ჯანაშია ნათია
გაზიარება

თბილისს 

როგორც თებერვლის ბოლო, ნაკიანი მაქვს სევდა, 
ვწევარ მოგლეჯილ ცაზე, ღრუბლის უძღები ქულა, 
წახველ, თუ აქ ხარ ისევ? საით? მშვიდობა შენდა! 
ბედსაც ჰქონია ბედი, თავის თავს უწერს ქულებს. 
ჰოდა, ბავშვურად ფიქრი ჯანყის ბურთებით ბერავს 
ტუჩებს, სკდებიან სისხლში ცრემლის წვეთები, თბილი, 
თავის სხეულის მიღმა, როგორც საყვარლის ამბორს, 
(მოხშირებული სუნთქვით) მზე კანზე იკრავს თბილისს. 

ანუ დახუჭე თვალი,მაინც ვერაფერს ხედავ ! 

??????