ნიშანი ჰქონდა მას მკერდზე. პატარა, წვრილი, ლურჯი ისარი, აი, რა. თუ ახლოს არ შეხედავთ, ვერც კი შეამჩნევთ, აბა, ამაზე რას იტყვით?
ასეთ ცრუპენტელა, გაქნილ ბებრუხანას პირველად ვხედავდი.
მოხუცებული ჯენტლმენი სწრაფად მიუბრუნდა ებ ტარნერს და იმის ამხანაგებს, თვალები უბრწყინავდა: ალბათ, ფიქრობდა, რომ ამჯერად მეფე ხელში ჰყავდა.
_ ხომ გაიგონეთ, რა თქვა? განა ჰქონდა ასეთი ნიშანი მკერდზე პიტერ უილკსს?
ორივე კაცი ერთად ალაპარაკდა:
_ ასეთი ნიშანი ჩვენ არ გვინახავს.
_ კარგი, _ უთხრა მოხუცებულმა ჯენტლმენმა, _ აი, თქვენ რა ნახეთ მის მკერდზე; პატარა, მკრთალი პ და ბ (რომელიც ინიციალია მეორე სახელის, ეს სახელი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაივიწყა) და უ. ამ ასოებს შორის _ ტირეები, აი, ასე: პ-ბ-უ; _ აიღო და ქაღალდზე დაწერა ეს ასოები.
_ ხომ ეს არის, რაც თქვენ ნახეთ?
ორივემ ერთხმად უპასუხა:
_ არა, ჩვენ არავითარი ნიშნები არ გვინახავს.
ამჯერად კი ყველანი აღშფოთდნენ და ყვირილი მორთეს:
_ ყველანი ოინბაზები ყოფილან! წყალში გადავყაროთ! დავახრჩოთ! სარზე ავაგოთ! _ საერთო ყვირილი და ყურთასმენის წამღები ყიჟინა ატყდა, ვექილი მაგიდაზე შეხტა და დაიძახა:
_ ჯენტლმენებო... ჯენტლმენებო... ყური დამიგდეთ, ერთი სიტყვა... მხოლოდ ერთი სიტყვა... თუ შეიძლებოდეს! კიდევ ერთი საშუალება არსებობს; წავიდეთ, ამოვთხაროთ გვამი და გავსინჯოთ.
ეს მოეწონათ.
_ ვაშა! _ შესძახა ყველამ და ის იყო წასვლა დააპირეს, რომ ვექილმა და ექიმმა დაიყვირეს:
_ მოიცადეთ, მოიცადეთ! ეგ ოთხივე კაცი და ბიჭი დაიჭირეთ და თან წამოიყვანეთ.
_ კარგი, წამოვიყვანთ, _ დაიყვირეს დამსწრეებმა, _ და, თუ ის ნიშნები ვერ აღმოვაჩინეთ, მთელ ხროვას ლინჩის წესით გავასამართლებთ.
უნდა გითხრათ, ძალიან შევშინდი, მაგრამ მეტი რა გზა იყო. ჩაგვავლეს ხელი ყველას და წაგვიყვანეს სასაფლაოსაკენ, რომელიც მდინარის დაღმა ერთ-ნახევარი მილის მანძილზე იყო. მთელი ქალაქი ფეხდაფეხ აგვედევნა, რადგანაც ძალიან ვხმაურობდით და ჯერ მხოლოდ ცხრა საათი იყო.
ჩვენს სახლს რომ ჩავუარეთ, მაშინ კი ვინანე, რომ მერი ჯეინი ქალაქიდან გავისტუმრე; აქ რომ ყოფილიყო, როგორც კი თვალით ვანიშნებდი, დამიხსნიდა, ამ არამზადებს კი ამხელდა.
შეჯგუფებული მივყვებოდით მდინარისპირა გზას და გარეული კატებივით ვჭყაოდით; თითქოს უფრო მეტი შიშის მოსაგვარებლად, ცა მოიქუშა, ელავდა, ქარმა ფოთლები ააშრიალა. ჩემს სიცოცხლეში პირველად ჩავვარდი ასეთ გასაჭირში და გაბრუებულივით ვიყავი; საქმე სხვანაირად წავიდა. მე კი სხვას ველოდი. იმის მაგივრად, რომ სეირისთვის შორიდან მეცქირა და, როცა სურვილი მექნებოდა, გავქცეულიყავი, ზურგს უკან მყოლოდა მერი ჯეინი, რომელიც საჭირო დროს გადამარჩენდა და გამათავისუფლებდა, აი, რა დღეში ჩავვარდი. მკერდზე დადაღული რაღაც ნიშნები თუ გადამარჩენდა, თორემ სხვა არაფერი. მაგრამ, თუ ვერ აღმოაჩენდნენ?
ამაზე ფიქრს ვერც კი ვებდავდი, მაგრამ ვეღარც სხვა რამეზე ვფიქრობდი. უფრო და უფრო ჩამობნელდა და სწორედ კარგი დრო იყო გასაპარავად, მაგრამ იმ ახმახ ჰაინსს ისე მაგრა ეჭირა ჩემი ხელი, გეგონებოდათ, გოლიათიაო. ისეთი აღელვებული იყო, რომ თითქმის მიმათრევდა. რა უნდა მექნა, სულ სირბილით მივდევდი.
როდესაც დანიშნულ ადგილს მიაღწიეს, ხალხი ღვარივით მოედო სასაფლაოს. საფლავთან რომ მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ასჯერ იმაზე მეტი ბარი წამოეღოთ, ვიდრე საჭირო იყო. ფარანზე კი არავის ეზრუნა; მაგრამ რა გააჩერებდათ, ელვის სინათლეზე დაიწყეს თხრა და ფარნის სათხოვრად კაცი აფრინეს უახლოეს სახლში, რომელიც ნახევარი მილის დაშორებით მდებარეობდა.
გაშმაგებული თხრიდნენ; ამასობაში საშინლად დაბნელდა, დაიწყო წვიმა. ქარი გლეჯდა იქაურობას. ელვა გახშირდა, ჭექა-ქუხილმა უმატა, მაგრამ ხალხს ეს აინუნშიაც არ მოსდიოდა, ისე იყვნენ გართული თავისი საქმით. უცბად გაიელვებდა და ყველაფერი გამოჩნდებოდა: ყოველი სახე ამ უზარმაზარ ბრბოში, საფლავიდან ამოყრილი მიწით სავსე ყოველი ნიჩაბი. მერე ისევ წყვდიადი შთანთქავდა ყველაფერს და უკვე აღარაფერი ჩანდა.
ბოლოს კუბოც ამოიღეს და ხუფის მოხსნა დაიწყეს; ყველა ლამობდა, ერთხელ მაინც მოეკრა თვალი მისთვის და ამიტომ არნახული ჭედვა, ხელისკვრა და მუჯლუგუნების ცემა დაიწყეს. სიბნელეში ყოველივე ეს თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენდა. ჰაინსი ისე მეჯაჯგურებოდა და ხელს ისე მიჭერდა, რომ კინაღამ მაჯა ამომიგდო, ვგონებ, მთლად გადაავიწყდა ჩემი არსებობა, ისე ღელავდა, სულს ძლივს ითქვამდა.
უეცრად ელვამ თეთრი შუქი ნოჰფინა იქაურობას და ვიღაცამ წამოიძახა:
_ ღმერთსა ვფიცავ, გულზე ფულის პარკი ადევს!
ჰაინსმა სხვებთან ერთად შეჰყვირა, ხელი გამიშალა და მთელი ძალით წინ გაიჭრა, რათა ფული საკუთარი თვალით ენახა. მეც ეს მინდოდა, მოვწყდი ადგილს და, ვერ აგიწერთ, ისე მოვუსვი სიბნელეში.
მთელი შარაგზა ჩემს განკარგულებაში იყო და ფრთებშესხმულივით მივქროდი. ყველაფერი ხელს მიწყობდა, გარდა სრული სიბნელის, დროდადრო ელვის, წვიმის შხაპუნის, ქარის ქროლვის და ჭექა-ქუხილისა. შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებული იყოთ, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი.
როცა ქალაქში მივირბინე, ვხედავ, ამ ქარიშხალში გარეთ არავინ არის. მეც შეკებისკენ აღარ გამიხვევია. პირდაპირ მთავარ ქუჩაზე მივქროდი. ჩვენ სახლს რომ მივუახლოვდი, თვალები მივაშტერე, სინათლე არსაიდან არ მოჩანდა, სრული სიბნელე მეფობდა; რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, სევდამ შემიპყრო, ხოლო რა მიზეზით, არ ვიცი. სახლს გავუსწორდი, მერი ჯეინის ფანჯარაში სინათლე აინთო... გული ისე ამიჩქროლდა, თითქოს ბუდიდან ამოვარდნას ლამობსო. წუთიც და სახლიც, იქაურობაც უკან დამრჩა სიბნელეში, ვიცოდი, მას ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავდი. ხოლო მერი ჯეინისთანა ძვირფასი ხასიათის ქალიშვილს იშვიათად თუ შეხვდება ადამიანი.
როდესაც ქალაქს ისეთ მანძილზე გავცდი, რომ შესაძლებელი გახდა კუნძულზე გადასვლის შესახებ მეფიქრა, გაფაციცებით დავიწყე ნავის ძებნა, არ ვიცოდი, სად მეშოვა. როგორც კი ელვის შუქზე ერთი მიუჯაჭვავი ნავი დავინახე, ვტაცე ხელი და ნაპირს გავშორდი. ნავი პატარა იყო და ნაპირზე მხოლოდ თოკით მიებათ. კუნძული კარგა მოშორებით მდებარეობდა შუამდინარეში; მაგრამ შეუჩერებლად წინ მივიწევდი, ტყუილად რა დამაკარგვინებდა დროს. ბოლოს, როდესაც ტივს მივაღწიე, არაქათი ისე გამომელია, ერთი კარგად ამოსუნთქვის და დაწოლის მეტი არა მენატრებოდა-რა; მაგრამ სად იყო ამის დრო. შევდგი თუ არა ტივზე ფეხი, შევყვირე:
_ ჯიმ, ჩქარა აუშვი ტივი! მადლობა ღმერთს, ისინი თავიდან მოვიცილეთ.
ჯიმი გამოვიდა და ხელებგაშლილი სიხარულით ჩემკენ გამოქანდა, მაგრამ ელვის შუქზე რომ დავინახე, ჩემი დამემართა, უკან-უკან წავედი და წყალში გადავვარდი. დავიწყებული მქონდა, რომ ჯიმი ერთსა და იმავე დროს ასახიერებდა მეფე ლირსაც და დამხრჩვალ არაბსაც; შიშით კინაღამ გული წამივიდა. ჯიმმა წყლიდან ამომიყვანა, ჩემი დაბრუნებით და იმათი თავიდან მოშორებით ისე იყო გახარებული, რომ აპირებდა გადამხვეოდა და დაველოცე. მე ვუთხარი:
_ ახლა არა, საუზმის დროს, საუზმის დროს სჯობია, სწრაფად აუშვი ტივი, წავიდეთ.
ორი წამიც და მდინარეზე მივსრიალებდით. რა კარგი იყო კვლავ თავისუფლად ყოფნა! განიერ მდინარეზე ჩვენს მეტი არავინ შეგვაწუხებდა. სიხაურულით თავი ვეღარ შევიკავე, ტივზე გავირბ-გამოვირბინე, შევკუნტრუშდი, ქუსლი შემოვკარი. მაგრამ ქუსლი მესამეჯერ რომ შემოვკარ, რაღაც ძალიან ნაცნობი ხმა შემომესმა; გავინაბე, ყურები ვცქვიტე, დავიცადე; მართლაც, როცა კიდევ გაიელვა, ისინი გამოჩნდნენ. მეფე და ჰერცოგი იყვნენ, ნიჩბებს გამალებით უსვამდნენ და ნავს ჩვენსკენ მოაქანებდნენ.
_ პირდაპირ ფიცრებზე დავემხე და ტირილისაგან თავი ძლივს შევიკავე.
                                                                        

თავი ოცდამეათე

როგორც კი ტივზე ფეხი შემოდგეს, მეფე საყელოში მწვდა და მითხრა:
_ ჩვენ გაგვირბოდი არა, შე ძაღლის ლეკვო, შენა! მოგბეზრდა, ხომ ჩვენი საზოგადოება? 
    _ არა, თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენ არ გვინდოდა... თუ შეიძლებოდეს, გამიშვით, თქვენო უდიდებულესობავ!
_ ჩქარა სთქვი, მაშ რა გქონდა აზრად, თორემ იმდენს განჯღრევთ, რომ გულ-ღვიძლს ამოგაყრევინებ.
_ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ გიამბობთ, ყველაფერს, რაც მოხდა, თქვენო უდიდებულესობავ. ის კაცი მე რომ ვეჭირე, ძალიან გულკეთილად მექცეოდა, სულ იმას მეუბნებოდა, შენოდენა ბიჭი შარშან მომიკვდა და მებრალები, ასეთ საფრთხეში რომ ჩავარდიო. როდესაც ოქროს დანახვაზე ყველანი სახტად დარჩნენ და კუბოს მისცვივდნენ, იმ კაცმა ხელი გამიშვა და ჩამჩურჩულა, ახლა მოქუსლე, თორემ, ალბათ ჩამოგახრჩობენო. მეც გავიქეცი. რა აზრი ჰქონდა დარჩენას; მაინც ვერაფერს გავაწყობდი და, თუკი ჩამოხრჩობას ავიცდენდი თავიდან, ამას რა სჯობდა. ისე მოვრბოდი, რომ ერთხელაც არ შემისვენია, ვიდრე ნავს არ წავაწყდი, აქ მოსვლისთანავე ჯიმს ვუთხარი, აჩქარდი, თორემ დამიჭერენ და ჩამომახრჩობენ-მეთქი. ისიც ვთქვი! ვინ იცის, მეფე და ჰერცოგი ცოცხლები აღარც კი არიან-მეთქი. ძალიან გვენანებოდით მე და ჯიმს და ძალიან გაგვიხარდა, რომ დაგინახეთ. თუ გინდათ, ჯიმს ჰკითხეთ.
ჯიმმა დაადასტურა ჩემი სიტყვები, მაგრამ მეფემ ხმა გააკმენდინა და თქვა: `ჰო, მართალი იქნება უსათუოდ~, თან ისევ შემანჯღრია და წყალში დახრჩობით დამემუქრა, მაგრამ ჰერცოგმა უთხრა:
_ ბიჭს ხელი გაუშვი, გამოჩერჩეტებულო ბებერო! შენ რა, სხვანაირად მოიქცეოდი? შენ რომ თავს უშველე, განა ბიჭი მოიკითხე? რაღაც არ მახსოვს, რომ ასე ყოფილიყოს.
მეფემ ხელი გამიშვა და მოჰყვა იმ ქალაქის და ყველა იქაურის ლანძღვას, მაგრამ ჰერცოგმა უთხრა:
_ გირჩევნია, საკუთარი თავი გაილანძღო, ამის ღირსი ყველაზე მეტად შენ თვითონ ხარ. თავიდან დაწყებული, გონივრული არა გაგიკეთებია რა, გარდა ერთისა: გულგრილად და საკმაოდ თავხედურად რომ გამოაცხადე იმ არარსებული ლურჯი ისრის შესახებ. ეს კი ძალიან კარგი იყო... პირდაპირ შესანიშნავი და ამან გადაგარჩინა სწორედ: ეს რომ არ ყოფილიყო, ინგლისელების ბარგის მოსვლამდე დამწყვდეულებს გვამყოფებდნენ და მაშინ... საპატიმრო რომ ნაღდი იყო! მაგრამ ამ ოინმა სასაფლაოსკენ გაიტყუა ხალხი და ოქრომ კიდევ უკეთესი საქმე დაგვმართა; იმ დამთხვეულებს ყველასათვის რომ ხელი არ გაეშვათ და კუბოს არ მისცვივნოდნენ, ამაღამ ყელსაბამით მოგვიხდებოდა დაძინება, თანაც ისეთი მაგარი ყელსაბამით, რომ შენს მტერს.
ერთ წუთს წყნარად იყვნენ, ფიქრს მიეცნენ, მერე მეფემ რაღაც დაბნეულად თქვა:
_ ჰმ! ჩვენ კი გვეგონა რომ ზანგების მოპარული იყო.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
_ დიახ, _ უთხრა ჰერცოგმა დინჯად, მრავალმნიშვნელოვნად და დაცინვით, _ ჩვენც ასე გვეგონა.
ნახევარი წუთის შემდეგ მეფემ ტკეპნა-ტკეპნით უთხრა:
_ ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა.
ჰერცოგმა სწორედ ისეთნაირად უპასუხა:
_ პირიქით, მე მეგონა.
მეფე აიმრიზა და შეეკითხა:
_ მოიხედე, ბრიჯოუტერ, მაგას რაზე ამბობ?
ჰერცოგმა მკვირცხლად მიუგო:
_ რაკი ამაზე მიდგა საქმე, იქნებ მიბოძო, გკითხო, შენ რაზე ამბობდი?
_ სისულელეა! _ მიუგო მეფემ გესლიანად, _ თუმცა არ ვიცი, იქნებ გეძინა და ვერ გრძნობდი რას აკეთებდი?
ახლა ჰერცოგი გაცხარდა და უთხრა:
_ კმარა მიქარვა! რაო, სულ მთლად ჩერჩეტი ხომ არ გგონივარ? როგორ ფიქრობ, მე არ ვიცი, ვინ დამალა ფული კუბოში?
_ დიახ, სერ! ვიცი, რომ კარგად იცით, რადგან შენ თვითონ დამალე.
_ ტყუილია! _ დაიყვირა ჰერცოგმა და სწვდა მას კისერში, მაგრამ მეფემ დაიღრიალა:
_ ხელები! გამიშვი ხელი, უკან მიმაქვს ჩემი ნათქვამი!
ჰერცოგმა უთხრა:
_ კარგი, მხოლოდ ჯერ გამოტყდი, რომ ფული შენ დამალე. გინდოდა ერთ მშვენიერ დღეს გამპარვოდი, დაბრუნებულიყავი უკან, ფული ამოგეთხარა და მთლიანად მიგეთვისებინა, ხომ ასეა?
_ ერთი წუთით მოითმინე, ჰერცოგო, ერთ კითხვაზე მიპასუხე, პატიოსნად და სწორად. თუ ფული შენ არ ჩაგიდვია იქ, მითხარი და დაგჯერებ, ხოლო ჩემს ნათქვამს უკან წავიღებ.
_ ე ბებერო, არამზადავ, ფული მე არ ჩამიდვია და ეს შენ ძალიან კარგად იცი. ეს არის და ესა!
_ კარგი, მჯერა შენი. მაგრამ ერთ კითხვაზე კიდევ მიპასუხე, ოღონდ არ გაშმაგდე... ხომ გქონდა განზრახვა, აგეწაპნა ფული და დაგემალა?
ჰერცოგი ერთ ხანს გაჩუმებული იყო და მერე უთხრა:
_ სულ ერთია, მქონდა აზრად, თუ არა; საქმე იმაშია, რომ არ ჩამიდენია, შენ კი აზრადაც გქონდა და ჩაიდინე კიდეც.
_ თავი მომიკვდეს, თუ ჩამედინოს, პატიოსნად გეუბნები; იმას ხომ არ ვამბობ, არ დამიპირებია-მეთქი, დავაპირე, მაგრამ ენ... თუ ვიღაცა სხვამ... დამასწარით.
_ სტყუი! თვითონვე ჩაიდინე და უნდა გამოტყდე, რომ ჩაიდინე, თორემ...
მეფეს სუნთქვა შეეკრა და ძლივსძლივობით წაილუღლუღა:
_ გეყოფა! ვაღიარებ!
ამის გაგონება ძალიან გამიხარდა; გაცილებით უკეთესად ვიგრძენი თავი. ჰერცოგმა მეფეს ხელი გაუშვა და უთხრა:
_ თუ უარის თქმა ერთხელ კიდევ გაბედე, წყალში გადახრჩობ: ახია, რომ ზიხარ და ბავშვივით სლუკუნებ... ასე მოგიხდება. პირველად ვხედავ ასეთ ბებერ სირაქლემას, რომ უნდა ყველაფერი თვითონ შესანსლოს. მე კი საკუთარ მამასავით გენდობოდი. უნდა გრცხვენოდეს, იქ იყავი, გესმოდა, როგორ გადააბრალეს ყველაფერი საცოდავ ზანგებს და ერთი ხმა არ ამოგიღია იმათ დასაცავად. ჩემ თავზე მეცინება, იმდენად სუსტი როგორ აღმოვჩნდი, რომ შენი მიქარვა დავიჯერე. ეშმაკსაც წაუღიხარ! ახლა მშვენივრად მესმის, რისთვისაც მოინდომე ფულის შევსება, გინდოდა ხელში ჩაგეგდო ის ფულიც, რომელიც `უბადლო სანახაობაში~ ავიღე, სხვაც, ერთი სიტყვით, ყველაფერი.
მეფემ მოკრძალებით და სლუკუნ-სლუკუნიY უთხრა:
_ ჰერცოგო, ფულის შევსება შენა თქვი, მე კი არა.
_ კრინტი! არაფერი გამაგონო, _ უთხრა ჰერცოგმა, _ ხომ ხედავ, რაც გერგო. იმათ თავისი ფულიც დაუბრუნდათ და ჩვენიც ზედ დაემატა, გროშების მეტი არა დაგვრჩა რა, გასწი, დაიძინე და, თუ თავი ცოცხალი გინდა, ზარალი აღარ გამახსენო.
მეფე ქოხში შეცოცდა და სანუგეშოდ თავის ბოთლს მიეტანა. ცოტა ხნის შემდეგ გერცოგმაც ბოთლი მიიყუდა და ნახევარ საათს არცკი გაევლო, რომ ორივენი კარგად გამოიბრუჟნენ. რაც უფრო ეკიდებოდათ ღვინო, მით უფრო ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს. ბოლოს ერთიმეორეს გადაეხვივნენ და ხვრინვა ამოუშვეს. შევნიშნე, რომ სიმთვრალეშიც კი მეფეს იმდენი ჭკუა შერჩენოდა, რომ ახლახან განცდილი არ დავიწყებოდა და უარი არ ეთქვა ფულის დამალვაზე. გულზე მომეშვა და კმაყოფილება ვიგრძენი. იმათ რომ ხვრინვა ამოუშვეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი ვიბაასეთ და ჯიმს ყველაფერი ვუამბე.
                                                                           

თავი ოცდამეთერთმეტე

მრავალი დღე ისე ვიარეთ, რომ არც ერთ ქალაქში არ გავჩერებულვართ, პირდაპირ მდინარეს მივყვებოდით. ახლა ჩვენ უკვე სამხრეთში ვიმყოფებოდით, თბილ ჰაერზე. სახლიდან საგრძნობლად მოშორებით. გზადაგზა გვხვდებოდა ესპანური ხავსით დაფარული ხეები; ხის ტოტებზე გადმოკიდებული ხავსი გრძელ ჭაღარა წვენს მოგაგონებდათ: პირველად ვხედავდი ასეთ ხავსს.        
მისგან ტყე მეტად ბნელი და დაბურული ჩანდა. ოინბაზებმა იფიქრეს, საშიში აღარაფერი არისო, და კვლავ ხელი მიჰყვეს მოსახლეობის ყვლეფას.
ჯერ ლექცია წაიკითხეს სმაში ზომიერების შესახებ, მაგრამ ისე ცოტა ფული აიღეს, რომ დასალევადაც არც ეყოთ; მერე სხვა ქალაქში საცეკვაო სკოლა გახსნეს, მაგრამ ცეკვისა, კენგურუსავით, არაფერი გაეგებოდათ; პირველივე ნახტომის დანახვაზე ხალხი მისცვივდა მათ და სულ ხტუნვა-ხტუნვით გააძევეს ქალაქიდან. მერე მჭერმეტყველების სწავლებას მიჰყვეს ხელი, მაგრამ არც ამან გასტანა დიდხანს. დაიწყეს თუ არა ლაპარაკი, დამსწრენი ფეხზე წამოცვივდნენ, მაგრად გამოლანძღეს და სულ კუდით ქვა ასროლინეს. სცადეს ქადაგება, შთაგონება, ექიმობა, მკითხაობა, ცოტ-ცოტათი ყველაფერი, მაგრამ როგორღაც ბედი არ სწყაობდათ. ისე, რომ ბოლოს გული გაუტყდათ. მთელი დღეები ტივზე ეყარნენ და რაღაცას ფიქრობდნენ. ტივი მიცურავდა; ნახევარი დღე ისე გავიდოდა, ხმას არ ამოიღებდნენ, საშინლად მოღუშულები და განრისხებულები იყვნენ.
ბოლოს უეცრად შეიცვალნენ; ქოხში ახლოს მიუსხდებოდნენ ერთმანეთს და ორი-სამი საათის განმავლობაში ჩუმად თათბირობდნენ. მე და ჯიმი ავღელდით, ამას კარგი პირი არ უჩანდა. ვიფიქრეთ, უთუოდ გულში რაღაც სიეშმაკე აქვთ, თანაც, წინანდელზე უარესი. ხან ერთი ვიფიქრეთ, ხან მეორე, ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ ლაბათ ვისიმე სახლის ან დუქნის გატეხვას აპირებენ, ან ყალბი ფულის ჭრას, ან ვინ იცის კიდევ რას. ძალზე შევშინდით და შევთანხმდით, რომ ამგვარ საქმეებში მათგან შორს დავიჭერდით თავს; მცირეოდენი შესაძლებლობა მოგვეცემოდა თუ არა, მათ ზედაც არ შევხედავდით, ისე გავიქცეოდით. ჰოდა, ერთხელ, დილაადრიან, ტივი საიმედო ადგილას შევაფარეთ პატარა, უბადრუკი ქალაქიდან ორიოდე მილის დაშორებით ამ ქალაქს პაიკსვილი ერქვა სახელად. მეფე ნაპირზე გადავიდა. ჩვენ კი ვგითხრა, აქ იყავით დამალული, ვიდრე მე ქალაქში ავალ, მივივლ-მოვივლი და შევიტყობ, თუ ვინმეს გაუგონია `უბადლო სანახაობის~ შესახებო. `სახლის გაძარცვას აპირებს~, _ ვთქვი ჩემ გულში, _ `შენ რომ საქმეს მრჩები და დაბრუნდები, გაგიკვირდება, რომ აღარც მე დაგხვდები, არც ჯიმი, არც ტივი, მაშინ, რამდენიც გინდა გაიკვირვე~. მე და ჰერცოგს გვითხრა, თუ შუადღEმდე არ დავბრუნდი, ეს იმას ნიშნავს, მშვიდობაა და თქვენც იქ წამოდითო.
ჩვენ ტივზე დარჩით. ჰერცოგი სულ ჯავრობდა და ანჩხლობდა, ძალზე ცუდ გუნებაზე იყო, ყველაფრისათვის გვტუქსავდა, ჩვენი გაკეთებული არაფერი მოსწონდა, ყოველ წვრილმანს გვიწუნებდა. აშკარაა, რაღაც უნდა მომხდარიყო. ძალიან გამიხარდა, როდესაც მეფე შუადღისას არ მოვიდა, ასე იყო თუ ისე რაღაცა ახალი გველოდა, ვინ იცის, ბოლოს იქნება ბედი გაგვიღიმებოდა. მე და ჰერცოგი ქალაქისკენ გავემართეთ, მეფე დიდხანს ვეძებეთ და ბოლოს მივაგენთ. ერთ პატარა, უბადრუკ დუქანში იყო, უკანა ოთახში, ძალიან მთვრალი. გარშემო უსაქმურები ეხვეოდნენ, მასხარად იგდენდნენ და სეირს უყურებდნენ... ის კი, რაც ძალა და ღონე მქონდა, ილანძღებოდა და იმუქრებოდა. სიმთვრალისაგან ფეხზე ძლივს იდგა და მათთან ვერაფერს ხდებოდა. ჰერცოგმა ბებერი სულელი უწოდა, მეფემ სიტყვა შეუბრუნა... ამ საქმეში რომ იყვნენ გართულნი, დრო ვიხელთე, გარეთ გავვარდი და მდინარისაკენ მოვკურცხლე. კარგი შემთხვევა გვეძლეოდა. ჩემ გულში ვიფიქრე, _ `ახლა ელოდნენ, როდის გვნახავენ მე და ჯიმს~. სულს ძლივს ვითქვამდი, მაგრამ სიხარულით აღარ ვიყავი. როდესაც ადგილს მივაღწიე, დავიყვირე:
_ აუშვი ტივი, ჯიმ! ჩვენი საქმე კარგად არის!
ქოხიდან არც პასუხი ისმოდა, არც არავინ ცანდა. ჯიმი გაქრა! დავიყვირე ერთხელ, მეორეჯერ, ხან აქეთ ვეცი ტყეში, ხან იქით, ვეძახდი, ვყვიროდი, მაგრამ სულ ამაოდ. ბებერი ჯიმი არსად ჩანდა, მაშინ თავი ვეღარ შევიკავე, დავჯექი და ტირილი დავიწყე, ვერც დიდხანს ჯდომა შევძელ, მალე შარაზე გავედი, თან სულ იმას ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. აქ ვირაც ბიჭს შევხვდი და შევეკითხე, რომ არ გინახავს უცხო ზანგი, ასე და ასე ჩაცმული-მეთქი.
_ როგორ არა.
_ სად ნახე? _ ვკითხე მე.
_ ქვემოთ, საილას ფელპსის სახლთან. აქედან ორი მილის დაშორებით, გამოპარული ზანგია და დაიჭირეს; იმას ეძებ?
_ ვეძებ კი არა! ერთი-ორი საათის წინ ტყეში წავაწყდი მას და დამემუქრა, თუ დაიყვირებ, გამგფიტავ, დაწექი და ადგილიდან არ დაიძრაო. მას აქეთ დამალული ვიყავი, გამოსვლისა მეშინოდა.
_ ნურაფრის გეშინია, _ მითხრა მან, _ უკვე დაიჭირეს, სადღაც სამხრეთიდან ყოფილა გამოპარული.
_ კარგი უქნიათ, რომ დაიჭირეს.
_ კარგი და მერე როგორი, ორასი დოლარი, ჯილდო აქვს დანიშნული იმის დამჭერს. ციდან ჩამოვარდაო, რომ იტყვიან, ისე გამოვიდა.
_ სწორია... უფრო დიდი რომ ვყოფილიყავი, იმ ჯილდოს მე ავიღებდი. პირველად მე ვნახე ის ზანგი, ვინ დაიჭირა?
_ ვინა და ვიღაც ბერიკაცმა. უცხო ყოფილა... და ჯილდოს მიღების უფლება ორმოც დოლარად გაუყიდია; ზემოთკენ საქმეზე მიმეჩქარება და ლოდინი არ შემიძლიაო. წარმოგიდგენია? მე რომ ვყოფილიყავი, თუნდაც შვიდ წელიწადს მოვიცდიდი.
_ მეც ასე ვიზამდი, მაგრამ, ვინ იცის, მეტი ფასი არც ჰქონდა იმის გარჯას, რაკი ასე იაფად გაუყიდია, _ მივუგე მე, _ იქნებ სხვანაირად იყო სამქე.
_ სხვანაირად არა. ჩემი თვალით ვნახე განცხადება. ზანგი დაწვრილებით არის აღწერილი, პირდაპირ სურათია მისი; პლანტაციიდან არის, ახალი ორლეანის ქვემოთ. არა, აქ არავითარი ეჭვი არ შეიძლება იყოს. ყური მიგდე, იქნება ერთი საღეჭი თამბაქო მომცე.
თამბაქო არ მქონდა და ბიჭი თავის გზას გაუდგა; მერე ტივზე დავბრუნდი, ქოხში ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე, ვერაფერი მოვიგონე; ფიქრისაგან თავი ამტკივდა, ამგგრამ გამოსავალი ვერმოვძებნე. ამდენმა მოგზაურობამ და იმ ავაზაკების განუწყვეტელმა მომსახურებამ სულ ამაოდ ჩაგვიარა; ყველაფერი ჩაიშალა და დაიღუპა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სინდისმა ნება მისცა, ჯიმისთვის ასეთი საქმე მოეწყოთ; იგი ხომ სამუდამოდ მონად აქციეს უცხოებში, რაღაც ბინძური ორმოცი დოლარის გულისათვის.
ერთი პირობა გავიფიქრე, თუკი ამას თავს ვერდააღწევდა, ჯიმს ათას წილად ერჩივნა მონად ყოფნა თავის სამშობლოში, სადაც ოჯახი ჰყავდა. იქნებ სჯობდა ამის შესახებ მიმეწერა ტომ სოიერისათვის. ის შეატყობინებდა მის უოტსონს, სადაც იმყოფებოდა ჯიმი. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მალე თავი დავანებე ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მის უოტსონი აღშფოთდებოდა. ნაწყენი დარჩეოდა ჯიმის სიავკაცით და უმადურობით და მაშინვე სამხრეთში გაყიდდა; მაგრამ კიდეც რომ არ გაეყიდა, უმადურ ზანგს ყველა შეიძულებდა, ერთ წუთს არ მოასვენებდნენ და თვითონაც თავს დამცირებულად იგრძნობდა. მერე ჩემი მდგომარეობა წარმოიდგინეთ! ხმა გავრცელდებოდა, რომ ზანგს ჰეკ ფინი დაეხმარა გაპარვაში და, თუ ოდესმე ვინმეს შევხვდებოდი იმ ქალაქიდან, ალბათ, ვინატრებდი, მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს-მეთქი. ეს ყოველთვის ასე ხდება: კაცი საზიზღარ საქციელს ჩაიდენს და სულ არ ენაღვლება, რა შედეგი მოჰყვება; რაკი დამალავს, ჰგონია, აქ სამარცხვინო არა არის რაო. ჩემი საქმეც სწორედ ასე იყო. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო მქენჯნიდა სინდისი და მით უფრო ავი, საზიზღარი და სულმდაბალი მეგონა თავი. ბოლოს ერთმა აზრმა გამიელვა: როგორც ჩანს, განგებამ სილა გამაწნა და მაგრძნობინა, რომ იქ, ზეცაში, ერთთავად უთვალთვალებდნენ ჩემ სიავკაცეს, როცა ზანგს ვტაცებდი საწყალ დედაბერს, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია, გამაგებინა, რომ არსებობს თვალი, რომელიც მუდამ ფხიზლობს და არ დაუშვებს, ესოდენ უსირცხვილო საქციელი ამაზე უფრო შორს წავიდეს. ისე შევშინდი, რომ მუხლები მომეკვეთა. ვცდილობდი, ჩემი საქციელი საკუთარი თავის წინაშე გამემართლებინა: რა ვქნა, ასეთი გამზარდეს და რა ჩემი ბრალი არის-მეთქი, მაგრამ რაღაც ჩამჩიჩინებდა: `საკვირაო სკოლა ხომ არსებობს, შეგეძლო იქ გევლო, და გასწავლიდნენ, რომ შენისთანა საქციელის ჩამდენს ჯოჯოხეთი ელის~.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა და თითქმის გადავწყვიტე კიდეც, რომ ვილოცებდი და ვეცდებოდი, უფრო უკეთესი ბიჭი გავმხდარიყავი. დავიჩოქე, მაგრამ ვერ ვლოცულობდი. რატომ ვერ ვლოცულობდი? ამას ვერ დავუმალავდი ვერც ღმერთს, ვერც ჩემს თავს: ძალიან კარგად ვიცოდი, რატომ ვერ ვლოცულობდი. იმიტომ რომ ალალი გულით არ ვიყავი, იმიტომ, რომ პატიოსნად არ ვიქცეოდი, იმიტომ, რომ ორპირობას ვიჩენდი. თავი ისე მეჭირა, თიტქოს ცოდვას ვინანიებდი, მაგრამ სინამდვილეში უფრო დიდ ცოდვას ჩავიდენდი. ვცდილობდი, ძალა დამეტანებინა ჩემი თავისთვის, რომ ხმამაღლა მეთქვა, ამის შემდეგ სწორად და პატიოსნად მოვიქცევი, პატრონს მივწერ, სადაც ზანგი იმყოფება-მეთქი, მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ეს სიცრუე იყო, და ღმერთმაც კარგად იცოდა. ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ლოცვის დროს ტყუილის თქმა არ შეიძლება.
მთლად დავიბენი, როგორ მოვქცეულიყავი, არ ვიცოდი; ბოლოს ერთი რამ მოვიფიქრე: მოდი, ჯერ წერილს დავწერ და მერე ვილოცებ-მეთქი. პირდაპირ გასაოცარი იყო, ისე მომეშვა გულზე, ყველა დარდი გამეფანტა. ავიღე ქაღალდი, ფანქარი, დავჯექი და გახარებულმა აი, რა დავწერე:
_ `მის უოტსონ, თქვენი გაქცეული ზანგი, ჯიმი, აქ იმყოფება, პაიკსვილიდან ორი მილის დაშორებით, მისტერ ფელპსთან. იგი მას უკან დაგიბრუნებთ, თუ ჯილდოს გამოუგზავნით. ჰეკ ფინი~.
ამის შემდეგ გულზე მომეშვა. ჩემს სიცოცხლეში პირველად შევიგრძენი, თითქოს ცოდვებისაგან განვიწმინდე; ვიცოდი, ახლა შევძლებდი ლოცვას, მაგრამ ჯერ არ ვიწყებდი, ქაღალდი იქით გადავაგდე და ჩავფიქრდი... ვფიქრობდი, რა კარგად მოხდა ყველაფერი, მაგრამ რა ახლო კი ვიყავი _ წარწყმედასა და ჯოჯოხეთთან. მერე ჩვენი მოგზაურობა გავიხსენე, ჯიმი სულ თვალწინ მედგა. როგორი იყო დღისით, ღამით, მთვარის შუქზე, ქარიშხალში; როგორ მივსრიალებდით მდინარეზე ლაპარაკით, სიმღერით, სიცილით. მაგრამ რატომღაც ვერც ერთი შემთხვევა ვერ მოვიგონე, ჯიმს რომ გავეჯავრებინე; პირიქით, გამახსენდა, როგორ იდგა ჩემს მაგივრად სადარაჯოზე, ოღონდ კი დამეძინა; როგორ გაუხარდა, როდესაც ნისლს თავი გამოვაღწიე და დავბრუნდი; როგორ მივედი მასთან ჭაობში იმ ადგილის მახლობლად, სადაც შურისგების ამბები მოხდა. როგორ მიწოდებდა `შვილოს~ და მანებივრებდა, როგორ მიკეთებდა ყოველივეს, რაც კი შეეძლო. როგორ გულკეთილობას იჩენდა ჩემდამი. ბოლოს ისიც მომაგონდა, რგორ გადავარჩინე ჯიმი, როდესაც კაცებს ვუთხარი, ტივზე ყვაილით ავადმყოფი გვყავს-მეთქი; როგორ მადლობას მიხდიდა და მეუბნებოდა: `შენ ბებერი ჯიმის ყველაზე უკეთესი მეგობარი ხარ და ამჯერად ერთადერთი~. ამ დროს შემთხვევით მივიხედე და ქაღალდი მეცა თვალში, ავიღე ხელში და ერთ ხანს მეჭირა. ტანში გამაჟრჟოლა; ახლა კი სამუდამოდ უნდა გადამეტყვიტა ორში ერთი. ერთი წუთით სულგანაბული ვიდექი და მერე ჩემ გულში ვთქვი:
_ რაც იქნება, იქნება, ისევ ჯოჯოხეთი იყოს, _ და ქაღალდი დავხიე.
საშინელება იყო ამის გაფიქრება, ძნელი იყო ამის თქმა, მაგრამ, რაკი ვთქვი, ვთქვი. გამოსწორებას აღარც ვცდილვარ; მთლად ამოვიგდე ყველაფერი თავიდან და გადავწყვიტე, მე სიავკაცე უფრო შემფერის, ბავშვობიდანვე ამას მიმაჩვიეს-მეთქი. ჯერ გავირჯები და ჯიმს დავიხსნი მონობიდან. მერე, თუ უარესი რამ მომივიდა აზრად, იმასაც ჩავიდნენ. რაკი ერთი შევტოპე, საქმეს ბოლომდე მივიყვან-მეთქი.
დავიწყე ფიქრი, როგორ მომეყვანა სისრულეში ჩემი განზრახვა; მრავალი ხერხი ავწონ-დავწონე და ბოლოს ერთ შესაფერ გეგმაზე შევჩერდი. ქვემოთ, მდინარეზე, ერთი ტყით შემოსილი კუნძული დავინახე. როგორც კი დაბნელდა, ჩემი ტივით ჩუმად იმ კუნძულისკენ გავეშურე. ტივი იქ დავმალე და მთელი ღამე ვიძინე. ჯერ კიდევ ბნეოდა, როდესაც ავდექი; ახალი ტანისამოსი ჩავიცვი, დანარჩენი ტანსაცმელი და კიდევ სხვა ნივთები ერთად გამოვკარი, ნავში ჩავჯექი და ნაპირისკენ გავემართე; იმ ადგილის ქვემოთ გადმოვედი, სადაც ჩემი ვარაუდით ფელპსის კარმიდამო უნდა ყოფილიყო. ჩემი ბოხჩა ტყეში მივმალე, ნავი წყლით და ქვებით გავავსე და ისეთ ადგილას ჩავძირე, რომ ადვილად მიმეგნო, თუ დამჭირდებოდა. ეს იყო დაახლოებით ერთი მეოთხედი მილის დაშორებით პატარა სამხერხაოდან, რომელიც მდინარის პირას უდგა.
ამის შემდეგ გზაზე გავედი და, როდესაც სამხერხაოს ჩავუარე, წარწერა დავინახე: `ფელპსის სამხერხაო ქარხანა~. კიდევ სამასი იარდი რომ გავიარე, ფერმა დავინახე; თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა, მიუხედვად იმისა, რომ უკვე კარგად იყო განათლებული. მაგრამ ეს ჩემთვის სულ ერთი იყო, მე ჯერ არავის ნახვა არ მინდოდა, მხოლოდ იქაურობის დაზვერვა მსურდა. ჩემი გეგმის მიხედვით, იქ ქალაქის მხრიდან უნდა მივსულიყავი და არა მდინარის მხრიდან. ისე რომ, ფერმას ერთი თვალი შევავლე და პირდაპირ ქალაქისკენ გავეშურე. ჰოდა, პირველი ადამიანი, რომელიც იქ შემხვდა, ჰერცოგი იყო. იგი განცხადებას აკრავდა `უბადლო სანახაობის~ შესახებ... მხოლოდ სამი წარმოდგენა... წინანდელივით. რა თავხედები იყვნენ ეს ოინბაზები! თავს წავადექი, თვალის არიდება ვერ მოვასწარი, გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა:
_ ოჰო! საიდან მოდიხარ? _ მერე თითქოს გაუხარდაო, სიხარულით მკითხა: _ ტივი სად არის? კარგად დამალე?
_ მეც სწორედ ეგ უნდა მეკითხა თქვენთვის, თქვენო ბრწყინვალებავ.
თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, მითხრა:
_ ჩეთვის რატომ უნდა გეკითხა?
_ აი, რატომ, _ მივუგე, _ გუშინ, როდესაც მეფეს დუქანში თვალი მოვკარი, ვიფიქრე, შენ კიდევ დიდხანს ვერ წავიყვანთ, ამას ასე ადვილად რა გამოაფხიზლებს-მეთქი; ამიტომ წავედი ქალაქში სახეტიალოდ. ვიღაც კაცმა ერთი ცენტი შემომთავაზა, თუ ვუშველიდი ნავით გაღმა გასვლას და იქიდან ერთი ცხვრის გამოყვანას. მე დავთანხმდი და გავყევი. ცხვარს ნავისკენ რომ მივათრევდით, მე თოკი მეჭირა ხელში და დავწინაურდი, ის კაცი უკან მოსდევდა და მოერეკებოდა, ცხვარი იმდენად ღონიერი იყო, რომ ხელიდან გამეშვა და გაიქცა. ძაღლი არ გვყავდა, ისე, რომ ჩვენ თვითონ დავედევნეთ და მთელ ნაპირზე იმდენი ვარბენინეთ, სანამ არ დავღალეთ. დაბმელებამდე სულ ვდიეთ, მერე ქალაქში გავიყვანეთ, მე ტყისკენ გავემართე. ტივი თავის ადგილას აღარ დამხვდა; ჩემ გულში ვთქვი: ალბათ რამე უსიამოვნება შეემთხვათ-მეთქი, იძულებულნი გახდნენ, იქაურობას გასცლოდნენ და თან წაეყვანათ ჩემი ერთადერთი ზანგი. მე კი უცხო მხარეში დავრჩი. არაფერი არ მაბადია, არც თავის რჩენა შემიძლია. დავჯექი და ტირილი მოვრთე. მთელი ღამე ტყეში მეძინა. მაშ რა მოუვიდა ტივს? ან ჯიმს? საწყალი ჯიმი!
_ ეშმაკმა წამიღოს, თუ ვიცოდე... თუ ვიცოდე, რა მოუვიდა ტივს. იმ ბებერმა შტრემა რაღაც საქმე გაჩარხა და ორმოცი დოლარი აიღო. დუქანში რომ ვნახეთ, მუქთახორებს მისთვის უკვე ყველაფერი დაეცანცლათ, გარდა იმისა, რისი დახარჯვაც არაყში მოესწრო; ერთი ცენტიც აღარ შეარჩინეს. წუხელ, შინ რომ წამოვიყვანე, ტივი თავის ადგილას აღარ დამხვდა და ვიფიქრე `ტივი, ალბათ, იმ პატარა არამზადამ გაიტაცა, აქ დაგვტოვა და თვითონ ქვევით გასცურაო~.
_ როგორ, ჩემს ზანგს თავს გავანენებდი? იმ ზანგის მეტი ხომ არავინ გამაჩნდა, ის იყო ჩემი ერთადერთი საკუთრება.
_ ამაზე არ გვიფიქრია. საქმე ისაა, რომ ის უკვე ჩვენ ზანგადაც მიგვაჩნდა, დიახაც რომ მიგვაჩნდა. რა არ გადაგვხვდა, თანაც გაკოტრებული დავჩით, ნეტი გზა აღარ იყო, ისეც `მეფური უბადლო სანახაობისათვის~ უნდა მიგვემართა. მას აქეთ ყელი საპირისწამლესავით ამომშრალი მაქვს. სადა გაქვს ის ათი ცენტი? აქ მომეცი.
ფული ბლომად მქონდა, ისე რომ, მივეცი ათი ცენტი, თანაც ვთხოვე, საჭმელს რომ იყიდდა, ცოტაოდენი ჩემთვისაც დაეტოვებინა. ამის მეტი არაფერი მაქვს და გუშინდელს აქეთ მშიერი ვარ-მეთქი. ხმა არ მოუღია, უეცრად მომიბრუნდა და მითხრა:
_ როგორ გგონია, ის ზანგი ხომ არ გაგვცემს? ტყავს გავაძრობ, აბა, ერთი გაბედოს!
_ როგორ უნდა გაგცემთ? ის ხომგაიქცა, არა?
_ არა, იმ ბებერმა შტერმა გაყიდა, ფული კი ისე გამოხარჯა, რომ ცემთვის არაფერი მოუცია.
_ გაყიდაო? _ შევძახე მე და ტირილი მოვრთე, _ ის ხომ ჩემი ზანგი იყო, ფულიც ჩემია. სად არის, მითხარი, სად არის ჩემი ზანგი?
_ ზანგს ვეღარ დაიბრუნებ, გათავდა. გეყოფა სლუკუნი. აქეთ მოიხედე... შენ ხომ არ აპირებ, გაცემას? ეშმაკმაწამიღოს, თუ სანდო იყო, მაგრამ იცოდე, თუ გაგვცემ...
ამის თქმაზე შეჩერდა და ერთი ისე გამომხედა, რომ პირველად ვხედავდი ჰერცოგის სახეზე ასეთ შემზარავ გამომეტყველებას. მე სლუკუნს მაინც არ ვიშლიდი, თანაც ვუთხარი:
_ არავის გაცემას არ ვაპირებ, არც დრო მაქვს მაგისთვის; ჩემი ზანგის საძებნელად უნდა წავიდე.
ჰერცოგი თითქმის შეშფოთდა; ოიდგა, შუბშეჭმუხნილი, ფიქრობდა და მკლავზე აფიშები უფრიალებდა. ბოლოს თქვა:
_ აი, რას გეტყვი, ჩვენ აქ კიდევ სამი დღე უნდა დავრჩეთ, თუ პირობას მომცემ, რომ არც შენ გაგვცემ და არც შენს ზანგს მისცემ ამის უფლებას, გეტყვი, სადაც არის.
მე პირობა მივეცი და მაშინ მითხრა:
_ ერთ ფერმერთან საილას ფ... _ და გაჩერდა. სიმართლის თქმას აპირებდა, მაგრამ რაღაცა გაიფიქრა და შევატყვე, რომ აზრი შეიცვალა. არ მენდობოდა, უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ იმ სამი დღის განმავლობაში იქაურობას გავეცლებოდი.
_ იმ კაცის გვარი, რომელმაც ზანგი იყიდა, აბრამ ფოსტერია, _ მითხრა მან. _ ბარამ ფოსტერი აქედან ორმოცი ლიმის დაშორებით ცხოვრობს, ლაფაიტის გზაზე.
_ კარგი, _ ვთქვი მე, _ სამ დღეში ხომ მივაღწევ, დღესვე გავუდგები გზას, ნაშუადღევს.
_ არა, ახლავე წადი, ერთი წუთიც არ დაკარგო, გზაზე არ იყბედო. ენას კბილი მაგრად დააჭირე და პირდაპირ იარე, მაშინ არაფერს დაგიშავებთ, გაიგონე?
მეც სწორედ ეს მინდოდა, ამისთვის ვიღწვოდი; გეგმის მოსაფიქრებლად სიმარტოვე მჭირდებოდა.
_ აბა, გაეცალე აქაურობას, _ მითხრა, _ რაც გინდა, ის უამბე მისტერ ფოსტერს. იქნებ დააჯერო, რომ ჯიმი შენი საკუთარი ზანგია. ზოგი სულელი საბუთს არც კი თხოულობს. გამიგონია რომ აქ, სამხრეთში, მოიძებნება ასეთი ხალხი. ყალბ განცხადებაზე და ჯილდოზე რომ უამბო, შეიძლება დაგიჯერონ, როდესაც ეტყვი, რა აზრითაც იყო დაბეჭდილი. ახლა იარე და, რაც მოგესურვოს, ის უამბე, ოღონდ გახსოვდეს, გზაში კრინტი არ დაძრა.
მეც დავადექი გზას; უკან არ მიმიხედია, მაგრამ ვგრძნობდი, ჰერცოგი მითვალთვალებდა. ის კი ვიცოდი, რომ ბოლოს ჭკუაში ვაჯობებდი.  გზაზე ერთი მიდი გაუჩერებლად გავიარე. მერე ტყე-ტყე უკან გამოვბრუნდი და ფელპესის სახლის მიმართლებით გავემართე.
ამაოდ ხეტიალს, ვარჩიე, დაუყოვნებლივ ჩემი გეგმის განხორციელებას შევდგომოდიო. ვშიშობდი, ჯიმს არაფერი წამოსცდენოდა, სანამ ეს მაწვილები ახლომახლო იმყოფებოდნენ. ამ ჯურის ხალხთან ხათაბალაში გაბმა აღარ მსურდა. მეყო, გავძეხი მათი ყურებით და მინდოდა მათთან სრულიად გამეწყვიტა კავშირი.
                                                                        

თავი ოცდამეთორმეტე

როდესაც ფელპსის კარ-მიდამოს მივღწიე, ირგვლივ ისეთი სიწყნარე სუფევდა, როგორც კვირა დღეს შეეფერება. მზიანი დღე იდგა, ცხელოდა. მუშები მინდორში გასულიყვნენ. ჰაერში ბუზანკალების ზუზუნის გარდა, არა ისმოდა რა, გეგონებოდათ, ყველანი ამოწყვეტილანო. თუ ასეთ დროს ნიავმა წამოიქროლა დაფოთლები ააშრიალა, სევდა გიპყრობთ, ისე გეჩვენებათ, თიტქოს დიდი ხნის წინათ გარდაცვლილთა სულების ჩურჩულიაო, და ის სულები თქვენზე ჩურჩულებენ. საერთოდ კი, ყველაფერი ამის გამო გებადებათ სურვილი, ნეტავი მოვკვდე და ყველაფერს მოვრჩეო.
ფელპსის საკუთრებას ერთი მცირე ფართობის გახრიოკებული ბამბის პლანტაცია შეადგენდა. აქაური პლანტაციები ხომ ყველა ერთნაირია: ორი აკრს ზომის ეზოს მესერი ერტყა. ზედ გადასასვლელად და ქალებისთვის ცხენზე შეჯდომის გასაადვილებლად მესერზე კიბეებისდაგვარად სხვადასვა ზომის კასრების მსგავსი გადახერხილი კუნძები მიედგათ. მოზრდილ ეზოში მოტიტვლებული იყო და ხაოგაცვივნულ ძველ ქუდს მოგაგონებდათ. თეთრკანიანების ხის სახლი გარანდული მოროებისაგან იყო შეკრული, თიხით ან კირით ამოვსებული ფარღალალებით; თიხის ეს ზოლები ოდესღაც შეეთეთრებინათ; გაურანდავი ხის სამზარეულო მოზრდილი იყო, ფართო, გადახურული გასასვლელით, რომელიც მას სახლთან აერთიანებდა. სამზარეულოს უკან ხის საბოლველი მოჩანდა. საბოლველს იქით ჩამწკრივებული იყო სამი დაბალი, მოგრძო ქოხი ზანგებისათვის; უკან, ღOბესთან განმარტოებით იდგა პატარა ქოხი, მერე კი იქით _ სხვადასხვა ნაგებობანი იწყებოდა; ქოხთან ნაცრის ჩასაყრელი ყუთი და საპნის მოსახრში დიდი ქვაბი დაედგათ; სამზარეულოს კართან, სკამზე, წყლით სავსე კასრი და გოგრის ბოთლი იდგა, იქვე ახლოს ძაღლს ეძინა მზეზე, აქა-იქ კიდევ მძინარე ძაღლებს მოჰკრავდით თვალს. ერთ-ერთ კუთხეში სამიოდე ტოტებგაშლილი ხე უდგა. ერთ ადგილას, მესერთან, მოცხარის და ხიჩატელის რამდენიმე ბუჩქი მოცანდა, ხოლო მესერის იქით _ ბაღი და საზამთროსთვის გავლებული კვალი. მერე იწყებოდა ბამბის პლანტაცია, პლანტაციის ემდეგ _ ტყე.
გარშემო შემოვუარე, მესერზე სწორედ იმ ადგილას გადავედი, სადაც სანაცრე ყუთი იდგა და სამზარეულოსკენ გავემართე. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შემომესმა ჯარას ყრუ ზუზუნი, რომელიც ხან მკაფიოდ ისმოდა, ხან სულაც მიწყდებოდა; ახლა კი ნამდვილად მომენატრა სიკვილი, რადგანაც მთელ ქვეყანაზე ამაზე მოსწაყენი ხმა არ არსებობს.
მივდიოდი პირდაპირ, ალაბედზე, წინასწარ არაფერი არ მქონდა მოფიქრებული, მაგრამ მჯეროდა, განგება სათანადო სიტყვებს შთამაგონებდა, როცა გამიჭირდებოდა. სხვა დროსაც ასე მომხდარა, როდესაც განგებას მივენდობოდი.
როდესაც ნახევარი გზა გავიარე, ჯერ ერთი ძაღლი წამოხტადა ჩემსკენ გამოქანდა, მერე _ მეორე; მე, რა თქმა უნდა, გავჩერდი, ძაღლებს მივაშტერდი და ადგილიდან არ ვიძროდი. ნეტავ გენახათ, რა ყავყავი ატეხეს! სულ რაღაც მეოთხედი წუთის შემდეგ რომ შემოგეხედათ, ბორბლის მორგვს მიმასგავსებდით, ჩემს ირგვლივ შემოკრებილ ძაღლებს კი _ ბორბლის წკირებს; სულ ნაკლები, თხუთმეტი შემომერტყა გარს, კისერს და ცხვირს ჩემკენ იწვდიდნენ, ყეფდნენ, ღმუოდნენ, იმათ სხვებიც ემატებოდნენ, ღობეებზე ხტებოდნენ, ყველა კუთხიდან მორბოდნენ.
სამზარეულოდან ზანგი დედაკაცი გამოვარდა, ხელში საჯანდრავი ეჭირა და დაიყვირა: `გასწი! გადი, ტიჯ! გადი, სპოტ! მოშორდით აქედან!~ ჯერ ერთს უთავაზა, მერე _ მეორეს. ის ზაღლები წკავწკავით გაშOრდნენ იქაურობას და დანარჩენებიც თან მიჰყვნენ; ერთი წამის შემდეგ უმრავლესობა კუდის ქიცინით და ლაქუცით უკან დაბრუნდა, უნდა ითქვას, რომ ძაღლი არ არის ბოროტი.
დედაკაცს ერთი ზანგი გოგონა და ორი ზანგი ბიჭუკელა გამოჰყვა უკან. ბავშვები პერანგისამარა იყვნენ, დედას კაბაზე ეჭიდებოდნენ და მორცხვად სემომყურებდნენ ისე, როგორც ბავშვებს სჩვევიათ. მერე სახლიდან სირბილით გამოვიდა თეთრკანიანი ორმოცდახუთი ან ორმოცდაათი წლის თავშიშველი დედაკაცი, ხელში თითსტარი ეჭირა, იმასაც პატარა თეთრკანიანი ბავშვები მოსდევდნენ, რომლებიც სწორედ ისევე იქცეოდნენ, როგორც პატარა ზანგები. დედაკაცს სახე უბრწყინავდა, ფეხზე ძლივს იდგა სიხარულით:
_ შენ ხარ? ძლივს არ გეშველა! _ მოფიქრება ვერც კი მოვასწარი, ისე წამოვისროლე:
_ დიახ, მემ!
მაშინვე მომხვია ხელები და მაგრად ჩამიკრა გულში, მერე ხელებში მწვდა და რამდენჯერმე მაგრად შემანჯღრია; ცრემლები მოერია და სახეზე ჩამოუგორდა: _ `დედაშენს სულაც არ ჰგვანებიხარ; მე კი მეგონა, იმს ჰგავდი, თუმცა, ღმერთო, რას დავეძებ, როგორ მიხარია შენი ნახვა. პირდაპირ მზადა ვარ ჩაგყლაპო! ბავშვებო, ეს თქვენი დეიდაშვილია, ტომი, უთხარით `გამარჯობა!~
მაგრამ ბავშვებმა თავი დახარეს, თითი პირში ჩაიდეს და დედას ამოეფარნენ, ის კი თავისას განაგრძობდა:
_ ლიზა, ჩქარა, ახლავე ცხელი საუზმე მოუმზადე... მაგრამ ვინ იცის, უკვე გემზე ისაუზმე?
მე ვუპასუხე, გემზე ვისაუზმე-მეთქი. მაშინ ხელი ჩამჭიდა და სახლისკენ წამიყვანა; ბავშვები ფეხდაფეხ მოგვდევდნენ. როცა მოვიდეით, ცალით მოწნლ სკამზე დამსვა, თვითონ ჩემს პირდაპირ პატარა, დაბალ ტაბურეტზე ჩამოჯდა, ორივე ხელები ჩამჭიდა და მითხრა:
_ ახლა, კარგად დაგათვალიერებ, ღემრთO, რამდენი წელიწადია ამის ნატრული ვარ, ძლივს არ მეღირსა! ეს ორი დღეა, მეტიც, შენ გელოდებოდი, რამ დაგაგვიანა? გემი მეჩეჩს ხომ არ წააწყდა?
_ დიახ, მემ, გემი...
_ ნუ ამბობ `დიახ მემ~... სთქვი `დეიდა სალი~, სად, რა ადგილას?
რა მეთქვა, არ ვიცოდი, რადგან წარმოდგენა არ მქონდა, რომელი მხრიდან იყო მოსასვლელი ჩემი გემი, მაგრამ ჩემი ალღოსი მუდამ მჯეროდა და ახლაც ვიფიქრე გემი უთუოდ ზემოდან, ორლეანის მხრიდან იყო მომავალი. თუმცა ეს მაინცდამაინც ბევრს არას მიშველიდა, რადგანაც მდინარის ქვევით მეჩეჩების სახელები არ ვიცოდი. ვიგრძენი, რაიმე სახელი უნდა შემეთხზა, ანდა დამვიწყებოდა იმ მეჩეჩის სახელი, რომელსაც გემი წააწყდა, ან... ამ დროს ერთმა აზრმა გამიელვა და წამოვიძახე:
_ მეჩეჩმა არცთუ იმდენად დაგვაგვიანა. საქმე იმაშია, რომ ცილინდრის ხუფი გასკდა.
_ დამიდგეს თვალები, მსხვერპლი იყო?
_ არა, მემ. ერთი ზანგი მოკლა.
_ კიდევ კარგი, თორემ ზოგჯერ მსხვერპლიც მოსდევს; ორი წლის წინათ, შობას, ბიძაშენი საილასი ახალი ორლეანიდან მოდიოდა ძველი გემით _ `ლალი-რუკ~. ცილინდრის ხუფი იქაც გასკდა და ერთი კაცი დაასახიჩრა. მგონი, მერე კიდეც მოკვდა, ბაპტისტი იყო. ბიძაშენის ერთი ნაცნობი ოჯახი ბეტონრუჯში ძალიან კარგად იცნობდა იმათ ოჯახს. ჰო, ახლა მომაგონდა, ის კაცი მართლა მოკვდა, განგრენა დაეწყო, ფეხი მოჭრეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. განგრენა დაეწყო, ფეხი მოჭრეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. განგრენა დაეწყო, ფეხი მოჭრეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. განგრენა იყო ნამდვილად, მთლად გალურჯებოდა და საუკუნო სასუფევლის მოპოვებით დაიმედებული მიიცვა. ამბობენ, საშინელი სანახავი ყოფილა. იცი, ბიძაშენი ყოველდღე ადიოდა ქალაქში შენ დასახვედრად. ახლაც ია ქრის, ერთი საათი იქნება, რაც წავიდა; ყოველ წუთს შეიძლება დაბრუნდეს. გზაში ხომ არ შეგხვედრია; ხნიერი კაცია.
_ არა, დეიდა შალი, მე არავინ არ მინახავს. გემი გათენებისას მოვიდა; ჩემი ბარგი ნავსადგურში დავტოვე და ქალაქის გარეუბნის დასათვალიერებლად წავედი; მინდოდა, ამასობაში დრო მომეკლა და დილაადრიანად არ მოგდგომოდით, ამიტომაც სხვა გზით მოვედი.
_ შენი ბარგი ვის ჩააბარე?
_ არავის.
_ ხომ მოიპარავენ, შვილო!
_ არა, მე კარგად დავმალე, იქიდან ვერავინ მოიპარავს.
_ ასე ადრე როგორ გასაუზმეს გემზე?
რა მეთქვა, არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ვუპასუხე:
_ კაპიტანმა დამინახა და მითხრა, უკეთესია, რამე შეჭამო, და ისე გადახვიდე ნაპირზეო. კაიუტაში შემიყვანა ოფიცრების საუზმეზე და კარგად გამიმასპინძლდა.
ისე მოუსვენრად ვიყავი, რომ კარგად ვერც კი ვუსმენდი. ბავშვების იმედიღა მქონდა, მინდოდა როგორმე განზე გამეყვანა, დამეკითხა და ჩემი ვინაობა გამომერკვია, მაგრამ საშუალება არ მეძლეოდა. მისის ფელპსი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, ბოლოს ისეთი რამ მკითხა, რომ ცივმა ოფლმა დამასხა:
_ განუწყვეტლივ ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ გვითქვამს არც ჩემ დაზე, არც თქვენიანებზე, ახლა მე გავჩერდები და შენ დაიწყე, ყველაფერი მიამბე... ყველას შესახებ სათითაოდ, როგორ არიან, რას აკეთებენ, ჩემთან რა დაგაბარეს... ყველა წვრილმანიც კი, რაც მოგაგონდება.
ახლა კი დავრწმუნდი, რომ ჩავვარდი და გვარიანად ჩავვარდი. აქამდე განგება კარგად მშველოდა, მაგრამ ახლა ჩემი საქმე წასული იყო. დავრწმუნდი, რომ თვალთმაქცობას აზრი არ ჰქონდა, უნდა დავნებებულიყავი. ჩემს გულში ვთქვი, აი, კიდევ ერთი შემთხვევა, როცა უნდა გავბედო და სიმართლე ვთქვა-მეთქი. ის იყო უნდა დამეწყო, რომ დედაკაცმა ხელი ჩამავლო, საწოლს უკან შემათრია და მითხრა:
_ აგერ, მოდის! თავი უფრო დაბლა დასწიე. აი, ასე კარგია, ვერ დაგინახავს, კრინტი არ დასძრა, უნდა ოინი ვუყო, ბავშვებო, ხმა არ ამოიღოთ.
ხათაბალაში გაბმაც ეს იყო, მაგრამ წუხილით რას გავხდებოდი. მეტი გზა არ მქონდა, უნდა გავჩერებულიყავი და დავლოდებოდი, თავს მეხი როდის დამატყდებოდა.
ერთი კი მოვკარი თვალი მოხუცებულ ჯენტლმენს, როცა ოთახში შემოვიდა, მერე საწოლს მოეფარა. მისის ფელპსი მივარდა მას და ჰკითხა:
_ ჩამოვიდა?
_ არა, _ მიუგო მისმა მეუღლემ.
_ დამიდგეს თვალები! _ შესძახა ქალმა, _ რა უნდა მოსვლოდა?
_ ვერ წარმომიდგენია, _ მიუგო მოხუცებულმა ჯენტლმენმა, _ უნდა გამოვტყდე, რომ საშინლად ვღელავ.
_ ვღელავ რომელია! ლამის ჭკუაზე შევიშალო! უსათაუროდ უნდა ჩამოსულიყო, ალბათ, გზაზე აგცდა, გული მეუბნება, რომ სწორედ ასე მოხდა.
_ რას ამბობ, სალი, გზაზე როგორ უნდა ამცდენოდა.
_ ღმერთო ჩემო, ღმერთო, რას იტყვის ჩემი და! ალბათ, ჩამოვიდა! ალბათ, გზაში აგცდა ის...
_ ოჰ! გული ნუ შემიწუხე, ისედაც შეწუხებული ვარ, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, უნდა გამოვტყდე ძალიან მეშინია. არავითარი იმედი არ არის, რომ ჩამოვიდა, რადგანაც მე ვერ ამცდებოდა. შალი, საშინელებაა! პირდაპირ საშინელებაა, გემს უთუოდ რაღაც მოუვიდა, მეტი არაფერი.
_ საილას, აბა, იქით გაიხედე... გზისკენ... განა ვიღაცა არ მოდის?
მოხუცმა ფანჯარას მიაშურა საწოლის თავთან, მისის ფელპსმა მარჯვე შემთხვევა იხელთა, სწრაფად დაიხარა საწოლის მეორე ბოლოსთან, ხელი წამკრა და მე გამოვედი. როდესაც მოხუცებული კაცი მობრუნდა, დედაკაცი დაბრწყინებული და მომღიმარი სახით შეჰყურებდა, მე კი ოფლში გაწურული და დარცხვენილი იქვე ვიტუზებოდი. მოხუცებული ჯენტლმენი მომაშტერდა და იკითხა:
_ ეს ვინ არის?
_ როგორ გგონია, ვინ იქნება?
_ წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის, მითხარი!
_ ვინ და ტომ სოიერი.
კინაღამ იქვე ჩავიკეცე, მაგრამ ამის დრო არ იყო; მოხუცებულმა კაცმა ღონივრად ჩამომართვა ხელი და რამდენჯერმე შემანჯღრია. ამასობაში დედაკაცი ჩვენს გარშემო კუნტრუშობდა, იცინოდა და თანაც ტიროდა, მერე ორივემ კითხვები მომაყარა სიდი, მერის და საერთოდ ყველას შესახებ.
მაგრამ იმათი სიხარული რა იყო ჩემ სიხარულთან შედარებით! თითქოს ახლად დავიბადეო, ისე გამიხარდა ჩემი ვინაობის გაგება. ორი საათის განმავლობაში არ მეშვებოდნენ, სანამ ლაპარაკისაგან პირი არ გამიშრა. იმდენი რამ ვუამბე ჩემი ოჯახის... ესე იგი სოიერების ოჯახის შესახებ, რომ სოიერთა ექვს ოჯახს შეიძლებოდა გადახდენოდა თავს. ავუხსენი აგრეთვე, როგორ გაგვისკდა ცილინდრის ხუფი თეთრი მდინარის სათავეში და მის შეკეთებას როგორ მოვანდომეთ სამი დღე. ყველაფერი რიგზე იყო და ამ ამბავმა შესანიშნავად ჩაიარა, რადგანაც ისინი არც კი დაეჭვდნენ, რომ ცილინდრის ხუფის შეკეთებას სამი დღე არ დასჭირდებოდა. ცილინდრის ჭანჭიკის თავი რომ მეთქვა, მგონია ისევე კარგად ჩაივლიდა ყველაფერი.
ახლა თავსაც საკმაოდ კარგად ვგრძნობდი ერთი მხრივ და საკმაოდ ცუდად _ მეორე მხრივ. ტომ სოიერად ყოფნა ადვილი და იოლი საქმე იყო; ასე იყო იქამდე, ვიდრე ცოტა ხნის შემდეგ მდინარის მხრიდან გემის ქშენა არ შემომესმა. გულში ვთქვი, ვინ იცის, ამ გემით ტომ სოიერი მოდის? ვაითუ შემოვიდეს და სახელი დამიძახოს, სანამ თვალის ჩაკვრას მოვასწრებ-მეთქი.
არა, საქმეს აქამდე არ მივიყვან, ასე არ ივარგებს, გავალ გზაზე დაჩავუსაფრდები-მეთქი. მაშინვე ვუთხარი იმათ, რომ ქალაქში ავიდოდი და ჩემ ბარგს ჩამოვიტანდი. მუხუცებულმა ჯენტლმენმა ჩემთან ერთად წამოსვლა დააპირა, მაგრამ მე უარზე დავდექი, ცხენის წაყვანა მეც შემიძლია და ჩემთვის ნუ შეწუხდებით-მეთქი.
                                                                     

თავი ოცდამეცამეტე

ისე რომ, ქალაქისკენ ფორნით გავემგზავრე; შუა გზაზე ფორანი შემომხვდა, რომელშიც, რასაკვირველია, ტომ სოიერი იჯდა, მე გავჩერდი და დაველოდე, ვიდრე არ გამოსწორდა, მერე კი მივმართე, გაჩერდი-მეთქი. ფორანი ჩემს პირდაპირ გაჩერდა; ტომმა კი პირი დააღო, გაშეშდა, ორჯერ თუ სამჯერ ნერწყვი გადაყლაპა, თითქოს ყელი გაუშრაო, მერე თქვა:
_ კარგად იცი, რომ არასოდეს არაფერი დამიშავებია შენთვის. მაშ, რად მოსულხარ საიქიოდან და მოსვენებას არ მაძლევ?
_ მე საიქიოდან არ მოვსულვარ... არ მოვმკვდარვარ, _ ვუთხარი მე.
ჩემი ხმის გაგონებაზე ცოტა გონს მოვიდა, მაგრამ სავსებით დამშვიდებული ჯერ კიდევ არ იყო.
_ აბუჩად ნუ მიგდებ, მე ხომ ხელს არ გახლებ, პატიოსნად თქვი, მოჩვენება ხარ?
_ პატიოსნად გეუბნები, არა _ მივუგე მე.
_ კი... მე რასაკვირველია, თუ ასეა, ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ მე მაინც ვერაფერი ვერ გამიგია, მოიცა, განა შენ არ მოგკლეს?
_ არა, არ მომკლეს... მე მოვატყუე ისინი. მოდი და ხელი დამადე, თუ არ გჯერა ჩემი.
იმან ხელი დამადო და დამშვიდდა. ისე გაუხარდა კვლავ ჩემი დანახვა, რომ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. უნდოდა, დაუყოვნებლივ გაეგო ყველაფერი. ეს ხომ დიდებული თავგადასავალი იყო, ამასტანავე საიდუმლოებით მოცული და ტომს, ცოტა არ იყოს, გულში მოხვდა, მაგრამ მე ვუტხარი, ჯერჯერობით ამის დრო არ არის-მეთქი. იმის მეეტლეს მოვაცდევინე, ჩვენ კი ფორნით განზე გავედით, ჩემი გაჭირვება ვუამბე და რჩევა ვკითხე; ასე მიტხრა, ცოტა დამაცადე, ნუ მიშლიო. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს თქვა:
_ ყველაფერი მოგვარებულია. მოვიფიქრე, ჩემი ყუთი შენთან გადაიტანე და თქვი, რომ შენია. ახლა გაბრუნდი და ნელა იარე, რომ იმაზე ადრე მიხვიდე, ვიდრე საჭიროა. მე ისევ ქალაქში წავალ და ხელმეორედ გამოვემგზავრები იმისათვის, რომ შენს შემდეგ მოვიდე, თხუთმეტი წუთის ან ნახევარი სათის დაგვიანებით, პირველად ყველას ისე მოაჩვენე თავი, ვითომ არ მიცნობ.
_ კარგი. მაგრამ ერთ წუთს დამაცადე, _ ვუთხარი მე, _ ერთი რამ არის... ერთი რამ, რაც ჩემს მეტმა არავინ არ იცის. აი, საქმე რაშია: აქ არის ერთი ზანგი, რომელიც მონობიდან მინდა დავიხსნა, მას ჰქვია ჯიმი, მოხუცებული მის უოტსონის ჯიმი.
_ რაო? ჯიმი ხომ...
ტომი გაჩუმდა და ჩაფიქრდა, მე ვუთხარი:
_ ვიცი რასაც იტყვი, შენ იტყვი, რომ ეს ბინძური, უღისრი საქმეა; მერე რა მოხდა. თუმდაც ასე იყოს? მე ვიყო უღირსი, მე გავიტაცებ; შენ კი ხმა-ტრინტი არ დასძრა, არ გამცე, კარგი?
ტომს თვალები აენთო და მითხრა:
_ მე გიშველი იმის მოტაცებაში.
მთლად დავიბენი, ცოფნაკრავივით ვიყავი, ამაზე უფრო გასაოცარი არასოდეს არაფერი მსმენია და ჩემს მოვალეობად მიმაჩნია გითხრათ, რომ ტომ სოიერი ძალიან დაეცა ჩემს თვალში. მაგრამ მაინც არ მჯეროდა. სად ტომ სოიერი და სად ზანგის გატაცება.
_ ოჰ, მიჰქარავ! _ ვუთხარი მე, _ მასხრობ.
_ სულაც არ ვმასხრობ.
_ მაშ კარგი, სულ ერთია, მასხრობ, თუ არ მასხრობ, მაგრამ თუ ყური მოჰკრა ლაპარაკს გაქცეულ ზანგზე, გახსოვდეს, რომ შენ იმაზე არა იცი რა და არც მე ვიცი.
ტომმა თავისი ყუთი ჩემს ფორანში გადმოიტანა, ის თავის გზას გაუდგა, _ მე _ კი ჩემსას. ცხადია, მე ისე ვიყავი სიხარულით აღტაცებული და ფიქრებში გართული, რომ სულ გადამავიწყდა ნელა სიარული. სახლში გაცილებით უფრო ადრე მივედი, ვიდრე უნდა მივსულიყავი ასეთი გრძელი მოგზაურობის შემდეგ, მოხუცებული ჯენტლმენი კარებში მომეგება.
_ საოცარია სწორედ! ვინ იფიქრებდა, რომ ჩემი ფაშატი ამას შეძლებდა? ნეტავი დრო დაგვენიშნა! არც კი გაოფლიანებულა, საოცარია! ახლა ამ ცხენს ას დოლარადაც არ გავიმეტებ და იყო დრო, როცა მზად ვიყავი, თხუთმეტადაც მიმეცა, მეგონა, მეტი არ ღირდა.
სულ ეს იყო, რაც მითხრა, ასეთი გულუბრყვილო და კეთილი მოხუცი არასოდეს არ შემხვედრია. არც გასაკვირია, რადგანაც ის მხოლოდ ფერმერი კი არა, მოქადაგეც იყო და ერთი პატარა ფიცრის ეკლესია ჰქონდა პლანტაციის უკან; თავისი ხარჯით ააშენა; ეკლესიაც იყო და სკოლაც; უფასოდ ქადაგებდა და, უნდა ითქვას, ფასად არც ღირდა. სამხრეთში ბევრი ასეთი ფერმერი მოქადაგეა და ყველა ასე იქცევა.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ტომის ფორანი ღობეს მოადგა. დეიდა სალიმ ფანჯრიდან დაინახა, რადგანაც სულ ორმოცდაათი იარდის მანძილზე იყო, და თქვა:
_ ვიღაც მოდის: ნეტავ ვინ არის? ალბათ უცხოა. ჯიმ, (მისი შვილის იყო), გაიქე, უთხარი ლიზას, რომ ერთი ზედმეტი თეფში დადგას, როცა სუფრას გაშლის.
რასაკვირველია, ყველანი შესავალი კარისკენ გაცვივდნენ, სტუმარი ყოველ წელიწადს ხომ არ მოსდით, ხოლო როდესაც მოუვათ, ყვითელ ციებაზე მეტ ალიაქოთს იწვევს. ტომი ღომის გადმოსასვლელზე გადმოვიდა და სახლისკენ გაემართა; ფორანი გატრიალდა, ჩვენ კი შესავალ კართან შევჯგუფდით. ტომი სადღEსასწაულოდ იყო მორთული; მაყურებლები ელოდებოდნენ და ტომს მთელ ქვეყანას ეს ერჩივნა. ასეთ შემთხვევაში კარგად ეხერხებოდა გაბღინძვა, ერთი სიტყვით ის, რასაც გარემოება მოითხოვდა. ტომი ისეთი ბიჭი არ იყო, რომ ცხვარივით გამოევლო ეზო, არა, ის ყოჩივით მშვიდად და ღირსეულად მოაბიჯებდა. როდესაც მგვიახლოვდა, ისე მოხდენილად და ნაზად მოგვიხადა ქუდი, თითქოს ეს უკანასკნელი იმ ყუთის სახურავი ყოფილიყოს, რომელშიაც პეპლებს ეძინათ და მათი შეწუხება არ უნდაო; მერე თქვა:
_ მისტერ არჩიბალდ ნიკოლას, თუ არ ვცდები?
_ არა, შვილო, _ მიუგო მოხუცებულმა ჯენტლმენმა, _ სამწუხაროდ, მეეტლეს შეცდომაში შეუყვანიხარ. ნიკოლასის სახლი ქვემოთ არის, აქედან სამი მილით იქნება დაშორებული. შემოდი, შემოდი შინ.
ტომმა უკან მიიხედა.
_ უკვე გვიან არის, მეეტლე აღარა ჩანს.
_ წასულა, შვილო, შენ კი შემოდი და ჩვენთან ისადილე. მერე ფორანში ჩაგსვამთ და ნიკოლასთან წაგიყვანთ.
_ არა, ამდენს როგორ შეგაწუხებთ, როგორ შეიძლება. ფეხით წავალ, ეს მანძილი ჩემთვის არაფერია.
_ ფეხით წასვლის უფლებას ჩვენ არ მოგცემთ, რანაირი სამხრეთული სტუმართმოყვარეობა იქნება. ახლავე შემოდით შინ.
_ რა თქმა უნდა, _ უთხრა დეიდა სალიმ, _ მით უმეტეს, ჩვენთვის არავითარი შეწუხება არ იქნება. აუცილებლად უნდა დარჩეთ. მთელი სამი მილი მტვრიანი გზა ფეხით როგორ უნდა გაიაროთ; გარდა ამისა, როდესაც დაგინახეთ, მაშინვე ვუთხარი, სუფრაზე ზედმეტი თეფში დაედგათ. აბა ახლა თქვენ იცით, არ უნდა გაგვაწბილოთ, შემოდით, შინაურულად მოიქეცით.
ბოლოს ტომმა გულითადი მადლობა გადაუხადა, შეასრუკა მათი მოთხოვნა და შინ შემოვიდა. მან განაცხადა, რომ ჩამოვიდა ჰისკვილიდან, ოჰაიოს შტატიდან, და მისი სახელი იყო უილიამ თომპსონი. ამის შემდეგ კვლავ თავი დაკვიკრა.
მერე გაუთავებელ ლაქლაქს მოჰყვა. რას არ თხზავდა ჰისკვილზე და იქაურ მცხოვრებლებზე; მე კი, ცოტა არ იყო, უკვე ვღელავდი, ვერ წარმომედგინა, როგორ გამომიყვანდა ეს ამბავი გაჭირვებული მდგომარეობიდან. ბოლოს ლაპარაკის შეუწყვეტლად წამოიწია და დეიდა სალის შიგ ტუჩებში აკოცა. ამის შემდეგ ისევ კარგად მოეწყო სკამზე და კვლავ ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ დედაკაცი წამოხტა, ხელით მოიწინდა ტუჩები და შეჰყვირა:
_ შე თავხედო, ძაღლის ლეკვო!
ტომი თითქოს ნაწყენი დარჩა და უთხრა:
_ ძალიან მაკვირვებთ, ქალბატონო!
_ გაკვირ... მაინც ვინა გგონივარ? კარგი იქნება, რომ ახლა... რა ეშმაკმა გაფიქრებინა ჩემი კოცნა?
ტომმა თითქოს მოკრძალებით შეხედა და უთხრა:
_ ცუდმა არაფერმა, ქალბატონო, მე თქვენი წყენა არ მინდოდა. მე... მე... მეგონა, რომ ამით გასიამოვნებდით.
_ რაო, შე სულელო, შენა! _ ხელი დაავლო თითსტარს და ეტყობოდა, ძლივს იკავებდა თავს, რომ ტომისთვის არ ესროლა. _ რამ გაფიქრებინა, როიმ ამით მასიამოვნებდი?
_ რა ვიცი. იმათ... იმათ მითხრეს ასე.
_ იმათ გითხრეს. ერთი სიტყვით, ვინც გითხრა, ისიც გიჟი ყოფილა. ამისთანა არა გამიგია რა ჩემ დღეში. ვინ იმათ?
_ ყველამ. ყველა ამას მეუბნებოდა, ქალბატონო.
დედაკაცი თავს ძლივს იკავებდა, თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა, თითების მოძრაობაზე ეტყობოდა, მზად იყო, ტომს მივარდნოდა და მთლად დაეკაწრა.
_ ვინ ყველამ? ახლავე მითხარი იმათი სახელები, თორემ ვაი შენი სულელი თავის ბრალი!
ტომი შეწუხებული წამოდგა, ხელში ქუდს ჭმუჭნიდა და თქვა:
_ მაპატიეთ, ამას არ მოველოდი. ყველანი ასე მეუბნებოდნენ. ყველანი მეუბნებოდნენ, აკოცე და გაუხარდებაო. ყველა ამას ამბობდა, სათითაოდ ყველა. მაპატიეთ ქალბატონო, აღარ ვიზამ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, აღარ ვიზამ!
_ არ ვიზამო? ნუთუ მართალს ამბობ?
_ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ აღარ ვიზამ... სანამ თქვენ თვითონ არ შემეხვეწებით.
_ სანამ არ შეგეხვეწები! მსგავსი არა გამიგია რა ჩემ სიცოცხლეში! მათუსალას ხანამდე რომ მოიყარო, მაინც ვერ ეღირსები ჩემს ხვეწნას ვერც შენ და ვერც შენისთანები!
_ ჰოდა, ემ მეც ძალიან მაკვირვებს, _ უთხრა ტომმა. _ ვერაფერი გამიგია, იმათ მითხრეს გაუხარდებაო, და მეც ასე მეგონა, მაგრამ... _ შეჩერდა, ირგვლივ ყველას თვალი ისე მოავლო, გეგონებოდათ, ვინმესგან თანაგრძნობას ელისო, მერე მოხუცებულ ჯენტლმენს შეხედა და ჰკითხა:
_ არც თქვენ გგონიათ, რომ გავახარებდი ჩემი კოცნით, სერ?
_ არა, მე... მე... რა ვიცი; არა, არ მეგონა.
შემდეგ ისევ გარშემო მოავლო თვალი, მე შემომხედა და მითხრა:
_ არც შენ გეგონა, ტომ, რომ დეიდა შალი გულში ჩამიკრავდა და იტყოდა `სიდ სოიერ~...
_ ღმერთო ჩემო! _ გააწყვეტინა სიტყვა დედაკაცმა და მივარდა მას, _ შე, თავგასულო არამზადავ, ადამიანის ასე გასულელება შეიძლება?.. _ და მოხვევა დააპირა, მაგრამ ტომმა მოიცილა მისი ხელები და უთხრა:
_ არა, ვიდრე არ შემეხვეწებით.
დეიდა სალის აღარ დაუყოვნებია, შეეხვეწა, გულში ჩაიკრა და ჰკოცნა და ჰკოცნა. მერე მოხუცებულ ჯენტლმენს გადასცა და იმანაც, თავის მხრივ, აღარაფერი არ დააკლო. როდესაც დაშოშმინდნენ, ქალმა თქვა:
_ ღმერთო ჩემო, ეს რა მოულოდნელი სიხარულია. შენ სრულებით არ გელოდით, მხოლოდ ტომის მოლოდინი გვქონდა. ჩემს დას არ მოუწერია, რომ ტომის გარდა, სხვაც ვინმე ჩამოვიდოდა.
_ ეს იმიტომ მოხდა, რომ მხოლოდ ტომის წამოსვლა ჰქნდათ გადაწყვეტილი, _ უთხრა ტომმა, _ მაგრამ იმდენი ვეხვეწე ჩვენებს, რომ უკანასკნელ წუთებში მეც გამომიშვეს; მე და ტომმა გემზე ყოფნისას გადავწყვიტეთ, რომ უდიდეს სიხარულს მოგგვრიდით, თუ ჯერ ის გეწვეოდათ, მერე კი მეც _ ცოტა უფრო მოგვიანებთ; ისე მოვიდოდი, ვითომ სხვა ვინმე ვიყავი. მაგრამ შევცდი, დეიდა სალი. აქ მოსულ უცხო კაცს, ვხედავ, კეთილს არ დააყრიან.
_ თავგასულ ოინბაზებს, ჰაი, ჰაი, რომ კეთილს არ დააყრიან. სიდ, ღირსი კი იყავი, კარგად მოგხვედროდა; ასე ძალიან, ვინ იცის, რამდენი ხანია არ გავჯავრებულვარ, მაგრამ არ დავეძებ, ოღონდ აქა მყავდე და ათასჯერ უარეს ოინებსაც გავუძლებ. ერთი ამათ უყურეთ, ნამდვილი წარმოდგენა არ გამიმართეს! სიმართლე გითხრა, განცვიფრებული დავრჩი, როდესაც მაკოცე.
სახლსა და სამზარეულოს შორის მოთავსებულ ფართო დერეფანში ვისადილეთ. მაგიდაზე შვიდი ოჯახის სამყოფი სასმელ-საჭმელ ელაგა და ამასთან ყველაფერი ცხელ-ცხელი; ხორცი ნესტიან საკუჭნაოს განჯინაში მთელ ღამეს ნადებს კი არ ჰგავდა, რომელსაც დილით მძორის გემო დაჰკრავს. ბიძია საილასმა საკმაოდ დიდი დრო მოანდომა ჩვენი სუფრის დალოცვას; სუფრა მართლაც რომ ღირსი იყო დალოცვისა, თანაც არაფერი არ გაციებულა, როგორც ამგვარი დაყოვნების დროს იცის.
ნასადილევს ბევრი ილაპარაკეს; მე და ტომი სულ ფხიზლად ვიყავთ, მაგრამ ამაოდ, გაქცეული ზანგი არავის უხსენებია, ჩვენ კი ამაზე ლაპარაკის ჩამოგდებას ვშიშობდით; ვნახოთ და, ვახშმობის დროს ერთმა პატარა ბიჭმა მამას ჰკითხა:
_ მამა, შეიძლება ტომი, სიდი და მე წარმოდგენაზე წავიდეთ?
_ არა, _ თქვა ბერიკაცმა, _ მემგონი, არავითარი წარმოდგენა არ იქნება და, კიდევაც რომ იყოს, თქვენი იქ წასვლა არ შეიძლება. გამოპარულმა ზანგმა მე და ბერტონს გვიამბო ამ სამარცხვინო წარმოდგენის შესახებ და ბერტონმა თქვა, რომ ყველას გავაფრთხილებო, ისე, რომ რომ ის თავხედები, ალბათ უკვე გარეკეს ქალაქიდან.
აი, თურმე საქმე რაში ყოფილა! მაგრამ მე მაინც ვერ მოვისვენე. მე და ტომს ერთ ოთახში და ერთ საწოლზე უნდა დაგვეძინა. რაკი დაღლილები ვიყავით, ყველას `ღამე მშვიდობისა~ ვუსურვეთ და ზევით ავედით დასაძინებლად. მერე ფანჯრიდან გადავედით, მეხამრიდით ქვევით ცავცოცდით და ქალაქსკენ მვკურცხლეთ. ვიცოდი, მეფეს და ჰერცოგს არავინ გააფრთხილებდა და, თუ სასწრაფოდ არ შევატყობინებდი, უსათუოდ ხიფათში გაებმებოდნენ.
გზაში ტომმა დაწვრილებით მიამბო, როგორ ეგონათ, რომ მომკლეს, რომ მალე იმის შემდეგ მამაჩემი სადღაც წავიდა და აღარ დაბრუნებულა; როგორი აურზაური გამოიწვია კიმის გაქცევამ. მეც ჩემი მხრივ ყველაფერი ვუამბე `მეფური უბადლო სანახაობის~, არამზადების, ტივით მოგზაურობის შესახებ. როდესაც ქალაქში მივედით და შუაგულს მივაღწიეთ, დაახლოებით ცხრის ნახევარი იქნებოდა; უცბად წინ შემოგვეფეთა გაშმაგებული ბრბო; ხელში ჩირაღდნები ეჭირათ; იყო ერთი ღრიანცელი, ყიჟინა, დაფების ცემა და ნაღარის ხმა. ჩვენ განზე გადავდექით, რომ ბრბოსთვის გზა დაგვეთმო. უეცრად დავინახეთ, რომ ხახლს სარზე შემსხდარი მეფე და ჰერცოგი მოჰყავდა, უფრო სწორად ვიცანი, რომ ეს მეფე და ჰერცოგი იყვნენ, თორემ მთლად კუპრით და ბუმბულით დაფარულებს სახე აღარ ჰქონდათ; რომ შეგეხედათ, ორი უზარმაზარი ჯიღა მოგაგონდებოდათ, ჯარისკაცებს რომ აქვთ ხოლმე მუზარადზე. გული ამემღვრა ამ სანახაობაზე, შემეცოდნენ საბრალო არამზადები, ასე მეგონა, გულში მათ მიმართ წყრომას აღარასოდეს აღარ გავივლებდი. საზარელი სანახაობა იყო, ადამიანებს შეუძლიათ უაღრესად ულმობელნი იყვნენ ერთიეორის მიმართ.
მივხვდი, რომ დავიგვიანეთ, შველა აღარაფრით აღარ შეიძებოდა. ვიღაც ქუჩის მაწანწალებს ვკითხეთ და იმათ გვიამბეს: ყველა ისე მოვიდა წარმოდგენაზე, ვითომ არაფერი არ იცოდა; სულ ჩუმად ისხდნენ, სანამ საწყალი ბებერი მეფე სცენაზე კუნტრუშს არ მოჰყვა. მაშინ კი ვიღაცამ ანიშნა, ყველანი წამოიშალნენ და იმათ მისცვივდნენო.
რაღას ვიზამდით, სახლში წამოვჩანჩაკდით. სადღა იყო ჩემი გაბედულება! დარცხვენილივით და დამნაშავესავით ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია. მაგრამ ეს ყოველთვის ასე ხდება; მართალი ხარ თუ  მტყუანი, სინდისი ამაში ვერ ერკვევა და ყოველთვის გაწუხებს. მე რომ ისეთი ძაღლი მყოლოდა, რომელიც ადამიანის სინდისის მაგვარად ვერაფერში ვერ გაერკვეოდა, მოვწამლავდი. ადამიანის შიგნეულობაში ყველაზე დიდი ადგილი სინდისს უჭირავს, მარამ არაფრის მაქნისი კი არ არის. ტომ სოიერიც ამავე აზრისაა.

თავი ოცდამეთოთხმეტე

ლაპარაკი შევწყვიტეთ და ჩავფიქრდით. ცოტა ხნის შემდეგ ტომმა მითხრა:
_ ყური მიგდე, ჰეკ, რა სულელები ვართ, რომ წინათ არ მოვიფიქრეთ. სანაძლეოს ვდებ, ვიცი, ჯიმი სადაც არის.
_ რას ამბობ, სად არის?
_ ნაცრის ყუთთან რომ ქოხია, იქ უნდა იყოს. როდესაც ვსადილობდით, განა არ დაინახე, როგორ შევიდა იქ ერთი ზანგი საჭმლის ხელში?
_ როგორ არა, დავინახე.
_ როგორ ფიქრობ, ვისთვის მიჰქონდა ის საჭმელი?
_ ძაღლისთვის.
_ მეც ასე მეგონა, მაგრამ არა, ძაღლისთვის არ მიჰქონდა.
_ რატომ გგონია?
_ იმიტომ, რომ იქ საზამთროც იდო.
_ მართალია, მეც შევამჩნიე, ის კი არ მიფიქრია, რომ ძაღლი საზამთროს არ ჭამს. აი, ასეა, ადამიანი ერთ და იმავე დროს კიდეც ხედავს და კიდეც ვერ ხედავს.
_ ზანგი ქოხში რომ შედიოდა, კლიტე გააღო, გამოსვლისას კი დაკეტა. სუფრიდან რომ ვდგებოდი, იმან რაღაც გასაღები მოუტანა ბიძიას; ეს იმ კლირის გასაღები უნდა ყოფილიყო, ნაძლევს ვდებ, საზამთრო უნდა ნიშნავდეს ადამიანს, კლიტე _ ტუსაღს. შეუძლებელია ასეთ პატარა პლანტაციაზე ორი პატიმარი ჰყავდეთ; ისიც იქ, სადაც ყველანი ასეთი კარგები და კეთილები არიან. ის ტუსაღი ჯიმია. ძალიან კარგი, მიხარია, რომ ჩვენ იმას მივაგენით ისე, როგორც მაძებრებს შეჰფერს; ცემი აზრით, სხვა ხერხი ჩალის ფასადაც არ ღირს. ახლა კი ტვინი გაანძრიე და მოიფირე, ჯიმი როგორ გავიტაცოთ. მეც ჩემთვის ვიფიქრებ და მერე ამოვირჩიოთ ის გეგმა, რომელიც უფრო მოსაწონი იქნება.
რა საოცარი ჭკუა ჰქონდა ამ ბიჭს! მე რომ ტომ სოიერის ჭკუა მქონოდა, არც ჰერცოგობაზე გავცვლიდი, არც გემის კაპიტნობაზე, არც ცირკის მასხარად ყოფნაზე და არც არაფერზე. გეგმის მოფიქრებას მხოლოდ იმისათვის შევუდექი, რომ ცუდად ჯდომას ცუდად შრომა მერჩივნა; ძალიან კარგად ვიცოდ, ვინც მოიფიქრებდა ნამდვილ გეგმას. ცოტა ხნის შემდეგ ტომმა მკითხა:
_ მზად გაქვს?
_ მზად მაქვს.
_ კარგი... აბა, სთქვი:
_ ჩემი გეგმა ასეთია: ჩვენ ადვილად შეგვიძლია გამოვარკვიოთ, ჯიმი ქოხშია თუ არა. ხვალ, ღამით, ჩემი ნავი ამოვიღოთ და ტივი კუნძულიდან წავიყვანოთ. პირველსავე ბნელ რამეს, მძინერე ბერიკაცს გასაღები შარვლის ჯიბიდან ამოვაცალოთ, ჯიმთან ერთად ტივით შევცუროთ წყალში და ქვევითკენ გავწიოთ. ივარგებს ასეთი გეგმა?
_ ივარგებსო? რასაკვირველია, ივარგებს; მაგრამ მეტისმეტად უბრალოა; რის მაქნისია ასეთი გეგმა, რომელშაც სადავიდარაბო ამაზე მეტი არაფერია? ჰეკ, ეგ ხომ ისევე უფერულად ჩაივლის, როგორც საპნის ქარხნის გაქურდვა.
არაფერი არ მითხვამს, რამდენადაც ეს შენიშვნა ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, ძალიან კარგად იცოდი, რომ მის მიერ მოფიქრებულ გეგმას წინ არაფერი დაუდგებოდა.
ასეც მოხდა. როდესაც მიამბო, რაში მდგომარეობდა მისი გეგმა, იმავ წუთში მივხვდი, რომ ხერხით ჩემსას თხუთმეტჯერ ჯობდა, ჯიმს იხსნიდა და, გარდა ამისა, შეიძლება ყველანი მსხვერპლად შევწიროდით. მოვუწონე და ვუთხარი, მაგის მიხედვით ვიმოქმედოთ-მეთქი. საჭიროდ არ მიმაჩნია ახლა გაგაცნოთ იგი. წინასწარ ვიცოდი შეუცვლელი არ დარჩებოდა, გზადაგზა ყველა შემთხვევას გამოიყენებდა, რათა ახალი რამ შეეტანა და, მართლაც ასე მოხდა.
მაგრამ ერთი აშკარა იყო, ტომ სოიერი ნამდვილად აპირებდა ზანგის დახსნას მონობიდან და ჩემთვის სწორედ ეს იყო გაუგებარი. ის ხომ წესიერი და კარგად აღზრდილი ბიჭი იყო და შეიძლება სახელი გასტეხოდა. ოჯახიც კარგი ჰქონდა. ტომი ნიჭითაც გამოირჩეოდა. განათლებული იყო და არა ვინმე უვიცი, გულკეთილი და არა ბოროტი. და აი, თურმე მას არ ჰქონდა იმდენი თავმყვარეობა, წესიერება და ზრდილობა, რომ სხვის საქმეში გარევით თავი არ დაიმციროს, არ შეარცხვინოს, როგორც საკუთარი, ისე თავისი ოჯახის სახელიც. მე ეს ვერაფრით ვერ ამეხსნა. აღმაშფოთებელი იყო! ვიცოდი, მოვალე ვიყავი ტომისთვის მეგობრულად მეთქვა, ეს საქმე მოეტოვებინა და თავი გადაერჩინა. ის იყო ამის თქმა დავაპირე, რომ ბურთი პირში ჩამჩარა:
_ როგორ გგონია, არ ვიცი, რასაც ვაკეთებ?
_ როგორ არა.
_ ჰოდა, ხომ გითხარი, გშველი-მეთქი ამ ზანგის გატაცებაში?
_ მითხარი.
_ მაშ, გაჩერდი.
ამის მეტი აღარც იმას უთქვამს რამე, არც მე. ლაპარაკი ზედმეტი იყო. ტომი თავის სიტყვას არ გადათქვამდა. ვერ გამერკვია, რად უნდოდა ამ საქმეში ჩარევა, მაგრამ ხმას არ ამმაღებინებდა. თვითონ არ იშლიდა და რა მექნა!
დაბრუნებისას სახლი სულ ჩაბნელებული დაგვხვდა; ჩამიჩუმი არ ისმოდა, ისე, რომ ნაცრის ყუთის ახლოს მდგარი ქოხისკენ გავემართეთ, გვინდოდა დაგვეთვალიერებინა. ეზო პირდაპირ გადავჭერით, გვაინტერესებდა გაგვეგო, ძაღლები რას იზამდნენ.  იმათ გვიცნეს და ისე უშფოთველად შემოგვყეფეს, როგორც სოფლის ზაღლებს სჩვევიათ, როცა ღამე ვინმე გაივლის. იმ ადგილამდე რომ მივედით, ქოხი წინიდან და გვერდიდან გავსინჯეთ; ჩრდილოეთ მხარეზე, რომელიც წინათ არ მენახა, საკმაოდ მაღლა, ოთხკუთხა ფანჯარას მივაგენით. ფანჯარაზე მხოლოდ ერთი მაგარი ფიცარი მიელურსმათ გარდიგარდმო.
_ სწორედ ეს გვინდოდა, _ ვთქვი მე, _ ფანჯარა საკმაოდ დიდია, ჯიმი კარგად გამოეტევა, თუ ფიცარს ავგლეჯთ.
_ ეგ ისევე იოლია, როგორც `ერთი, ორი, სამი, მე ვარ თავისუფალი~, _ მითხრა ტომმა, _ იმედი მაქვს, რომ ამაზე ცოტა უფრო რთული გზის გამონახვა შეგვიძლია, ჰეკ ფინ.
_ მაშ კარგი, _ ვუთხარი მე, _ იქნებ ქოხი ერთ მხარეს ცოტათი გამოვხერხოთ, როგორც მე გავაკეთე ჩემი მკვლელობის წინ?
_ ეგ უფრო რაღაცას ჰგავს, _ მითხრა ტომმა, _ საიდუმლოებით მოცული, სახიფათო და კარგია, მაგრამ სანაძლეოს ვდებ, ამაზე ორჯერ უფრო გრძელი გზის გამონახვა შეიძლება. საჩქარო არაფერია; კიდევ დავათვალიეროთ აქაურობა.
_ უკანა  მხარეს, ქოხსა და მესერს შორის, ერთი ფიცრული იდგა. სიგრძით ქოხისოდენა იყო, სიგანით იწრო _ სულ ექვსიოდე ფუტი. მისი კარი სამხრეთისკენ გადიოდა, ზედ კლიტე ედო. ტომი საპნის სახარშავ ქვაბისკენ წავიდა, იქ ქვაბის ხუფის ასახდელი რკინა იპოვა და ურდულიდან ერთი ჩანგალი ამოაგდო. ჯაჭვი ძირს დაეცა, კარი გავაღეთ და შიგ შევედით, მერე კარი დავხურეთ და ასანთი გავკარით. აღმოჩნდა, რომ ფიცრული ქოხზე უბრალოდ იყო მიდგმული და მას არაფრით არ უკავშირდებოდა. ფიცრულს იატაკი არ ჰქონდა და შიგ არაფერი არ იყო, გარდა ძველი, დაჟანგებული თოხების, ნიჩბების, წერაქვებისა და ერთი დამტვრეული გუთნისა. ასანთი ჩაგვიქრა და გარეთ გამოვედით, ჩანგალი უკან ჩავუგდეთ და კარი ისევ დაიკეტა. ტომი გახარებული იყო:
_ ახლა ჩვენი საქმე კარგად არის. გავთხაროთ გამოსასვლელი და ჯიმი ისე გავათავისუფლოთ. ამას ერთი კვირა მაინც მოუნდება.
მერე სახლისკენ გავემართეთ; მე უკანა კარიდან შევედი, მას საერთოდ არ კეტავდნენ და, ტყავის თასმას გამოსწვედით თუ არა, მაშინვე გაიღებოდა, მაგრამ ტომ სოიერს ეს არ აკმაყოფილებდა. ერც ერთი შესავალი არ მომწონს, ისევ მეხამრიდზე ავცოცდებიო. სამჯერ აცოცდა, მაგრამ სამჯერვე ჯერ ნახევრად არ იყო მისული, რომ ძირს ჩამოვარდა; უკანასკნელად კინაღამ თავი გაიტეხა და იფიქრა, მოდი, დავეხსნებიო, მაგრამ შეისვენა, ერთხელავ სცადა და ამჯერად მიზანს მიაღწია.
ჯერ განათებული არ იყო, რომ წამვდექით და ზანგების ქოხებისკენ გავეშურეთ, გვინდოდა ძაღლებს მივფერებოდით და ტანაც დავმეგობრებულიყავით იმ ზანგთან, რომელსაც ჯიმისთვის საჭმელი მიჰქონდა... თU ეს მართლა ჯიმი იყო. ზანგები სწორედ საუზმეს ათავებდნენ და მინდორში წასვლას აპირებდნენ; ჯიმის ზანგი კი თუნუქის ჯამში პურს, ხორცს და სხვა რაღაცებს აწყობდა იმ დროს, როდესაც დანარჩენები მიდიოდნენ. მას სახლიდან გასაღები გამოუგზავნეს.
ამ ზანგს კეთილი და მოსულელო გამომეტყველება ჰქონდა. გრუზა თმა ძაფებით ნაწილ-ნაწილ შეეკრა ჯადოს მოსარიდებლად. ასე ამბობდა, ამ ბოლო დროს ჯადოქრები საშინლად მაწუხებენ, რამე უცნაურ სიზმრებს მაჩვენებენ, უცნაურ რამეებს ჩამძახიან, _ ასეთი მოჯადოებული ჩემს დღეში არ ვყოფილვარო. ისე გაერთო და თავის ჭირ-ვარამზე იმდენი ილაპარაკა, რომ საქმე სულ გადაავიწყდა. ტომმა ჰკითხა:
_ ეს საჭმელი ვისია? ძაღლებს უნდა აჭამო?
ზანგს სახეზე ღიმილმა ნელ-ნელა გადაუარა და გვითხრა:
_ დიახ, მისტერ სიდ, ერთი ძაღლისაა, საინტერესო ძაღლის. გნებავთ მისი ნახვა?
_ დიახ.
ტომს ხელი წავკარი და ჩავჩურჩულე:
_ როგორ? ამ შუადღისას შეხვალ? ჩვენი გეგმა ხომ ასეთი არ იყო.
_ არ იყო, მაგრამ ახლა ასეთია.
დალახვროს ეშმაკმა, წავედით, მაგრამ იქ მისვლა მაინცდამაინც ძალიან არ მეჭაშნიკებოდა; შიგ რომ შევედით, თითქმის ვერაფერი ვერ დავინახეთ, ისე ბნელოდა; ჯიმი მართლაც იქ იყო, დაგვინახა თუ არა, შესძახა:
_ ჰეკ! ღმერთო ჩემო! ეს განა ტომი არ არის?
წინასწარ ვიცოდი, ასე მოხდებოდა, ამას წინასწარ ველოდი. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და, რომ მცოდნოდა კიდეც, მაინც ვერაფერს გავხდებოდი, რადგანაც ზანგი ჩაერია:
_ ღმერთო ჩემო! ეგ განა გიცნობთ, ჯენტლმენებო?
ახლა უკვე კარგად ჩანდა, ტომი დააშტერდა, ზანგს, მერე ვითომდა გაკვირვებით შეეკითხა:
_ ვინ გვიცნობს?
_ ვინ და ეს გამოპარული ზანგი.
_ არა მგონია რომ გვიცნობდეს. რამ გაფიქრებინათ ასეთი რამ?
_ როგორ თUორამ? განა არ გაიგონეთ ამ წუთში როგორ დაიყვირა.
ტომი თითქოს საგონებელში ჩავარდა.
_ ძალზე საინტერესოა. ვინ დაიყვირა? როდის დაიყვირა? რა დაიყვირა? _ მერე სრულიად დამშვიდებულად მომიბრუნდა: _ შენ განა გაიგონე ვინმეს ყვირილი?
ცხადია, მეტი გამოსავალი არ იყო, უნდა მეთქვა:
_ არა, არაფერი არ გამიგონია.
მერე ჯიმისკენ მიბრუნდა, აათვალიერ-ჩაათვალიერა თითქოს პირველად ხედავსო, და უთხრა:
_ შენ განა დაიყვირე?
_ არა, სერ, _ მიუგო ჯიმმა, _ მე არაფერი მითქვამს, სერ.
_ არც ერთი სიტყვა.
_ არა, სერ, _ მიუგო ჯიმმა, _ მე არაფერი მითქვამს.
_ წინათ ოდესმე გინახავთ?
_ რამდენადაც მახსოვს, არა, სერ.
მაშინ ტომი მიუბრნდა ზანგს, რომელიც მეტად საცოდავად გამოიყურებოდა, მკაცრად უთხრა:
_ რა გგონია, მაინც რა მოგივიდა? რატომ გეჩვენა, რომ ვინმემ დაიყვირა?
_ სხვა რა უნდა იყოს, სერ, წყეული ჯადოქრების საქმე იქნება. ნეტავი კი მოვკვდე, მოსვენებას აღარ მაძლევენ, პირდაპირ სიცოცხლე მომისპეს! გეთაყვა, სერ, არავის უამბოთ, თორემ მოხუცებული მ-რ საილასი გამიჯავრდება, ის ამბობს, ჯადოქრები არ არსებობენო. ნეტავი ახლა აქ ყოფილიყო. მაშინ რაღას იტყოდა? მგონია, ახლა ხმას ვეღარ ამოიღებდა. მაგრამ ყოველთვის ასეა, სულელი მუდამ სულელად რჩება, თვითონ არაფერს არ დაუკვირდებიან და, როდესაც სხვა დაუკავშირდება, იმას არ დაუჯერებენ.
ტომმა ათი ცენტი მისცა და უთხრა, ჩვენ არავის არ ვუამბობთ, შენ კი ამით ცოტა ძაფი კიდევ იყიდე თმებზე მოსაჭერადო. მერე ჯიბისკენ გაიხედა და თქვა:
ნეტავი ბიძია საილასი ამ ზანგს ჩამოხრჩობას ხომ არ უპირებსო. მე რომ პატრონისაგან გამოქცეული უმადური ზანგი ხელში ჩამვარდნოდა, უსათუოდ ჩამოვახრჩობდი, არ გავუშვებდიო. როდესაც ზანგი კარისკენ წავიდა და ათცენტიანი კბილით გასინჯა, ტომმა ჯიმს ჩასჩურულა:
_ არ შეიმჩნიო, რომ გვიცნობ; თუ ღამით გაიგონე, რომ ვინმე თხრის, იცოდე, ჩვენ ვიქნებით, განთავისუფლებას გიპირებთ.
ჯიმმა ძლივს მოასწრო ხელებში გვწვდომოდა და მაგრად ჩამოერთმია; ზანგი შემოვიდა და ჩვენ მას ვუთხარით, თუ გინდა, კიდევ მოვალთ. იმან თანხმობა გამოგვიცხადა და გვითხრა, უმჯობესია, სიბნელეში მოხვიდეთ, რადგანაც ჯადოქრები მეტწილად ღამე არ მასვენებენ და მირჩევნია, ხალხი იყოს ჩემს გარშემო.

თავი ოცდამეთხუთმეტე

საუზმობამდე კიდევ ერთი საათი იქნებოდა დარჩენილი, ისე რომ ტყეში წავედით. ტომმა თქვა, თხრის დროს სინათლე დაგვჭირდება, მაგრამ ფარანს დიდი შუქი აქვს და შეიძლება საფრთხეში ჩაგვაგდოს, სჯობს ბლომად მოვაგროვოთ ფუტუროები და ბნელ ადგილზე დავაწყოთ, სიბნელეში სუსტად ანათებენო. მართლაც ასე მოვიქეცით: მთელი ერთი იღლია მოვიტანეთ, ბალახში დავმალეთ და დასასვენებლად ჩამოვსხედით. მაგრამ ტომმა უკმაყოფილოდ თქვა:
_ დალახვროს ეშმაკმა, ეს საქმე ისეთი ადვილია, რომ მეტი არ შეიძლება, ამიტომაც ძნელდება უფრო რთUლი გეგმის შედგენა. არც დარაჯია, რომ გამოვათრიოთ, დარაჯი კი აუცილებლად უნდა იდგეს. ძღლიც კი არ არის, რომ დასაძინებელი წამალი მივცეთ. ჯიმი ათი ფუტის სიგრძე ჯაჭვით არის მიბმული საწოლის ფეხზე: საწოლს ასწევ თუ არა, ჯაჭვი ძირს დავარდება, ბიძია საილასი ყველას ენდობა. გასაღებს გამოტვინებულ ზანგს აძლევს და მეთვალყურეს არც კი უნიშნავს. ჯიმი აქამდისაც გადაძვრებოდა ფანჯრიდან. ფეხზე შებმული ათი ფუტის სიგრძე ჯაჭვი სიარულს რომ უშლიდეს. ეშმაკსაც წაუღია. პირველად ვხედავ, რომ ასე სულელურად იყოს ყველაფერი მოწყობილი. ყველა სიძნელე ჩვენ თვითონ უნდა მოვიგონოთ. რა გაეწყობა, რაც ხელთ გვაქვს, ის უნდა გამოვიყენოთ. ყოველ შემთხვევაში, ერთი უპირატესობა გვაქვს: ბევრად უფრო სასახელოა ადამიანი გამოიხსნა იმ საფრთხესა და სიძნელეთაგან, რომლებიც შენ თვითონ მოიგონე, ვიდრე იმათგან, რომელთა შექმნაც სხვის მოვალეობას წარმადგენდა. ავიღოთ თუნდაც ფარანი. მართალი რომ ითქვას, ჩვენ ხომ თვითონ ვირწმუნებთ თავს, რომ ფარანი სახიფათოა, თOრემ ჩვენი ნება არ არის, მუშაობის დროს, თუნდაც ჩირაღდნების პროცესიას მოვაწყობთ, ყურსაც არავინ შეიბერტყავს. ჰო, მომაგონდა, პირველ ყოვლისა, უნდა რამე მოვძებნო და ხერხი გავაკეთოთ.
_ ხერხი რად გინდა?
_ როგორ თუ რად გვინდა? ჯაჭვის ასახსნელად, ჯიმის საწოლს ხომ ფეხი უნდა გადავუხერხოთ?
_ ახლა არა თქვი შენ თვითონ, ასწევ თუ არა საწოლს, ჯაჭვი ძირს ჩამოვარდებაო?!
_ შენ სულ ასე იცი, ჰეკ ფინ: მაშინვე ბალღურ ხერხს გამონახავ. ნუთუ არც ერთი წიგნი არ წაგიკითხავს? ბარონ ტრენკი, კაზანოვა, ბენვენუტო ჩელინი, ჰენრი IV და განა ცოტაა ასეთი გმირები? სად გაგონილა, ტყვეები ასე დედაკაცურად გაათავისუფლო?.. არა, ცნობილი ავტორიტეტები ასე იქცევიან:  საწოლის ფეხს ორად გადახერხავენ და ასევე ტოვებენ: მერე ნახერხს გადაყლაპავენ, რომ არავინ შეამჩნიოს. გადახერხილ ადგილს ტალახით და ქონით ამოლესავენ; ისე, რომ თვით ყველაზე გამჭრიახი ზედამხედველიც კი ვერაფერს ვერ შეამჩნიეს. ღამით, როდესაც ყველაფერი მზად იქნება, ხელის გაკვრით საწოლს გადახერხილ ფეხს მოარგებდნენ, ჯაჭვს მოხსნიან, მორჩა და გათავდა. მერე თოკის კიბეს კედლის ქონგურენს გამოსდებენ, ქვევით ჩასრიალებდნენ და თხრილში ფეხს მოიტეხენ, რადგანაც თოკის კიბე მოკლეა, ცხრამეტი ფუტი აკლია ბოლომდე; აქ დახვდებათ ცხენები და ერთგული მსახურები, რომლებიც აიტაცებენ უნაგირზე და მშობლიური მხარისკენ (ლანგედოკი იქნება, ნავარა თუ სხვა ადგილი, სულ ერთია) გააქროლებენ. აი, რა შესანიშნავია, ჰეკ; ნეტავი ქოხთან თხრილი იყოს; თუ დრო გვექნა, გაპარვის ღამეს ამოვთხაროთ.
მე ვთქვი:
_ თხრილი რაღაც გვინდა, თუ ჯიმს ქოხის ქვეშ ხვრელიდან გავაპარებთ?
მაგრამ ტომმა ყური არ მათხოვა; იმას, მგონია, მეც დავავიწყდი და მთელი ქვეყანაც. ნიკაპი ხელს დააყრდნო, ფიქრებში წავიდა, მერე ამოიოხრა, თავი გააქნია, კვლავ ამოიოხრა და მითხრა:
_ არა, არ ღირს, საჭირო არ არის.
_ რა არ არის საჭირო? _ შევეკითხე მე.
_ ის, რომ ჯიმს ფეხი მოვახერხოთ, _ მიპასუხა მან.
_ ღმერთო ჩემო! _ ვუთხარი მე; _ საჭირო არ არისო. მაინც რად დაგჭირდა ჯიმისთვის ფეხის მოხერხვა?
_ ზოგი ძალიან ცნობილი ავტრიტეტი ისე აკეთებდა. ჯაჭვს თუ ვერ მოიცილებდა, მაშინ ხელს მოიჭრიდა და თავს უშველიდა, ფეხი კიდევ უკეთესია, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ჯიმი ხომ ზანგია და მიზეზს ვერ მიხვდება, ვერც იმას გავაგებინებთ, რომ ეს ევროპელთა ჩვეულებაა. ერთი კია, თოკის კიბე უნდა ვიშოვოთ. მოდი, ჩვენი ზეწრები დავხიოთ, ასე ადვილია თოკის კიბის გაკეთება! ნამცხვარში ჩავდებთ და შევუგზავნით. მომეტებული ნაწილი ასე იქცევა, მე უარესი ნამცხვარიც მიჭამია.
_ ტომ სოიერ, რას ამბობ? _ ვუთხარი მე, _ რად უნდა ჯიმს თოკის კიბე?
_ არა, უნდა. შენ უმჯობესია თქვა, რომ არაფერი გაგეგება. ჯიმს უნდა ჰქონდეს თოკის კიბე, ყველას აქვს ხოლმე.
_ მერე რას უზამს ამ კიბეს?
_ რას უზამს და თავის ლოგინში დამალავს. ყველა ასე იქცევა და ის რაღაა. ჰეკ, შენ არასოდეს არ გინდა წესიერად რამე გაკეთდეს, მუდამ რაღაც ახალს იგონებ. წარმოვიდგინოთ, რომ არაფერს უზამს, როდესაც წავა, კვალი ხომ უნდა დარჩეს? ნუთუ არ გესმის, რომ კვალის დატოვებაა საჭირო? რასაკვირველია, საჭიროა. შენ კი არაფრის დატოვებას არ აპირებ. მშვენიერი საქმე კი დატრიალდება! ასეთი ამბავი პირველად მესმის ჩემს ცხოვრებაში.
_ კარგი, _ ვუთხარი მე, _ თუ წესი ასეთია, მაშ ჯიმსაც უნდა ჰქონდეს კიბე, დაე, ჰქონდეს, მე წესების წინააღმდეგ წასვლა არ მინდა, მაგრამ აი, რა, ტომ სოიერს... თუ ჩვენ ზეწრები დავფხრიწეთ ჯიმისთვის კიბის გასაკეთებლად, დეიდა სალისთან უსიამოვნება მოგვივა, ეს ისევე ნათელია, როგორც ის, რომ შენ ახლა ჩემ წინ დგახარ. ჩემი აზრით, კაკლის ხის ქერქიდან გაკეთებული კიბე, რომელიც არაფერი დაჯდება და არც არაფერს გააფუჭებს, ისევე კარგად ჩაიდება ნამცხვარში ან თივის ლეიბში, როგორც ნაჭრის კიბე; ხოლო, რაც შეეხება ჯიმს, ის მთლად გამოუცდელია ამ საქმეში და მისთვის სულ ერთია, როგორ...
_ რას მიედ-მოედები, ჰეკ ფინ, შენსავით რომ არაფერი გამეგებოდეს, კრინტს აე დავძრავდი. ვის გაუგონია სახელმწიფო დამნაშავე კაკლის ხის ქერქიდან გაკეთებული კიბით გაიქცეს? პირდაპირ სასაცილოა.
_ კარგი, ტომ, როგორც გინდა, ისე მოიქეცი, მაგრამ იქნებ სჯობდეს, რომ გასაშრობად გაფენილი სარეცხიდან `სესხად~ წამოვიღოთ ზეწარი.
ამაზე დამყაბულდა. თან კიდევ სხვა რაღაცა მოაგონდა და მითხრა:
_ იქნებ პერანგიც `ისესხო~?
_ პერანგი რაღად გინდა, ტომ?
_ იმისათვის, რომ ჯიმმა ზედ დღიური წეროს.
_ დღიური კი არა, ის არ გინდა... ჯიმმა წერა არც კი იცის.
_ ნუ იცის, განა პერანგზე ნიშნებს ვერ დასვამს, თუ ძველი კალის კოვზიდან ან ძველი კასრის სალტიდან კალამი გავუკეთოთ?
_ რას ამბობ, ტომ, ჩვენ შეგვიძლია ბატს გამოვაძროთ ფრთა; ასე ხომ უფრო მალე გავუკეთებთ უკეთეს კალამს.
_ შე სულელო, განა პატიმრებს ციხეში ბატები დაუდით, რომ ფრთა ასე ადვილად ამოაცალონ? ისინი, ჩვეულებრივ, კალმის გასაკეთებლად ძველი სპილენძის შანდლის ყველაზე მაგარ, ყველაზე მყარ, ყველაზე მოუხეშავ ნაწილს ან რამე ამგვარს იყენებენ; ერთი სიტყვით, რაც კი ხელში მოხვდებათ. ამას მთელი კვირეების და თვეების განმავლობაში უნდებიან. კალმის გასაკეთებლად ლითOნის ნაჭერს ისინი ხომ კედელზე ლესავენ. ბატის ფრთა კიდეც რომ ჰქონდეთ, არ გამოიყენებენ. მიღებული არ არის და იმიტომ.
_ მერე მელანს რისას გავუკეთებთ?
_ ზოგი ჟანგისა და ცრემლის ნარევს ხმარობს, მაგრამ ასე უბრალო ხალხმა და ქალებმაც იციან. უფრო გამოჩენილი ავტორიტეტები საკუთარ სისლხს ხმარობენ ამისათვის. ჯიმსაც შეუძლია ასე მოიქცეს. ოღონდ როდესაც მოისურვებს, პატარა, უბრალო, ჩვეულებრივი საიდუმლო ცნობა მიაწოდოს ქვეყანას იმის შესახებ, თუ სად არის დატყვევებული, მაშინ შეუძლია აიღოს თუნუქის თეფში და ზედ ჩანგლით დაკაწროს ეს სიტყვები, მერე ფანჯრიდან გადაისროლოს. რკინის ნიღაბი ყოველთვის ასე აკეთებდა, ეს ძალზე კარგი საშუალებაა.
_ მერედა, აქვს ჯიმს თუნუქის თეფშები, საჭმელს ჯამით აძლევენ.
_ არაფერია, ჩვენ ვუშველით.
_ მისი თეფშებს ვერავინ წაიკითხავს.
_ ეგ არაფერს არ ნიშნავს, ჰეკ ფინ, იმან უნდა დაწეროს თეფშზე და მერე თეფში ფანჯრიდან გადააგდოს. წაკითხვა სულ არ არის აუცილებელი. მეტწილად ვერც კი არჩევენ პატიმრის ნაწრს თუნუქის თეფშზე და კიდევ სხვა რამეზე.
_ მაშ რა აზრი აქვს თეფშების გადაყრას?
_ ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი, თეფშები პატიმარს ხომ არ ეკუთვნის.
_ ჰო, მაგრამ, ვინმეს ხომ ეკუთვნის?
_ მერე რა? პატიმარს რა ესაქმება, ვისი...
ამ სიტყვებზე ლაპარაკი შეწყდა, რადგან საუზმის საყვირი გასიმა და სახლისკენ გავიქეცით.
იმ დილას სარეცხი რომ გაფინეს, ერთი ზეწარი და ერთი პერანგი `სესხად წამოვიღე~; მერე ძველი ტომარა ვიპოვე და ეს ყველაფერი შიგ ჩავდე. ამის შემდეგ ფუტუროებიც მოვიტანეთ და ისინიც შიგ ჩავალაგეთ. მე ამას მაამჩემივით `სესხად წამორება~ ვუწოდე, მაგრამ ტომმა თქვა, ეს სესხად წამოღება კი არა, ქორდობა არისო. ჩვენ პატიმარს ვეხმარებით, მას კი სულაც არ ეკითხება, სად უშოვნიან რამეს; სულ ერთია, სასაყვედურო მაინც არავის არაფერი ექნებაო. პატიმარს ბოროტად არ ცეთვლება, თუ ისეთი რამ მოიპარა, რაც გაპარვაში უშველის, ეს მისი უფლებაა. ასე რომ, რამდენადაც ჩვენ პატიმრის წამომადგენლები ვართ, სრული უფლება გვაქვს, მოვიპაროთ, რასაც კი ვისურვებთ და რაც კი ოდნავ მაინც შეგვიწყობს ხელს პატიმრის აქედან გაპარებაშიო; ასე რომ არ იყოს, მაშინ სულ სხვაა: თუ პატიმარი არა ხარ, საზიზღარი და სულმდაბალი ადამიანი უნდა იყო, რომ რამე მოიპაროო.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც კი ხელში მოგვხვდებოდა, ყველაფერი მოგვეპარა. მიუხედავად ამისა, ტომმა შავი დღე დამაყენა, როდესაც ერთხელ ზანგების კვალიდან საზამთრო მოვიპარე და შევჭამე; ძალა დამატანა ზანგებისთვის ათცენტიანი მიმეცა, ხოლო რისთვის ვაძლევდი, არც კი მათქმევინა. ტომმა თქვა, შეიძლება მოვიპაროთ ის, რაც გვესაჭიროებაო. `ჰოდა, მე საზამთრო მესაჭიროებოდა-მეთქი~. მაგრამ ტომმა მიპასუხა, განსხვავება იმაშია, რომ საზამთრო საპყრბილედან გამოსაქცევად არ დაგვჭირდებაო. მაგალითად, შეიძლება საზამთრო დაგჭირდებოდა იმისთვის, რომ შიგ დანა ჩაგედო და ისე გაგეგზავნა დარაჯის მოსაკლავად. მაშინ ყველაფერი რიგზე იქნებოდა. მე გავჩუმდი, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, პატიმრად ყოფნა რაღა ხეირი იყო, თუკი უნდა ვმჯდარიყავი და ასეთი წვრილმანები მერკვია მაშინ, როდესაც საზამთროს აწაპნის შესაძლებლობა მქონდა.
როგორც უკვე გიამბობდით, იმ დილით მანამდე მოვიცადეთ, სანამ ყველა თავის საქმეს შეუდგებოდა და ეზო დაცარიელდებოდა. მერე ტომმა ფიცრულში წაიღო ტომარა, მე საყარაულოდ ეზოში დავდექი. ცოტა ხნის შემდეგ ტომი უკან გამობრუნდა და ორივენი შეშის გროვაში ჩამოვსხედით სალაპარაკოდ.
_ ახლა იარაღის გარდა, ყველაფერი მოგვარებულია _ თქვა მან.
_ იარაღის გარდა? _ შევეკითხე მე.
_ დიახ.
_ რა იარაღის?
_ სათხრელი იარაღის. კბილებით ხომ ვერ გამოვღრღნით, არა?
_ ეს ძველი დამტვრეული წერაქვები და რაღაც იარაღები რომ ყრია, განა არ გამოდგება სათხრელად? _ ვკითხე მე.
ტომი მომიბრუნდა. ისეთი სიბრალულით შემომხედა, რომ აგატირებდათ, და მითხრა:
_ ჰეკ ფინ, ნუთუ ოდესმე გაგიგონია, რომ პატიმარს ხვრელის გასთხრელად ხელთ ჰქონდეს წერაქვები, ნიჩბები და თანამედროვე იარაღი? ერთი მითხარი, თუ გაგაჩნია მოსაზრების რაიმე უნარი, გმირობა როგორღა უნდა ჩაიდინოს პატიმარმა? რაღა ეს და რაღა გასაღების ხელში ჩაბარება. წერაქვებს და ნიჩბებს მეფესაც არ დაუტოვებენ საპყრობილეში.
_ კეთილი, _ ვთქვი მე. _ თუ წერაქვები და ნიჩბები არ დაგვჭირდება, მაშ, რაღა არის ჩვენთვის საჭირო?
_ ორი დანა.
_ იმისთვის, რომ ქოხში შესასვლელი ხვრელი გამოვთხაროთ?
_ დიახ.
_ დალახვროს ეშმაკმა, ეს ხომ სისულელეა, ტომ.
_ სისულელეა, თუ არ არის სისულელე, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ეს არის წორი გზა... მართებული გზა. სხვა გზა არ არსებობს, რამდენადაც გამიგია; მე კი წაკითხული მაქვს ყველა წიგნი, რომელშიაც მოიპოვება ცნობები ასეთ რამეებზე. ისინი ყოვეთვის დინებით თხრიან და თანაც ტალახს კი არა, მიაქციე ყურადღება... სალ კლდეს. კვირას კვირა მისდევს, ისინი კი განუწყვეტლივ თხრიან, აი მაგალითად, ერთმა პატიმარმა, რომელიც დიფის კოშკის სარდაფში, მარსელის ნავსადგურში იმყოფებოდა, ასე გაითხარა გზა. როგორ ფირქობ, რამდენი ხანი მოანდომა?
_ მე რა ვიცი.
_ აბა, გამოიცანი.
_ არ ვიცი, თვე-ნახევარი?
_ ოცდაჩვიდმეტი წელი... და ჩინეთში ამოვიდა. აი, ეს როგორ ხდება!.. ნეტავი ეს ჩვენი სიმაგრეც სალ კლდეზე იდგეს.
_ ჯიმი რომ არავის იცნობს ჩინეთში?
_ მერე რა? არც იმ კაცს ჰყავდა ნაცნობები. ყოველთვის ასე იცი, მთავარს გადაუხვევ. ნუთუ არ შეგიძლია საქმიანად ილაპარაკო?
_ კარგი; ჩემთვის სულ ერთია, სად მოვა პატიმარი, ოღონდ კი თავი დააღწიოს, ვფიქრობ, ჯიმიც ამ აზრისა იქნება. მაგრამ ერთი კია... ჯიმი ისეთი ხნიერია, რომ...
_ როგორ თუ ვერ მოესწრება, ხომ არ გგონია, რომ თიხის იატაკის თხრას ოცდაჩვიდმეტი წელი დასჭირდება?
_ მაშ რამდენი ხანი დასჭირდება, ტომ?
_ ჩვენ იმდენ ხანს ვერ მოვუნდებით, რამდენიც საჭიროა, რადგანაც ბიძია საილასს შეიძლება ამ მოკლე ხანში ამბავი მოუვიდეს ახალი ორლეანიდან, რომ ჯიმი აქაური არ არის. მაშინვე  განცხადებას გამოაქვეყნებს ჯიმის შესახებ, ან სხვა ამგვარ ნაბიჯს გადადგამს. ჩვენ ნებას ვერ მივცემთ ჩვენს თავს, ვთხაროთ იმდენი ხანი, რამდენიც საერთოდ მიღებულია. წესით, მე მგონი, ორიოდე წელი მაინც უნდა მოვანდომოთ, მაგრამ ასე ვერ ვიზამთ: დაუყოვნებლივ დავიწყოთ თხრა და, რაც შეიძლებ,ა მალე გავათაოთ. მერე კი შეგვიძლია წარმოვიდგინთ, ეომ თხრას ოცდაჩვიდმეტი წელი მოვანდომეთ. გამოვიტაცოთ ჯიმი და პირველი განგაშისთანავე გავაქციოთ. დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე უკეთესი გზა იქნება.
_ ჭკუასთან ახლოა, _ ვთქვი მე, _ წარმოდგენით არც არაფერი დაგვაკლდება, არც არა დაგვისავდება რა, თუ საჭიროა, იმასაც წარმოვიდგენ, რომ ას ორმოცდაათი წელი ვთხარეთ. ერთი კი შევეჩვიო და მერე არ გამიძნელდება. ახლა გავივლი და სადმე ორ დანას ვიშოვი.
_ სამი იშოვე, _ მითხრა ტომმა, _ ერთი დანისაგან ხერხი გავაკეთოთ.
_ ტომ, თუ ეს წესებია და სარწმუნოების საწინააGმდეგო არ იქნება, _ ვთქვი მე, _ აგერ იმ ჩარდახის ქვეშ, საბოლველის უკან რომ არის, დაჟანგებული ხერხის პირი გდია.
ტომმა, თითქოს მომბეზრდაო, უხალისოდ შემომხედა და მითხრა:
_ არა, უაზროა რამე გასწავლოს ადამიანმა, ჰეკ. გაიქე, დანები იშივე, იცოდე, სამი.
მეც გავიქეცი.


თავი ოცდამეთექვსმეტე

იმ საღამოს, როდესაც ყველამ დაიძინა, მეხამრიდან ქვევით ჩავცოცდით, ფუცრულში ჩავიკეტეთ, ჩვენი ფუტუროები ამოვალაგეთ და მუშაობას შევუდექით. დირის ირგვლივ ოთხი-ხუთი ფუტისოდენა ადგილი მოვასუფთავეთ. ტომმა მითხრა: სწორედ ჯიმის საწოლის უკან ვართ და თხრა აქ უნდა დავიწყოთ. თხრას რომ გავათავებთ, ხვრელს ვერავინ ვერ შეამჩნევს, ჯიმის საბანი თითმის მიწამდეა გადმოშვებული და, თუ არ ასწევ და ქვეშ არ შეიხედავ, ხვრელს ვერ დაინახავო. ისე, რომ ვთხარეთ და ვთხარეთ ჩვენი დანებით. შუაღამემდე ღონე გამოგველია, ხელებზე ბებერები გაგვიჩნდა, მაგრამ ნამუშევარი თითქმის არ ჩანდა. ბოლოს ვუთხარი:
_ ეს ოცდაჩვიდმეტი წლის სამუშაო კი არა, ოცდათვრამეტი წლის სამუშაოა, ტომ სოიერ.
იმას ხმა არ ამოუღია, ამოიოხრა და ცოტა ხნის შემდეგ თხრა შეწყვიტა, ვიცოდი, რაღაცაზე ფიქრობდა, კარგა ხანს ასე იყო და მერე მითხრა:
_ არ ღირს, ჰეკ, არაფერი არ გამოვა. ჩვენ თვითონ ვიყოთ პატიმრები, მაშინ გამვიდოდა, იმიტომ, რომ ჩვენ განკარგულებაში წლები იქნებოდა და არ დავეშურებოდით; დღეში სულ რამდენიმე წუთს ვთხრიდით, სანამ ტუსაგები ერთმანეთს შესცვლიდნენ, ხელი არ დაგვიბებერდებოდა, წლიდან წლამდე ვიმუშავებდით; წესსაც დავიცავდით და რიგსაც. მაგრამ ცუდუბრალო ყოფნის დრო ჩვენ სადა გვაქვს, უნდა ავჩქარდეთ, დროის დაკარგვა არ შეიძლება. ერთი ღამე რომ ასე ვიმუშაოთ, მერე მთელი კვირის განმავლობაში უსაქმოდ უნდა ვიყოთ, რომ ხელები მოგვიშუშდეს. ამაზე ადრე ახლოც ვერ გავეკარებით დანას.
_ მაშ როგორ მოვიქცეთ, ტომ?
_ ახლავე გეტყვი. სწორი არ არის, თან არც პატიოსანი საქციელია, უხერხულიცაა, თუ გახმაურდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გზა არსებობს: უნდა წერაქვები ვიხმაროთ და წარმოვიდგინოთ, რომ დანებია.
_ აი, ეს მესმის, _ ვთქვი მე, _ შენი თავი სულ უკეთ და უკეთ მუშაობს, ტომ სოიერ, წერაქვი შესანიშნავია და პატიოსანი საქციელი იქნება ეს თუ არა, ჩემთვის სულ ერთია. როდესაც ზანგის, საზამთროს ან საკვირაო სკლის სახელმძღვანელოს მოპარვას ვაპირებ, სულ არ ვწუხვარ, როგორ მოვიყვან ამას სისრულეში. ოღონდ კი მიზანს მივაღწიო. მე მესაჭიროება ზანგი, საზამთრო ან საკვირაო სკოლის სახელმძღვანელო და, თუ წერაქვით ყველაზე უფრო მემარჯვება ზანგის, საზამთროს ან საკვირაო სკოლის სახელმზღვანელოს იგნება, მეც წერაქვით მივაგნებ. მკვდარ ვირთხადაც არ მიღირს, ავტორიტეტები რას ფიქრობენ.
_ კარგი, _ თქვა მან. _ ამ შემთხვევაში გასამართლებული საბუთი არსებობს წერაქვებისათვისაც და დანის წარმოდგენისათვისაც; ასე რომ არ იყოს, მე წინააღმდეგი ვიქნებოდი და წესების დარღვევას არ დავუშვებდი; რაც მიღებულია, მიღებულია, რაც არ არის მიღებული, არ არის მიღებული; თანაც ვინც წესი იცის, უწესოდ არ უნდა მოიქცეს. შენ შეგიძლია ჯიმი წერაქვით ამოთხარო და არც არაფერი წარმოიდგინო, იმიტომ რომ, არაფერი არგაგეგება, მაგრამ ჩემთვის ასე არ ივარგებს, მე ვიცი წესები, მომეცი დანა.
თავისი დანა იქვე ჰქონდა, მე ჩემი გავუწოდე. ტომმა დანა ძირს დააგდო და მითხრა:
_ დანა მომეცი!
აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ მერე მოვისაზრე. ძველი იარაღები გადავაქოთე, ერთი წერაქვი ამოვიღე და მივაწოდე, ტომმა გამმართვა და ხმაამოუღებლივ განაგრძო მუშაობა.
ტომი ყოველთვის ასეთი მიზეზიანი იყო, თანაც წესების ზედმიწევნით მიმდევარი.
მერე მეც ნიჩაბი ავიღე და ორივე შევუდექით თხრას. პირდაპირ მტვრის კორიანტელი დავაყენეთ. დაახლოებით ნახევარი საათი ვთხარეთ, ამაზე მეტი ვეღარ შევძელით. მაგრამ, ჩვენდა სასახელოდ, კარგა მოზრდილი ხვრელი გამოვიდა. როდესაც სახლში ავედი, ფანჯრიდან გადმოვიხედე და დავინახე, რომ ტომი მეხამრიდზე ამოცოცებას ცდილობდა, მაგრამ დაწყლულებული ხელები უშლიდა, ბოლოს თქვა:
_ არ ღირს, შეუძლებელია ამოსვლა. როგორ ფიქრობ, რა გზას დავადგე? ვერაფერს მირჩევ?
_ როგორ არა, _ მივუგე მე, _ თუმცა, ვგონებ, ეს წესების საწინააღმდეგო იქნება. კიბით ამოდი და წარმოიდგინე, რომ მეხამრიდია.
ტომი ასე მოიქცა.
მეორე დღეს ტომმა სახლიდან ერთი კალის კოვზი და სპილენძის შანდალი მოიპარა, უნდოდა ჯიმისთვის კალამი გაეკეთებინა. თანაც ხელს ექვსი ცალი ქონის სანთელი გამოაყოლა. მე ზანგების ქოხს გარშემო ვუტრიალე, მარჯვე შემთხვევა ვიხელთე და სამი თუნუქის თეფში მოვიპარე. ტომის აზრით, ეს არ გვეყოფოდა, მაგრამ მე ვუთხარი: აბა ვინ დაინახავს, ჯიმი თეფშებს რომ გადმოყრის, თეფშები ფანჯრის ქვეშ ბალახებში ჩაცვივა; იქიდან ამოვიღოთ, ისევ უკან მივუტანოთ და ჯიმს კიდევ გამოადგება-მეთქი. ტომი ამით დაკმაყოფილდა და მითხრა:
_ ახლა ის მოვიქფიროთ, ყოველივე ეს როგორ მივაწოდოთ ჯიმს.
_ თხრას რომ მოვრჩებით, ხვრელიდან მივაწოდოთ, _ ვუთხარი მე.
ტომმა ზიზღით გადმომხედა და თქვა, რომ ქვეყანაზე არავის გაუგონია ასეთი სულელური აზრი. მერე ჩაფიქრდა, ცოტა ხნის შემდეგ მითხრა, რამდენიმე საშუალება მოვიფქირე, მაგრამ შეჩერება არც ერთზე არ ღირს, ჯერ ჯიმს მოველაპარაკოთო.
იმ ღამეს, ათ საათს ცოტათი გადაცილებული იქნებოდა, როცა მეხამრიდით ქვევით ჩავსრიალდით, თან ერთი სანთელი გავიყოლეთ. ფანჯრის ქვეშ ყური მივუგდეთ, ხვრინვა მოგვესმა, ფანჯარაში სანთელი შევაგდეთ, მაგრამ ჯიმს არაფერი არ გაუგია. მერე წერაქვით და ნიჩბით დავტრიალდით და ორ საათნახევარში ჩვენ საქმეს მოვრჩით. ჯიმის საწოლქვეშ შევცოცდით, ხელების ფათურით სანთელს მივაგენით, ავანთეთ, ჯიმს თავს წავადექით; დავასკვენით, რომ კარგად და ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მერე ნაზად და ფრთხილად გავაღვიძეთ. ჩვენი დანახვა ისე გაუხარდა, რომ კინაღამ ტირილი დაიწყო, სულ `გენაცვალეს~ და ათასგვარ საალერსო სიტყვებს გვეუბნებოდა. ჯიმი იმ აზრისა იყო, რომ ერთი ქლიბი გვეშოვა, მისთვის ბორკილები გადაგვექლიბა და დაუყოვნებივ იქაურობას გავცლოდით. მაგრამ ტომმა განუმარტა, ეს ყოველგვარი წესების დარღვევა იქნებაო, და მთელი ჩვენი გეგმები უამბო; თან ისიც უთხრა, რომ მათი შეცვლა ყოელ წუთს შეგვეძლო, თუკი განგაში ატყდებოდა. ნურაფრისა გეშინია, უსათუოდ გაგათავისუფლებთო, _ უთხრა ტომმა, ისე, რომ ჯიმი დაეთანხმა. სამივენი დავსხედით და ძველი დრო მოვიგონეთ. ტომმა დაუწყო ყველაფრის გამოკითხვა; ჯიმმა უთხრა, რომ ბიძია საილასი თითქმის ყოველდღე ნახულობდა და მასთან ერთად ლოცულობდა. ასევე დეიდა სალიც თურმე შემოდიოდა და ეკითხებოდა: ხომ არაფერი გაკლიაო. ორივენი ისეთი კეთილები არიან, რომ მეტი არ შეიძლება. ამაზე ტომმა თქვა:
_ ახლა კი ვიცი, როგორ მოვაჭახრაკო საქმე. სწორედ იმათი საშუალებით გამოგიგზავნი სხვადასხვა რამეებს.
_ მაგას ნუ იზამ. მასეთი სისულელე ჩემს დღეში არ გამიგონია, _ ვუთხარი მე, მაგრამ ტომმა არავითარი ყურადღება არ მომაქცია და თავისას განაგრძობდა.  ასე იცოდა, როდესაც რამე აზრს აიკვიატებდა.
მერე ჯიმს უთხრა, თოკის კიბესა და სხვა მოზრდილ ნივთებს ჩუმად ნამცხვარში ჩავდებთ და შემოვატანინებთ ნატს, იმ ზანგს, რომელსაც შენთან საჭმელი მოაქვსო. თანაც დაარიგა, ფხიზლად ყოფილიყო, არაფერი არ გაჰკვირვებოდა, ნამცხვარი ნატის თანდასწრებით არ გაეჭრა. პატარა ნივთებს ბიძიას ჩავუწყობდით ჯიბეებში, ჯიმი კი იქიდან ამოაცოცებდა; ზოგიერთ ნივთს დეიდას შევაბამდით, წინსაფრის ზონრებზე, ან წინსაფრის ჯიბეში ჩავუდებდით, თუ შემთხვევა მოგვეცემოდა. თან უამბო, სახელდობრ რას შევუგზავნიდით და რისთვის გამოეყენებინა. ისიც უთხრა, სისხლით როგორ დაეწერა დღიური თავის პერანგზე და სხვ. ჯიმს ნაკლებად ესმოდა, რა აზრი ჰქონდა ყველას ამას, მაგრამ, ჩანს, ფიქრობდა, რომ თეთრკანიანებს უკეთ გვესმოდა ყველაფერი, კმაყოფილი იყო და პირობა მისცა ტომს, რომ ყოველივეს აუსრულებდა.
ჯიმს ბლომად ჰქონდა სიმინდის ღეროს ჩიბუხები და თამბაქო. ისე რომ, თავი მშვენივრად შევიქციეთ, მარე გავძვერით ჩვენ ხვრელში და სახლს მივაშურეთ დასაძინებლად. ხელები მთლად დაწყლულებული გვქონდა. ტომი კარგ გუნებაზე იყო, ასე ამბობდა, ამაზე უკეთესი და გონივრული გადართობი ჩემს დღეში არ მქონიაო. მერე მითხრა: ნეტავი ისე მოვახერხოთ, რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე არ მოვრჩეთ ამ გასართობს და ჯიმის დახსნა ჩვენ შვილებს ვუანდერძოთო. ეჭვი არა მაქვს, რაც უფრო შეეჩვია ჯიმი თავის მდგომარეობას, მით უფრო კმაყოფილი დარჩებაო. ამგვარად, ამ საქმემ შეიძლება ოთხმოცი წელიც გასტანოს და ყველას აჯობოს ხანგრძლივობით; თანაც, ვინც ამ საქმეშია ჩარეული, ყველანი სახელს გავითქვამთო.
დილით შეშის გროვასთან მივედით და სპილებძის შანდალი ნაჭე-ნაჭერ დავჩეხეთ; ეს ნაჭრები კალის კოვზთან ერთად ტომმა ჯიბეში ჩაიწყო; მერე ზანგთა ქოხებისკენ გავემართეთ და, სანამ მე ნატის გართობაში ვიყავი, ტომმა ჩუმად შანდლის ერთი ნაჭერი ჩადო მჭადში, რომელიც ჯიმისთვის იყო მომზადებული. მერე ნატს მივდიეთ, გინდოდა გაგვეგო, რა შედეგი მოჰყვებოდა; მართლაც შესანიშნავი შედეგის მოწმენი გავხდით. ჯიმმა მჭადი რომ მოკბიჩა, კინაღამ მთელი კბილები ჩაემტვრა. ამაზე უკეთესი რაღა უნდა ყოფილიყო; იმათ სხვები მოგყვნენ. სულ თერთმეტნი მოგროვდნენ, ბოლოს ეს კენჭი ან რაღაცა ამის მაგვარი იყო, რაც პურში არც თუ ისე იშვიათია ხოლმე. მაგრამ შემდეგში კბილს ისე არაფერს ჩაუყრიდა, თუ წინასწარ ჩანგლით არ გასინჯავდა რამდენჯერმე.
ჯერ ისევ ბინდბუნდი იყო. ვიდექი ჩვენთვის და უეცრად ჯიმის საწოლის ქვეშიდან ორმა ძაღლმა ამოყო თავი, იმათ სხვები მოჰყვნენ. სულ თერთმეტნი მოგროვდნენ, ბოლოს სულის მოთქმის ილაჯი აღარ იყო. დაახვროს ეშმაკმა, ფიცრულის კარი ჩაუკეტავი დაგვრჩენოდა. ზანგმა ნატმა შესძახა: `ჯადოქრები!~ ზედ ძაღლებზე ჩაიკეცა და სულთმობრძავივით კვნესა დაიწყო. ტომმა კარი გააღო და ჯიმის თეფშიდან ხორცის ნაჭერი გარეთ ისროლა. ძაღლები უკან მიჰყვნენ; იმავე წუთში თვითონაც გარეთ გასხლტა და უკანვე შემობრუნდა. მიხვდა, რომ ამასობაში ის მეორე კარიც დახურა, მერე ზანგს მიუბრუნდა, მიეფარა, დაამშვიდა და შეეკითხა, კიდევ ხომ არაფერი მოგეჩვენაო. ზანგი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მერე წამოდგა და თქვა:
_ მისტერ სიდ, თქვენ იტყვით, რომ მე სულელი ვარ, მაგრამ, თუ ახლა ათასი ძაღლი, ქაჯი თუ რაღაც ამგვარი არ მენახოს, მაშ მოვკვდე. მისტერ სიდ, ვგრძნობდი, რომ იქ იყვნენ, ვგრძნობდი, სერ, სულ ზედ გადამდუოდნენ, დალახვროს ეშმაკმა, ნეტავი ერთხელ მაინც ხელში ცამვარდნოდნენ ის ჯადოქრები, მხოლოდ ერთხელ და სხვა არაფერი მინდა. თუმცა არა, ყველაფერს მაინც ისა სჯობია, რომ თავი დამანებონ.
ტომმა თქვა:
_ კარგი, გეტყვი ჩემს აზრს, რატომ მოდიან ისინი აქ სწორედ გამოქცეული ზანგის საუზმის დროს? იმიტომ, რომ მშივრები არიან. მიზეზი ეს არის, გამოუცხვე ჯადოქრული ნამცხვარი. აი, რა უნდა ჰქნა.
_ ღმერთო ჩემო! მისტერ სიდ, როგორ უნდა გამოვაცხო ჯადოქრული ნამცხვარი? არც კი ვიცი, პირველად მესმის ასეთი რამ.
_ კეთილი, მაშ მე თვითონ გამოვაცხობ.
_ მართლა გამოაცხობ, შენთვის გამოვაცხობ, რადგანაც სიკეთე გამოიჩინე და გამოქცეული ზანგი გვაჩვენე. მაგრამ ძალზე ფრთხილად უნდა იყო. როდესაც ჩვენ მოვალთ, შენ იქით მიბრუნდი, და, რაც არ უნდა ჩავდოთ ჯამში, თავი ისე დაიჭირე, ვითომ ვერ ხედავ. ნურც მაშინ გამოიხედავ, როდესაც ჯიმი დასცლის ჯამს. შეიძლება რამე მოხდეს, რა ვიცი. რაც მთავარია, მოჯადოებულს არაფერს არ ახლო ხელი.
_ ხელი არ ახლოო, მისტერ სიდ, როგორ გეკარდერათ? ოქროში რომ ჩამსვან, თითს მაინც არ დავაკარებ.


თავი ოცდამეჩვიდმეტე

ეს ყველაფერი მოვაგვარეთ, მერე გავწიეთ უკანა ეზოში დაგროვილ ნაგვისკენ, სადაც ძველი ფეხსაცმელი, ძონძები, ბოთლის ნამსხვრევები, უვარგისი თუნუქის ჭურჭელი და ამგვარი ხარახურა ეყარა. ბევრი ვქექეთ და ბოლოს ძველ თუნუქის ტაშტს მივაგენით; ნახვრეტები კარგად ამოვავსეთ, რათა შიგ გამოცხობა შეგვძლებოდა, მერე სარდაფში ჩავიტანეთ, ტაშტი ფქვილით პირამდე გავავსეთ. მერე სასაუზმოდ წავედით, გზაში ორი პატარა ლურსმანი ვიპოვეთ. ტომმა თქვა, ამით პატიმარი კედელზე თავის სახელს და თავის განცდებს აღბეჭდავსო. ერთი ლურსმანი დეიდა სალის ჩავუდეთ სკამზე დაკიდებული წინსაფრის ჯიბეში, მეორე _ ბიძია საილასის ქუდის (რომელიც საწერ მაგიდაზე იდო) არშიაში ჩავსვით, რაკი ბავშვები ამბობდნენ, ამ დილით დედა და მამა გაქცეული ზანგის სანახავად აპირებენ წასვლასო. როცა საუზმეს მივუსხედით, ტომმა ბიძია საილასს ჯიბეში კალის კოვზი ჩაუგდო; დეიდა სალი ჯერ არ იყო მოსული, ისე რომ, ცოტა ხანს უნდა დავლოდებოდით.
როდესაც დეიდა სალი მოვიდა, აწითლებული და გაჯავრებული იყო. ლოცვას ძლივს მოუცადა და ყავის დასხმას შეუდგა; ერთი ხელით რომ ასხამდა, მეორე ხელით (რომელზედაც სათითე ეკეთა) თავში უკაკუნებდა ბავშვებს, სულ ერთი იყო, რომელიც არ უნდა მოხვედროდა.
_ ყველაფერი გადავაბრუნე და მაინც ვერ მივაგენი, სად არის შენი მეორე პერანგი?
ამის გაგონებაზე გულ-ღვიძლი ამემღვრა, ხველა ამივარდა, ყელში გაჩხერილი მჭადი ტყვიასავით გადმომვარდა პირიდან, მაგიდას გადაუქროლა და ერთ ბავშვს პირდაპირ თვალში ეცა. ბავშვი ანკესზე აგებული მატლივით დაიკლაკნა და საშინელი ყვირილი მორთო. ტომი მთლად გალურჯდა და დაახლოებით თხუთმეტი წამი ისეთ მდგოამრეობაში ვიყავით, რომ მტერსაც არ ვუსურვებ. რა უნდა მოეცათ, მეორედ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა რომ მომენდომებინა.
ამის შემდეგ ისევ გონს მოვედით... მხოლოდ მოულოდნელობის ბრალი იყო, ასეთი თავზარი რომ დაგვეცა, ბიძია საილასმა თქვა:
_ საოცარია პირდაპირ, ვერა გამიგია რა, ძალიან კარგად მახსოვს, რომ გავიხადე, რადგანაც...
_ რადგანაც ზედ მხოლოდ ერთი გაცვია, არა? ყური უგდეთ ერთI, რას ამბობს! ვიცი, რომ გაიხადე, შენზე უკეთ ვიცი, გუშინ თოკზე იყო გაფენილი გასაშრობად... მე თვითონ ვნახე. ერთ სიტყვით, იყო და აღარ არის. სანამ დროს ვიშოვი და ახალს შეგიკერავ, წითელი ფლანელის პერანგი უნდა ატარო. დროს ვიშოვი და ახალს შეგიკერავ; სულ შენი პერანგის კერვას ხომ არ მოვუნდები. რას უშვრები ამ პერანგებს, ვერ გამიგია, შენს ასაკში ვეღარ უნდა ისწავლო ტანსაცმლის გაფრთხილება!
_ ვიცი, სალი, ვუფრთხილდები, რაც კი შემიძლია, მაგრამ ახლა მარტო ჩემი ბრალი არ უნდა იყოს, რადგანაც პერანგებთან საქმე არა მაქვს. მე მათ არა ვხედავ, თუ ზედ არ მაცვია. თანიდან კი, ვგონებ, რაც ერთი არ დამიკარგავს.
_ ეს ხომ შენს დამსახურებად არ ჩაითვლება საილას, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მგონი, მაშინაც დაკარგავდი. მარტო პერანგი კი არ არის დაკარგული, კიდევ ერთი კოვზი არ ჩანს და ამასთან სხვა რამეებიც; ათი იყო და ახლა, მარტო ცხრა დარჩა. ვთქვათ, პერანგი ხბომ ჩამგლიჯა, კოვზსაც ხომ ხბო არ წაიღებდა, ეს ეჭვს გარეშეა.
_ კიდევ რა არის დაკარგული, შალი?
_ კიდევ ექვსი სანთელი არა ჩანს. სანთლები შეიძლება ვირთაგვებმა წაიღეს, მგონი, ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ ერთი კი მიკვირს, აქამდე მთლიანად როგორ არ გაზიდეს ყველაფერი. სულ აპირებ ხვრელების ამოვსებას და ვეღარ გვეღირსა. ვირთაგვები სულელები არიან, თორემ ისე მოიკალათებდნენ შენს თმაში, რომ ვერაფერს გაიგებდი. მაგრამ კოვზს მაინც ვირთაგვებს ვერ დავაბრალებ.
_ დამნაშავე ვარ, სალი, ვაღიარებ, დაუდევრობა მომივიდა; ხვალვე ამოვავსებ ყველა ხვრელს.
_ რა გაჩქარება, მერმისამდე კიდეც მოასწრებ! მატილდა ანჯელინა არამინტა ფელპს! _ უეცრად `ბრახ~ _ სათითე თავში ხვდება ბავშვს და მასაც საშაქრეში ჩაფლული ხელები სწრაფად უკან მიაქვს. სწორედ ამ დროს შემოდის ზანგი დედაკაცი და ამბობს:
_ მის სალი, ერთი ზეწარი გვაკლია.
_ ზეწარი გვაკლიაო! ღმერთო, შენ დამიფარე!
_ დღესვე ამოვავსებ ხვრელებს, _ თქვა ბიძია საილასმა შეწუხებული სახით.
_ გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს, ხომ არა გგონია, რომ ზეწრებიც ვირთაგვებმა წაიღეს? როგორ დაიკარგა ზეწარი, ლიზა?
_ ღმერთმანი, არ ვიცი, მისის შალი, გუშინ თოკზე ეფინა, დღეს აი, გაქრა, არსად ჩანს.
_ სწორედ მეორედ მოსვლაა. ეს რას მოვესწარი, პერანგი, ზეწარი, ექვი სანთელი...
_ მისის, _ შემოდის ახალგაზრდა მულატი ქალი, _ ერთი სპილენძის შანდალი აკლია.
_ გამეცალე აქედან. შე არდასაცალებელო, თორემ აი, ამ ქვაბს გესვრი.
დეიდა სალის მრისხანებას საზღვარი არა ჰქონდა. მე კი გეგმებს ვაწყობდი, როგორ ვიხელთო დრო და ტყეში გავიპარო, სანა გამოიდარებს-მეთქი. დეიდა სალი კვლავ ბობოქრობდა. სამაგიეროდ, დანარჩენები მიყუჩდნენ და ხმას არ იღებდნენ. ამ დროს ბიძია საილასმა, ცოტა არ იყოს, სულელური გამომეყველებით თავისი ჯიბიდან კოვზი ამოაცოცა. დეიდა სალის სიტყვა გაუწყდა, ნეტა ოერუსალიმში ან სადმე სხვაგან ვიყო-მეთქი. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ამ მდგომარეობამ. დეიდა სალიმ თქვა:
_ ვიცოდი, ასე იქნებოდა. ალბათ, სულ ჯიბეში გქონდა მთელი ეს ხანი. ვინ იცის, შიგ სხვა რამეებიც გიწყვია. როგორ გაჩნდა კოვზი ჯიბეში?
_ მართალი გითხრა, არ ვიცი, შალი, _ თითქოს ბოდიშით მიუგო ბიძია საილასმა, _ ხომ იცი, არ დავმალავდი, ვიტყოდი. საუზმემდე `საქმენი ოიქულთა~-ს მეჩვიდმეტე თავს ვკითხულობდი და, ალბათ, შემთხვევით წიგნის მაგივრად ჯიბეში კოვზი ჩავიდე. ალბათ ასეა, იმიტომ, რომ წიგნი ჯიბეში არ მიდევს. ახლა წავალ და ვნახავ, თუ წიგნი იქ დამხვდა, სადაც ვკითხულობდი, გავიგებ, რომ ჯიბეში არ ჩამიდვია. და ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ წიგნი დამიდვია, კოვზი ხელში ამიღია და...
_ ეჰ, თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი. ახლა დამასვენეთ, ყველანი გამეცალეთ აქედან დიდით პატარამდე და, სანამ არ დავმშვიდდები, არ გამეკაროთ.
ეს რომ ჩურჩულით ეთქვა, მაინც გავიგონებდი; მკვდარი რომ ვყოფილიყავი, მაინც ავუსრულებდი. სასტუმრო ოთახი რომ გავიარეთ, მოხუცებულმა კაცმა თავისი ქუდი აიღო, იქიდან ლურსმანი გადმოვარდა, ხმაამოუღებლივ ლურსმანი ბუხრის თავზე დადო და ოთახიდან გავიდა. ტომს ამის დანახვაზე კოვზი მოაგონდა და მითხრა:
_ აღარ ღირს მაგ კაცის საშუალებით ნივთების გაგზავნა, სანდო არ ყოფილა; _ თანაც დაუმატა: _ კოვზით კარგი საქმე გაგვიკეთა უნებლიეთ და ჩვენც სამაგიეროდ გადავუხდით, ისე  მოვუსებთ ვირთაგვების ხვრელებს, რომ ვერაფერს ვერ მიხვდება.
დაბლა სარდაფში ვირთაგვები ბლომად იყო. ისე რომ, მთელი საათი მოვუნდით ხვრელების მაგრად, კარგად და წესიერად ამოვსებას. ცოტა ხნის შემდეგ კიბეზე ფეხის ხმა შემოგვესმა; სინათლე ჩავაქრეთ და დავიმალეთ. ვხედავთ, მოდის ბერიკაცი, ერთ ხელში სანთელი უჭირავს, მეორეში რაღაც ხარახურა და ისეთი დაბნეულია, რომ მეტი არ შეიძლება. მთვრალივით ჯერ ერთ ხვრელთან მივიდა, მერე მეორესთან. ყველა შემიარა, მერე ხუთი წუთის განმავლობაში უძრავად იდგა. სანთელს წმენდდა და ფიქრობდა. შემდეგ ნელა, თითქოს სიზმარშიაო, კიბისკენ მიბრუნდა და თქვა:
_ რომ მომკლა, ვერ გავიხსენებ, როდის გავაკეთე ეს საქმე. ახლა კი შემიძლია სალის დავუმტკიცო, რომ ვირთაგვების ამბავი ჩემი ბრალი არ არის. თუმცა, სულ ერთია, აქედან არაფერი გამოვა.
ბერიკაცი სულ ბუტბუტით ადიოდა კიბეზე. ჩვენ აღარ დაგვიცდია. ძალზე კარგი კაცი იყო.
კოვზის ამბავი ტომს მოსვენებას არ აძლევდა; უკოვზოდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო, და საგონებელში იყო ჩავარდნილი. ბოლოს გამოსავალი მონახა და ამიხსნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. კოვზების კალათისკენ გავწიეთ და დეიდა სალის დაველოდეთ. როცა დეიდა სალი გამოჩნდა, ტომმა კოვზების თვლა და ცალ მხარეზე დალაგება დაიწყო; ამასობაში მე ერთი კოვზი სახელოში ჩავმალე.
_ დეიდა სალი, აქ ისევ ცხრა კოვზია, _ მიმართა მას ტომმა.
_ წადით და ითამაშეთ, თავს ნუღარ მაბეზრებთ. მე უკეთესად ვიცი, თვითონ დავთვალე.
_ დეიდა, ორჯერ დავითვალე და ცხრაზე მეტი არ არის.
დეიდა სალი მოთმინებიდან გამოვიდა, მაგრამ მაინც დათვალა, ცხადია, ყველა ამას იზამდა.
_ აი, დალახვროს ღმერთმა, მართლა ცხრა კოვზია! _ შესძახა დეიდა სალიმ, _ ჭირმა წაიღოს ეს კოვზები, კიდევ უნდა დავთვალო.
ამასობაში ჩემი აღებული კოვზი შეუმჩნევლად ისევ თავის ადგილზე დავდე; როდესაც დეიდა სალიმ თვლა გაათავა, თქვა:
_ დარდუბალა ამათ თავს, ახლა ათია, _ დეიდა სალი გაბრაზებული და შეწუხებული ჩანდა.
_ არა მგონია, დეიდაჩემო, რომ ათი იყოს, _ უთხრა ტომმა.
_ შე სულელო, განა არ დაითვალე რომ ვთვლიდი?
_ ვიცი, მაგრამ მაინც...
_ კარგი, მაშ კიდევ დავითვლი.
ერთი კოვზი ისევ ავწაპნე და წინანდელივით ცხრა გამოვიდა. ახლა კი გაცეცხლდა. სიბაზისაგან მთლად ცახცახებდა, მაგრამ თვლა მაინც არ ეშვებოდა და ბოლოს თავგზა ისე აერია, რომ კალათი კოვზად ჩათვალა. სამჯერ სწორი გამოვიდა, სამჯერ _ არა. ბოლოს გაგვრეკა, გამეცალეთ აქედან, სადილამდე თვალით აღარ დამენახოთ, თOრემ ვაი თქვენი ბრალიო. მარიგად, ხელში ჩავიგდეთ ის უცნაური კოვზი და შეუმჩნევლად წინსაფრის ჯიბეში ჩავუდეთ დეიდას! ჯერ შუადღე სად იყო, რომ ჯიმმა ლურსმანიც მიიღო და კოვზიც, ჩვენ ძალიან კმაყოფილები დავრჩით. ტომის აზრით, ამაზე ორჯერ უფრო მეტადაც რომ გვეწვალა, მაინც ღირდა. დეიდა სალი ხომ კოვზებს აღარ გადათვლის და, რომ დათვალოს კიდეც, მაინც არ დაუჯერებს თავის თავს. კიდევ სამიოდე დღე რომ თვალოს, ისე აერევა გზა-კვალი, რომ მოსაკლავადაც არ დაინდობს იმას, ვინც ეტყვის, დათვალეო.
იმ ღამეს ზეწარი ისევ თოკზე გავფინეთ და სხვა ზეწარი მოვიპარეთ განჯინიდან. სულ ამ ამბავში ვიყავით ორი დღის განმავლობაში _ ხან დავაბრუნებდით, ხან ისევ ავაცლიდით. საქმე იქამდე მივიყვანეთ, რომ აერია, რამდენი ზეწარი ჰქონდა; აღარც დაეძებდა, ზეწრების გულისათვის სულს ხომ არ ამოვირთმევ, რომ მოვკვდე, მაინც რა გადავთვლიო.
პერანგის, ზეწრის, კოვზის და სანთლების საქმე ხბოსი, ვირთაგების და არეული თვლის წყალობით მოვაგვარეთ. შანდალსაც როგორმე მოვუვლიდით, არა უშავს რა.
მაგრამ ნამცხვარი კი ხათაბალა გაგვიხდა. იმის წვალებას ვეღარ მოვრჩით, სადღაც შორს, ტყეში ადგილი შევარჩიეთ და იქ ვაცხობდით. ბოლოს, როგორც იყო, გავათავეთ ეს საქმე და, უნდა ითქვას, გვარიანი ნამცხვარიც გამოგვივიდა, თუმცა ერთ დღეში ვერ მოვასწარით. ნამცხვარს სამი ტაშტი ფქვილი მოვანდომეთ; ხელები ბევრ ადგილას დავიწვით, ბოლმა თვალები ამოგვიხრუკა. დიდ წვალებაში ვიყავით, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ქერქი გვჭირდებოდა და, საუბედუროდ, სწორი ვერ გამოგვყავდა, სულ ოღროჩოღრო გამოგვდიოდა; მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ: კიბე ნამცხვარში ჩაგვეტანებინა და ისე გამოგვეცხო. მეორე ღამეს ჯიმთან ერთად დავსხედით, ზეწარი გრძელ-გრძელ ნაკუწებად ვაქციეთ, მერე ეს ნაკუწები დავგრიხეთ და გათენებისას უკვე შესანიშნავი თოკი გვქონდა, რომლითაც ჩამოხრჩობაც კი შეიძლებოდა. ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ ამ საქმეს ცხრა თვე მოვუნდით.
დილით თოკი ტყეში წავიღეთ, მაგრამ მაგრამ ნამცხვარში ვერ ჩავტიეთ. მთელი ზეწრიდან დაგრეხილი თოკი ორმოც ნამცხვარს ეყოფოდა და კიდევ ბლომად დარჩებოდა წვნიანისთვის, ძეხვებისთვის და, რასაც მოისურვებდით, ყველაფრისთვის, ერთი სიტყვით, კარგი სადილი მომზადდებოდა.
მაგრამ ჩვენ ამსიგრძე თოკი რად გვინდოდა, ჩვენთვის საჭირო იყო მხოლოდ იმოდენა, რაც ნამცხვარში ჩაეტეოდა, ისე რომ, დანარჩენი მოვწყვიტეთ და გადავაგდეთ. სარეცხის ტაშტი არც ერთი ნამცხვრისთვის არ გვიხმარია, კალის ავარდნისა გვეშინოდა. სამაგიეროდ, ვიხმარეთ ბიძია საილასის შესანიშნავი გრძელი ხისტარიანი სპილენძის ტაფა, რომელსაც დიდად უფრთხილდებოდა. ვღაც იმის წინაპარს იგი ინგლისიდან ჩამოეტანა, როდესაც ვილჰელმ დამპყრობელს ჩამოჰყოლოდა `მაისის ყვავილით~ თუ რომელიღაც სხვა ძველი დროის გემით. ტაფა შენახული იყო სხვენში, სხვა ძველ ქოთნებთან და ათასგვარ ნივთებთან ერთად, რომლებსაც აფასებდნენ არა მათი ღირებულების მიხედვით (კაპიკიც არ ღირდა), არამედ მხოლოდ იმით, რომ წმინდა ნაშთებს წარმოადგენდნენ. ჩვენ იგი ჩუმად გამოვაცოცეთ და ტყეში წავიღეთ. პირველი ნამცხრები სულ გაგვიფუჭდა, რადგანაც ხმარება არ ვიცოდით. მაგრამ უკანასკნელი შესანიშნავი გამოგვივიდა; ცომი ტაფაზე დავდეთ, მერე ტაფა ნახშირზე დავდგით, ცომში ნაჭრის კიბე ვადეთ, ზედ ისევ ცომი დავაფარეთ, ტაფას ხუფი დავადგით და ზევიდან გაღვივებული ნაკვერჩხალი დავაფარეთ. გრძელი ხის ტარის წყალობით ჩვენ თვითონ ხუთი ფუტის მანძილზე გრილად და მყუდროდ ვიდექით. თხუთმეტი წუთის შემდეგ ისეთი ნამცხვარი გამოცხვა, რომ ერთ ნახვად ღირდა. ის კი უნდა ითქვას, რომ ვინც შეჭამდა, კბილის საჩიჩქნები ბლომად უნდა გაემზადებინა, თორემ ვაი მისი ბრალი; თანაც ისეთი მუცლის ტკივილი აიტყდებოდა, რომ მეორედ მოსვლამდე არ დაავიწყდებოდა.
ნატმა არც კი შეხედა, როგორ ჩავდეთ მოჯადოებული ნამცხვარი ჯიმისთვის საწაღებ ჯამში. საჭმლის ქვეშ სამი თუნუქის თეფში ამოვდეთ, ისე, რომ ჯიმმა ყველაფერი წესზე და რიგზე მიიღო; როგორც კი მარტო დარჩა, ნამცხვარი გადატეხა, თოკის კიბე თივის ლეიბში ჩამალა, თუნუქის თეფშებზე რაღაც ნიშნები დაკაწრა და ფანჯრიდან გადააგდო.


თავი ოცდამეთვრამეტე

კალმების გაკეთება ძალიან ძნელი საქმე იყო, ასევე ხერხისაც, მაგრამ ჯიმი გვარწმუნებდა, ყველაზე ძნელი წარწერის გაკეთებააო; იმ წარწერას გულისხმობდა, რომელიც პატიმარს კედელზე უნდა დაეკაწრა, მაგრამ ეს მაინც საჭირო იყო; ტომმა ასე უთხრა: ჯერ არ ყოფილა ისეთი სახელმწიფო დამნაშავე, რომელსაც წარწერა და თავისი ღერბი არ დაეტოვებინოს კედელზე.
_ გავიხსენოთ თუნდაც ლედი ჯეინ გრეი, _ უთხრა მან, _ ჯილფორდ დადლი ან ბებერი ნორთუმბერლენდი! კიდეც რომ სახათაბალო იყოს, ჰეკ, რას იზამ? გვერდს როგორ აუხვევ? ჯიმი ვალდებულია თავისი წარწერა და ღერბი გააკეთოს, რაკი ყველა აკეთებს.
ჯიმმა უთხრა:
_ რას ამბობთ, მისტერ ტომ, მე არავითარი ღერბი არ მაქვს. ამ ძველი პერანგის მეტი არაფერი არა მაბადია რა, თანაც, ხომ იცით, ზედ დღიური უნდა ვწერო.
_ არა, შენ არ გესმის, ჯიმ, ღერბი სულ სხვაა.
_ ჰოდა, ჯიმი მართალია, _ ვუთხარი მე. _ მას ღერბი მართლაც ხომ არა აქვს.
_ ვგონებ, ეს ამბავი მეც ვიცი, _ თქვა ტომმა. _ მაგრამ დავნაძლევდეთ, ღერბი ქნება, ვიდრე აქედან გააღწევს. თუ გაქცევაა, ისე უნდა გაიქცეს, როგორც წესია.
სანამ მე და ჯიმი კალმებს აგურის ნატეხებზე ვლესავდით (ჯიმი სპილენძის კალამს, მე კი _ კალის კოვზისაგან გაკეთებულს), ტომი ღერბის მოგონებას შეუდგა. ცოტა ხნის შემდეგ გვითხრა, იმდენი კარგი ღერბი მომაგონდა, რომ აღარ ვიცი, რომელზე შევჩერდეო, თუმცა კი არის ერთი და, ალბათ, იმას ამოვირჩევო; მერე თქვა:
_ ფარზე ოქრს აშურმას დავკიდებ. ქვედა მარქვენა კუთხეში ჯვარი იქნება, ხოლო ზედ _ გაწოლილი ძაღლი, რაც საფრთხეს ნიშნავს. ძაღლის თათებქვეშ ჯაჭვი ეკიდება, მონობის აღსანიშნავად. ზედა ნაწილში იქნება დაჭდევებული სამკლავური, ლაჟვარდისფერ ფონზე სამი ჩაღუნული ხაზით, ფარის შუაში კი _ კბილანებით გარშემოვლებული ღერბი; ზევით, მარცხენა მხრიდან დაყოლებულ შავ ზოლში მოვათავსებთ ზურგზე ბოხჩამოკიდებულ, გაქცეულ ზანგს. ორი საყრდენი მე და შენ ვიქნებით. დევიზი _ `Mაგგიორე ფრეტტა, მინორე ატტო~ _ წიგნიდან ამოვიღე და ნიშნავს: `შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდი~.
_ აბდაუბდაა! _ ვუთხარი მე, _ დანარჩენი რაღას ნიშნავს?
_ ამაზე ფიქრის დრო სადა გვაქვს, _ მომიგო მან, _ საქმე უნდა მოვათავოთ და აქედან მოვუსვათ.
_ რამე მაინც ამიხსენი, _ ვეუბნები. _ მაგალითად, რას ნიშნავს დაჭდევებული.
_ დაჭდევებული... დაჭდევებული... რა საჭიროა იცოდე, რას ნიშნავს დაჭდევებული. მე თვითონ ვუჩვენებ, როგორ გააკეთოს, როდესაც ამაზე მიდგება საქმე.
_ მიჰქარავ, ტომ, _ ვუთხარი მე, _ რა მოგივა, რომ გააგებინო ადამიანს. აშურმა რაღაა?
_ აბა, რა ვიცი, მაგრამ საჭიროა, რომ მას ჰქონდეს. მაგას ყველა წარჩინებული ატარებს.
ყოველთვის ასე იცოდა. თუ არ ეჭაშნიკებოდა, რამე აეხსნა თქვენთვის, არ აგიხსნიდათ. ერთი კვირაც რომ ჩასციებოდით, მაინც ვერაფერს გახდებოდით.
ღერბის საქმეს რომ მორჩა, ახლა სამუშაოს იმ ნაწილს მოთავებას შეუდგა, რომელიც მდგომარეობდა გულის ამაჩუყებელი წარწერის შედგენაში. ჯიმმაც ისეთი წარწერა უნდა გააკეთოს, როგორსაც სხვები აკეთებდნენო. ბევრი რამ მოიგონა, ქაღალდზე ჩამოწერა და ხმამაღლა წაიკითხა:
1. აქ გასკდა ტყვედქმნილი გული.
2. აქ დაასრულა თავისი მწუხარე ცხოვრება ქვეყნისა და მეგობრების მიერ მიტოვებულმა საწყალმა პატიმარმა.
3. აქ ოცდაჩვიდმეტი წლის განმარტოებული პატიმრობის შემდეგ შეწყდა გულისცემა და განისვენა დაღლილმა სულმა.
4. აქ დაიღუპა ჩვიდმეტი წლის მძიმე პატიმრობის შემდეგ უსახლკარო, უმეგობროდ დარჩენილი, კეთილშობილი უცნობი, ლუდოვიკო XVI-ს უკანონო შვილი.
წარწერებს რომ გვიკითხავდა, ტომს ხმა უკანკალებდა და კინაღამ სულ ჩაუწყდა. როდესაც გაათავა, ყველა იმდენად კარგი ეჩვენა, რომ აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რომელი მიეცა ჯიმისთვის კედელზე დასაწერად. გადაწყვიტა, მოდი, ყველას დავაწერინებო. ჯიმმა უთხრა, ლურსმით ამდენი აბდაუბდის დაკაწვრას მორებზე მთელი წერლიწადი მოვუნდები, ამასთან წერაც არ ვიციო. მაგრამ ტომმა თქვა, ასოებს მე შემოვხაზავ, შენ ლურსმნით შემოტარების მეტი არაფერი დაგჭირდებაო. ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო.
_ რომ ვუფიქრდები, მგონი, მორები არ ივარგებს, სად საპატიმრო და სად მორის კედლები. წარწერები ქვაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ აქ ქვას მოვიტანთ.
ჯიმმა თქვა, ქვა მორზე უარესია, და წარწერების ქვაზე ამოსაკვეთად იმდენი დრო დამჭირდება, რომ თავის დღეში ვერ გავთავისუფლდებიო. ამაზე ტომმა მიუგო, რომ საქმეში ჰეკი დაგეხმარებაო. მერე თვალი გადაავლო ჯიმისა და ჩემს ნამუშევარს. კალმების საქმე როგორ მიდისო. ძალზე მოსაწყენი, მძიმე და მომაბეზრებელი სამუშაო იყო, ხელებზე იარების მოშუშების საშუალებას არ მაძლევდა. იმავე დროს შედეგიც არ ჩანდა. ბოლოს ტომმა მითხრა:
_ ამ საქმეს მე მოვუვლი: ქვა ღერბისთვისაც გვჭირდება და წარწერებისთვისაც, ისე რომ ორ კურდღელს ერთად დავიჭერთ. სამხერხაოში მოზრდილი წისქვილი ქვა მეგულება, მოდი, ის მოვიპაროთ, წარწერებიც იმაზე ამოვკვეთოთ და კალმები და ხერხიც ზედ ავლესოთ.
დიდებული აზრი იყო. წისქვილის ქვა ვეებერთელა გახლდათ, მაგრამ ვიფიქრეთ, მოვერევითო. შუაღამე ჯერ არ იყო მოტანებული, რომ სამხერხაოსკენ გავწიეთ: ჯიმი კი მუშაობაში გართული დავტოვეთ. წისქვილის ქვა გადმოვათრიეთ და გვინდოდა სახლისკენ გაგვეგორებინა, თუმცა ეს მეტად ძნელი საქმე გამოდგა. ბევრს ვცდილობდით, ქვა არ წაგვცეოდა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდით, თანაც ვშიშობდით, ქვეშ არ დაგვიტანოსო. ტომმა თქვა, ვიდრე ბოლომდე მივიტანთ, ერთ-ერთ ჩვენთაგანს უსათუოდ იმსხვერპლებსო. როგორც იქნა, ნახევარ გზამდე მივაგორეთ, მაგრამ წელში გადავწყდით და ოფლში გავიწურეთ. ვნახეთ, რომ არაფერი გამოდიოდა და გადავწყვიტეთ, ჯიმი მოგვეყვანა. ჯიმმა თავისი საწოლი ასწია, საწოლის ფეხს ჯაჭვი გამოაძრო და რამდენჯერმე შემოიხვია კისერზე, მერე ხვერლში ერთად გავცოცდით და გარეთ გავედით; ჯიმი და მე წისქვილის ქვას მივაწექით და ისე გავაგორეთ, ვითომც აქ არაფერიო. ტომი განკარგულებებს იძლეოდა. განკარგულებების გაცემა ისე არცერთ ბიჭს არ ეხერხებოდა. მას ყველა საქმე ემარჯვებოდა.
ჩვენი ხვრელი საკმაოდ მოზრდილი იყო, მაგრამ არც იმდენად, რომ შიგ წისქვილის ქვა გატეულიყო. მაშინ ჯიმმა აიღო წერაქვი და ცოტა ხანში კარგად გააფართოვა. ამის შემდეგ ტომმა ლურსმნით ქვაზე წარწერა მოხაზა და ჯიმს ამ სამუშაოს შესასრულებლად ხელში საჭრისის მაგვრად ლურსმანი მისცა, ჩაქუჩუს ნაცვლად _ ფიცრულის ხარხახურაში ნაპოვნი რკინის ჭანჭიკი, და უთხრა: `სანამ სანთელი არ დაილევა, იმუშავე, მერე შეგიძლია დაწვე; წისქვილის ქვა ლეიბში ამოიდე და ზედ დაიძინე!~ ჩვენი დახმარებით ჯიმმა ჯაჭვი ისევ საწოლის ფეხს წამოაცვა და ჩვენ დასაძინებლად გავემზადეთ, მაგრამ ტომს რაღაც მოაგონდა და თქვა:
_ ჯიმ, აქ ობობები არის?
_ ღვთის მადლით, არა, მასტერ ტომ.
_ კარგი, ჩვენ გიშოვით.
_ შენ გაზრდას, არ მინდა, გენაცვალე. ობობის მეშინია, ჩემთვის ობობა იგივეა, რაც ჩხრიალა გველი.
ტომი ორიოდე წუთს დაფიქრდა და თქვა:
_ კარგი აზრია. მე მგონი, ეგ ჭკუასთან ახლოა, კიდეც უნდა მოვიყვანოთ სისრულეში. დიახ, პირდაპირ ბრწყინვალე აზრია. მერე სად შეინახავ?
_ რას, მასტერ ტომ?
_ რას და ჩხრიალა გველს.
_ ღმერთმა დამიფაროს, მასტერ ტომ! აქ რომ ერთი ჩხრიალა გველი დავინახო, ავიღებ და პირდაპირ კედელს ვახეთქებ თავს.
_ ჯიმ, სულ ცოტა ხანში შეეჩვევი, არ შეგეშინდება. შეგიძლია მოათვინიერო კიდეც.
_ მოვათთვინიერო!
_ მაშ... სულ ადვილად. ყველა ცხოველს უყვარს კარგი მოპყრობა, ალერსი და ფიქრადაც არ მოუვა ავნოს იმას, ვინც უალერსებს. ამას ყველა წიგნში ამოიკითხავ. სცადე, მეტს არაფერს გთხოვ, სცადე ერთ-ორ დღეს. ისე შეგიძლია შეიჩვო, რომ შეუყვარდები, შენთან დაიძინებს, ერთ წუთს არ მოგშორდება და ნებას მოგცემს, რომ კისერზე შემოიხვიო და იმის თავი პირში ჩაიდო.
_ ძალიან გთხოვთ, მასტერ ტომ... მაგას ნუ ამბობთ! ვერ ამიტანია! რას? ნებას მოგცემს, რომ იმისი თავი პირში ჩაიდოო. დიდი მოწყალება კი არის, აი! იქამდე მელოდოს, სანამ არა ვთხოვო. ისიც კი არ მინდა, რომ ჩემს ოთახში დაიძინოს.
_ ჯიმ, ნუ სულელობ. აუცილებელია, რომ პატიმარს რომელიმე მოშინაურებული პირუტყვი ჰყავდეს, რა ვუყოთ, რომ ჩხრიალა გველი ჯერ არავის არა ჰყოლია, პირველი იქნები და მით უფრო სასახელო იქნება შენთვის.
_ მასტერ ტომ, რად მინდა ასეთი სახელი; გველმა შეიძლება აიღოს და ჯიმს ნიკაპი მოაჭამოს, აბა, ეს რა სასახელოა. არა, სერ, სულ არ მინდა ასეთი რამე.
_ დალახვროს ეშმაკმა, ნუთU არ შეგიძლია სცადო? მე მხოლოდ მინდა, რომ სცადო, თუ არ გამოვა, თავს დაანებებ.
_ ცდის დროს რომ გველმა მიკბინოს, მერე რა უნდა ვქნა? მასტერ ტომ, ყველაფერზე თანახმა ვარ, მაგრამ, თუ თქვენ და ჰეკი ჩხრიალა გველს მომგვრით მოსათვინიერებლად, აქ აღარაფერი გამაჩერებს, დარწმუნებული იყავით.
_ მაშ კარგი, რაკი ასე გაჯიუტდი, ამას თავი დავანებოთ. რამდენიმე ანკარას ვიშოვით; შეგიძლია კუდებზე ღილები შეაბა და წარმოიდგინო, რომ ჩხრიალა გველია. ვგონებ, ეს გამოდგება.
_ ამას როგორმე ავიტან, მასტერ ტომ, მაგრამ, ეშმანკმა წაიღოს ჩემი თავი, თუ უიმათოდ გაძლება არ სემეძლოს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ პატიმრობა ასეთი ხათაბალა იყო.
_ როგორ არა, ყოველთვის ასეა, თუ წესები დაიცავი. აქ გვყავს ვირთაგვები?
_ არა, სერ, არც ერთი არ დამინახავს.
_ ჰოდა, ჩვენ გიშოვით.
_ არა, მასტერ ტომ, ვირთაგვები რად მინდა. ვირთაგვებზე შემაწუხებელი არა არის რა; ტანზე გაცოცდებიან, ფეხებზე გკბენენ, არ გაძინებენ. არა, სერ, თუ სხვანაირად არ შეიძლება, ისევ ანკარები მოიყვანეთ, ვირთაგვები სულაც არ მინდა, რაში მჭირდება.
_ კი, მაგრამ, ჯიმ, ვირთაგვები უსათუოდ უნდა გვყავდეს, ყველა პატიმარს ჰყავს, ისე რომ ამაზე აყალმაყალს ნუ ასტეხ. სად გაგონილა, პატიმარს არა ჰყავდეს ვირთაგვები. საყოველთაო წესია. პატიმრები მათ წვრთნიან, უალერსებენ, იონებს ასწავლიან და ვირთაგვებიც ბუზებივით ეჩვევიან. შენ კიდევაც უნდა დაუკრა იმათთვის. გაქვს რამე საკრავი?
_ მარტო სავარცხელი, ქაღალდი და ტუჩის გარმონი მაქვს. მე მგონი, ტუჩის გარმონი არ მოეწონებათ.
_ როგორ არ მოეწონებათ, იმათთვის სულ ერთია, რა მუსიკაა, ვირთაგვისათვის ტუჩის გარმონიც კარგია, მუსიკა ყველა ცხოველს უყვარს, საპატიმროში კი _ პირდაპირ გიჟდებიან; განსაკურებით, ნაღვლიანი მუსიკა უყვართ. ამ საკრავზე ხომ სხვანაირად ვერც დაუკრავ. დაკვრას რომ დაიწყებ, გამოვლენ, დაინტერესდებიან, რა ამბავია შენს თავს. ისე რომ, ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად მოეწყო. საღამოზე, დაძინებამდე, და დილით ადრე შენს საწოლზე დაჯექი, საკრავზე დაუკარი, დაუკარი `განშორებისა საათმა დაჰკრა~... ეს ვირთაგვებს ყველაზე ძალიან მოეწონებათ. ორ წუთს რომ ასე დაუკრავ, ნახავ, რომ ყველა ვირთაგვა, გველი და ობობა შენკენ გამოეშურება. ყველანი შემოგეხვევიან და შესანიშნავად გაატარებენ დროს.
_ ისინი კი, ალბათ, კარგ დროს გაატარებენ, მასტერ ტომ, მაგრამ იმას რატომ აღარ ფიქრობთ, ჯიმს რა მოუვა? ღმერთმანი ვეღარაფერი ვერ გამიგია. მაგრამ, რა გაეწყობა, რაკი საჭიროა, გავაკეთებ; გავართობ ცხოველებს, ოღონდ თქვენ კმაყოფილი დარცეთ.
ტომი დაფიქრდა, კიდეც ხომ არაფერი გამომრჩაო, და ბოლოს თქვა:
_ ერთი რამ დამავიწყდა. როგორ ფიქრობ, აქ ყვავილს ვერ გაზრდი?
_ არ ვიცი, მე მგონი, გავზრდი, მასტერ ტომ, თუმცა აქ ძალიან ბნელა, თანაც ყვავილებს სრულებით არა ვარ შეჩვეული და დიდი დავიდარაბა სჭირდება.
_ მაინც შეეცადე. ზოგი პატიმარი ყვავილებს ზრდიდა.
_ აქ მხოლოდ ყინტორა თუ გაიზრდება, მასტერ ტომ, კატის კუდივით ღერო ექნება და შრომად არც კი ღირს.
_ შენ ფიქრი ნუ გაქვს. სულ პატარას მოგიტანთ. აი, იმ კუთხეში დარგავ და მოუვლი. მხოლოდ ყინტორა კი არა, `პიჩიოლა~ დაუძახე, ასე უწოდებენ, როდესაც საპყრობილეში იზრდება. ტანაც შენი ცრემლებით უნდა მორწყა.
_ მასტერ ტომ, მე ხომ წყაროს წყალი ბლომად მაქვს.
_ წყაროს წყალი არ დაგჭირდება, შენი ცრემლებით უნდა მორწყა. ყოველთვის ასე აკეთებენ.
_ მასტერ ტომ, გეფიცებით, წყაროს წყლით იმხელას გავზრდი, რომ ცრემლით გაზრდილი იმასთან შედარებით არაფერი იქნება.
_ ეგ არაფერი. მთავარია, ცრემლებით გაზარდო.
_ ხელში შემომაჭკნება, მასტერ ტომ, უსათუოდ შემომაჭკნება, მე ხომ თითქმის არასოდეს არ ვტირი.
ამაზე ტომმა ვეღარაფერი თქვა, მაგრამ ცოტა ხანს დაფიქრდა და ჯიმს უთხრა, ხახვს მოგიტანთ და, შენ იცი, როგორ მოუვლი ყვავილსო; დილით ზანგების ქოხში შევიპარებით და შენ ყავადანში ჩუმად ერთ თავ ხახვს ჩავაგდებო. ამაზე ჯიმმა უთხრა, ყავაში ისევ თამბაქო მირჩევნიაო; თანაც თავის ბედს უჩიოდა: ჯაფა ყინტორას გასაზრდელად, ვირთაგვებისათვის საკრავზე დაკვრა, გველების, ობობების და სხვა ქმნილებათა ფერება, გარდა ამისა, კალმების, წარწერების, დღიურების და სხვა ამგვართა მომზადება... პატიმრობა ყველა საქმეზე უფრო ძნელი, მომაბეზრებელი და საპასუხისმგებლო ყოფილაო. ბოლოს ტომს მოთმინება დაეკარგა და უთხრა, ქვეყანაზე არც ერთ პატიმარს არ ჰქონია სახელი მოხვეჭის ასეთი შესანიშნავი შემთხვევა, შენ კი არ აფასებ და სულ ამაოა შენზე ზრუნვაო. ჯიმს შერცხვა, მეტს აღარ ვიზამო, გვითხრა, და ამის შემდეგ მე და ტომი დასაძინებლად წავედით.                         


თავი ოცდამეცხრამეტე

დილით ქალაქისაკენ გავეშურეთ, სათაგური ვიყიდეთ, სარდაფში ჩავიტანეთ, ყველაზე დიდი ხვრელიდან საცობი ამოვიღეთ და ერთი საათის შემდეგ თხუთმეტი ცალი კარგა მოზრდილი ვირთაგვა დავიჭირეთ. სათაგური საიმედო ადგილას დავდგით, _ დეიდა სალის საწოლის ქვეშ, ამგრამ იმ დროს, როდესაც ობობას საშოვნელად ვიყავით წასული, პატარა თომას ფრანკლინ ნებჯამენ ჯეფერსონ ალექსანდრე ფელპსმა მიაგნო სათაგურს და კარი გააღო; უნდოდა ენახა, გამოვიდოდნენ ვირთაგვები თუ არა. ვირთაგვები, რა ტქმა უნდა, გამოსულიყვნენ. სწორედ ამ დროს იმ ოთახში დეიდა შალი შესულიყო და, ჩვენ რომ მივედით, საწოლზე შემდგარი სულ წიოდა და კიოდა; ვირთაგვებიც თავს არ ზოგავდნენ, რომ მას მოწყენილობა არ ეგრძნო. ამის შემდეგ დეიდა სალიმ ორივე კარგად გაგვწკეპლა. თხუთმეტი თუ თექვსმეტი ვირთაგვის ხელახლა დაჭერას ორი საათი მოვანდომეთ. ჯანდაბას ის აბეზარი ბიჭი, სად ახლახან დაჭერილი ვირთაგვები და სად წინანდელი, ისინი სულ დარჩეულები იყვნენ; ჩემ დღეში არ მენახა იმისთანა ვირთაგვები.
სულ დარჩეული ობობები, ხოჭოები, ბაყაყები და მატლები ვიშოვეთ. გვინდოდა, კრაზანას ბუდეც ჩაგვეგდო ხელში, მაგრამ ვერას გავხდით, კრაზანების მთელი ოჯახი შინ იყო. ჩვენს განზრახვაზე ხელი მაშინვე არ აგვიღია, ვიცადეთ, რამდენიც შეგვეძლო. ვიფიქრეთ, ან ჩვენ გავუწყვეტთ ლოდინით ილაჯს, ან ისინიო, მაგრამ იმათ გვაჯობეს. მერე სამკურნალო ბალახი ვიშოვეთ და ნაკბენი ადგილები დავიზილეთ, თითქმის ყველა ტკივილმა გაგვიარა, ოღონდ დაჯდომა ცოტათი გვიჭირდა. ახლა გველების დასაჭერად წავედით; დაახლოებით ოცდაოთხი ანკარა პარკში ჩავყარეთ და ჩვენ ოთახში შევიტანეთ. ამასობაში ვახშმობამ მოატანა. მთელი დღის ნამუშევრებს ისე მოგვშივნოდა, რომ ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ, როცა უკან დავბრუნდით, აღარც ერთი არ დაგვხვდა. პარკისათვის ცუდად მოგვეკრა თავი და გარეთ გამოსულიყვნენ. ეს მაინცდამაინც დიდად არ გვაწუხებდა, ისინი ახლომახლო გვეგულებოდა და იმედი გვქონდა, თუ ყველას არა, ზოგს მაინც ისევ ხელში ჩავიგდებდით. ამის შემდეგ გველი კარგა ხანს არ მოგვკლებია სახლში. ხან ჩალანგარზე დაკიდებულს დაინახავდით, ზოგჯერ თეფშშიც ჩავარდებოდნენ, ან კისერზე იგრძნობდით მის სხეულს, ერთი სიტყვით, აუცილებლად იქ გვხვდებოდნენ, სადაც ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო მათი გამოჩენა. ამ შესანიშნავ ჭრელზოლიან ანკარებს, ათასობით რომ ყოფილიყვნენ, აბა, რა უნდა ევნოთ ჩვენთვის, მაგრამ დეიდა შალი ასე არ ფიქრობდა. იმას ჯიშის განურჩევლად ყველა გველი ეზიზღებოდა, პირდაპირ სულ ერთი იყო, მოადენდა თუ არა გველი ტყაპანს, მაშინვე ყველაფერს თავს გაანებებდა და გარეთ გავარდებოდა. პირველად ვხედავდი ასეთ ქალს, მერე როგორ გაჰკიოდა, იერიქონშიც კი გაიგონებდნენ. გველს საკეცითაც ვერ გაეკარებოდა. ხოლო თავის საწოლში რომ დაენახა, ერთ ისეთ წივილ-კივილს ატეხდა, გეგონებოდათ, სახლს ცეცხლი უკიდიაო. მოხუცებული კაცი იმდენად შეაწუხა, რომ სანატრელი გაუხდა, ნეტავ გველი ქვეყანაზე სულაც არ გაჩენილიყო. ერთმა კვირამ გაიარა, გველის ხსენება აღარსად იყო, მაგრამ დეიდა სალის შიში ოდნავადაც არ გაეფანტა, ჩაფიქრებული რომ მჯდარიყო და კისერზე ფრთა მოგეცაცუნებინათ, გიჟივით წამოხტებოდა. ძალზე საინტერესო სანახავი იყო. ტომმა მითხრა, ქალებს საერთოდ ასე სჩვევიათო. არავინ იცის რატომ, მაგრამ ყველანი ეგეთები არიანო.
საკმარისი იყო, რომელიმე ჩვენი გველისათვის თვალი მოეკრა, მაშინვე მოგვარდებოდა და გაგვამათრახებდა; თანაც გვემუქრებოდა: ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც გელით, თუ ოდესმე სახლი გველებით კიდევ ამივსეთო, გამათრახება არ მანაღვლებდა, რადგანაც ძნელი არ იყო; მაგრამ ხელახლა გველების დაჭერით თავის შეწუხება არ მეჭაშნიკებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც დავიჭირეთ და სხვა არსებებთან ერთად ჯიმს მივგვარეთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რა მხიარულება იყო ჯიმის ქოხში, როდესაც მუსიკის ხმაზე ყველანი აირეოდნენ და ჯიმისკენ გაეშურებოდნენ. ჯიმს არ უყვარდა ობობები და არც ობობებს უყვარდათ ჯიმი. უსაფრთებოდნენ და შავ დღეს აყრიდნენ. ჯიმი ამბობდა, ვირთაგვების, გველების და წისქვილის ქვის მიზეზით საწოლში ადგილი აღარ მრჩებაო. მაგრამ ადგილიც რომ იყოს, ძილი მაინც შეუძლებელია, ღამით ისე მხიარულად არიანო. თანაც ამ მხიარულებას დასასრული არა აქვს, რადგანაც ყველა სხვადსხვა დროს იძინებსო. როდესაც გველებს სძინავთ, სადარაჯოზე ვირთაგვები გამოდიან, თუ ვირთაგვები დაიძინებენ, სადარაჯოზე გველები გამოდიანო. ისე რომ, განუწყვეტლად ერთი წყება ფეხქვეშ ედებოდა, მეორე _ გზაზე ეღობებოდა, მესამე _ თავზე ახტებოდა: ადგილის გამოცვლას თუ დააპირებდა, გზაზე ობობები ესხმოდნენ თავს. ჯიმი ამბობდა, ერთი აქედან გასვლა მეღირსოსო და, რაც არ უნდა მომცენ, პატიმრად ყოფნას მაინც არ დავთანხმდებიო.
დაახლოებით სამი კვირის შემდეგ ყველაფერი ისე მოგვარდა, როგორც საჭირო იყო: პერანგი ადრევე შევუგზავნეთ ნამცხვრით. როგროც კი ვირთაგვა უკბენდა, ჯიმი მაშინვე წამოხტებოდა და სანამ მელანი ჯერ კიდევ ახალი იყო, დღიურში ერთ სტრიქონს ჩაწერდა. კალმები მზად გვქონდა; წარწერები და ყველაფერი ამგვარი უკვე ამოჭრილი იყო წისქვილის ქვაზე. საწოლის ფეხი ორად გადავხერხეთ და ნახერხი შევჭამეთ; ისეთი საოცარი მუცლის ტკივილი აგვიტყდა, რომ არ გვეგონა, თუ გადავრჩებოდით, მაგრამ გადავრჩით. ასე ძნელად მოსანელებელ ნახერხს ჩემს სიცოცხლეში პირველად ვხედავდი. ტომიც ამ აზრის იყო. როგორც უკვე გითხარით, ძლივს დავასრულეთ მთელი სამუშაო. ყველანი ღონემიხდილნი ვიყავით, განსაკუთრებით ჯიმი. ბერიკაცმა ერთი-ორჯერ მისწერა პლანტაციაში ორლეანის ქვემოთ, წაიყვანეთ თქვენი გამოქცეული ზანგიო, მაგრამ პასუხი არ მიუღია, რადგანაც ასეთი პლანტაცია საერთოდ არ არსებობდა. მაშინ გადაწყვიტა, ჯიმის შესახებ განცხადება გამოექვეყნებინა სენტ-ლუის და ახალი ორლეანის გაზეთებში. ახსენა თუ არა სენტ-ლუი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა; ვხედავ, დროს დაკარგვა აღარ შეიძლება. ტომმა თქვა, ახლა კი უსახელო წერილების დრო დადგაო.
_ ეგ რაღა არის? _ შევეკითხე მე.
_ ამით ხალხს აფრთხილებენ, როდესაც ხიფათია მოსალოდნელი; ხან ასე აკეთებენ, ხან სხვანაირად. მაგრამ საერთოდ კი ტუსაღს ყოველთვის ვინმე უთვალთვალებს და გაქცევის შესახებ ციხის უფროსს აცნობებს. როდესაც ლუი XVI ტიუილრიდან გაქცევას აპირებდა, ეს მოვალეობა ერთმა მოხელემ შეასრულა, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, უსახელო წერილებიც კარგია. ჩვენ ერთსაც გამოვიყენებთ და მეორესაც. ხშირად ისიც კი ხდება, რომ პატიმრის დედა შვილს ტანისამოსს შეუცვლის, თვითონ ციხეში რჩება და იმას კი გააპარებს. ჩვენც ასე მოვიქცევით.
_ გამიგონე, ტომ, რად გვინდა ვინმეს გაფრთხილება. დაე, თვითონ მიხვდნენ, ეს იმათი საქმეა.
_ ვიცი, მაგრამ იმათი იმედით ხომ არ იქნები. ისინი თავიდანვე ყველაფრის ნებას გვაძლევდნენ. ისეთი მიამიტი ხალხია, რომ სრულებით ვერაფერს ამჩნევენ. ჩვენ თვითონ თუ არ გავაფრთხილეთ, არც არავინ და არც არაფერი ხელს არ შეგვიშლის. მთელი ჩვენი მძიმე შრომისა და წვალების მიუხედავად, გაპარვა სულ უფერულად ჩაივლის; სრულიად არაფრად არ ევარგება,
_ ჰოდა, მე თუ მკითხავ, ტომ, სწორედ ერგ არის კარგი.
_ მიჰქარავ, _ უკმაყოფილოდ მითხრა ტომმა.
_ ხმას აღარ ამოვიღებ, რაც შენთვის არის მოსაწონი, ჩემთვისაც მოსაწონი იქნება. მოახლისას რას აპირებ?
_ მოახლე შენ იქნები, შუაღამისას შეიპარები და მულატი ქალის კაბას მოიპარავ.
_ რას ამბობ, ტომ, მეორე დილით ხომ აყალმაყალი ატყდება, ალბათ, იმ ერთი კაბის მეტი არც აქვს.
_ ვიცი, მაგრამ კაბა ხომ თხუთმეტ წუთზე მეტი არ დაგვჭირდება, წაიღებ უსახელო წერილებს და სადარბაზო კარის ქვეშ ამოდებ.
_ კარგი, წავიღებ, მაგრამ განა ჩემ საკუთარ ტანისამოსში ნაკლებ მარჯვედ შევასრულებდი მაგ დავალებას?
_ მერე, მოახლეს რომ არ ემგვანები?
_ კი მაგრამ, ხომ სულ ერთია, ვისაც არ უნდა ვგავდე, მაინც ხომ ვერავინ დამინახავს.
_ ეგ სულ სხვა საქმეა! ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და სულ არ ვფიქრობ იმაზე, გვიყურებს ვინმე თუ არა. ნუთუ არავითარი პრინციპები არ გაგაჩნია?
_ კარგი, არარაფერს ვიტყვი, ვიქნები მოახლე, ჯიმის დედა ვირა იქნება?
_ მე ვიქნები, კაბას დეიდა სალის მოვპარავ.
_ ისე, რომ შენ ქოხში დარჩები, როდესაც მე და ჯიმი გავიქცევით.
_ ცოტა ხანს დავრჩები. ჯიმის ტანისამოსს ჩალით გამოვტენი და საწოლზე დავდებ. ეს დედამისი იქნება, გადაცმული. ჯიმი ზანგი დედაკაცის კაბას გამომართნევს, გადაიცვამს და ყველანი ერთად გავიქცევით. როდესაც ცნობილი პატიმარი გაიქცევა, ამბობენ `თავი შეაფარაო~; ასე ამბობენ, როდესაც, მაგალითად, მეფე გაიქცევა. ასევეა, როდესაც მეფისწული გაიქცევა, სულ ერთია, კანონიერი თუ უკანონო.
ტომმა უსახელო ბარათი დაწერა, მე მულატ ქალს კაბა იმავე ღამეს მოვპარე, გადავიცვი და, როგორც ტომმა მითხრა, ბარათი სადარბაზო კარის ქვეშ ამოვდე. აი, რა ეწერა ბარათში:

ფრთხილად იყავით, ხიფათი გელით, სიფხიზლე გმართებთ.
უცნობი მეგობარი.

მეორე ღამეს სადარბაზო კარზე გავაკარით სურათი, რომელზედაც ტომმა სისხლით თავის ქალა და გადაჯვარედინებული ძვლები დახატა. შემდეგ რამეს უკანა კარზე კუბოს გამოხატულება გავაკარით. ოჯახში ასეთი ალიაქოთი არასოდეს არ მინახავს. სახლის ყველა კუთხეში ან საწოლქვეშ მოჩვენება რომ ყოფილიყო ჩასაფრებული, ანდა მოარული მოჩვენება რომ დაენახათ, ამაზე მეტად მაშინაც არ იქნებოდნენ შეშინებული. კარის ყოველ დაჯახუნებაზე დეიდა შალი შეხტებოდა და წამოიძახებდა _ `ვაი!~ ძირს თუ დავარდებოდა რამე, მაშინაც შეხტებოდა და წამოიზახებდა _ `ვაი!~ თუ შეუმჩნევლად ხელს შეახებდით, იგივე ოხვრა აღმოხდებოდა. საითაც არ უნდა მიეხედა, სულ ელანდებოდა, რომ უკან ვიღაც ემალებოდა. უეცრად შემოტრიალდებოდა და ამოიოხრებდა. ვერც კი მოასწრებდა ორი მესამედით შემოტრიალებას, ისევ უკან მიბრუნდებოდა და კვლავ ამოიოხრებდა; დაწოლის ეშინოდა, მთელ რამეს კი დამჯდარი, აბა როგორ გასძლებდა, ისე რომ, ტომის სიტყვით, წერილმა მშვენივრად შეასრულა თავისი საქმე. ასე კარგად არც ერთ წერილს არ უმოქმედია. ეს იმის დამადასტურებელია, რომ წერილს ყველაფერი სწორად გაგვიკეთებიაო. ახლა ისღა დაგვრჩენია მთავარი დარტყმისათვის მოვემზადოთო.
მეორე დილით, ინათა თუ არა, ახალი ბარათი გავამზადეთ. იმის ფიქრში ვიყავით, რა მოგვეხერხებინა, რადგანაც ვახშამზე თქვეს, მთელი ღამე ორივე კართან ზანგები იდარაჯებენო. ტომი მეხამრიდით ქვევით ჩაცოცდა, უნდოდა იქაურობა დაეზვერა, უკან კართან ჩაძინებულ ზანგს წერილი ჩაუდო საყელოში და გამობრუნდა. აი, რა ეწერა იმ წერილში:

`არ გამცეთ, თქვენი მეგობარი ვარ. ამაღამ ინდიელთა მიწაწყლიდან გადმოსული თავზეხელაღებული მკვლელებს ბრბო თქვენი ზანგის გატაცებას აპირებს და ცდილობს დაგაშინოთ, რათა სახლში დარჩეთ და ხელი არ შეუშალოთ. მეც იმ ბრბოს ვეკუთვნი, მაგრამ ღმერთი ვიწამე და ხელი ავიღე ამ საქმეზე. მსურს კვლავ პატიოსანი ცხოვრება დავიწყო, ამიტომ გადავწყვიტე, მათი ჯოჯოხეთური ზრახვები გაგიმხილოთ. ზუსტად თორმეტ საათზე ისინი ჩრდილოეთის მხრიდან (მესერის გაყოლებით) მოგეპარებიან, კლიტეს გასაღებს მიუყენებენ, ქოხში შეიჭრებიან და ზანგს გაიტაცებენ, მე დავალებული მაქვს, ცოტა მოშორებით ვიდგე და საშიშროების შემჩნევისთანავე საყვირს ჩავბერო, მაგრამ ამის მაგივრად, როცა შიგ შევლენ, ცხვარივით დავიბღავლებ, საყვირს ხელს სულაც არ მოვკიდებ. სანამ ისინი ზანგს ბორკილებს შეხსნიან, თქვენ შეგიძლიათ მიეპაროთ, შიგ მოამწყვდიოთ და თავისუფლად ამოხოცოთ. როგორც გარიგებთ, ისე მოიქეცით, თორემ ეჭვს აიღებენ და კარგი დღე არ დაგადგებათ. არავითარი ჯილდო არ მინდა, ჩემთვის საკმარისია ვიცოდე, რომ პატიოსნად მოვიქეცი~.
უცნობი მეგობარი

თავი მეორმოცე

საუზმის შემდეგ შესანიშნავ გუნებაზე დაგვდექით, ამოვიღეთ ჩაძირული ნავი და გაღმა გავედით სათევზაოდ; თან საგზალიც წავიღეთ და ძალიან კარგი დრო ვატარეთ, ჩემი ტივიც მოვინახულეთ, ყველაფერი რიგზე იყო. შინ გვიან მივედით, ვახშმობის ხანი იყო; შინაურები ისეთი აღელვებული და აფორიაქებული დაგვხვდნენ, რომ ადგილს ვერ პოულობდნენ; ვივახშმეთ თუ არა, მაშინვე დასაძინებლად გაგვისტუმრეს, რა აწუხებდათ, არ გვითხრეს, ახალ წერილზე სიტყვაც არ წამოსცდენიათ. არც გვესაჭიროებოდა, სხვებზე ნაკლები არც ჩვენ ვიცოდით. როგორც კი კიბე ნახევარზე ავიარეთ და დეიდა სალიმ ზურგი შემგვაქცია, მაშინვე სარდაფში ჩავიპარეთ, ბლომად სანოვაგე მოვაგროვეთ და ჩვენს ოთახში ავიტანეთ. მერე დავიძინეთ. თორმეტის ნახევარი იქნებოდა, რომ ავდექით, ტომმა გადაიცვა კაბა, რომელიც დეიდა სალის მოჰპარა, მერე წასაღებად საჭმელი გაამზადა, მაგრამ უეცრად თქვა:
_ კარაქი სადღაა?
_ კარაქის კარგა მოზრდილი ნაჭერი მჭადზე დავდე.
_ როგორც ჩანს, იქ დაგიტოვებია, აქ არ არის.
_ უკარაქოდაც იოლად წავალთ, _ ვთქვი მე.
_ კარაქით კიდევ უფრო იოლად წავიდოდით, _ მომიგო ტომმა. _ ჩადი სარდაფში და ამოიტანე. მერე მეხამრიდით ჩემთან ჩამოდი. ამასობაში თივით ამოვავსებ ჯიმის ტანისამოსს, ვითომ მისი დედაა გადაცმული, მოხვალ თუ არა, მზად ვიქნები, ცხვარივით დავიბღავლებ და ერთად გავიქცევით.
ტომი წავიდა, მე კი სარდაფში ჩავედი. მუშტისოდენა კარაქის ნაჭერი იქვე დამხვდა, სადაც დავტოვე. თან მჭადიც გამოვაყოლე. სარდაფში სანთელი ჩავაქრე და ფეხაკრებით შევუდექი კიბეზე ასვლას. უკანასკნელ საფეხურამდე მშვიდობით ავედი; გავიხედე და, მოდის დეიდა შალი სანთლით ხელში. ჩემი ნადავლი ქუდში ჩავმალე და ქუდი თავზე ჩამოვიფხატე. დეიდამ მაშინვე დამინახა და მკითხა:
_ სარდაფში იყავი?
_ დიახ.
_ იქ რას აკეთებდი?
_ არაფერს.
_ არაფერსო?
_ არაფერს.
_ მაინც რამ მოგაფიქრა ამ შუაღამისას იქ ჩასვლა?
_ არ ვიცი, დეიდა.
_ არ ვიციო? ასე ნუ მიპასუხებ, ტომ. უთუოდ უნდა გავიგო, რას აკეთებდი საკუჭნაოში?
_ სულ არაფერს, დეიდა შალი, ღმერთმანი, არაფერს. ვიფიქრე, ახლა კი გამიშვებს-მეთქი და გამიშვებდა კიდეც, მაგრამ ამ ბოლო დროს უცნაური რამ ხდებოდა, რომ ყოველი წვრილმანიც კი, რაც საეჭვო იყო, შიშსა ჰგვრიდა და ამიტომ გადაჭრით მითხრა:
_ ახლავე შედი სასტუმრო ოტახში და ჩემს მოსვლამდე იქ დარჩი; როგორც ჩანს, რაღაცას ისეთს აპირებდი, რაც შენი საქმე არ იყო; იცოდე, ამას ასე არ დავტოვებ. გამოვიძიებ.
დეიდა შალი წავიდა, მე კი შევაღე კარები და სასტუმრო ოთახში შევედი. ღმერთო ჩემო, იქაურობა ხალხით იყო გაჭედილი. თხუთმეტი ფერმერი მოგროვილიყო, ყველას თოფი ეჭირა ხელში, ძალზე ცუდად გავხდი, სკამთან მივლასლასდი და ჩამოვჯექი. ყველანი ისხდნენ, ზოგი ხმადაბლა ლაპარაკობდა; ვერ ისვენებდნენ, ღელავდნენ, თუმცა ცდილობდენ, ეს აღელვება არ გამოემჟღავნებინათ. მე კი კარგად ვამჩნევდი, რადგანაც ქუდებს ხან დაიხურავდნენ, ხან მოიხდიდნენ. თავს იქექავდნენ, ადგილს იცვლიდნენ და ღილებს აცოდვილებდნენ. მოსვენებით არც მე ვიყავი, მაგრამ ქუდს მაინც არ ვიხდიდი.
დეიდა სალის მოსვლას ვნატრობდი, რაც უნდოდა, ის ექნა, თუგინდ ვეცემე, ოღონდ გავეშვი. ტომისთვის მინდოდა მეთქვა, ზედმეტი მოგვივიდა, აბობქრებული კრაზანების ბუდეში ჩავიგდეთ თავი; ვიმყოფინოთ ამდენი სისულელები და ჯიმთან ერთად თავს ვუშველოთ, სანამ ეს ხალხი მოთმინებას დაკარგავდეს და ჩვენ მოგვდგებოდეს-მეთქი.
ბოლოს დეიდა შალი მოვიდა და გამოკითხვა დამიწყო, მაგრამ სწორ პასუხს ვერ ვიძლეოდი. როგორ მოვქცეულიყავი, არ ვიცოდი, რადგანაც ეს კაცები ისე ღელავდნენ, რომ გოსი ამბობდა, ახლავე წავიდეთ და ჩავუსაფრდეთ იმ ავაზაკებს, შუაღამეს აღარაფერი აკლიაო; ზოგი ამბობდა ჯერ ადრეა ცხვარივით დაბღავლებას მოვუცადოთო. აქ დეიდა მადგა თავს კითხვებით; მთლად ვკანკალებდი, ისე მეშინოდა, პირდაპირ ვილეოდი. ოთახში თანდათან უფრო ჩამოცხა, ქარაქი დადნა, ყურებს უკან კისერზე ჩამომივიდა. როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, მე იმის მომხრე ვარ, დაუყოვნებლივ შევიდეთ ქოხში, ჩავუსაფრდეთ და, გამოჩნდებიან თუ არა, ხელი ვტაცოთო, კინაღამ მუხლები ჩამეკეცა. დამდნარი კარაქი შუბლზე წურწურით ჩამომივიდა. დეიდა შალი ამის დანახვაზე მიტკალივით გაფითრდა.
_ ღმერთო ჩემო! ეს რა მოსდის ბავშვს? ნამდვილად ტვინის ანთება დაემართა და ტვინი გარეთ ჟონავს! _ წამოიძახა მან.
ყველა ჩემკენ გამოექანა, დეიდა სალიმ ქუდი მომგლიჯა თავიდან, იქიდან ერთბაშად მჭადი და კარაქის ნარჩენები გადმომცვივდა. მაშინ კი დეიდამ ხელი მტაცა და გადამეხვია:
_ როგორ შემაშინე! როგორ მიხარია, რომ ამაზე უარესი არა გამოდგა რა! ამ ბოლო დროს ბედი აღარ გვწყალობს, ჭირს მუდამ ჭირი მოსდევს. რომ დავინახე, ვიფიქრე, ეს არის ხელიდან გვეცლება-მეთქი, რადგანაც ფერით და ყველაფრით ტვინს ჰგავდა... ღმერთო ჩემო, რად ვინაღვლებდი. ახლა კი ჩქარა გაიქე და დაიძინე, დილამდე არ გნახოს ჩემმა თვალებმა.
ერთ წამში უკვე ზევით ვიყავი, მეორე წამში მეხამრიდით ქვევით ჩავედი და სიბნელეში ფიცრულისკენ მოვუშვი. ღელვისგან ძლივს ვლაპარაკობდი, მაგრამ ტომს მაინც ვუთხარი: `ახლა კი ვიჩქაროთ, ერთ წუთსაც ნუ დავკარგავთ, სახლი სავსეა ხალხით, სულ შეიარაღებულნი არიან~.
ტომს თვალები გაუბრწყინდა.
_ არა! რას ამბობ! აი, ეს მესმის! იცი, ჰეკ, თავიდან ომ შეგვეძლოს დაწყება, მგონი, ორას ადამიანსაც შევკრებდი: ნეტავი შეგვეძლოს, კიდევ ცოტა გადავდოთ...
_ ჩქარა, ჩქარა, _ ვეუბნები მე, _ სად არის ჯიმი?
_ აქვე, შენს გვერდით; ხელები რომ გააწვდინო, შეეხები, უკვე ჩაცმულია, ყველაფერი მზად არის. ახლა გავიპაროთ და ცხვარივით დავიბღავლოთ.
მაგრამ ამ დროს კართან კაცების ფეხის ხმა შემოგვესმა, მერე ვიღაცამ კლიტეს დაუწყო წვალება და ერთმა მათგანმა ჩაილაპარაკა:
_ ხომ გითხარით, ჯერ ადრეა, არ მოსულან, კარს კლიტე ასევს. აი, რა: ქოხში ჩაგკეტავთ რამდენიმეს, სიბნელეში ჩაუსაფრდით და, როდესაც შემოვლენ, დახოცეთ. დანარჩენები აქვე ახლომახლო გაიფანტეთ და ყური უგდეთ, მოდიან თუ არა.
მართლაც შემოვიდნენ, მაგრამ სიბნელეში ვერ დაგვინახეს და, როდესაც საწოლქვეშ ვძვრებოდით, კინაღამ ზედ შეგვდგნენ. წინ ჯიმი იყო, მერე მე და ბოლოს ტომი, ასეთი იყო ტომის განკარგულება. ახლა უკვე ფიცრულში ვიყავით და ფეხების ბრაგუნი სულ ახლოდან გვესმოდა. კარებთან მივიპარეთ; იქ ტომმა შეგვაჩერა, თვითონ კი თვალი მიადო ნაპრალს, მაგრამ ისე ბნელოდა, რომ ვერაფერი დაინახა; ჩაგვჩურჩულა, ყურს დავიგდებ და, როდესაც ფეხის ხმა მიწყდება, მუჯლუგუნს წაგკრავთ, ჯერ ჯიმი გაძვრება გარეთ, მერე შენ და სულ ბოლოს მეო. მერე ყური მიადო ნაპრალს და სმენად გადაიქცა; მთელი ეს ხანი ირგვლივ ფეხის ხმა არ წყდებოდა. ბოლოს ტომმა მუჯლუგუნი წაგვკრა და გარეთ გავცვივდით. წელმოხრილები და სულგანაბულები სრულ სიჩუმეში ინდიელებივით თითო-თითოდ მივპარებოდით მესერისკენ. მესერს მშვიდობით მივაღწიეთ და მე და ჯიმი ზედ კიდეც გადავედით, მაგრამ ტომს მესერზე შარვალი გამოედო. ამ დროს მოახლოებული ნაბიჯების ხმაც მოესმა და ტომმა, რაც ზალა და ღონე ჰქონდა, გაიწია; ამ მოძრაობაზე ფიცარი გადატყდა და ხმაური გაისმა, როდესაც ტომი ჩამოხტა და ფეხდაფეხ დაგვედევნა, ვიღაცამ დაიყვირა:
_ ვინ არის? მიპასუხე, თორემ გესვრი!
მაგრამ პასუხი არ გაგვიცია, რაც ძალა და ღონე გვქონდა, გავრბოდით. მდევრები იერუშზე წამოვიდნენ. `ბაც, ბაც, ბაც~, აზუზუნდა ჩვენს ირგვლივ ტყვიები. ყვირილიც გავიგონეთ.
_ აი, სად არიან! მდინარისკენ გარბიან! მიჰყევით, ბიჭებო, ძაღლები აუშვით.
გაქანებულები მოგვდევდნენ, იმათი ხმა ძალიან კარგად გვესმოდა, რადგანაც ჩექმები ეცვათ და თანაც სულ გაჰყვიროდნენ _ ჩვენ კი არც ჩექმები გვეცვა და არც ხმას ვირებდით. სამხერხაოსკენ მიმავალ ბილიკს მივყვებოდით. როცა წამოგვეწიენ, ბუჩქებში გადავუხვიეთ, ისინი წინ გავუშვით და მერე ჩვენც მივყევით. აქამდე ძაღლები დამწყვდეული ჰყავდათ, ყაჩაღები არ დააფრთხონო, ახლა კი ვიღაცას აეშვა და, გავიხედეთ, ისინიც გამორბიან, თან ღავღავებენ, გეგონებათ, მილიონია. ძაღლები შეჩვეული გვყავდა, გავჩერდით და მოვუცადეთ. როდესაც დაინახეს, რომ ჩვენს მეტი იქ არავინ იყო (ჩვენ კი, აბა, რას გვერჩოდნენ), ერთი კი მოგველაქუცნენ, მერე გაცვივდნენ იმ მიმართულებით, საიდანაც ყვირილი და ბაგაბუგი ისმოდა. ჩვენ ისევ მოვკურცხლეთ. ახლა უკვე მათ უკან მივრბოდით და თითქმის წისქვილს გავუსწორდით; მერე ბუჩქებისკენ გადავუხვიეთ და იმ ადგილს მივაშურეთ, სადაც ჩემი ნავი იყო მიბმული. ჩავხტით ნავში, რაც ძალა და ღონე გვქონდა, ნიჩბებს მოვუსვით და მდინარის შუაგულს მივაშურეთ, თანაც ვცდილობდით, ყველაფერი უხმაუროდ გაგვეკეთებინა. მერე კი დინჯად და დამშვიდებით გავემართეთ კუნძულისაკენ, სადაც ჩემი ტივი მეგულებოდა. ნაპირიდან კარგა ხანს გვესმოდა ძაღლების ყეფა. როდესაც საკმაო მანძილი გავიარეთ, ხმაური მხოლოდ მაშინ შეწყდა. ტივზე რომ შევდით ფეხი, მე ვთქვი:
_ ახლა კი, ჩე,ო ჯიმ, კვლავ თავისუფალი ხარ და, ნაძლევს ვდებ, შენს მონობასაც ბოლო მოეღო.
_ ძალზე კარგად გამოვიდა, ჰეკ, რა საუცხოო გეგმა იყო და რა საუცხოოდ შესრულდა. ამაზე უფრო დახლართულ და უკეთეს გეგმას ქვეყანაზე ვერავინ მოიგონებდა.
ჩვენ სიხარულით ცას ვეწეოდით, მაგრამ ყველაზე გახარებული ტომი იყო, რადგანაც კანჭში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
როდესაც  ეს მე და ჯიმმა გავიგეთ, ცოტა არ იყოს, დავღნოდით, ტომს ფეხი ძალიან ტკიოდა და სისხლიც სდიოდა. კარავში დავაწვინეთ, ჰერცოგის პერანგი დავფხრიწეთ და ჭრილობის შეხვევა დავაპირეთ, მაგრამ ტომმა გვითხრა:
_ მომეცით ეგ ნაჭრები, მე თვითონ ვუპატრონებ ჩემს თავს. ნუღარ გაჩერდებით და ნუ ლაზღანდარობთ. რაკი გაქცევამ ასე ბრწყინვალედ ჩაიარა, ნიჩბები მოიმარჯვეთ და ტივი აუშვით! ბიჭებო, რა შესანიშნავად მოვაწყვეთ ყველაფერი! ლუდოვიკო XVI მხარში რომ ვყოლოდით, მის ბიოგრაფიაში აღარ დაწერდნენ: `ძეო წმინდა ლუდოვიკოსი, აღვედ ცათა შინა!~ არა, დარწმუნებული უნდა იყოთ, საზღვარზე ისე გადავიყვანდით, რომ უბრალოდ ხმას ვეღარავინ გასცემდა, აიღეთ ნიჩბები! აიღეთ!
მაგრამ მე და ჯიმი ერთმანეთს რჩევას ვეკითხებოდით და ვფიქრობდით. ერთი წუთის შემდეგ ვკითხე:
_ რას იტყვი ჯიმ?
მან მითხრა:
_ აი, რას ვფიქრობ, ჰეკ, ტომის განთავისუფლების დროს რომელიმე ჩვენგანი რომ დაეჭრათ, განა ის იტყოდა, განაგრძეთ გზა, რაკი გადამარჩინეთ, რას დავეძებ ექიმის მოყვანას და დაჭრილის გადარჩენასო. განა ტომ სოიერი ასეთია? ამას იტყოდა? არ იტყოდა. განა ჯიმი კი იტყვის ამას? არა, სერ, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ექიმი არ მოვა, თუნდ ორმოცი წელიწადი მომიხდეს ლოდინი.
ვიცოდი, ჯიმს სპეტაკი გული ჰქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ამას იტყოდა. საკითხი გადაწყდა. მე ტომს გამოვუცხადე, ექიმის მოსაყვანად მიდივარ-მეთქი. ამაზე ერთი აყალმაყალი ატეხა. მე და ჯიმი კი ჩვენსას არ ვიშლიდით. მერე ამის ნება არ მივეცით; ლაზათიანად შეგვახურა ორივენი, მაგრამ სულ ამაოდ ჩაუარა.
როდესაც ტომმა დაინახა, რომ ნავი გასამგზავრებლად გავამზადეთ, მითხრა:
_ კარგი, რაკი მიდიხარ, გეტყვი, როგორ უნდა მოიქცე ქალაქში მისვლისას. კარი დაკეტე, ექიმს მაგრად აუხვიე თვალები, დააფიცე, რომ კრინტს არსად არ დასძრავს და ხელში ოქროთი სავსე ქისა მიეცი; სიბნელეში წამოიყვანე, სულ მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით ატარე. მერე ნავით კუნძულებს შემოუარეთ და აქ ისე მოდით, თანაც გაჩხრიკე, ცარცი ჩამოართვი და, სანამ უკან არ წაიყვან ქალაქში, არ დაუბრუნო. შეიძლება ტივს ცარცით ნიშანი დაასვას და მერე მოგვაგნოს. ყოველთვის ასე სჩვევიათ.
დავპირდი, ყველაფერს შევასრულებ-მეთქი, და გზას გავუდექი. შევთანხმდით, რომ ექიმის დანახვისთანავე ჯიმი ტყეში უნდა დამალულიყო და მის წასვლამდე არ გამოჩენილიყო.

თავი ორმოცდამეერთე

ექიმი ხნიერი კაცი გამოდგა; ლოგინდან რომ ავაყენე, შევამჩნიე, ძალიან სასიამოვნო და კეთილი შესახედაობა ჰქონდა. ვუამბე, მე და ჩემი ძმა წინა საღამოს ესპანეთის კუნძულზე ვნადირობდით, იქ ტივი ვიპოვეთ და ზედ დავბინავდით. შუაღამისას, როგორც ჩანს, ძილში ჩემმა ძმამ თოფს ფეხი გაჰკრა; თოფი გავარდა და ტყვია კანჭს მოხვდა. გვინდოდა ექიმი წამოსულიყო, გაესინჯა მისი ჭრილობა და თანაც ამის შესახებ არავისთვის არ ეთქვა: საღამოზე შინ ვაპირებდით დაბრუნებას და ჩვენებმა ჯერ არაფერი იციან-მეთქი.
_ თქვენები ვინ არიან?
_ ფელპსები, აი, ქვემოთ რომ ცხოვრობენ.
_ ჰოო, _ თქვა მან და ერთი წუთის შემდეგ მკითხა:
_ როგორ თქვი, რანაირად მოხვდა ტყვია?
_ რაღაც სიზმარი ნახა, _ მივუგე მე, _ და თოფიც დავარდა.
_ საოცარი სიზმარია, _ თქვა მან.
შემდეგ თავისი ფარანი აანთო, აიღო ხელში ჩანთა და გავწიეთ. ჩვენი ნავი რომ დაინახა, არ მოეწონა, ერთისთვის არა უშავს, მაგრამ ორი ადამიანისთვის საიმედო არ არისო.
_ ამის შიში ნუ გაქვთ, სერ, ამ ნავით სამსაც კარგად გვიმოგზაურია.
_ ვინ სამს?
_ მე, სიდს და... თოფებიც თან გვქონდა, აი, რა უნდა მეთქვა.
_ ჰოო... _ თქვა მან.
მერე ფეხი შედგა ნავის ქიმზე, დაარწია, თავი გააქნია და თქვა, მე უფრო მოზრდილ ნავს მოვძებნიო. მაგრამ ყველა ნავი მიჯაჭვული იყო და ზედ კლიტე ედო, ისე, რომ ისევ ჩემს ნავში ჩაჯდა, თანაც მითხრა, იმის დაბრუნებამდე მომეცადა, ან ახლომახლო სხვა მომეძებნა. ან უფრო უკეთესი იქნებოდა, შინ წავსულიყავი და მომავალი სიურპრიზისთვის მომემზადებინა შინაურები, მაგრამ მე ვუთხარი არ მინდა-მეთქი, ავუხსენი, როგორ ეპოვა ტივი, და ექიმიც გაემგზავრა.
მალე ერთმა აზრმა გამიელვა, ვაითუ ექიმმა ასე ერთბაშად ვერ მოურჩინოს ტომს ფეხი. ვინ იცის, სამი-ოთხი დღე მაინც მოუნდეს? რა ვქნათ მაშინ? ვიცადოთ, ვიდრე გუდას პირს მოხსნის და ამ ამბავს ყველას უამბობს? არა, სერ მე ვიცი, რასაც ვიზამ. მოვიცდი, სანამ უკან დაბრუნდება და იტყვის, რომ ავადმყოფის ნახვა კიდევ ერთხელ დასჭირდება. რაც არ უნდა მომივიდეს, მაინც თან გავყვები, თუმდავ ცურვით, ექიმს გავთოკავთ, ტივს ავუშვებთ და ტომის მორჩენამდე ტივზე გვეყოლება. მერე მივცემთ თავის გასამჯელოს, ან ყველაფერს, რაც გაგვაჩნია, და ნაპირზე გავისტუმრებთ.
ამ ფიქრებში გართულმა ფიცრებთან მოვიკალათე და ცოტა წავიძინე. როდესაც გამეღვიძა, მზე უკვე მაღლა იდგა. ტყვიასავით გავვარდი ექიმის სახლისკენ. იქ მითხრეს, რომ ექიმი სადღაც წავიდა ღამე და ჯერ არ დაბრუნებულაო. მე გავიფიქრე: ალბათ, ტომის საქმე ცუდად არის და პირდაპირ კუნძულისკენ გავეშურები-მეთქი. გავქანდი კიდეც, მაგრამ მოსახვევში კინაღამ ბიძია საილასს მუცელში თავით დავეტაკე.
_ ერთი ამას დამიხედეთ! _ მითხრა, _ სად იყავი დაკარგული, შე არამზადავ, შენა?
_ არსად არ ვყოფილვარ, _ მივუგე მე, _ მე და სიდი გაქცეული ზანგის ძებნაში ვიყავით.
_ მერე სად წახვედით? დეიდა ძალზე ღელავს.
_ რა აქვს ასაღელვებელი? _ მივუგე მე, _ ჩვენ არაფერი გვიშავს. კაცებს და ძაღლებს გავყევით, მაგრამ გაგვასწრეს და მხედველობიდან დაგვეკარგნენ. ისე მოგვეჩვენა, თითქოს გაღმა მხრიდან მოდიოდა იმათი ხმა; ერთი პატარა ნავი ვიშოვეთ და იმათ დევნაში გაღმა გავედით, მაგრამ ვერავის ვერ მივაგენით. მერე ნაპირის გასწვრივ ნავით იმდენი ვიარეთ, სანამ არაქათი არ გამოგველია. მაშინ ჩვენი ნავი მივაბით და დავიძინეთ, ერთი საათი არ იქნება, რაც გავიღვიძეთ, და ახალი ამბების შესატყობად აქეთ გამოვწიეთ. სიდი ფოსტაში წავიდა, ეგებ რამე გავიგოო, მე კი საჭმლის საშოვნელად წამოვედი, მერე ორივენი სახლში ვაპირებდით დაბრუნებას.
ბიძია საილასი და მე ფოსტაში წავედით `სიდის~ სანახავად, მაგრამ, როგორც ვეჭვობდი, სწორედ ისე მოხდა: სიდი აქ არ აღმოჩნდა. ბერიკაცმა მიიღო თავისი წერილი, ცოტა ხანს კიდევ მოვიცადეთ, მაგრამ სიდი არსად ჩანდა. ბერიკაცმა მითხრა: `წავიდეთ შინ, სიდს ხეტიალი რომ მოსწყინდება, ან ფეხით წამოვა, ან ნავით, ჩვენ კი ცხენით წავიდეთო~. ვერაფრით ვერ დავითანხმე, დავრჩენილიყავი და სიდისთვის მომეცადა. ასე თქვა: `რა საჭიროა, შენი დარჩენა, წამოდი; დეიდა სალის გააგებინე, რომ არაფერი არ გიჭირთო~.
როდესაც შინ მივედით, დეიდა სალის ჩემი დანახვა ისე გაუხარდა, რომ იცინოდა კიდეც, ტიროდა კიდეც, თან მეხვეოდა, თან მცემდა (ეს ცემა სათვალავში ჩასაგდები არ იყო), თანაც ამბობდა, აბა სიდი მოვიდეს, იგივე დღე დაადგებაო.
სადილობის დროს მთელი სახლი ფერმერებით და მათი ცოლებით გაივსო. ამდენი ალიაქოთი ჩემ დღეში არ მსმენია. მაგრამ ყველას მაინც მოხუცმა მისის ჰოჩკისმა გადააჭარბა. ენა ერთ წუთს არ გაუჩერებია.
_ არა, ჩემო დაო, ფელპს, _ ამბობდა ის, _ ეგ თქვენი ქოხი სულ დავათვალიერე და დავრწმუნდი, რომ ზანგი გიჟი ყოფილა. ჩვენს დას, დემრელსაც, ასე ვუთხარი... ხომ გითხარი, დაო დემრელ? გიჟი ყოფილა-მეთქი, სწორედ ეს სიტყვები ვიხმარე. ყველას ესმოდა, როდესაც ვამბობდი: ყველაფრით ეტყობა, რომ გიჟი ყოფილა-მეთქი. შეხედეთ ამ წისქვილის ქვას. განა ვისაც ჭკუა აქვს, წისქვილის ქვაზე დაიწყებს აბდაუბდის ფხაჭუნას?! `აქ ამა და ამ ადამიანს გული გაუსკდა, აქ ვიღაც ლუის კანონო შვილი ოცდაჩვიდმეტი წელიწადი წვალობდა~-ო, სულ ასეთი გაუთავებელი აბდაუბდა სწერია, მთლად გიჟი ყოფილა; თავიდანაც ესა ვთქვი, მერეც მაგას ვამბობდი და ყოველთვის ამას ვიტყვი, ზანგი გიჟი ყოფილა, რაღა ეს და რაღა ნაბუქოდონოსორი-მეთქი.
_ ის ძონძების კიბე რაღა იყო, დაო ჰოჩკის, _ თქვა მოხუცებულმა მისის დემრელმა, _ ერთი გამაგებინეთ, არდ უნდოდა?
_ სწორედ მაგას არ ვეუბნებოდი ამ ერთი წუთის წინათ ჩვენს დას, ატერბეკს, თვითონ გეტყვით, რომ ამას ვეუბნებოდი; ერთი შეხედვით ამ ძონძების კიბესო, მითხრა: ნეტა რად უნდოდა-მეთქი; ალბათ, თორმეტი კაცი ეხმარებოდა იმ ზანგს! ტყავს გავაძრობდი ყველა ზანგს და იმას კი გავიგებდი, ვინ ჩაიდინა-მეთქი... გარდა ამისა...
_ რის თორმეტი! ორმოცი კაციც ვერ გააკეთებდა იმას, რაც აქ გაუკეთებიათ. ერთი ეს დანებიდან გაკეთებული ხერხები და სხვა რაღაცეები ნახეთ! რა დამღალავი სამუშაო უნდა ყოფილიყო. ამგვარი იარაღით საწოლის ფეხის გადახერხვას ექვსი კაცი კვირის განმავლობაში ძლივს მოახერხებდა. ახლა თივიდან გაკეთებული ზანგი საწოლზე, ახლა...
_ ნუ იტყვით, ძმაო ჰაიტაუერ! სწორედ ამას ვეუბნებოდი ჩვენს ძმას, ფელიპსს, თვითონ იმას. მან მკითხა, ამაზე რაღას ფიქრობთო, დაო ჰოჩკის? რაზე-მეთქი, ძმაო ფელპს? ამნაირად გადახერხილ საწოლის ფეხზეო; რასა და იმას, რომ თავისთავად არ გადახერხილ, ვიღაცამ გადახერხა-მეთქი. თქვენ რაც გინდათ, ის იფიქრეთ, ჩემი აზრი კი ეს არის... შეიძლება სათვალავში ჩასაგდები არ არის, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია-მეთქი... თუ ვინმეს უკეთესი აზრი აქვს, დაე, ჰქონდეს-მეთქი, ეს არის და ეს, ჩვენს დას, დანლეპს, ვუთხარი მე...
_ რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ეს სახლი, ჩანს, ზანგებით ყოფილა სავსე და მთელი თვე უმუშავიათ ღამ-ღამობით, ეს საქმე რომ გაეკეთებინათ. ნახეთ ეს პერანგი. მასზე ყოველი გოჯი დაფარულია რაღაც საიდუმლო აფრიკული ნიშნებით, რომლებიც სისხლითაა გამოყვანილი. ამ საქმეზე მთელი ამდენი ხნის განმავლობაში უამრავი ხალხი ყოფილა დაბანდებული. ვინმე რომ ამომიკითხავდეს, რა არის აქ დაწერილი, ორ დოლარს არ დავიშურებდი. რაც შეეხება ზანგებს, ვინც ეს დაწერა, იმდენ მათრახს დავაკვრევინებდი, რომ...
_ ეხმარებოდნენო, ძმაო მარპლს?! აბა, ამ ცოტა ხნის განმავლობაში აქ ყოფილიყავით, მაშინ მაგას ნამდვილად იფიქრებდით, რაც ხელში მხვდებოდათ, ყველაფერს იპარავდნენ, ჩვენ კი სულ თვალყურს ვადევნებდით. წარმიდგინეთ, ეს პერანგი პირდაპირ თოკიდან ჩამოეხსნათ! რაც შეეხება ამ ზეწარს, რომიდანაც კიბე გაუკეთებიათ, უთვალავჯერ მოიპარეს. ახლა ფქვილი, სანთლები, სანდლები, კოვზები, ძველი ტაფა და ათასი კიდევ სხვა, რაც აღარ მახსოვს; კიდევ ჩემი ახალი ჩითის კაბა... მე, საილასი, სიდი და ტომი დღედაღამ ვყარაულობდით და ვერც თვალი მოვკარით და ვერც ყური. ამ უკანასკნელ წუთში კი, დახედეთ, როგორ ცხვირწინ გაგვეპარნენ და გაგვასულელეს. მაგრამ ეს კიდევ არაფერია, ის ინდიელი ავაზაკებიც კი გაასულელეს და იმ ზანგთან ერთად თავს უშველის. ეს მაშინ, როდესაც თექვსმეტი კაცი და ოცდაორი ძაღლი ფეხდაფეხ მისდევდათ. გარწმუნებთ, ასეთი ამბავი ჩემ დღეში არ გამიგია. ამისთანა რამეს უფრო მარჯვედ და უკეთ ეშმაკებიც კი ვერ ჩაიდენდნენ. მე მგონი, მართლა ეშმაკები იყვნენ, იმიტომ რომ, ხომ იცით, რა ძაღლები გყავთ? უკეთესი არ შეიძლება. ჰოდა, ეს ძაღლები ვერც ერთხელ ვერ დაადგნენ იმათ კვალს. აბა, თუ შეგიძლიათ, ამიხსენით ვინმე...
_ აბა, ამისთანა...
_ ღმერთო ჩემო, მე არასოდეს...
_ ღმერთო მიშველე, მე არ...
_ შინაური ქურდებიც და...
_ დამიფაროს უფალმა, მე შემეშინდებოდა ასეთ სახლში...
_ შეგეშინდებოდათ ცხოვრებაო! ისე მეშინოდა, რომ ვერც ვიძინებდი, ვერც ვდგებოდი, ვერც ვწვებოდი და ვერც ვჯდებოდი, ჩემო დაო რიჯუეი. იმათ ხომ შეეძლოთ მოეპარათ თვით... წარმოგიდგენიათ, როგორ ვღელავდი წუხელის, შუაღამე რომ ახლოვდებოდა. ღმერთსა ვფიცავ, იმისიც მეშინოდა, სახლიდან ბავშვები არ გაგვტაცონ-მეთქი. ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ აზროვნების უნარი სულ დამეკარგა. ახლა, დღისით, სისულელედაც მოგეჩვენებათ, მაგრამ, როცა დავფიქრდი, რომ მაღლა, განმარტოებულ ოთახში ჩემს ორ საწყალ ბიჭს ეძინა, გეფიცებით, ისეთი მოუსვენრობა ვიგრძენი, რომ კიბეზე ავიპარე და კარი გასაღებით დავკეტე, სრულ სიმართლეს გეუბნებით. ჩემ ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. ხომ მოგეხსენებათ, როდესაც ასე შეგეშინდებათ და შიში თანდათან მატულობს, აზრები გერევათ და ხან რა უცნაურობას ჩაიდენთ, ხან კიდევ რას; იფიქრებთ, ბიჭი რომ ვყოფილიყავი და იქ, ზევით დავრჩენილიყავი კარდაუკეტავში და... _ ამ სიტყვებზე შეჩერდა, თითქოს ჩაფიქრდა, თავი ნელა ჩემს მხარეს შეაბრუნა, და, როდესაც მე შემომხედა... ავდექი და გავისეირნ-გამოვისეირნე.
ჩემ გულში ვთქვი, განზე გავდექი, ცოტას ვიფიქრებ და იქნებ უკეთესად ავუხსნა, როგორ მოხდა, რომ დილით იმ ოთახში არ დავხვდები-მეთქი. ასეც მოვიქეცი. შორს წასვლა ვერ გავბედე, შეიძლებოდა დეიდა სალის დავეძახე. მოგვიანებით, როცა ხალხი წავიდ-წამოვიდა, დეიდა სალისთან შევედი და ვუამბე, რომ მე და `სიდი~ ხმაურობამ და სროლამ გაგვაღვიძა, კარი დაკეტილი დაგვხვდა და სეირის სარურებლად ქვევით მეხამრიდით ჩავედით; ორივენი ცოტათი დავშავდით, ამიტომ ამ საშუალებას აღარასოდეს აღარ მივმართავთ-მეთქი. მერე ავიღე და ყველაფერი ისე ვუამბე, როგორც წინათ ბიძია საილასისთვის მქონდა ნათვქმი. დეიდა სალიმ მითხრა, მიპატიებია, ბიჭებისაგან სხვას რას უნდა ელოდეს ადამიანი, რამდენადაც ვიცი, ყველა ასეთი გადარეულები არიანო. რაკი არაფერი დაშავდა, ცოცხლები გადარჩით და ისევ ჩემთან ხართ, ისევ სჯობია ღმერთს მადლობა შევწირო, წარსულზე აღარ ვიდარდოო. მერე მაკოცა, თავზე ხელი გადამისვა და ღრმა ფიქრებს მიეცა; მაგრამ უცებ ფეხზე წაიჭრა და წამოიძახა:
_ ღმერთო, საცაა დაღამდება, სიდი კი არსად ჩანს, რა მოუვიდა იმ ბიჭს?
ახლა კი ვიხელთე მარჯვე შემთხვევა, წამოვხტი და ვუთხარი:
_ ქალაქში ავირბენ და მოვძებნი.
_ არა, არსადაც არ აირბენ, _ მითხრა მან, _ აქ დარჩები. ისიც გვეყოფა, რომ ერთი გვყავს დაკარგული. თუ ვახშმადაც არ გამჩნდა, ბიძაშენი წავა.
ტომი არც ვახშმობის დროს გამოჩნდა. ისე, რომ ბიძიამ ივახშმა თუ არა, მაშინვე წავიდა.
დაახლოებით ათ საათზე დაბრუნდა; ცოტა არ იყოს, შეწუხებული ჩანდა: ტომის კვალისთვისაც კი ვერ მიეგნო. დეიდა შალი ძალიან ღელავდა, მაგრამ ბიძია საილასი ამშვიდებდა, ასაღელვებელი რა არს, ბიჭები ყველანი ერთმანეთს ჰგვანან, აი, ნახავ, თუ ხვალ დილით სრულიად უვნებელი არ დაბრუნდესო. დეიდა შალი იძულებული გახდა, დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ თქვა, მე ჯერ კიდევ მოვუცდი და სინათლეს არ ჩავაქრობ, ტომმა რომ დაინახოსო.
როცა დასაძინებლად წავედი, დეიდა შალი ამომყვა, თან თავისი სანთელი ამოიტანა, საბანი ამომიკეცა და თავს ისე მევლებოდა, რომ შემრცხვა, თვალებში ვერ ვუყურებდი, საწოლზე ჩამოჯდა, დიდხანს მესაუბრა, სულ სიდზე მელაპარაკებოდა, რა ჩინებული ბიჭიაო, თანაც წამდაუწუმ მეკითხებოდა: ხომ არ გგონია, რომ დაიკარგა, დაშავდა ან დაიხრჩო, ვინ იცის, ახლა სადმე წევს ან სნეული, ან მკვდარი, დეიდა შალი კი გვერდით არ ჰყავს, რომ მოუაროსო, თან ცრემლებს ღვრიდა. მე ვამშვიდებდი, სიდს არა უშავს რა, დილით უსათუოდ მოვა-მეთქი. დეიდა შალი ხელს მიჭერდა, მკოცნიდა, კიდევ სთქვი, კიდევ გაიმეორე. რადგანაც ძალიან ვღელავ და შენი სიტყვები კარგად მოქმედებს ჩემზეო. როდესაც მიდიოდა, მტკიცედ და ალერსიანად ჩამხედა თვალებში და მითხრა:
_ კარი დაკეტილი არ იქნება, ტომ, აი, ფანჯარა და მეხამრიდიც, მაგრამ შენ ხომ კარგად მოიქცევი, არა? ხომ არ წახვალ? ჩემი ხათრი ხომ გაქვს...
იცოცხლეთ, რომ მინდოდა წასვლა და ტომის ამბის გაგება. ადრე კიდევ ვაპირებდი, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ არაფრის გულისთვის არ წავიდოდი.
გონებიდან არ მცილდებოდა არც დეიდა შალი, არც ტომი და ძალიან მოუსვენრად მეძინა. ღამე მეხამრიდით ორჯერ ჩავედი ძირს, სახლს წინიდან შემოვუარე და დავინახე, რომ დეიდა შალი ფანჯარასთან იჯდა, წინ სანთელი ედგა და თვალცრემლიანი გზას გაჰყურებდა. ძლიერ მინდოდა მისთვის რამე გამეკეთებინა, მაგრამ, აბა, რა შემეძლო; ერთი კი იყო, რომ დავიფიცე, მეტს აღარ გავაჯავრებ-მეთქი. მესამედ გათენებისას გამეღვიძა და ისევ ქვევით ჩავსრიალდი; დეიდა შალი იმავე ადგილას იჯდა, ჭაღარა თავი ხელებზე დაეყრდნო და ეძინა, ხოლო სანთელი თითქმის დალეულიყო.

თავი ორმოცდამეორე

საუზმობამდე ბერიკაცი ისევ ქალაქისკენ გაეშურა, მაგრამ ტომის კვალს ვერ მიაგნო. ორივენი ჩაფიქრებულები უსხდნენ მაგიდას; დაღონებულები იყვნენ და ხმას არ იღებდნენ, ყავა უცივდებოდათ, მაგრამ არაფერს ეკარებოდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბერიკაცმა თქვა:
_ წერილი მოგეცი?
_ რომელი წერილი?
_ გუშინ ფოსტაში რომ მივიღე.
_ არავითარი წერილი არ მოგიცია.
_ ალბათ, დამავიწყდა.
ჯიბეების ქექვა დაიწყო, მერე იქით წავიდა, სადაც დარჩენოდა, წერილი მოიტანა და დეიდა სალის გადასცა.
_ უი, ეს ხომ სანკტ-პეტერბურგიდან არის, ჩემი დისგან.
ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა ერთი კიდევ გამესეირნა-მეთქი. მაგრამ ადგილიდან ფეხი ვერ მოვიცვალე. დეიდა სალიმ წერილის გახსნა ვერც კი მოასწრო, ხელიდან გაუშვა და გარეთ გავარდა, რადგან რაღაცას მოჰკრა თვალი. მეც გავიხედე და, აი, რა დავინახე: ტომ სოიერი ლეიბზე იწვა, უკან მოხუცებული ექიმი, დეიდა სალის ჩითის კაბაში გამოწყობილი და ზურგზე ხელებშეკრული ჯიმი და აუარებელი ხალხი მოსდევდა. წერილი ხელთმოხვედრილი რომელიღაც ნივთის ქვეშ ამოვდე და გარეთ გავიჭერი. დეიდა შალი ტირილით მოვარდა ტომს:                                            
_ ვაიმე, მკვდარია, მკვდარია, მე ვიცი, რომ მკვდარია!
ტომმა თავი ოდნავ შემოაბრუნა და რაღაც წაილუღლუღა, ეტყობოდა, გონზე არ იყო, დეიდა სალიმ ხელები გაასავსავა და წამოიძახა:
_ მადლობა ღმერთს, ცოცხალია! სხვას რას დავეძებ! _ სწრაფად აკოცა ტომს და სახლში შევარდა ლოგინის გასაშლელად; თანაც გზადაგზა ისეთი სისწრაფით აძლევდა განკარგულებას ზანგებს და ყველა დანარჩენთ, რომ ენის მობრუნებას ძლივსღა ასწრებდა.                                       
მე ხალხს მივყევი, მინდოდა მენახა, რას უზამდნენ ჯიმს; მოხუცი ექიმი და ბიძია საილასი კი ტომს სახლში შეჰყვნენ. ხალხი ძალიან გაბრაზებული იყო, ზოგიერთის ჯიმის ჩამოხრჩობა უნდოდა, ჩვენი მხრის ზანგები ჭკუას ისწავლიან, ჯიმივით გაქცევას არ დააპირებენ და აღარ ატყდება ის აურზაური, რის გამოც მთელი ოჯახი დღე და ღამე შიშით კანკალებსო. მაგრამ სხვები უარობდნენ, არ ივარგებს, ეს ხომ ჩვენი ზანგი არ არის, პატრონი გამოუჩნდება და ჩვენვე გვაზღვევინებსო. ამის გაგონებაზე ისინი ცოტათი დაცხრნენ; ჩვეულებრივ ხომ, ვინც ყველაზე მეტად ჩქარობს დამნაშავე ზანგის ჩამოხრჩობას, ყველაზე ნაკლებ სურვილს იჩენს, ფული გადაიხადოს, როდესაც გულს იჯერებს.
ჯიმს ლაზათიანად ლანზღავდნენ, დროდადრო სილასაც გააწნავდნენ. მაგრამ ის ხმას არ იღებდა და არ ამჟღავნებდა, რომ მიცნობდა. იგი იმავე ქოხში შეიყვანეს, საკუთარი ტანისამოსი ჩააცვეს და ბორკილი დაადეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ჯაჭვი საწოლის ფეხს კი არ მიაბეს, არამედ ქვევითა მორში ჩაჭედილ მოზრდილ ჩანგალს. ხელ-ფეხი შეუკრეს და გამოუცხადეს, ახლა წყლისა და პურის მეტს ვეღარაფერს მიიღებ, სანამ პატრონი არ გამოგიჩნდება; ან საჯარო ვაჭრობით გაგყიდით, რადგანაც შენი პატრონი გარკვეულ ვადაში არ გამოცხადდაო. ხვრელი მიწით ამოავსეს და განაცხადეს, ღამით ქოხს ორი შეიარაღებული ფერმერი უდარაჯებს, დღისით კი კარზე ძაღლი იქნება მიბმულიო. ამასობაში ისინი მორჩნენ თავიანთ საქმეს და როცა წასვლა დააპირეს, ჯიმს ისევ ლანძღვა დაუწყეს, მაგრამ ამ დროს მოხუცი შემოვიდა, შეხედა მათ და თქვა:
_ ნუ მოეპყრობით იმაზე მკაცრად, ვიდრე მას ეკუთვნის, რადგან იგი ცუდი ზანგი როდია. როდესაც იქ მივედი, სადაც ბიჭი იმყოფებოდა, დავრწმუნდი სხვის დაუხმარებლად ტყვიას ვერ ამოვუღებდი, ბიჭი კი ისეთ მდგომარეობაში დამხვდა, რომ დახმარების საძებნელად წასვლა და ავადმყოფის თავის დანებება არ შემეძლო. თანდათან უარესობა ეტყობოდა, მერე გონებაც დაკარგა და ახლო არ მიკარებდა. ასე მეუბნებოდა, თუ ჩემს ტივს ცარცით ნიშანს დაადებ, მოგკლავო, და დაუსრულებლად ამდაგვარ აბდაუბდას ლაპარაკობდა, დავრწმუნდი, მარტო ვერაფერს გავაწყობდი და ხმამაღლა წარმოვთქვი, როგორმე დამხმარე უნდა მოვძებნო-მეთქი, უმალვე საიდანღაც ეს ზანგი გამოცოცდა, მითხრა მე დაგეხმარებითო. მართლაც, ძალიან კარგად დამეხმარა. რასაკვირველია, მივხვდი, გაქცეული ზანგი იყო, მაგრამ, აბა, რას ვიზამდი. მთელი დღეს და ღამე იქ დარჩენა მომიხდა, ვერ აგიწერთ, რა დღეში ჩავვარდი. ორიოდე ავადმყოფი მყავდა ქალაქში სანახავი და სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ ფეხს არ ვიცვლიდი, ზანგი შესაძლოა გაქცეულიყო და ამაში უთუოდ მე დამდებდნენ ბრალს. ერთ ნავსაც კი არ გაუვლია ახლოს, რომ ვიმესთავის დამეძახა, ისე რომ იქ ჯდომა დღეს დილამდე მომიხდა. ამ ზანგისთანა კარგი და ერთგული მომვლელი ჯერ არ მინახავს. მერედა, იგი ხომ საკუთარ თავისუფლებას საფრთხეში აგდებდა. გარდა ამისა, გატანჯული იყო _ ეტყობოდა, ბევრი მუშაობით ბოლო დროს მისთვის პირდაპირ სული ამოერთმიათ. გარწმუნებთ, ჯენტლმენებო, რომ ეს ზანგი მომეწონა _ ასეთი ზანგი ათასი დოლარი ღირს და კარგი მოპყრობის ღირსიცაა. მან ყველაფერი გააკეთა, რაც კი საჭირო იყო, და ბიჭიც იქ თავს ისევე კარგად გრძნობდა, როგორც საკუთარ სალხში, შეიძლება ითქვას, რომ უკეთაც, რადგანაც იქ სრული სიწყნარე სუფევდა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: ეს ორნი შემრჩნენ ხელში და იძულებული ვიყავი, ამ დილამდე იქ დავრჩენილიყავი. უცებ ვიღაცა ხალხმა ნავით ჩაგვიარა. საბედნიეროდ, იმ დროს ზანგს თავი მუხლებში ჩაერგო და მაგრად ეძინა. მე ჩუმად მოვუხმე იმ ადამიანებს, ისინი მიეპარნენ, ხელი სტაცეს ზანგს და, სანამ იგი მოფიქრებას მოასწრებდა, უკვე გაბაწრული ჰყავდათ ყოველგვარი დავიდარაბის გარეშე. იმ დროს ბიჭიც ბურანში იყო. ნიჩბებს ნაჭღები შემოვახვიეთ, ტივი ნავს გამოვაბით და ძალიან ადვილად და წყნარად ვატარეთ. ზანგს არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხმაც არ მოუღია. ურიგო ზანგი არ არის, ჯენტლმენებო, ასეთია ჩემი აზრი.
ვიღაცამ თქვა:
_ უნდა გითხრათ, ექიმო, რომ ყოველივე ეს ძალიან მომწონს.
მაშინ სხვებიც მოლბნენ. მე უდიდესი მადლობის გრძნობით აღვივსე მოხუცი ექიმის მიმართ, რომელმაც ასეთი სიკეთე გამოიჩინა ჯიმისადმი. ისიც მიხაროდა, რომ ჩემი აზრი მისას ემთხვეოდა. პირველი ნახვისთანავე მივხვდი, რომ ჯიმი გულკეთილი და კარგი ადამიანი იყო. ყველა იმ აზრს იზიარებდა, რომ ჯიმი ძალიან კარგად მოიქცა და ამიტომაც ყურადღების და ჯილდოს ღირსიაო; ისე, რომ უკლებრივ ყველანი პირობას დებდნენ, ჯიმს აღარ გავლანძღავთო.
ამის შემდეგ ისინი გარეთ გამოვიდნენ, ჯიმი კი ჩაჰკეტეს. იმედი მქონდა, ერთ-ორ ბორკილს მაინც შეხსნიდნენ, რადგანაც ძალზე მძიმეები იყო, და წყლისა და პურის გარდა, ხორცსაც და მწვანილსაც მიაწოდებდნენ, მაგრამ მათ ეს აზრადაც არ მოსვლიათ, მე კი ვარჩიე, საქმეში არ ჩავრეულიყავი და მხოლოდ შემდეგ როგორმე გამეგებინებინა დეიდა საილისთვის ექიმის ნაამბობი. მაგრამ ჯერ საჭირო იყო გადამელახა უშუალოდ ჩემს წინაშე წამოჭრილი სიძნელე. დეიდა სალისთვის უნდა ამეხსნა, რა მიზეზით დავივიწყე და არაფერი ვთქვი სიდის ჭრილობის შესახებ, როდესაც ვუამბობდი, როგორ მივდევდით გაქცეულ ზანგს იმ დაწყევლილ ღამეს.
მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქვს. დეიდა შალი დღედაღამ ავადმყოფის ოთახს არ შორდებოდა, ბიძია საილასს კი გავურბოდი.
მეორე დილით გავიგე, რომ ტომი მომჯობინებულიყო; დეიდა შალი თვალის მოსატყუებლად წავიდა. მე დრო ვიხელთე და ავადმყოფის ოთახში შევიპარე. ვფიქრობდი, თუ ტომს არ სძინავს, ისეთ შესაფერის ამბავს შევთხზავთ, რომ შინაურებს თვალს ავუბამთ-მეთქი. მაგრამ ტომს მშვიდად ეძინა, გაფითრებული იყო, სახე წითლად აღარ ულაპლაპებდა, როგორც მოყვანის დროს.
იქვე ჩამოვჯექი. ველოდი, როდის გაიღვიძებდა, მაგრამ რას ვხედავ, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ფეხაკრეფით შემოდის დეიდა შალი. ისევ ჩავვარდი! დეიდა სალიმ მანიშნა, ჩუმად იყავიო. გვერდით მომიჯდა და ჩურჩულით დამიწყო ლაპარაკი, ახლა შეგვიძლია გავიხაროთ, ავადმყოფს მომჯობინების საუკეთესო ნიშნები ეტყობა, დიდი ხანია, უკვე ასე სძინავს, და გაღვიძებისას სრულ გონებაზე იქნებაო.
ასე ვისხედით ორივენი და ტომს შევყურებდით; მალე ტომი შეინძრა, თვალები გაახილა, გადმოგვხედა და გვითხრა:
_ როგორ! შინა ვარ? ეს როგორ მოხდა? ტივი სადღაა?
_ ყველაფერი რიგზეა, _ მივუგე მე.
_ ჯიმი?
_ ჯიმიც, _ ვუპასუხე მე ნაკლები გაბედულებით. მაგრამ მას არაფერი არ შეუმჩნევია.
_ რა კარგია! რა ჩინებული! ახლა ჩვენ საფრთხე აღარ გველის. უამბე დეიდას?
ვაპირებდი მეპასუხა, ვუამბე-მეთქი, მაგრამ დეიდამ არ დამაცადა:
_ რის შესახებ, სიდ.
_ თუ როგორ მოვაწყვეთ მთელი ეს საქმე.
_ რომელი საქმე?
_ რომელი და მთელი ეს საქმე, ერთის მეტი სხვა რა საქმე გვქონდა: როგორ გავათავისუფლეთ მე და ტომმა გაქცეული ზანგი.
_ ღმერთო ჩემო! გავათავისუფლეთო! რას ლაპარაკობს ეს ბავშვი? ღმერთო ჩემო, ისევ დაკარგა გონება.
_ არა, გონება არ დამიკარგავს. მშვენივრად ვიცი, რასაც ვამბობ. ჩვენ მართლა გავათავისუფლეთ ზანგი. გადავწყვიტეთ ამის გაკეთება და გავაკეთეთ კიდეც: რა ჩინებულად გამოვიდა!
ტომი მოჰყვა ლაპარაკს, დეიდა არ აჩქარებდა და გაშტერებული შეჰყურებდა. ვხედავდი, ჩემი ჩარევა ზედმეტი იყო.
_ დეიდა, რომ იცოდეთ, ეს ყველაფერი რამდენ შრომად დაგვიჯდა! რამდენი კვირა ვიშრომეთ, რამდენი საათი, რამდენი ღამე, როდესაც ყველას გეძინათ ხოლმე. გარდა ამისა, მოსაპარი იყო სანთლები, ზეწარი, პერანგი, თქვენი კაბა, კოვზები, თუნუქის თეფშები, დანები, ტაფა, წისქვილის ქვა, ფქვილი და, ვინ მოთვლის, კიდევ რა. ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელი იყო ხერხების, კალმების, წარწერების და სხვა ასეთების გაკეთება, ვირც იმას წარმოიდგენთ, როგორ ვიქცევდით ამით თავს. დასახატი იყო კუბოები და კიდევ სხვა რამეები. დასაწერი იყო უსახელო ბარათები ყაჩაღების სახელით; საჭირო იყო მეხამრიდის საშუალებით ზევით და ქვევით სიარული, ქოხში შესასვლელი ხვრელის გაკეთება, თოკის კიბის დაწვნა, მისი ნამცხვარში ჩადება და შეგზავნა; თქვენი წინსაფრის ჯიბეში კოვზების და კიდევ სხვა ნივთების ჩაწყობა ჯიმისთვის შესაგზავნად.
_ ღმერთო, მიშველე...
_ ქოხის ავსება ვირთაგვებით, გველებით და სხვა ქმნილებებით, იმისათვის, რომ ჯიმს მარტო არ მოეტყინა; თქვენ კი ტომი ქუდში ჩადებული კარაქით აქ იმდენ ხანს გააჩერეთ, რომ კინაღამ მთელი საქმე არ ჩაგვიშალეთ; სწორედ ამ მიზეზის გამო ფერმერებმა ქოხში მოგვისწრეს და იძულებული გავხდით გავქცეულიყავით. იმათ ხმაური გაიგონეს, დაგვედევნენ და მე ტყვია მესროლეს; მერე გზას გადავუხვიეთ და მდევრები წინ გავუშვით, ძაღლები რომ დაგვეწიენ, გვიცნეს, ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევიათ და იქით გაიქცნენ, საიდანაც უფრო მეტი ხმაური ისმოდა, ჩვენ კი ამასობაში ნავი მოვძებნეთ და ტივისკენ გავემართეთ. ყველანი მშვიდობით გადავრჩით, ჯიმი განთავისუფლდა და ეს ყველაფერი ჩვენი მოხერხებით მოხდა, ხომ შესანიშნავია, დეიდა?
_ ამის მსგავსი არაფერი გამიგონია მთელ ჩემს სიცოცხლეში. მაშ ეს თქვენ იყავით, თქვე ანცებო, ასეთი ხათაბალა რომ ატეხეთ, ყველას ტვინი გადმოგვიბრუნეთ და ისე დაგვაფრთხეთ, რომ შიშით კინღამ დავიხოცეთ?! ასე ძალიან არასოდეს არ მდომებია თქვენი მიტყეპა, როგორც ახლა! წარმოგიდგენიათ, მე მთელი რამეები არ მძინავს, ვფხიზლობ და ესენი კი... გამოკეთდები თუ არა, შე არამზადავ, ორივეს მოგაშლევინებთ მაგ ეშმაკობას.
მაგრამ ტომი წარმატებისაგან ისე იყო თავბრუდახვეული, რომ ენას ვეღარ აჩერებდა, დაუსრულებლივ ლაქლაქებდა. დეიდა შალი კი არ აცლიდა, თავისას გაიძახოდა და სულ ცეცხლს აფრქვევდა; ორივენი ერთგდროულად ისე ღრიალებდნენ, რომ კატების კონცერტი გეგონებოდათ.
_ კარგი, ხომ იჯერე გული, მაგრამ თუ კვლავ ჩარეულხარ იმის საქმეში... _ დაიწყო დეიდა სალიმ...
_ ვისი იმისი? _ იკითხა ტომმა, და ღიმილი გაკვირვებული გამომეტყველებით შეეცვალა.
_ ვისი და, რასაკვირველია, გაქცეული ზანგის. მაშ ვინ გეგონა?
ტომმა მკაცრად შემომხედა და მკითხა:
_ ტომ, განა შენ ახლა არ მითხარი, ჯიმი კარგად არისო? განა არ გაიქცა?
_ ვინა? _ უთხრა დეიდა სალიმ, _ ზანგი? არსადაც არ გაქცეულა. საღი და ჯანმრთელი მოიყვანეს, ისევ თავის ქოხში ჩასვეს, პური და წყალი მიუგდეს და ბორკილები გაუყარეს. სანამ პატრონი არ მოიკითხავს ან არ გაყიდიან, ასე იქნება.
ტომი თვალებანთებული წამოჯდა ლოგინში, აღელვებისაგან ნესტოები დაებერა და დაიყვირა:
_ მათ არავითარი უფლება არა აქვთ, ზანგი დაამწყვდიონ. გაიქეცი, ჰეკ, ნუ დაჰკარგავ ნურც ერთ წუთს, ჯიმი დაიხსენი; ის მონა აღარ არის, ის ისეთივე თავისუფალი ადამიანია, როგორც ჩვენ ყველანი.
_ რას ამბობს ეს ბავშვი?
_ რას ვამბობ და სიმართლეს ვამბობ, დეიდა შალი, და თუ არავინ არ წავა, მე თვითონ წავალ, მე და ტომი ჯიმს მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიცნობთ, მოხუცებული მის უოტსონი ორი თვის წინათ გადაიცვალა. მას რცხვენოდა, რომ ზანგს სამხრეთში უპირებდა გაყიდვას, თვითონვე თქვა ასე, და თავის ანდერძში ჯიმს თავისუფლება მისცა.
_ თუ ზანგი უკვე თავისუფალი იყო, გამაგებინე, რაღად დაგჭირდა იმისი განთავისუფლება?
_ საოცარია პირდაპირ, ეგ რა საკითხავია!.. მაშინვე მიხვდები, რომ ქალი გელაპარაკება; მე მხოლოდ ის მაინტერესებდა, თავს რა გადაგვხდებოდა და მზად ვიყავი, სისხლის მორევი დამეყენებინა, ოღონდ... ღმერთო დიდებულო... დეიდა პოლი!
კისერი მომჭერით, თუ დეიდა პოლი მართლა არ იდგა კარებში და ისეთი ალერსიანი და კმაყოფილი გამომეტყველება თუ არ ჰქონოდა, როგორც ღვეზელით გამომზღარ ანგელოზს.
დეიდა შალი ტირილით მივარდა მას და ისე მოეხვია, კინაღამ თავი არ მოაგლიჯა, მე კი ჩემთვის საწოლზე მყუდრო ადგილი მოვძებნე, რადგანაც ვგრძნობდი, ძალიან დაგვცხებოდა. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიჭყიტე, დეიდა პოლი უკვე განთავისუფლებულიყო და სათვალის ზემოდან ისე გამოჰყურებდა ტომს, თითქოს მიწასთან გასწორებას უპირებსო. მერე უთხრა:
_ სჯობია, იქით მიაბრუნო თავი, ტომ, შენ ადგილას მე ასე მოვიქცეოდი.
_ ოჰ, ღმერთო ჩემო, _ უთხრა დეიდა სალიმ, _ განა ამდენად შეიცვალა, ეს ხომ ტომი არ არის, სიდია, ტომ... ტომ... სად არის ტომი? ამ წუთში აქ იყო.
_ შენ ალბათ გინდა თქვა, სად არის ჰეკ ფინი, იმისთვის ხომ არ გამიზრდია ჩემი ანცი ტომი, რომ შეხვედრისას ვეღარ ვიცნო. აბა ეს იქნებოდა, რაც იქნებოდა, გამოდი საწილის ქვეშიდან, ჰეკ, ფინ.
გამოსვლით კი გამოვედი, მაგრამ სადღა იყო ჩემი გაბედულება!
ჩემს დღეში არავინ მინახავს ისეთი აღელვებული და დაბნეული, როგორიც დეიდა შალი, გარდა ერთისა, სახელდობრ ბიძია საილასისა. როდესაც ეს უკანასკნელი შემოვიდა და ყველაფერი უამბეს, მთვრალივით წაბარბაცდა, მთელი დღე გამოშტერებული დადიოდა და იმ საღამოს ისე იქადაგა, რომ ბრძენთა შორის უბრძენესიც ვერას გაიგებდა იმის ნათქვამიდან. ისე რომ, იმ დღიდან დიდი სახელი მოიხვეჭა.
დეიდა პოლიმ უამბო ყველას, ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი, ისე რომ იძულებული გავხდი, ავმდგარიყავი და მეთქვა, თუ რა დღეში ჩავვარდი, როდესაც მისის ფელპსს ტომ სოიერი ვეგონე. დეიდა შალი ლაპარაკში ჩაერია და მითხრა, ისევ დეიდა შალი დამიძახე, უკვე შევეჩვიე და შეცვლა საჭირო არ არისო. მე განვაგრძობდი:
_ როდესაც დეიდა სალის ტომ სოიერი ვეგონე, სხვა გზა არ იყო, უნდა მომეთმინა, მით უმეტეს, რომ ვიცოდი, ტომ სოიერს არ ეწყინებოდა; პირიქით, მოიწონებდა კიდეც, როგორც ერთგვარ საიდუმლოებას, თავგადასავლად აქცევდა და კმაყოფილი იქნებოდა. ეს მართლაც ასე მოხდა, ტომმა სიდი დაირქვა და მდგომარეობიდან გამომიყვანა.
დეიდა პოლიმ გვიამბო, რომ ტომი მართალი იყო: თურმე მოხუცებულ მის იუოტსონს თავის ანდერძში მართლა თავისუფლება მიეცა ჯიმისთვის. ამნაირად, ტომ სოიერმა მთელი უბედურება და წვალება იმისთვის გამოიარა, რომ ისედაც თავისუფალი ზანგი გაეთავისუფლებინა. მე კი ამ წუთამდე, სანამ ამ საუბარს მოვისმენდი, ვერაფრით ვერ გამოგო, რატომ უნდა დამხმარებოდა ზანგის განთავისუფლებაში ტომი, რომელსაც წესიერი აღზრდა ჰქონდა მირებული.
დეიდა პოლიმ თქვა, როდესაც დეიდა სალის წერილი მივიღე ტომის და სიდის მშვიდობით მგზავრობაზე, ვიფიქრე: ასეც მოხდებოდა, ამაზე ადრევე უნდა მეზრუნა, როდესაც უპატრონოდ ვუშვებდი-მეთქი, მეტი გამოსავალი არა მაქვს, გზას უნდა დავადგე, ათას ასი მილი უნდა ვიჩანჩალო და გავიგო, რა ჩაიდინა იმ საძაგელმა ბიჭუნამ. თქვენგან ხომ პასუხი არ მეღირსა.
_ ერთი წერილიც არ მიმიღია, _ უთხრა დეიდა სალიმ.
_ საკვირველია! ორჯერ მოგწერე, მინდოდა გამეგო, რომელ სიდზე იწერებოდი.
_ მე კი არაფერი არ მიმიღია.
დეიდა პოლი ნელა მობრუნდა და მკაცრად იკითხა:
_ ტომ?
_ რა? _ იკითხა გაბუტვით ტომმა.
_ რაობით ლაპარაკს როგორ მიბედავ შე თავხედო, შენა? მომეცი წერილები.
_ რა წერილები?
_ სწორედ ის წერილები. დამაცადე, ერთი ხელში ჩამივარდე.
_ ყუთში აწყვია, სწორედ ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ფოსტაში მომცეს. შიგ არ ჩამიხედავს, ხელიც არ მიხლია. ვიცოდი, რომ ერთ აურზაურს გამოიწვევდა. მე მეგონა, არ გეჩქარებოდათ, მე...
_ ცოცხლად უნდა გაგაძრო ტყავი, ამის ღირსი ხარ. იმასაც გატყობინებდი, რომ მოვდიოდი. ალბათ, ამ...
_ არა, ის წერილი გუშინ მოვიდა, თუმცა ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ხელუხლებელია და ჩემთან არის, _ უთხრა დეიდა სალიმ.
მზად ვიყავი, ორ დოლარზე დავნაძლევებოდი, რომ მასთან არ იყო, მაგრამ გაჩუმება ვარჩიე, კრინტი არ დამიძრავს.

უკანასკნელი თავი

როგორც კი ტომთან საიდუმლო საუბრის საშუალება მომეცა, მკითხე, რა გქონდა მიზნად, როცა გაქცევას აწყობდი, ან რას აპირებდი, თუ გაქცევა მოხერხდებოდა და გაათავისუფლებდი ზანგს, რომელიც ისედაც თავისუფალი იყო-მეთქი? ტომმა მიპასუხა, იმ შემთხვევაში, თუ ჯიმს მშვიდობით დავიხსნიდი, მიზნად მქონდა, მასთან ერთად ტივით გვემოგზაურა, შევყროდით სხვადასხვა ხიფათს და, როცა მდინარის სათავეს მივაღწევდით, გამოგვეცხადებინა ზანგისთვის, რომ იგი თავისუფალია. მერე გემში ჩაგვესვა, ზეიმით წამოგვიყვანა შინ და დაკარგული დროის საფასური მიგვეცა, თანაც წინასწარ მიგვეწერა, რომ შეეკრიბთ ჩვენი მხრის ყველა ზანგი, რათა მათ ჯიმი ჩირაღდნებითა და მუსიკით გაეცილებინათ ქალაქში. მაშინ ის ნამდვილი გმირი იქნებოდა და ჩვენც ამასთან ერთად, მაგრამ, ჩემი აზრით, ისეც ყველაფერი კარგად დაგვირგვინდა.
ჯიმს უმალვე ბორკილები შევხსენით, ხოლო როდესაც დეიდა პოლიმ, ბიძია საილასმა და დეიდა სალიმ გაიგეს, როგორ ეხმარებოდა ჯიმი ექიმს ტომის მოვლაში, ლამის თავს შემოვლებოდნენ. საუკეთესოდ მოაწყვეს, აჭევდნენ იმას, რასაც მოისურვებდა, და არაფერს არ აკეთებინებდნენ. ჯიმი ავადმყოფის ოთახში ავიყვანეთ და ლაპარაკით გული ვიჯერეთ, ტომმა ჯიმს ორმოცი დოლარი მისცა, რაკი მან ჩვენი გულისათვის პატიმრობაში დიდი მოთმინება გამოიჩინა და წესიერად იქცეოდა. იგი სიხარულით კინაღამ ჭკუაზე შეიშალა და წამოიძახა:
_ ჰეკ, რას გეუბნებოდი? რა გითხარი, როდესაც ჯეკსონის კუნძულზე ვიყავით? მე გითხარი, ბალნიანი მკერდი მაქვს და ეს იმის ნიშანია, რომ ოდესღაც მდიდარი ვყოფილვარ და კვლავ გავმდიდრდები-მეთქი. გამართლდა კიდევაც. აი, ხომ ხედავ?! ისე, რომ ნუღარ დამიწყებ _ ნიშანი ნიშანიაო, დაიხსომე ჩემი სიტყვა; მე ისევე კარგად ვიცოდი, რომ კვლავ გავმდიდრდებოდი, როგორც ის, რომ ახლა შენ გელაპარაკები.
ტომი კი განაგრძნობდა ლაქლაქს: მოდი, სამივენი ღამე გავიპაროთ აქედან, იარაღი ვიშოვოთ და ხიფათის საძებნელად გაღმა ინდიელების ტერიტორიაზე ორიოდე კვირით გავიდეთო. მე ვუთხარი: კარგი იქნება, მაგრამ ფული არა მაქვს, რომ არაღი შევიძინო, და არც იმის იმედი მაქვს, რომს ახლიდან გამომიგზავნიან. მამაჩემი, უეჭველია, უკვე დაბრუნდებოდა, გამოართმევდა ფულს მოსამართლე თეტჩერს და ლოთობაში გაფლანგავდა-მეთქი.
_ არა მამაშენს არ გამოურთმევია, _ მითხრა ტომმა, _ ფული ისევ იქ არის, ექვსი ათასი დოლარია და, მგონი, მეტიც, მამაშენი კი არ დაბრუნებულა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამგზავრების დროს ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყო.
ამაზე ჯიმმა დიდი ამბით განაცხადა:
_ ის არასოდეს არ დაბრუნდება, ჰეკ.
_ რატომ ჯიმ?
_ სულ ერთია, რატომ, ჰეკ, გეუბნები, არ დაბრუნდება-მეთქი.
მაგრამ მე არ მოვეშვი და ბოლოს მან თქვა;
_ ხომ გახსოვს, წყალს რომ სახლი მოჰქონდა; შიგ ხომ კაცი ვნახეთ, რომელსაც რაღაც ჰქონდა წაფარებული? მე მას საფარი გადავხადე და ოთახში არ შეგიშვი. შენი ფულის მიღება, როდესაც გინდა, მაშინ შეგიძლია. ის კაცი მამაშენი იყო.
ტომი ახლა კარგად არის. საათის ძეწკვზე თავისი ტყვია შეუბამს საათის მაგივრად და სულ უყურებს, რა დროაო. ჩემდა სასიხარულოდ, დასაწერი მეტი აღარაფერია. რომ მცოდნოდა, რა ხათაბალაა წიგნის დაწერა, ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებდი, მომავალში აღარაფრის დაწერას არ ვაპირებ. მე ალბათ ტომზე და ჯიმზე ადრე გავიპარები ინდიელების მიწა-წყალზე, რადგანაც დეიდა სალი აპირებს მიშვილოს და აღმზარდოს, მე კი ამას ვერ გავუძლებ; ერთხელ ხომ უკვე გამვცადე!

??????