შემოდგომის სურათები
I
მწიფე ყურძნით
ხარობს თვალი ,
წელს უხვი ჩანს მოსავალი ...
სახლის უკან
ბღავის ბალი :
– ვაი , ჩემი ტყაბის ბრალი !
II
წვიმა გახშირდა ...
დაჭკნა გვირილა .
ხეზე მტრედივით
შემოჯდა ზვინი .
საწნახელს სისხლი
წასკდა ცხვირიდან , -
ჭურში ორშიმომ
ჩატუნტრა ცხვირი .
III
ცეკვავს წისქვილის დოლაბი ,
ტაშისკვრაში საცერი ,
ფუჩეჩში ჩასაფრებულა
ნედლი სიმინდი – შემწვარი ;
აღფრთოვანება
ამ მცირე მიწიდან აღმონაცენი ,
ვით ცეროდენა კვერცხიდან
ამოფრენილი მერცხალი , -
ლაღად მოივლის ქვეყანას ,
შინაურია ყველგანა .